ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის განხილვა (სურსათის უვნებლობის, მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარიის მიმართულებით 2022 და 2023 წლის 9 თვის მდგომარეობით)

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.11.2023
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#[4d02]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-11-10
შენიშვნა 10/11/2023 ცნობად იქნა მიღებული

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2512?local=true საქართველოს პარლამენტი აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 10 ნოემბერი 2023 10:30 2023 წლის 10 ნოემბერი, 10:30 საათი მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) დღის წესრიგი 1. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის განხილვა (სურსათის უვნებლობის, მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარიის მიმართულებით 2022 და 2023 წლის 9 თვის მდგომარეობით); მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ; მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“ (1-14027/23/10; 31.10.2023); მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე. 1 of 2 11/4/2023, 12:20 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი oqmi N19 2023 წლის 10 ნოემბერი, 10:30 საათი მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი #410 სხდომას თავმჯდომარეობდა: ნინო წილოსანი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ნინო წილოსანი - კომიტეტის თავმჯდომარე, სამველ მანუკიანი (უფლებამონაცვლე - მერაბ ქვარაია) - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გიორგი ბოტკოველი, სუმბატ კიურეღიანი, გიორგი სოსიაშვილი, სოზარ სუბარი, გოდერძი ჩანქსელიანი, ქეთევან ჩარკვიანი, გიორგი ცაგარეიშვილი. აპარატის თანამშრომლები: ივერი ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, მარიამ ტყეშელაშვილი, ნინო ქორიძე, ირმა ქიტიაშვილი, ნინი ჟღენტი. მოწვეული სტუმრები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ზურაბ ჩეკურაშვილი - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, გივი მერაბიშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე, გიორგი გუმბერიძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტი. 1 დღის წესრიგი (პროექტი) 1. ევროკავშირთან ვალდებულებების ასოცირების შესრულების ხელშეკრულებით მდგომარეობის გათვალისწინებული განხილვა (სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით 2022 და 2023 წლის 9 თვის მდგომარეობით). (მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე) 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. (მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე) 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“ (114027/23/10; 31.10.2023). (მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე). კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით. I.მოისმინეს: ნინო თანდილაშვილის ინფორმაცია - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ (სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით 2022 და 2023 წლის 9 თვის მდგომარეობით). მან აღნიშნა, რომ სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მიმართულებით საკანონმდებლო დაახლოების სამოქმედო გეგმა განსაზღვრულია DCFTA შეთანხმების XI-B დანართით, რომლის მიხედვით, საქართველომ აიღო ვალდებულება 2015 – 2028 წლებში, საკუთარი კანონმდებლობა დაუახლოვოს ევროკავშირის ძირითად სამართლებრივ აქტებს. მომხსენებლის განცხადებით, ევროკავშირში SPS სფეროში ბევრმა რეგულაციამ განიცადა ცვლილება და დღის წესრიგში დადგა ასოცირების შეთანხმების XI-b დანართით განსაზღვრული ევროკავშირის 2 კანონმდებლობის ჩამონათვალის განახლება. ევროკავშირთან მოლაპარაკებების შედეგად, 2023 წლის 6 მარტს, საქართველო-ევროკავშირის სანიტარიული და გადაწყვეტილებით, ფიტოსანიტარიული დამტკიცდა ქვეკომიტეტის ასოცირების შესახებ №1/2023 შეთანხმების განახლებული XI-B დანართი და ევროკავშირის სამართლებრივი აქტების რაოდენობა განისაზღვრა 200 ერთეულით, ნაცვლად 272 ერთეულისა. მან აღნიშნა, რომ საკანონმდებლო დაახლოების პროცესი მიმდინარეობს გეგმის მიხედვით. ამ ეტაპზე, 200 სამართლებრივი აქტიდან დაახლოებულად ითვლება 129 სამართლებრივი უვნებლობის, ვეტერინარიის სხვადასხვა საკითხებს. აქტი, და რომელიც მცენარეთა 2015-2023 ფარავს დაცვის წლებში სურსათის მიმართულებით გეგმის შესაბამისად განხორციელდა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოების პროგრამა 2022 წელს და მიმდინარეობს 2023 წელსაც. კერძოდ, სანიტარიული და კანონმდებლობის უვნებლობის, ფიტოსანიტარიული საქართველოში ვეტერინარიისა და სფეროს მარეგულირებელი დანერგვის მიზნით, სურსათის მცენარეთა დაცვის სფეროებში გათვალისწინებული იყო 2022 წელს ევროკავშირის 23 სამართლებრივ აქტთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება, რომელიც განხორციელდა ყველა სამართლებრივ აქტთან, გარდა 2 აქტისა, რომლებიც ჩაითვალა საქართველოსთვის არარელევანტურად და ამის შესახებ ეცნობა ევროკავშირი-საქართველოს სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ ქვეკომიტეტსაც. 2023 წლის გეგმით გათვალისწინებულია ევროკავშირის 20 სამართლებრივ აქტთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება. მათი უმეტესობა (13 სამართლებრივი აქტი) დაახლოებულია, დარჩენილია 7, რომელიც დამტკიცების პროცესშია. მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა 2023 წლის გეგმის შესაბამისად მიღებული/მომზადებულ დადგენილებებზე სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სფეროების მიმართულებით. გარდა აღნიშნული საკითხებისა, კანონმდებლობის დაახლოების პროცესში უზრუნველყოფილია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. პროექტის შემუშავების შემდეგ, იგი იტვირთება სამინისტროს ვებ-გვერდზე, ასევე www.dcfti.gov.ge-ზე და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი მოსაზრებები წარუდგინონ სამინისტროს. დაახლოებული ამოქმედებისთვის კანონმდებლობის ეფექტიანად უმნიშვნელოვანესია და სრულყოფილად ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარება. სსიპ - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად ახორციელებს აკრედიტაციის სფეროში ახალი 3 მეთოდების და პარამეტრების დამატებას. უმნიშვნელოვანესია დონორთა მხარდაჭერა ამ მიმართულებით. გარდა ამისა, აუცილებელია კერძო ლაბორატორიების გააქტიურება, რათა მათ მიერაც მოხდეს შესაბამისი აკრედიტაციის სფეროს გაფართოვება. საქართველოს მნიშვნელოვანი ვალდებულებები აქვს აღებული ასოცირების შეთანხმების სექტორული ხაზგასასმელია თანამშრომლობის თანამშრომლობა სოფლის კუთხითაც, მეურნეობის მათ და შორის სოფლის განვითარების მიმართულებებით. თანამშრომლობის სფეროები მოიცავს სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, პოლიტიკის დოკუმენტების შესაბამისობაში მოყვანას ევროკავშირში არსებულ პრაქტიკებთან, აგრარულ სექტორში დასაქმებულთათვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ექსტენციას და სხვა. განხორციელდა სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების სისტემის ჩამოყალიბების კუთხით. 2021 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს ინსტიტუციური რეფორმა, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოში - გადამხდელ სააგენტოდ გარდაქმნის პროცესი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მომხსენებელმა განაცხადა, რომ DCFTA-ს შესაბამისად, საკანონმდებლო დაახლოების კუთხით, 2024 წლისათვის დაახლოება განხორციელდება 15 სამართლებრივ აქტთან. ასოცირების შეთანხმების სექტორული თანამშრომლობის კუთხით, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მიმართულებებით, „სოფლის განვითარების სააგენტო“-ს ფარგლებში გაგრძელდება ის აქტივობები, რომელიც პირველმა მოადგილემ ისაუბრა დაგეგმილია 2024 წლისათვის. მოხსენების ბოლოს, დოკუმენტზე, მინისტრის რომელიც პროგრამის ფარგლებში. შესრულების შესახებ მზადდება FAO-სთან ერთობლივად საქართველოს ერთად ENPARD-ის მუშაობენ ვალდებულებების პარლამენტის რეკომენდაციების შესრულებაზე, მზადდება road map, დოკუმენტი მისცემს სიღრმისეულ ანალიზს იმ ფინანსურ რესურსებზე, რაც ქვეყანას ჭირდება (როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორს) ვალდებულებების ეტაპობრივად პრაქტიკაში აღსრულებისთვის. ასევე, აღსანიშნავია, რომ თითოეულ ახალ რეგულაციას, რომელიც წარედგინება საქართველოს მთავრობას, ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი დაერთვება იმისთვის, რომ წინასწარ იცოდნენ ყველა საჭირო ფინანსური რესურსი. ფიქრობენ, რომ წლის ბოლოსთვის დოკუმენტის პირველადი ვერსია მზად იქნება, რომელიც ვალდებულებების ზუსტი ანალიზის საშუალებას მისცემს დროში და 4 ფინანსური თვალსაზრისით. მან გამოთქვა მზაობა, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია წარუდგინონ საქართველოს პარლამენტს და კომიტეტს. აზრი გამოთქვეს: 1. ნინო წილოსანი: რომელმაც პირველ რიგში მიულოცა დამსწრე საზოგადოებას ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს გაეწიოს რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. მან ხაზი გაუსვა მომხსენებლის მიერ აღნიშნული დოკუმენტის (roadmap) მნიშვნელობას, რომ ზუსტი წარმოდგენა იყოს, რა თანმიმდევრობით და რა ბიუჯეტთან არის დაკავშირებული ასოცირების ვალდებულებების გათვალისწინება და შესრულება. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებელს პარლამენტის რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის. ნინო წილოსანმა სურსათის ეროვნული სააგენტოს შესახებ განაცხადა, რომ კომიტეტს, ყოველ ჯერზე საუკეთესო შეფასება აქვს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, ყოველ შეხვედრაზე საუბრობენ სააგენტოს გაძლიერებაზე, რადგან ვალდებულებებით ძალიან დატვირთულია. შესაბამისად, უწყების გაძლიერება ადამიანური და ფინანსური რესურსით, მნიშვნელოვანია. კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა სააგენტოს ბიუჯეტის ზრდის პირობებში, არის თუ არა საკმარისი, რომ დაკისრებული ვალდებულებები სათანადოდ შესრულდეს. გარდა ამისა, 2024 წელს 15 სამართლებრივ აქტთან დაახლოებაზეა საუბარი და საინტერესოა, რას სახის ცვლილებებია დაგეგმილი. ასევე მან განაცხადა, რომ სამინისტროსთან ერთად მუშაობენ ახალ კანონზე სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ, რომელიც საფუძველს შექმნის გადამხდელთა სააგენტოს ჩამოყალიბებისთვის. მისი შენიშვნა შეეხებოდა dcfti.gov.ge საიტს, რადგან დარგობრივი მიმართულებით, ბოლო პერიოდში არ იყო მონაცემები ატვირთული და მისი თხოვნაა, ყურადღება მიექცეს ამ თემას. 2. ნინო თანდილაშვილი: რომელმაც განმარტა, რომ 15 სამართლებრივ აქტთან დაახლოება გათვალისწინებულია მომდევნო წელს, რაც გულისხმობს მთავრობის ახალი დადგენილებების, ტექნიკური რეგლამენტების გამოცემას. ძირითადად, ეს მთავრობის სამართლებრივი აქტები იქნება. ვებ-გვერდთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ აუცილებლად შეამოწმებენ, რამდენად განახლებადია ინფორმაციები, თუმცა ისინი აქტიურად ტვირთავენ დოკუმენტებს. 3. ზურაბ ჩეკურაშვილი: რომელმაც დამსწრე წევრებს და მოწვეულ სტუმრებს გააცნო ახალი ინფორმაცია. მათ ქონდათ ვალდებულება ევროკავშირის წინაშე, რომ სააგენტო მიიღებდა ICO სერტიფიკატს და მათ მიიღეს 5 დადებითი დასკვნა, დაასერტიფიცირა გაერთიანებული სამეფოს შესაბამისმა ორგანომ. იყვნენ ამბიციურები და შეასრულეს ქვეყნისა და ევროკავშირის წინაშე დადებული პირობა. რაც შეეხება ბიუჯეტს, იგრძნობა სახელმწიფოს ნება, რომ ეს სფერო პრიორიტეტული მიმართულებაა, თუმცა არის კვალიფიციური კადრების არასაკმარისი რაოდენობა. გარდა ამისა, ამა თუ იმ რეგულაციის, ნორმატიული აქტის აღსრულებისთვის, აუცილებლად უნდა იყოს მზაობა ბიზნესის მხრიდან, რადგან, ხშირად ბიზნესი მზად არ არის ამისთვის. მთავრობის მიდგომაა, რომ გათვალისწინებული იყოს როგორც მოსახლეობის, ასევე ახლადფეხადგმული ბიზნესის ინტერესები და იყოს კონსენსუსი მიღწეული. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ (სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით 2022 და 2023 წლის 9 თვის მდგომარეობით). II.მოისმინეს: ნინო თანდილაშვილის ინფორმაცია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად: 1. „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობას 2023 წლის 1 მარტამდე უნდა დაემტკიცებინა „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც შესრულებულია „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 19 ივნისის N 227 დადგენილება. 2. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 336 მუხლის 1​ 5. პუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, 2023 წლის 1 სექტემბრამდე უნდა გამოეცა ბრძანება „ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესის განსაზღვრის შესახებ“. შესრულებულია მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. 6 3. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (16 დეკემბერი 2022 წ.N2434-IXმს-Xმპ) მე- 2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, 2023 წლის 1 აპრილამდე ევალებოდა მოქმედი კანონქვემდებარე აქტების ამ აღნიშნული კანონის სათანადო ნორმებთან შესაბამისობა. შესრულებულია მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. 4. „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის წესი და მორწყვის ნორმები უნდა დამტკიცებულიყო და ესეც დამტკიცებულია მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. 5. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის 33 შესაბამისად ვეტერინარიისა და ნაწილის „ბ“ პუნქტის საქართველოს მთავრობას 2023 წლის 1 სექტემბრამდე უნდა განსაზღვრა: ა) ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის პროფესიული კომპეტენციები; ბ) ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესი და პირობები. არ არის შესრულებული. აღნიშნულთან დაკავშირებით ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ორივე დადგენილების პროექტის პირველადი ვერსიები და გამართა კონსულტაციები OIE-ს წარმომადგენლებთან. შედეგად გამოიკვეთა საჭიროება ევროკავშირის გამოცდილების გაზიარების შესახებ. შესაბამისად, მიმართეს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციას (FAO) გამოცდილების გაზიარების მიზნით და მათ უზრუნველყვეს ვიზიტი ავსტრიის ვეტერინართა პალატაში. მათი რეკომენდაციების შესაბამისად მომზადდა „ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი და შესათანხმებლად გადაგზავნილია წარმომადგენლებთან, საიდანაც ელოდებიან პასუხს. რაც FAO შეეხება „ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესს და პირობებს, აღნიშნული საკითხის განხილვა მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფში. შესაბამისად, წლის ბოლომდე მიღებული იქნება დოკუმენტი. გადაწყვიტეს 7 ორივე კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. III.მოისმინეს: გიორგი კაკაურიძის ინფორმაცია - „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვის“ შესახებ. მან ისაუბრა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე აღნიშნული პერიოდის მდგომარეობით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ცხრა თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან 6.8 პროცენტი შეადგინა. 2023 წლის სექტემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.7 პროცენტი შეადგინა, ამავე პერიოდისათვის, საშუალო ინფლაცია 4.9 პროცენტის დონეზეა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბრის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 15 594 381.6 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 16 257 930.1 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 104.3%. გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 14 110 538.1 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 14 402 270.7 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102.1%. გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 191 344.5 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 244 460.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 127.8%. სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 292 499.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 1 611 199.4 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 124.7%. არაფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულ იქნა 252 954.0 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 109.0%-ია. ფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულ იქნა 176 328.2 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებელის 87.1%-ია. 2023 წლის იანვარ-სექტემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 13 266 135.5 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 13 732 482.2 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 103.5%. გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 12 165 595.0 ათასი 8 ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 12 364 406.9 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101.6%. სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 944 196.0 ათასი ლარის ოდენობით, მობილიზებულ იქნა 1 127 397.2 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 119.4%. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვრა 21 880 117.1 ათასი ლარით. აღნიშნული სახსრებიდან საანგარიშო დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა საკასო შესრულებამ - პერიოდში გამოყოფილმა 16 016 500.1 ათასი ლარი, ხოლო 15 769 093.7 ათასი ლარი. საკასო შესრულება კვარტლის გეგმიური მაჩვენებლის 98.5%, ხოლო წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის - 72.1%-ია. გიორგი კაკაურიძემ ასევე, ისაუბრა საქართველოს 2023 წლის იანვარსექტემბრის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების შესრულებაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების შესრულებაზე, მაჩვენებლებზე, საგადასახადო სახელმწიფო შემოსავლების ბიუჯეტის ასიგნებებზე, ფინანსურ აქტივებსა და ვალდებულებების ცვლილებებზე და სხვ. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაჩვენებლებზე. სამინისტროსთვის 2023 წლის 9 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 531 171.1 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ - 504 660.2 ათასი ლარი, შესრულება - 95.0%. რაც შეეხება, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებს პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა - შესრულება-144.0%; სურსათის უვნებლობა, კეთილსაიმედოობა - მცენარეთა 94.1%; დაცვა და მევენახეობა-მეღვინეობის ეპიზოოტიური განვითარების პროგრამა - შესრულება- 42.7%; სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიეროკვლევითი ღონისძიებების განხორციელება-95.0%; ერთიანი აგროპროექტი98.6%; სოფლის მეურნეობის პროექტების მართვა-99.8%; სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია-93.4%; კვების პროდუქტების, ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკა - 136.2%; მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა - 94.0%. აზრი გამოთქვა: ნინო წილოსანმა, რომელიც დაინტერესდა, რა მდგომარეობაა თანხების ათვისებასთან დაკავშირებით პროგრამების მიხედვით: მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის 9 პროგრამის (DiMMA) შესრულების მაჩვენებელია - 76,2%, ასევე, მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა, რომლის გიორგი კაკაურიძემ გააკეთა განმარტებები და აღნიშნა, რომ DiMMA-ზე სამინისტროს მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია, ბენეფიციარების მხრიდან არის ათვისების თემა, გრანტები განაწილებულია. მომდევნო წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში ითვალისწინებენ მას, რადგან არ ყოფნით თანხები. შესაბამისად, პროექტს დაემატა საბიუჯეტო სახსრები. ბენეფიციარებმა უნდა აითვისონ თანხა და შესაბამისი პროექტები განახორციელონ, ამის მიხედვით ხდება თანხების გადარიცხვა ბიუჯეტიდან. მაღალმთიან დასახლებებზე გამოყოფილი იყო 5 მლნ. თუმცა მოთხოვნები შედარებით ნაკლებია. დაკმაყოფილებული მოთხოვნებიდან მათი ათვისებაც ნელი ტემპით ხორციელდება და ამიტომ არის დღეის მდგომარეობით განახლებული მაჩვენებელი. საბჭოს გადაწყვეტილებით, 5 მლნ-დან 4 მლნ ლარის გადატანა მოხდა ინფრასტრუქტურულ პროექტების დაფინანსებაზე და 500 000 ლარის ათვისება მოხდება მიმდინარე წელს მაღალმთიან დასახლებებში საწარმოების დასაფინანსებლად. შესრულების პროგრამული მაჩვენებელია - 0%-ია, რაზეც გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვის“ თაობაზე. სხდომის თავმჯდომარე: ნინო წილოსანი სხდომის მდივანი: ირმა ქიტიაშვილი 10