„რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევისა და მათზე ეფექტური რეაგირების შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-13
ბიუროს ნომერი 303
📜 ტექსტი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
რეზოლუციის პროექტზე
რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში
ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევისა და მათზე ეფექტური რეაგირების შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია რეზოლუციის შესახებ:
ა.ა) რეზოლუციის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეზოლუცია:
რეზოლუციის მიღება მიზნად ისახავს, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის და
დანაშაულებრივი ფაქტების შეფასებას და მათზე რეაგირებას. რუსეთის ფედერაციის
საოკუპაციო
ძალების
მხრიდან
თავისუფალი
გადაადგილების
გრძელდება
უფლების
საქართველოს
უკანონო
შეზღუდვა,
მოქალაქეების
საქართველოს
მოქალაქეთა რეგულარული გატაცება და მათი უკანონო დაკავება, მათ შორის
საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან.
რეზოლუციის მიღების მიზანია საქართველოს პარლამენტის რეაგირება რუსეთის
საოკუპაციო ძალების მიერ, 2023 წლის 6 ნოემბერს, საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, საქართველოს მოქალაქე თამაზ
გინტურის სიცოცხლის ხელყოფისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების ფაქტებზე.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საკანონმდებლო ორგანო, განსაზღვრავს
ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.
მნიშვნელოვანია აგრეთვე, ყველა საჭირო სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედება,
რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნული ფაქტების მყისიერ, სრულფასოვან და
ეფექტურ გამოძიებასა და დამნაშავეების მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის
ზომების გამოყენებას ყველა შესაძლო ინსტანციაში.
აღნიშნული რეზოლუცია ასევე მიზნად ისახავს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“
შესახებ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის N2070-II რეზოლუციაზე
დაყრდნობით
მიღებულ
დადგენილებით
რუსეთის
განსაზღვრულ
ფედერაციის
პასუხისმგებელი
საქართველოს
არიან
მთავრობის
2018
წლის
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის
საოკუპაციო
საქართველოს
რეჟიმის
26
სიას“
ივნისის
დაემატოს
წარმომადგენლები,
მოქალაქეების
მკვლელობაზე და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებაზე.
თამაზ
ვინც
გინტურის
რეზოლუციის მიღება ხაზს უსვამს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთსა და
ცხინვალის რეგიონებში, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზთან ახლოს რუსეთის
ფედერაციის
საოკუპაციო
რეჟიმის
სამართლებრივი
და
პოლიტიკური
პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეზოლუციის მიღების აუცილებლობა:
რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ განგრძობითი ხასიათი აქვს
საქართველოს
მოქალაქეების
გატაცებას,
წამებასა
და
სიცოცხლის
მოსპობას,
ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევას, ძალადობის აქტებს, საერთაშორისო
სამართლით გათვალისწინებულ სხვა დანაშაულებს.
მიუხედავად ამ დრომდე მიღებული პარლამენტის რეზოლუციებით განსაზღვრული
პოლიტიკისა,
მთავრობას
დღემდე
არ
განუახლებია
დეოკუპაციის
საერთო
ეროვნული ხედვა და რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული
სტრატეგია.
2018 წლის 26 ივნისის
N2070-II მთავრობის დადგენილებით, „ოთხოზორია-
ტატუნაშვილის სიის“ ამოქმედება და ეფექტიანი აღსრულება არ ხდება. ასევე, ამ
დრომდე, არ არის განსაზღვრული შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანო, რომელიც
უშუალოდ განახორციელებს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ზომებს
საერთაშორისო თუ ეროვნულ დონეზე და შესაბამის ანგარიშს წარმოუდგენს
საქართველოს პარლამენტს.
შესაბამისად,
რეზოლუციის
მიღება
საოკუპაციო
ძალების
საქართველოს
მიერ
აუციელებელია
რუსეთის
ოკუპირებულ
ფედერაციის
ტერიტორიებზე
სისტემურად განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების სრულფასოვანი
გამოძიებისა
და
შესაბამისი
სამართლებრივ/პოლიტიკური
პასუხისმგებლობის
დაკისრებისთვის.
ა.ბ) რეზოლუციის მოსალოდნელი შედეგი:
რეზოლუციის პროექტის მიღების შედეგად, საქართველოს პარლამენტი კვლავ
დაადასტურებს
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტის
მნიშვნელობას
ეროვნულ
და
საერთაშორისო
დონეზე,
დაგმობს
რუსეთის
ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების განგრძობით ოკუპაციას,
მზარდ მილიტარიზაციას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი
ანექსიისკენ
გადადგმულ
ნაბიჯებს.
მზარდი
მილიტარიზაციის
კონტექსტში,
განსაკუთრებით საგანგაშოა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში,
ოჩამჩირეში, უკანონო საზღვაო სამხედრო ბაზის განთავსების განცხადებული
მიზანი.
რეზოლუციის
მიღების
სამართლებრივ
და
შედეგად,
პოლიტიკურ
საქართველოს
შეფასებას
და
პარლამენტი
მოუწოდებს
მოახდენს
აღმასრულებელ
ხელისუფლებას და კონკრეტულ პასუხისმგებელ უწყებებს, მოახდინონ ეფეექტური
რეაგირება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 2023 წლის 6 ნოემბერს, საოკუპაციო
ხაზთან მიმდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, საქართველოს
მოქალაქე თამაზ გინტურის სიცოცხლის ხელყოფისა და ლევან დოთიაშვილის
გატაცების ფაქტებზე, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის
ფედერაციას. რეზოლუციით დადგენილი მოთხოვნების შესრულება უზრუნველყოფს
საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ყოვლისმომცველი სამართლებრივი და
პოლიტიკური ბერკეტების გამოყენებას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე
საოკუპაციო ძალების დანაშაულებრივ ქმედებებზე რეაგირებისთვის.
რეზოლუციის პროექტით კვლავ აღიარებულია დეოკუპაციის და ტერიტორიული
მთლიანობის
მშვიდობიანი
გზით
უზრუნველყოფის
ვალდებულება.
ასევე,
რეზოლუციაში გაცხადებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება გაამყარებს
საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკის არჩევანს, რაც მნიშვნელოვანია რუსეთის
ფედერაციის დეზინფორმაციული კამპანიის გასანეიტრალებლად, მათ შორის,
რუსეთის მიერ წარმოებულ პროპაგანდის ეგრედ წოდებული „მეორე ფრონტის“
შესახებ.
მთავრობის მიერ ამ რეზოლუციით დაკისრებული ვალდებულებების აღსრულების
შედეგად პასუხისმგებლობა დაეკისრება თამაზ გინტურის მკვლელებს და მათთან
დაკავშირებულ
პირებს.
რეზოლუცია
განსაზღვრავს
ამ
პირებზე
იგივე
სამართლებრივი მექანიზმების გავცელებას, მათ შორის საერთაშორისო სანქციების
ამოქმედების
აუცილებლობას,
რაც
სამართლებრივად
გათვალისწინებულია
“ტატუნაშვილი-ოთხოზორიის სიაში” მყოფი სხვა დამნაშავე პირების შემთხვევაში.
ა.გ) რეზოლუციის ძირითადი არსი:
რეზოლუციის
ძირითად
არსს
წარმოადგენს
საქართველოს
უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოს მხრიდან, რუსეთის ფედერაციის დანაშაულებრივი
ქმედებების შეფასება და ეფექტური სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების
განსაზღვრა, რაც უკავშირდება სოფელ კირბალში საქართველოს მოქალაქის, თამაზ
გინტურის მკვლელობას და ლევან დოთაშვილის გატაცების ფაქტებს.
საქართველოს პარლამენტი გმობს:
რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ
ნაბიჯებს საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლების
უკანონო შეზღუდვას, საქართველოს მოქალაქეთა რეგულარულ გატაცებას, მათ
შორის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან
და მათ უკანონო დაკავებას;
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 2023 წლის 6 ნოემბერს, ოკუპაციის ხაზთან
მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, საქართველოს მოქალაქე
თამაზ გინტურის სიცოცხლის ხელყოფისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების
ფაქტებს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას;
რუსეთის
მიერ
საქართველოს
ოკუპირებული
რეგიონების
განგრძობით
მილიტარიზაციას, რომლის ახალი გამოხატულებაა ოკუპირებული აფხაზეთის
ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი განთავსების
გადაწყვეტილება, ისევე როგორც, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის
რეგიონის რუსეთ-ბელარუსიის საკავშირო სახელმწიფოში ინტეგრაციის მცდელობა;
საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს მთავრობას:
გადადგას
ქმედითი
ნაბიჯები
ყველა
იმ
საქართველოს
მოქალაქის
გასათავისუფლებლად, რომლებიც დღემდე რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო
რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.
დაუყოვნებლივ გამოიძიოს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის
წარმომადგენლების მიერ ჩადენილი საქართველოს მოქალაქეთა გატაცების,
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების, წამების და სიცოცხლის მოსპობის
დანაშაულებრივი ფაქტები.
უმოკლეს ვადაში მთავრობის დადგენილებით, დაამატოს “რუსეთის ფედერაციის
მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების
უხეში დარღვევისა და ‘ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის’ შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის N2070-II რეზოლუციაზე დაყრდნობით მიღებულ
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის დადგენილებით განსაზღვრულ
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის
წარმომადგენლები, ვინც პასუხისმგებელი არიან საქართველოს მოქალაქეების თამაზ
გინტურის მკვლელობაზე და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებაზე.
განსაზღვროს
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის
სიის“
შესახებ
მთავრობის
დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი კონკრეტული უწყება და
საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში გატარებული ღონისძიებებისა და
კონკრეტული შედეგების შესახებ 2024 წლის 1 მაისამდე.
უმოკლეს ვადაში შეიმუშაოს დეოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა და
ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია,
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ეფექტიანი მშვიდობის
პოლიტიკის წარმოების და რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე მზარდი
საფრთხეების გათვალისწინებით.
გააძლიეროს ძალისხმევა საერთაშორისო ასპარეზზე ყველა პოლიტიკური და
დიპლომატიური ზომების გამოყენებით, რათა საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიების საკითხი მუდმივად იყოს აქტუალური საერთაშორისო დღის
წესრიგში და მოახდინოს საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაცია საქართველოს
ტერიტორიების დეოკუპაციისთვის; მათ შორის, მოახდინოს საერთაშორისო
თანამეგობრობის მობილიზაცია ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში რუსეთის
ფედერაციის მხრიდან უკანონო სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი განთავსების
შესაჩერებლად, შავი ზღვის ფართო რეგიონისა და ევრო-ატლანტიკური სივრცის
უსაფრთხოების კონტექსტში.
ა.დ) რეზოლუციის
კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
აღნიშნული პუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი რეზოლუციასთან მიმართებით.
ა.ე)
რეზოლუციის
ძალაში
შესვლის
თარიღის
შერჩევის
პრინციპი,
ხოლო
რეზოლუციისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება;
რეზოლუცია ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან ინიციატივის
მიზანი და შინაარსი მოითხოვს მის დროულ ამოქმედებას, შექმნილი ვითარებიდან
გამომდინარე. რეზოლუცია არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) რეზოლუციის დაჩქარებული წესით განიხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება
ასეთი არ არსებობს.
ბ ) რეზოლუციის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) :
ბ.ა) რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება
გამოყოფილი
საბიუჯეტო
ასიგნებების
ფარგლებში,
შესაბამისი
უწყებებიდან,
კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო;
საქართველოს საგარეო სამინისტრო და საქართველოს გენერალური პროკურატურა.
ბ.ბ) რეზოლუციის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
რეზოლუცია გავლენას
არ
იქონიებს
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
რეზოლუციის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
რეზოლუციის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე. რეზოლუციის პროექტით განსაზღვრულ სახელმწიფო სტრუქტურებს,
რომლებსაც
რეზოლუციით
განსაზღვრულ
ფარგლებში
შესაძლოა
მოუწიოთ
გარკვეული ქმედებების განხორციელება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
რეზოლუციის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი
ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) რეზოლუციის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
რეზოლუციის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს
ამ
პუნქტით
განსაზღვრული პირებისთვის.
ბ.ვ) რეზოლუციის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
რეზოლუცია არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პროექტის ზეგავლენის შეფასება;
რეზოლუცია არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება;
რეზოლუცია გავლენას არ მოახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ)რეზოლუციის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) რეზოლუციის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეზოლუცია არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
რეზოლუციის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეზოლუცია არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
რეზოლუციის
მიმართება
ხელშეკრულებებთან
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი.
რეზოლუცია არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებსა და
საქართველოს
შეთანხმებებს.
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
რეზოლუციის მომზადება
არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი,
სამუშაო
ჯგუფი,
რომელმაც
მონაწილეობა
მიიღო
რეზოლუციის
შემუშავებაში.
რეზოლუციის
შემუშავებაში
ამ
პუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ
მიუღიათ.
დ.ბ) რეზოლუციის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეზოლუციის მიმართ.
ასეთი არ არსებობს
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
რეზოლუციის
მსგავსი
რეზოლუციების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული რეზოლუციის მომზადებისას.
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე ) რეზოლუციის პროექტის ავტორი
თინათინ ბოკუჩავა, თეონა აქუბარდია, ლევან ბეჟაშვილი, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი
ვაშაძე, დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი, ანა ბუჩუკური, თამარ კორძაია,
ხათუნა სამნიძე, ტარიელ ნაკაიძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ხატია დეკანოიძე,
რომან გოცირიძე, თამარ ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი, ალეკო ელისაშვილი,
პაატა მანჯგალაძე, შალვა შავგულიძე, გრიგოლ ვაშაძე.
ვ ) რეზოლუციის პროექტის ინიციატორი
თინათინ ბოკუჩავა, თეონა აქუბარდია, ლევან ბეჟაშვილი, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი
ვაშაძე, დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი, ანა ბუჩუკური, თამარ კორძაია,
ხათუნა სამნიძე, ტარიელ ნაკაიძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ხატია დეკანოიძე,
რომან გოცირიძე, თამარ ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი, ალეკო ელისაშვილი,
პაატა მანჯგალაძე, შალვა შავგულიძე, გრიგოლ ვაშაძე.
რეზოლუციის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია
რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში
ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევისა და მათზე ეფექტური რეაგირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი:
ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით:
ეყრდნობა რა სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო
სუვერენიტეტის ხელშეუხებლობის პრინციპს, საქართველოს კონსტიტუციას,
საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და საერთაშორისო საზოგადოების
საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, საერთაშორისო ხელშეკრულებებს,
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, მათ შორის
საქართველოს კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;
ეხმიანება რა საქართველოს პარლამენტის მიერ გასულ წლებში მიღებულ
რეზოლუციებს, მათ შორის 2018 წლის რეზოლუციას „რუსეთის ფედერაციის მიერ
ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში
დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“ და 2021 წლის 2
აგვისტოს რეზოლუციას „დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის
მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“.
ითვალისწინებს რა „საქართველო
რუსეთის წინააღმდეგ“ ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთის
ფედერაცია დაადგინა როგორც ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი
სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე და პასუხისმგებლობა
დააკისრა რუსეთის ფედერაციას 2008 წლის ომის დროს და რუსეთის მიერ
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდგომ პერიოდში მომხდარ ადამიანის
უფლებათა უხეშ და განგრძობად დარღვევებზე;
ადასტურებს რა ევროპის კავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12
აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების და საქართველოს
დეოკუპაციის მშვიდობიანი პოლიტიკის მნიშვნელობას, ისევე როგორც, 2010 წელს
საქართველოს მიერ აღებული ძალის არგამოყენების ვალდებულებისადმი
ერთგულებას.
გმობს:
რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის
ოკუპაციას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ
გადადგმულ ნაბიჯებს;
1
საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლების
უკანონო შეზღუდვას, საქართველოს მოქალაქეთა რეგულარულ გატაცებას, მათ
შორის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან
და მათ უკანონო დაკავებას;
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 2023 წლის 6 ნოემბერს, ოკუპაციის
ხაზთან მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, საქართველოს
მოქალაქე თამაზ გინტურის სიცოცხლის ხელყოფისა და ლევან დოთიაშვილის
გატაცების ფაქტებს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის
ფედერაციას;
რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის ხაზთან მავთულხლართებისა და
სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის
იზოლაციას;
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეთათვის მშობლიურ
ენაზე განათლების მიღების შეზღუდვას და ათეულობით ქართული სოფლის,
ქართული მოსახლეობის კუთვნილი საცხოვრებელი სახლების მიზანმიმართულ
განადგურებას და ქართული ეკლესიების დაზიანებას ქართული კვალის წაშლის
მიზნით;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და
ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის ხელის შეშლას და
მათი საკუთრების უფლების უხეშ შელახვას, რაც აფერხებს სამშვიდობო პროცესს;
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების განგრძობით
მილიტარიზაციას, რომლის ახალი გამოხატულებაა ოკუპირებული აფხაზეთის
ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი განთავსების
გადაწყვეტილება, ისევე როგორც, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის
რეგიონის რუსეთ-ბელარუსიის საკავშირო სახელმწიფოში ინტეგრაციის
მცდელობა;
მიმართავს საქართველოს მთავრობას:
გადადგას ქმედითი ნაბიჯები ყველა იმ საქართველოს მოქალაქის
გასათავისუფლებლად, რომლებიც დღემდე რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო
რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან;
დაუყოვნებლივ გამოიძიოს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის
წარმომადგენლების მიერ ჩადენილი საქართველოს მოქალაქეთა გატაცების,
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების, წამების და სიცოცხლის მოსპობის
დანაშაულებრივი ფაქტები;
უმოკლეს ვადაში მთავრობის დადგენილებით, დაამატოს “რუსეთის
ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის
უფლებების უხეში დარღვევისა და ‘ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის’ შესახებ“
2
საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის N2070-II რეზოლუციაზე
დაყრდნობით მიღებულ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის
დადგენილებით განსაზღვრულ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ რუსეთის
ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, ვინც პასუხისმგებელი არიან
საქართველოს მოქალაქეების თამაზ გინტურის მკვლელობაზე და ლევან
დოთიაშვილის უკანონო გატაცებაზე;
გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21
მარტის N2070-II რეზოლუციის ეფექტური აღსრულებისთვის, როგორც ქვეყნის
შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან
აქტიური თანამშრომლობით;
მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს
პარტნიორი ქვეყნების მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა
მიმართ დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური
ტრანზაქციების
განხორციელებასთან
დაკავშირებული
შეზღუდვების
აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, მათ შორის სიის განახლებული
შემადგენლობის გათვალისწინებით;
განსაზღვროს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ მთავრობის
დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი კონკრეტული უწყება და
საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში გატარებული ღონისძიებებისა
და კონკრეტული შედეგების შესახებ 2024 წლის 1 მაისამდე;
უმოკლეს ვადაში შეიმუშაოს დეოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა და
ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია,
საქართველოს საერთაშორისო
პარტნიორების ჩართულობით ეფექტიანი
მშვიდობის პოლიტიკის წარმოების და რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე
მზარდი საფრთხეების გათვალისწინებით;
გააძლიეროს ძალისხმევა საერთაშორისო ასპარეზზე ყველა პოლიტიკური
და დიპლომატიური ზომების გამოყენებით, რათა საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიების საკითხი მუდმივად იყოს აქტუალური საერთაშორისო დღის
წესრიგში და მოახდინოს საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაცია
საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისთვის; მათ შორის, მოახდინოს
საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია ოკუპირებულ აფხაზეთში,
ოჩამჩირეში რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკანონო სამხედრო საზღვაო
ფლოტის მუდმივი განთავსების შესაჩერებლად, შავი ზღვის ფართო რეგიონისა და
ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების კონტექსტში.
მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას:
მიიღოს ზომები, რათა საქართველოს ხელისუფლებას მიეცეს თამაზ
გინტურის მკვლელობის ფაქტის საფუძვლიანი გამოძიების შესაძლებლობა, მათ
შორის, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და უზრუნველყოფილი
იქნეს დამნაშავეთა მიმართ სამართლის აღსრულება;
3
დააწესოს ყველა შესაძლო შეზღუდვა და ხელი შეუწყოს სამართლის
აღსრულებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მიმართ
დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა წინააღმდეგ,
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული განახლებული ‘ოთხოზორიატატუნაშვილის სიის“ შესაბამისად;
გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის
რეგიონში უზრუნველყოფილ იქნეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო
მექანიზმების დაშვება;
დაემატოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო
ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა
ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე უკრაინაში წარმოებული
უკანონო და უსამართლო ომის გამო დაკისრებულ სხვადასხვა სანქციის
მოთხოვნებს, რამდენადაც რუსეთის ფედერაციის ომი უკრაინის წინააღმდეგ
საქართველოს წინააღმდეგ 1990 წლიდან წარმოებული ომების გაგრძელებაა და
მიზნად ისახავს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის რღვევასა და მეზობელი
სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას.
4