საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-13
ბიუროს ნომერი 303
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412314515733
09.11.2023
საქართველოს პარლამენტი
სათაური: "ნოტარიატის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105- მუხლის თანახმად, გთხოვთ,
განიხილოთ "ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა, რათა
სანოტარო მომსახურების საფასური უშუალოდ აღნიშნული კანონით რეგულირდებოდეს.
ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველია ის გარემოება, რომ საქართველოს
იუსტიციის სამინისტრო არაკლჯეროვნად და არაკეთილსინდისიერად ასრულებს მასზე
კანონით დელეგირებული ფუნქციას სანოტარო მომსახურების ტარიფების განსაზღვრის
შესახებ. ასე, მაგალითად, 2023 წლის ბოლოს, საზღვარგარეთ დამოწმებული
მინდობილობით საწარმოს მონაცემებში. ცვლილებების შეტანა (შესაბამისობაში მოყვანა
მეწარმეთა შესახებ კანონის მოთხოვნებთან), რაც სავალდებულოა ყველა იურიდიული
პირისთვის მ/წლის ბოლომდე, დამატებით გადასახდელად დაწესდა 1000 ლარის (ათას
ლარამდე) ოდენობით სანოტარო მომსახურების საფასური. ამგვარი ფორმით
დელეგირებული უფლებამოსილების შესრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
შესაბამისად, გადასახედია სანოტარო მომსახურების საფასურის დადგენის იუსტიციის
სამინისტროსთვის დელეგირების საკითხი, სამინისტროს მიერ აღნიშნული დელეგირების
აშკარად საჯარო წესრიგისა და ლათინური ნოტარიატის პრინციპების საწინააღმდეგოდ
გამოყენების გამო. პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე და ზურაბ ვანიშვილი
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა: