სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს წლიური ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-11-08
კომიტეტის სხდომის ნომერი 77
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2519?local=true
საქართველოს პარლამენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა
თარიღი
08 ნოემბერი 2023 12:00
2023 წლის 8 ნოემბერი, 12:00 საათი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს წლიური ანგარიში;
მომხსენებელი: აპოლონ კაკაბაძე - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
მოადგილე;
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“ (1-14027/23; 31.10.2023);
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე.
1 of 2
11/4/2023, 12:22 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის
სხდომის ოქმი N77
ქ. თბილისი
2023 წლის 8 ნოემბერი
სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარე მაია ბითაძე - სხდომის თავმჯდომარე; კომიტეტის წევრები: ხატია
წილოსანი, სალომე ქურასბედიანი, გიორგი ცაგარეიშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილი,
ნოდარ ტურძელაძე, გოდერძი ჩანქსელიანი.
კომიტეტის აპარატის თანამშრომლები: დენის სალუქვაძე - კომიტეტის აპარატის
უფროსი, ხათუნა მუკბანიანი,
გურანდა ქართველიშვილი, კომიტეტის წამყვანი
სპეციალისტები მანანა მოსიძე, ელისო შანავა – სხდომის მდივნები.
მოწვეული სტუმრები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის
პირველი მოადგილე, აპოლონ კაკაბაძე - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის მოადგილე, კახა ცერცვაძე სსიპ სატყეო სააგენტოს უფროსი, დავით დამენია სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ნათია იორდანიშვილი - სატყეო სააგენტოს
უფროსის მოადგილე, გიორგი კაპანაძე - საფინანსო დეპარტამენტის უფროსის
მოადგილე, გიორგი გუმბერიძე - საფინანსო დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს
უფროსი.
სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ. მან დაადასტურა სხდომის
უფლებამოსილებისთვის საჭირო კვორუმის არსებობა და კომიტეტის წევრებს გააცნო
სხდომის დღის წესრიგი. დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი პირველ
საკითხად განიხილეს, რასაც კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
დღის წესრიგი:
1. 1. სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ წლიური ანგარიშის მოსმენა.
მომხსენებელი: კახა კაკაბაძე - გარემო დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის მოადგილე;
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ,,საქართველოს 2023
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“ (N1-14027/23;
31.10.2023).
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე.
მაია ბითაძემ სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს,
გიორგი კაკაურიძეს.
I საკითხი
მოისმინეს: გიორგი კაკაურიძის ინფორმაცია „საქართველოს 2023 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვის თაობაზე.
აღინიშნა, რომ 2023 წლის პირველი ნახევრის საშუალო რეალურმა ზრდამ
7.6% შეადგინა. 2023 წლის პირველი ნახევრის ეკონომიკურ აქტივობაში
ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ადმინისტრაციული და დამხმარე
მომსახურების საქმიანობები 37.5 პროცენტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია
31.3 პროცენტი, მშენებლობა 19.0 პროცენტი, განათლება 16.4 პროცენტი,
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების
საქმიანობები 11.8 პროცენტი. ასევე აღინიშნა, რომ 2023 წლის იანვარსექტემბრის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი
განისაზღვრა
15 594 381.6 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში
მობილიზებულ იქნა
16 257 930.1 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო
მაჩვენებლის 104.3%.
წარმოდგენილი იქნა უწყებების მიხედვით ბიუჯეტის შესრულების
მაჩვენებლები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებით შესრულების
მაღალ მაჩვენებელზე, კერძოდ სამინისტროს ათვისების მაჩვენებელი
შეადგენს 95 %-ს. აღინიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს გარემოსდაცვით პროგრამებს ათვისების მაჩვენებელი
საკმაოდ მაღალი აქვს. ზოგიერთი პროგრამის ათვისების მაჩვენებელი
ცდება 100 %-ს, რაც ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია იმით, რომ
მიზნობრივი გრანტის თანხა არ არის ასახული გეგმაში, თუმცა
მონაწილეობს ხარჯში, შესაბამისად ათვისების მაჩვენებელი 100 პროცენტზე
მეტია.
აზრი გამოთქვა: მაია ბითაძემ. დადებითად შეაფასა გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი პროგრამების
შესრულების მაღალი მაჩვენებლები. დაინტერესდა, რატომ აქვს ათვისების
დაბალი მაჩვენებელი თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროგრამას და
აჭარის მყარი ნარჩენების პროექტს(EBRD, SIDA).
უპასუხა: გიორგი კაკაურიძემ. აღინიშნა, რომ "თბილისის მყარი ნარჩენები"ის მართვის პროექტში დარჩენილი ორი კომპონენტის განხორციელება და
შესაბამისად სასესხო თანხის ათვისება ვერ მოხერხდა რიგი ტექნიკური
მიზეზების გამო.
2023 წლის მე-4 კვარტალში მოხდება საბოლოო
კომპონენტის შესყიდვის განხორციელება. რაც შეეხება აჭარის მყარი
ნარჩენების პროექტს(EBRD, SIDA) - პრობლემები აღმოიფხვრა და მსხვილი
თანხის ათვისება მოხდება ერთიანად.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა:
კომიტეტმა
დადებითად
შეაფასა
ფინანსთა
სამინისტროს
მიერ
წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების 9 თვის მიმოხილვა“ და ცნობად მიიღო.
მაია ბითაძემ სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის მოადგილეს, აპოლონ კაკაბაძეს.
საკითხი II
მომხსენებელი: აპოლონ კაკაბაძე - აღნიშნა, რომ სატყეო სექტორის რეფორმა არის აქტიურ
ფაზაში. ეს მიმართულება წარმოადგენს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს ერთერთ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებას. მან მადლობა
გადაუხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს,
კომიტეტს, კომიტეტის და პარლამენტის წევრებს, ვინც მუდმივად მხარს უჭერს სექტორის
განვითარებისთვის აუცილებელ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რაც ბოლო პერიოდში
განხორციელდა. მისი თქმით, 2013 წელს პარლამენტის მხარდაჭერით შეიქმნა სატყეო
სექტორის კონცეფცია, რითაც საშუალება მოგვეცა გრძელვადიანი ხედვა შეგვექმნა და იმ
დიდი ხნის სტაგნაციის შემდეგ, სწორედ ამ დოკუმენტით განისაზღვრა ძირითადი
სტრატეგიული მიმართულებები, რაც ქვეყნაში ტყის მდგრადი მართვის დანერგვის
წინაპირობა გახდა. მოგვიანებით, პარლამენტის აქტიური ჩართულობით მოხდა ტყის
ახალი კოდექსის შემუშავება, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა
2020 წელს და დღეისთვის შეიძლება ითქვას, რომ სატყეო სექტორის მარეგულირებელი
საკანონმდებლო ბაზა მოწესრიგებულია. რა თქმა უნდა, დარგის განვითარების
კვალდაკვალ, ეროვნული საჭიროების მიხედვით, შესაძლებელია საჭირო გახდეს,
როგორც ცვლილებები, დამატებები, დაზუსტებები და საბოლოოდ მივიღოთ ისეთი
სისტემა, რომელიც იქნება ეკოლოგიურად გონივრული, ეკონომიურად წარმატებული და
სოციალურად სამართლიანი სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ტყის სექტორის მდგრად
მართვას.
სამინისტროს სახელით მინდა დაგიდასტუროთ მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა და
გვაქვს თქვენი მუდმივი მხარდაჭერის იმედი. დღეს, ეროვნული სატყეო სააგენტოს
საკმაოდ რთული დავალების შესრულება უწევს. ამიტომ, მოვახერხოთ და გავუმკლავდეთ
წლების განმავლობაში დაგროვილ გამოწვევებს დაწყებული ჩვენი ტყეების შესახებ
ინფორმაციის მუდმივი განახლებით, მისი დაცვის, აღდგენის და რაც მთავარია, ისეთი
სარგებლობის ორგანიზებით, რაც ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.
საბედნიეროდ, ამ პროცესში ჩვენს გვყავს მხარდამჭერი, როგორც ეროვნულ, ასევე
საერთაშორისო დონეზე და სააგენტოს აქვს გრძელვადიანი ხედვა და სამოქმედო გეგმა,
თუ როგორ უნდა შეძლოს ეტაპობრივად ტყის მართვის სისტემის გაძლიერება და
გაუმჯობესება. იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი პროგრესის შესახებ
ინფორმაციით წარვდგებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
წინაშე.
ანგარიში წარმოადგინა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია
იორდანიშვილმა.
2023 წლისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი: 61,513.00 ათ ლარი
მათ შორის:
სახელმწიფო ბიუჯეტი - 20,431.30 ათ.ლარი
საკუთარი შემოსავლები - 41,082.00 ათ. ლარი
პროგრამების მიხედვით:
დასახელება
2023 წლის დაზუსტებული გეგმა
სულ
სახელმწიფო ბიუჯეტი
საკუთარი
შემოსავლები
სატყეო სისტემის
ჩამოყალიბება და მართვა
61,513.30
20,431.30
41,082.00
ეროვნული სატყეო
სააგენტოს რეგულირება და
მართვა
24,297.00
9,100.00
15,197.00
ტყის მოვლა-აღდგენის
ღონისძიებები
2,155.00
600.00
1,555.00
ტყის
აღრიცხვაინვენ
ტარიზაცია
850.00
250.00
600.00
ტყით სარგებლობის
ღონისძიებები
34,211.30
10,481.30
23,730.00
ბიუჯეტის შესრულება (9 თვე)
სახელმწიფო ბიუჯეტი - 91%
საკუთარი შემოსავლები - 95%
ადამიანური რესურსები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად ცდილობს გაზარდოს რეგიონის სატყეო
სამსახურების თანამშრომელთა რაოდენობა, რომლების პასუხისმგებლები არიან ტყის
დაცვის, მონიტორინგის, სატყეო სამუშაოების განხორციელება-ზედამხედველობასა და
მოსახლეობისთვის მომსახურების გაწევაზე.
2023 წელს სააგენტომ დამატებით შრომითი ხელშეკრულება გაუფორმა 318 სპეციალისტს,
რომლებიც გადანაწილდნენ ცხრავე რეგიონულ სატყეო სამსახურში.
2023 წლისთვის სააგენტომ განაახლა სატყეო სამეურნეო სამუშაოებისათვის საჭირო
ტექნიკა, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობა.
შეძენილ იქნა:
9 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი (დასტერი), რეგიონული სატყეო
სამსახურების გამართული ფუნქციონირებისათვის
64 პიკაპი
8 სატვირთო 4X2
3 სატვირთო 6X6
2 თვითმცლელი სატვირთო 6X6
7 სატვირთო 6X6 ჯალამბრით და ჰიდრომანიპულატორით
6 ექსკავატორ დამტვირთველი
1 ექსკავატორი
3 ბულდოზერი
3 საჩეხი დაზგა
9 დრონი
150 ფოტოხაფანგი
ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა და პირადი დაცვის საშუალებები
საერთო ღირებულება: 11,380,679,36
მათ შორის:
6,068,548.86 ლარი - სახელმწიფო ბიუჯეტი
486,000.00 ლარი - საკუთარი შემოსავლებიდან
1 024 813 ლარი - UNDP და იაპონიის მთავრობის გრანტი
3 801 317,5 ლარი - მწვანე კლიმატის ფონდის
(GCF), გერმანიისა და შვეიცარიის
მთავრობების გრანტი
ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა
ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად ცდილობს მოაწესრიგოს რეგიონული
სატყეო სამსახურების ოფისები და შექმნას ახალი ინფრასტრუქტურა საქმიანი ეზოების
სახით, რაც ადგილობრივ მოსახლეობასა და კერძო სექტორს გაუმარტივებს როგორც
მერქანზე, ასევე სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობას.
2023 წელს დასრულდა:
1. სამეგრელო-ზემო
ადმინისტრაციული
სვანეთის
სატყეო
შენობის მშენებლობა
სამსახურის
2. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია
მიმდინარეობს:
1. კახეთის სატყეო სამსახურის ადმინისტრაციული შენობის კაპიტალური რემონტი
(ყვარელი)
2. ცაგერის სატყეო უბნის ისტორიული შენობის მშენებლობა
3. ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის ადმინისტრაციული შენობის კაპიტალური
რემონტი (ბოლნისი)
2024 წლისათვის დაგეგმილია დამატებით:
ადმინისტრაციული ოფისის რემონტი (თიანეთი,
მცხეთა).
ადმინისტრაციული ოფისის მშენებლობა (ონი)
საქმიანი ეზოები ხე-ტყის ორგანიზებულად დამზადების და მერქნულ რესურსზე
წვდომის გამარტივების აუცილებელი წინაპირობაა. ეს არის სპეციალურად შერჩეული
ადგილი მუნიციპალიტეტის დონეზე, სადაც ხდება მერქნული რესურსის დასაწყობება,
დახარისხება, რეალიზაცია და სატყეო სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე სხვა
დამატებითი სერვისისა და ინფორმაციის მიღება. დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 40
საქმიანი ეზოა აშენებული.
2023 წელს უკვე დასრულდა 5 საქმიანი ეზოს მშენებლობა:
•
ქვემო ქართლი (2);
•
იმერეთი (1);
•
სამეგრელო ზემო სვანეთი (1);
•
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი (1)
წლის ბოლომდე დასრულდება დამატებით 12 საქმიანი ეზოს მშენებლობა (7 GCF
პროექტის ფარგლებში) მათ შორის:
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი (1)
იმერეთი (3)
გურია (2)
კახეთი (4)
სამეგრელო ზემო სვანეთი (1)
მცხეთა-მთიანეთი (1)
2024 წლისათვის დაგეგმილია დამატებით 15 საქმიანი ეზოს
მშენებლობა.
ტყითსარგებლობის ღონისძიებები
ტყის მრავალმიზნობრივი სარგებლობის ხელშეწყობის და ტყის მიწების სარგებლობაში
გაცემასთან (იჯარა) დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების გაუმჯობესების
უზრუნველსაყოფად მომზადდა და სააგენტოს უფროსის ბრძანებით დამტკიცდა
სახელმძღვანელო დოკუმენტი, მათ შორის საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და
სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობის გაცემასთან დაკავშირებით
განისაზღვრა დამატებითი მოთხოვნები. ასევე, შეიცვალა ტყითსარგებლობის საფასურის
დადგენის წესი. კერძოდ, საფასური დგინდება ყველა კონკრეტული შემთხვევისთვის სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების/დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის)
შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.
მოსახლეობის და საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობი შეშით მომარაგება სოციალური
ჭრის ფარგლებში, მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგების მიზნით გამოყოფილია
ტყეკაფები და გაცემულია 166 038,6 კბმ მერქნული რესურსი.
საბიუჯეტო ორგანიზაციების (სკოლები, ბაღები და სხვა) მომარაგების მიზნით
დამზადდა 16 412 კბმ მერქნული რესურსი
ხე-ტყის დამზადება და რეალიზაცია
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს ორგანიზებული წესით
(უპირატესად მომსახურების შესყიდვით) ხე-ტყის დამზადების ღონისძიებებს მისი
რეალიზაციის მიზნით.
2023 წელს:
155 834 კბმ მერქნული რესურსის დასამზადებლად, გამოცხადებულია 183
ტენდერი ხე-ტყის დამზადების მომსახურების შესყიდვის მიზნით. (აღნიშნული
მერქნული რესურსის რაოდენობის ათვისება უმრავლეს შემთხვევაში
მრავალწლიანია)
მოვლითი და სამეურნეო ჭრებით დამზადებულია - 114 924,9 კბმ მერქნული
რესურსი
მერქნის რეალიზაციის მიზნით 1 ნოემბრის მდგომარეობით გამოცხადებულია 755
ელექტრონული აუქციონი
გაყიდული მერქნის მოცულობა შეადგენს 65 097,03 კბმ- ს.
აუქციონის საპროგნოზო გასაყიდი თანხა შეადგენს 15 252 397,69 ლარს.
სატყეო-სამეურნეო გზები
2023 წლისთვის მომზადდა 103,471 კმ სატყეო გზის პროექტი, მათ შორის: ახალი გზა 15,786 კმ, რეაბილიტაცია - 87,685 კმ. შესრულებულია სამუშაოები 63,223 კმ (მოწყობა 8,689 კმ, რეაბილიტაცია - 54,534 კმ).
ტყის მოვლა - აღდგენა
2023 წელს მომზადდა 19 ტყის აღდგენის პროექტი 1 726,7 ჰა ფართობისთვის,
მათ შორის:
გურია (677 ჰა),
იმერეთი (136 ჰა),
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი (140,6 ჰა),
სამცხე-ჯავახეთი (371,5 ჰა),
შიდა ქართლი (21,7 ჰა),
ქვემო ქართლი (88,1 ჰა),
კახეთი (279,7 ჰა)
მცხეთა-მთიანეთი (12,1 ჰა)
წინა წლების აღდგენილი ფართობების მოვლა განხორციელდა 1871,5 ჰა
ფართობზე.
ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებებში საზოგადოებისა და კერძო სექტორის
ჩართულობის გაზრდის უზრუნველსაყოფად შეიქმნა მოხალისეობრივი პლატფორმა
„ტყის მეგობარი“.
1 ივნისიდან (პლატფორმის გაშვების თარიღი) 1 ნოემბრის მდგომარეობით:
დარეგისტრირებულია 969 მოხალისე
ინდივიდუალური შემოწირულობებით მოგროვებულია 352 ლარი
კომპანიებთან კორპორატიული თანამშრომლობის ფარგლებში ჩარიცხულია 64
923 ლარი
ნაყიდია 29 000 ევროს ღირებულების ტყის აღდგენის სამუშაოებისათვის საჭირო
აღჭურვილობა და მასალები
„ტყის მეგობრის“ ფარგლებში მომზადებულია ტყის გაშენების პროექტი ჯვრის
მონასტრის მიმდებარე ფერდობისთვის (31,1 ჰა). პროექტი გამორჩეულია იმ მხრივაც,
რომ ეს იქნება პირველი პრეცენდენტი, რომელიც განხორციელდება სრულად
საზოგადოებისა და კერძო სექტორის ჩართულობით - ღონისძიებები განხორციელდება
„ტყის მეგობრის“ პლატფორმის მეშვეობით მობილიზებული ან/და ამავე პლატფორმის
ფორმატში კორპორატიული თანამშრომლობის შედეგად მოზიდული რესურსით
(როგორც ფინანსური, ისე ადამიანური).
ტყის მოვლის ღონისძიებები მავნებელ-დაავადებათა პრევენციის, ადრეული
შეტყობინებისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად შეიქმნა სატყეო
პათოლოგიური მონიტორინგის სისტემა - ყველა სატყეო უბანზე აღებულია მუდმივი
სადამკვირვებლო სანიმუშო ფართობები და მიმდინარეობს მონიტორინგი.
ტყის ხანძრების მართვის გაუმჯობესების მიზნით მომზადდა რისკების შეფასების
მეთოდოლოგია და ტყის ხანძრების მართვის გეგმები ყველა სატყეო უბნისთვის.
განთავსდა დამატებით საინფორმაციო გამაფრთხილებელი ნიშნები ხანძარსაშიშ უბნებში
და ჩატარდა მასშტაბური საინფორმაციო კამპანია სრული ხანძარსაშიში პერიოდის
განმავლობაში.
ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადება
ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის
სრულყოფის და ღონისძიებების გრძელვადიანად დაგეგმვის მიზნით, 2023 წელს:
ტყის დეტალური ინვენტარიზაციის (FMP) საველე სამუშაოები დაგეგმილია 100
924 ჰა ფართობზე:
თიანეთის სატყეო უბანი (40 924 ჰა);
ყვარლის სატყეო უბანი (30 000 ჰა);
თელავის სატყეო უბანი (30 000 ჰა);
GCF სამიზნე მუნიციპალიტეტები
სტატისტიკური მეთოდით ინვენტარიზაცია (FMI) განხორციელდა 186 000 ჰა
ფართობზე - დედოფლისწყაროს, ყვარლის, თელავის,
ლანჩხუთის და
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.
მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდა 124 276 ჰა ფართობზე
ონის სატყეო უბანი (73 437 ჰა)
ცაგერის სატყეო უბანი (50 839 ჰა)
დამტკიცდა ლენტეხის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმა - 79 314 ჰა ფართობისთვის
შემუშავდა ახმეტის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმა - 55 952 ჰა
ფართობისათვის
ტყის მართვის გეგმების დასრულების უზრუნველსაყოფად სამინისტროში
შესათანხმებლად წარდგენილია სახელმწიფო ტყის ფართობების საზღვრები სულ
- 185 335 ჰა ფართობისთვის, მათ შორის:
ამბროლაურის სატყეოს უბანი (80 901 ჰა)
წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანი (54 202 ჰა)
დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბანი (19 385 ჰა)
ადიგენის სატყეო უბანი (30 847 ჰა)
სააგენტოს მიერ შემუშავებული სპეციალური სასწავლო პროგრამის მიხედვით,
გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციების ცენტრთან ერთად გადამზადდა
დამატებით 17 ახალგაზრდა მეტყევე ტაქსატორი.
საერთაშორისო თანამშრომლობა
2023 წელს სააგენტოს მიზნობრივი გრანტების სახით გამოყოფილი ჰქონდა - 10,194.42 ათ.
ლარი, რომელიც ძირითადად მოხმარდა ტყის ინვენტარიზაციას და მართვის გეგმების
მომზადებას, ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს, ტყითსარგებლობის და სააგენტოს
შესაძლებლობების გაძლიერებას ადამიანური რესურსის გადამზადებისა და
ტექნიკააღჭურვილობის შესყიდვის მიმართულებით.
2021 წლიდან მიმდინარეობს პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და
განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF) და
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით,
რომლის სამიზნე ტერიტორია საქართველოს 3 რეგიონის (კახეთი, გურია, მცხეთამთიანეთი) 8 მუნიციპალიტეტია. პროექტის 2028 წლამდე განხორციელდება.
მწვანე კლიმატის ფონდის მიერ გამოყოფილი გრანტის ოდენობა შეადგენს 14,873,206
ევროს, ხოლო, პროექტში სახელმწიფო კონტრიბუციაა 92,611,273 ევრო.
2023 წელს მომზადდა ორი საპროექტო წინადადება წინა წელს განხორციელებული
პროექტების მეორე ფაზისთვის:
ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში - II ფაზა (2023-2024 წ)
დონორი: სლოვენიის რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობისა და
განვითარების ცენტრი (CMSR) განმახორციელებელი: WWF/Zavita
სავარაუდო ბიუჯეტი: 1,099,940 ევრო
„საქართველოში ტყის მდგრადი და კლიმატგონივრული მართვის პრაქტიკის
მხარდაჭერა“ - II ფაზა (2023-2024 წ)
დონორი: იაპონიის მთავრობა (JSB)
განმახორციელებელი: გაეროს განვითარების
სავარაუდო ბიუჯეტი: 999 850 დოლარი.
პროგრამა
(UNDP),
NFA
კითხვა დასვა: ხატია წილოსანმა - აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ანგარიშიდან
ირკვევა, რომ მნიშვნელოვანი ზრდა არის თანამშრომლების, 650
ხელშეკრულებით დასაქმებული პირია. ხელშეკრულებაზე ყოველთვის არის
ძალიან ბევრი კითხვა. მათ შორის, საზოგადოების, მაკონტროლებელი
არასამთავრობო
სექტორის
და
აუდიტის
სამსახურის
მხრიდან.
ინტერესდებიან, რომ თუ კი ასეთი საჭიროება არსებობს, რატომ არ აგვყავს ეს
ადამიანები მუდმივ შტატში. რა გეგმები გაქვთ ამ საკითხთან მიმართებით
მომავალი წლისთვის?
კითხვა დასვა: სალომე ქურასბედიანმა - როგორც თქვენ ერთერთ სლაიდში
გამოტანილი იყო, ტყის ყველა უბნისთვის არის შემუშავებული ტყის ხანძრის
მართვის გეგმები. ამაში გულისხმობთ იმ ტყის უბნებსაც, სადაც ტყის
მართვის გეგმები არ არსებობს? წინა წელს გვქონდა აუდიტის შესაბამისობის
ანგარიში, სადაც გამოვლენილი იყო გარკვეული ნაკლოვანებები ტყის
მართვის გეგმებთან მიმართებაში ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიების
გატარებასთან დაკავშირებით. მაინტერესებს, უკვე შემუშავებულ გეგმებთან
თუ გააკეთეთ გარკვეული ადაპტაცია და გარკვეული ღონისძიების
ინტეგრირების შესაძლებლობა თუ გახდა შესაძლებელი და სამომავლოდ თუ
ითვალისწინებთ ამ ნაკლოვანებების გამოსწორების საკითხს?
კითხვა დასვა: მაია ბითაძემ - ტერიტორია, რომელიც არ არის არც
მუნიციპალიტეტის და არც სატყეო ფონდის, გზისპირა ტერიტორიებზე
გვაქვს ხშირი შემთხვევები დაავადებების, რაც ვიზუალურადაც ჩანს და
რეალურად ეს მერქნული რესურსი არის დატოვებული ბედის ანაბარა
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურად არის გაშენებული. ამ საკითხთან
დაკავშირებით, მუნიციპალიტეტები შემდეგ წელს იმედია დაამტკიცებენ
ფიტოსანიტარული ღონისძიებების დოკუმენტებს. აღნიშნულ საკითხზე,
გნებავთ კომიტეტის ფარგლებში, ჩვენ დავაორგანიზებთ სამუშაო ჯგუფს და
რაღაც საკითხები უნდა დავძრათ იმიტომ, რომ ცენტრალური
გზატკეცილიდან ჩანს ტერიტორიები, რომელიც აქტიური ხმობის ფაზაშია
და ალბათ 2-3 წელიწადში იქ ყველა ხე წითელი იქნება. ეს საკითხი
გადასახედია.
როგორც ვიცით, ინვენტარიზაცია 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. ამ
პროცესში, სატყეო ფონდის საზღვრებთან მიმართებით არსებულ მთავრობის
დადგენილებაში აპირებთ თუ არა კორექციის შეტანას?
საქმიანი ეზოები, კონცეფცია, რომლითაც მივდივართ არის ძალიან სწორი და
კარგი. იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ტყეზე ზეწოლა შემცირდება,
მაგრამ კონცეპტუალურად, თუ ჩვენ მეტი ძალისხმევა არ გავიღეთ იქითკენ,
რომ ტყის ნარჩენი მეტად გარდავქმნათ თუნდაც, იმ პალეტებში, რომლებიც
ჩაანაცვლებს ეტაპობრივად შეშას და შეშა დარჩება უბრალოდ დეკორაციად.
ამ კუთხით მაინტერესებს თქვენი პროგნოზები და მოლოდინები. როგორია
თქვენი პროგნოზი ამ საკითხთან მიმართებაში და ხომ არ არის რამე ისეთი,
რომლის საკანონმდებლო შეცვლა შეგვიძლია ჩვენ და მეტად შეგვიძლია ამ
ნაწილში წვლილის შეტანა.
უპასუხა: ნათია იორდანიშვილმა - აღნიშნა, რომ ალტერნატიული სათბობის
საშუალებების გაჩენა არის ერთერთი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, შეშა
მუდმივად დარჩება ენერგობალანსში, მაგრამ ამოსავალი წერტილია მისი
მნიშვნელოვნად შემცირება. მაგრამ არის პრობლემა, კერძო სექტორი,
რომელმაც უნდა გადაამუშავოს ეს ნარჩენი და ალტერნატიული საწვავის
საშუალება შექმნას, არ ინტერესდება ტყეში არსებული ნარჩენების
გამოტანით, ვინაიდან ეს მათთვის არის პრობლემა და ასევე, შედარებით
მაღალი ფასია. რადგან ნარჩენი აკუმულირებულია ძირითადად, რომელიც
შეიძლება ასეთ საწვავად გარდაიქმნას ე.წ. სოციალური ჭრის ტყეკაფებში,
მისი შეგროვება, შემდეგ მისი გადამუშავება, როგორც ამბობს კერძო სექტორი,
არ არის მათთვის პრიორიტეტი. ამ კუთხით, დონორების დახმარებით
რამდენიმე მხარდაჭერის პროგრამა გაშვებულია არა მხოლოდ ბრიკეტების
თუ პალეტების დამზადების, არამედ ენერგოეფექტური ღუმელების
საქართველოში წარმოების თვალსაზრისით. სკოლების შესყიდვასთან
დაკავშირებით ძალიან წაგვეხმარება. რადგან აქამდე, სააგენტო ყოველგვარი
სამართლებრივი საფუძვლების გარეშე სკოლებთან მუშაობდა იმისთვის, რომ
მათ შეეძინათ მომწოდებლისგან ბრიკეტი. გვქონდა და გვაქვს შემთხვევები,
როდესაც სააგენტომ ჩავანაცვლეთ ბრიკეტით ის სკოლები, რომლებსაც ჩვენ
ვავამარაგებდით შეშით. თუმცა, ეს არის წარმოება მოთხოვნის ნაწილში.
საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილში მოგახსენებთ, რომ კარგი იქნება
ნარჩენზე სიმბოლური ფასის დადგენა და არა ის ფასი, რომელიც ამ
შემთხვევაში საექსპერტო ბიუროს მიერ იყო განსაზღვრული და საკმაოდ
მაღალი იყო შეშის ღირებულებაზეც კი. ჩვენ ეს ცვლილება მომზადებული
გვაქვს და უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ პროექტის სახით.
რაც შეეხება ტყის საზღვრების თემას - ტყის ინვენტარიზაცია არა მხოლოდ
ხარისხობრივ და გასატარებელ ღონისძიებებს გულისხმობს, ეს არის
ერთადერთი ინსტრუმენტი, როდესაც საზღვრების გასწორება ხდება,
როგორც გარე, მუნიციპალიტეტის ასევე, შიდა საზღვრების. ის
ტერიტორიები, სადაც არის მართვის გეგმები, უკვე მომზადებულია და
ინვენტარიზაცია გასწორებულია 2011 წელს რეესტრთან დადგენილი
საზღვრებთან მიმართებაში. თუმცა, ეს პროცესი არ არის ადვილი.
მაგალითად, საკამოდ დიდი ტერიტორიები გვაქვს შესათანხმებლად
გადაგზავნილი ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომ მომზადდეს ამ
შეთანხმებულ ფარგლებში ტყის მართვის გეგმები.
რაც შეეხება ფიტო სანიტარიას - მუნიციპალიტეტების ნაწილში ერთია
მავნებელ დაავადებების იდენტიფიცირების კომპონენტი და ამაში
ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველთვის ერთვება, როდესაც სააგენტოში
შემოდის ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ მანდატი ჩვენი არ არის. ჩვენი
სპეციალისტები მიდიან ადგილზე, სწავლობენ, მაგრამ შემდეგ არის უკვე
განსახორციელებელი ღონისძიებები. აქაც არის სიახლე, რომ GSF მიერ
დაფინანსებული პროექტის ფარგლებში არის მესამე კომპონენტი, რომელიც
არის შვეიცარიის მთავრობის მიერ შემდეგ მოგვიანებით დამატებული,
რომელიც თვითმმართველობების შესაძლებლობების გაძლიერებას ეხმიანება
ტყის მართვის და მწვანე ნარგავების პროცესში. ყველაზე დიდი პრობლემა ის
არის, რომ ტერიტორიები არ არის იდენტიფიცირებული, ინვენტარიზაცია არ
განხორციელებულა
ასეთი
მწვანე
ნარგავების.
ზოგი
შეიძლება
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იყოს, ზოგი გზის განსხვისების ზოლშია და
ამაზე საგზაო დეპარტამენტი არის პასუხისმგებელი და ზოგი არის
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი მიწა. პირველი
აქტივობა, რაც უნდა განხორციელდეს, ეს არის ტერიტორიების
იდენტიფიცირება, როგორც მსგავსად მიწის მართვის სააგენტომ გააკეთა
მაგალითად, ქარსაფრების შემთხვევაში და შემდეგ უკვე ერთიანი მიდგომა.
ამის შემდეგ, ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ ჩვენს ნაწილში ვიყოთ
ჩართულები ამ პროცესში.
რაც შეეხება ბუნებრივი კატასტროფების მართვის ეფექტიანობის აუდიტთან
დაკავშირებით და ტყის ხანძრების მართვის გეგმებთან დაკავშირებით, ამ
რეკომენდაციების მიხედვით, რეკომენდაცია შესრულებულია. ჩვენ გვაქვს
ანგარიში და დასტური იმისა, რომ ყველა რეკომენდაცია რაც ამ აუდიტის
ანგარიშში იყო მოცემული, სააგენტომ გასულ წელსვე შეასრულა არა
მხოლოდ ამ მართვის გეგმებით, არამედ ყველა იმ კრიტერიუმით, რაც იყო
გამოკვეთილი, ეს იქნება აღჭურვილობის გადანაწილების, რეაგირების
გეგმების ნაწილში თუ სხვა.
უპასუხა: აპოლონ კაკაბაძემ - რაც შეეხება მუდმივ საშტატო ნაწილს,
მართლაც საკმარისი არ არის დღეს დასაქმებული ადამიანების რიცხოვნობა
და ამიტომ, მოგვიწია წინა წელს მოთხოვნა დაახლოებით 350
თანამშრომელზე ხელშეკრულებით. დღეს ფაქტიურად არის უბნები,
როდესაც თითოეულ ტყის მცველზე მოდის 20-25 ათასი ჰა ტყის დაცვა. ჩვენ
ფაქტიურად, დღეის მდგომარეობით, იანვრიდან დღემდე 350 თანამშრომელი
დავაკონტრაქტეთ, ავიყვანეთ ტყის მცველად და შემცირდა მაგათი მოვლის
არეალი, სადაც უნდა გაწიონ თავისი საქმიანობა.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა: (ერთხმად) ცნობად იქნეს
მიღებული სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ საკომიტეტო მოსმენით
გათვალისწინებული ანგარიშის მოსმენა.
სხდომის თავმჯდომარე:
მაია ბითაძე
სხდომის მდივნები:
მანანა მოსიძე
ელისო შანავა