მინისტრის საათი - საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის გამოსვლა.

მოხსენება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.11.2023
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ნომერი
#1-14513/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოხსენების თაობაზე წერილობითი ინფორმაცია

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2023-11-17

📜 ტექსტი

წერილი
11/10/2023 იუსტიციის სამინისტრო ვახტანგ გორგასლის ქუჩა № 24ა 0114 თბილისი, საქართველო +995 32 2 405 087 info@justice.gov.ge 10 / ნოემბერი / 2023 წ. KA010165676761023 № 12630 საქართველოს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 153-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დანართის სახით წარმოგიდგენთ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოხსენების თაობაზე წერილობით ინფორმაციას, რომელიც იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტს წარედგინება მიმდინარე წლის 17 ნოემბერს დაგეგმილ მინისტრის საათზე. დანართი: 35 (ოცდათხუთმეტი) ფურცელი საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/a03f763d-29a3-43cf-a2f8-ad4c24b2ef5a.html თორნიკე ჭეიშვილი 1/1
მოხსენება
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მინისტრის საათი – 17.11.2023 1. სერვისების განვითარება მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის სახელმწიფო იმპლემენტაციის სერვისების დიზაინის/რედიზაინის, მიზნით ინერგება ახალი გამცემ უწყებებში. მომზადდა სერვისების კატალოგის და მიდგომები სერვისების ბიზნესპროცესების შეფასება/ანალიზის დოკუმენტები (ამ დრომდე უკვე შეფასდა 158 ბიზნესპროცესი). შემუშავდა მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები და ტრენინგმოდულები. სტრატეგიის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყების – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიმდინარეობს სერვისების მიმწოდებელი უწყებების წარმომადგენელთა სისტემატური გადამზადება. ამასთან, სააგენტოში მომსახურების ხარისხის შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება სახელმწიფო სერვისებით მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა. სტრატეგიის იმპლემენტაციის ფარგლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებს საერთაშორისო სემინარსაც უმასპინძლა და სახელმწიფო სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების თაობაზე გამოცდილება გაუზიარა. სტრატეგიის იმპლემენტაციის შედეგად საზოგადოებას სახელმწიფო სერვისები კიდევ უფრო მარტივად, ერთიანი სტანდარტით მიეწოდება. 1.1. იუსტიციის სახლი ყველა მუნიციპალიტეტში იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალის გაფართოებისა და სერვისების მთელი ქვეყნის მასშტაბით მარტივად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით:  2023 წელს გაიხსნა იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი ქალაქ ზესტაფონში;  ამავდროულად, მიმდინარეობს იუსტიციის სახლის ხაშურის, სამტრედიის, თერჯოლისა და ახმეტის ფილიალების მშენებლობა, რომელიც დასრულდება 2023-2024 წლებში; 1  უახლოეს მომავალში დაიწყება იუსტიციის სახლის მცხეთის, საგარეჯოს, ხელვაჩაურის, ცაიშის, ზოტის, ტოლების, შროშის, გლდანისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის იუსტიციის სახლის ფილიალების მშენებლობა, რომელიც დასრულდება 2024 წლის ბოლომდე. ასევე, 2024 წელს გაიხსნება ბათუმის რიგით მეორე ფილიალი. ამჟამად საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის 118 ფილიალი, ხოლო 2024 წლის ბოლომდე იუსტიციის სახლი წარმოდგენილი იქნება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. 1.2. ერთიანი სერვისის პრინციპი გატარებული რეფორმის ფარგლებში, გადამზადდნენ თანამშრომლები; გაიზარდა მათი რაოდენობა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა 89 საზოგადოებრივი ცენტრის იუსტიციის სახლად გარდაქმნა. სერვისების რაოდენობა 250-დან 470-მდე გაიზარდა. შედეგად, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ქალაქში თუ სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას თანაბრად მიუწვდება ხელი იუსტიციის სახლის ყველა სერვისზე. 1.3. მობილური იუსტიციის სახლი საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 20 ერთეული მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც ემსახურება ათივე რეგიონის სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას და იუსტიციის სახლის 470-მდე სერვისით სარგებლობა საქართველოს მოსახლეობისთვის თანაბრად ხელმისაწვდომია. მობილური იუსტიციის სახლები მოემსახურა 50 000-ზე მეტ მომხმარებელს. 1.4. მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა 2023 წელს იუსტიციის სახლში დაინერგა მომხმარებელთა უკუკავშირის ელექტრონული სისტემა. გამოკითხულთა 95% დადებითად აფასებს იუსტიციის სახლში მიღებულ მომსახურებას. 1.5. სამართლის ისტორიის ჰოლოგრამული მუზეუმი 2023 წლის დეკემბერში თბილისის იუსტიციის სახლში გაიხსნება სამართლის ისტორიის ჰოლოგრამული მუზეუმი, რომელიც დამთვალიერებლებს ისტორიულ ექსპონატებს ციფრული ფორმატით შესთავაზებს. 1.6. იუსტიციის სახლი პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სერვისებზე 2 შეუზღუდავი წვდომის უზრუნველყოფის მიზნით 2023 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლები გაიხსნა. პროექტი ქართული ინოვაციაა. იუსტიციის სახლები გაიხსნა №5, №16 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში, უახლოეს მომავალში ფილიალები ხელმისაწვდომი იქნება №1 და №2 პენიტენციურ დაწესებულებებშიც და ეტაპობრივად მოიცავს ყველა პენიტენციურ დაწესებულებას. გახსნის დღიდან მომსახურება უკვე 300-ზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო. 1.7. ციფრული იუსტიციის სახლი დასრულდა სახელმწიფო სერვისების ერთიანი პორტალის მობილურ აპლიკაციაზე მუშაობა და 2023 წლის დეკემბერში მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა იუსტიციის სახლის სერვისები მიიღონ მობილური აპლიკაციის საშუალებით. 1.8. ბიზნესასისტენტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში მოეწყობა ბიზნესის მომსახურებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე. სერვის „ბიზნესასისტენტის“ მიზნობრივ სეგმენტს ბიზნესის სექტორის ის ნაწილი წარმოადგენს, ვისაც განსაკუთრებით ხშირად და შემჭიდროებულ ვადებში სჭირდება სახელმწიფო სერვისების მიღება. ამჟამად პროექტი საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს. 1.9. თვითმომსახურების აპარატები იუსტიციის სახლებში სერვისების მიღების გამარტივების მიზნით 2024 წლიდან იუსტიციის სახლში ამოქმედდება სივრცე, რომელშიც თვითმომსახურების თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები განთავსდება. აღნიშნულ სივრცეში მომხმარებლები იუსტიციის სახლის თანამშრომლების მონაწილეობის გარეშე, დამოუკიდებლად შეძლებენ სხვადასხვა სერვისის მიღებას. დაწყებულია შესყიდვის პროცედურები. 1.10. იუსტიციის სახლის სტატისტიკა ბოლო ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სახლი 5 000 000-მდე მომხმარებელს მოემსახურა. თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში, რომელიც მომხმარებელთა ჯამური რაოდენობის 50%-ს ემსახურება, მოლოდინის საშუალო დრო, დაახლოებით, 18 წუთიდან შემცირდა 2 წუთამდე. გარდა ამისა, იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრი 1 000 000-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა. 3 2. მიწის სისტემური რეგისტრაცია – 2024 საკუთრების უფლების სათანადო რეალიზაციის მიზნით 2022 წელს დაიწყო მიწის სისტემური რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით, 59 მუნიციპალიტეტში, მოქალაქეთათვის უსასყიდლოდ ახორციელებს საველე-საამზომველო სამუშაოებს და მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას. პროექტის ფარგლებში, ხორციელდება არა მხოლოდ დაურეგისტრირებელი ნაკვეთების რეგისტრაცია, არამედ სწორდება 15-20 წლის წინ არასწორად განხორციელებული რეგისტრაციები და გადაფარვა/ზედდებები. სისტემური რეგისტრაციის პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება და ქვეყანაში არსებულ მიწის ფონდთან მიმართებით საბოლოოდ დადგინდება, რომელი ნაკვეთია კერძო, სახელმწიფო თუ მუნიციპალური საკუთრება. პროექტის დაწყებიდან დღემდე აზომილია 580 247 მიწის ნაკვეთი, ჯამური ფართობით – 186 802 ჰექტარი. საკუთრების უფლება უკვე დარეგისტრირდა 458 573 მიწის ნაკვეთზე, ჯამური ფართობით – 166 950 ჰექტარზე. დღეში, საშუალოდ , იზომება და რეგისტრირდება 2 500-2 700 მიწის ნაკვეთი. პროექტის ფარგლებში შეიქმნა 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, საჯარო რეესტრმა დაასრულა ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი, რომელსაც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ახორციელებდა და მსოფლიო ბანკის შეფასებით, „რეესტრში შექმნილი მიწის სისტემური რეგისტრაციის მეთოდოლოგია სამაგალითოა და ამ უწყებას აქვს მაღალი პოტენციალი, სხვა ქვეყნებს ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიოს“. 2.1. სისტემური რეგისტრაცია თბილისში 2023 წლის პირველი ოქტომბრიდან საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო სისტემური რეგისტრაციის პროექტი თბილისში. აღნიშნული პროექტი ფინანსდება თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ და მოიცავს მერიის მიერ შერჩეულ არეალებს. დღეის მდგომარეობით, შესაბამის არეალებზე აზომილია 2300-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. თბილისის სისტემური რეგისტრაცია დასრულდება 2024 წლის ბოლოს და ამ რეფორმის შედეგად დარეგისტრირდება 28 000-მდე მიწის ნაკვეთი. 4 2.2. სისტემური დამისამართება 2022-2024 სახელმწიფო და კერძო სერვისების დროული მიწოდების, გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ფოსტის, სახანძრო-სამაშველო სამსახურების, პოლიციისა და სხვა მნიშვნელოვანი სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით 2022 წლის სექტემბერში დაიწყო სისტემური წესით საქართველოს დამისამართების პროექტი, რომლის შედეგადაც არსებულ ყველა ბაზაში იქნება მითითებული ერთიანი, სწორი მისამართები. ტექნიკური სამუშაოები 2023 წლის სექტემბერში დასრულდა. პროექტის დაწყებამდე დაუმისამართებელი იყო სოფლების 80%. პროექტის შედეგად მომზადდა 60 მუნიციპალიტეტისა და 3 692 დასახლების საზღვრების პროექტი; შეიქმნა 2 485 სოფლის 45 692 ქუჩის (ჯამში, 20 169 კმ) ელექტრონული გეოგრაფიული მონაცემები; დასრულდა უძრავი ნივთების ნუმერაციის, ინდივიდუალური მისამართების შექმნის პროცესი; ახლად შექმნილი მისამართების რაოდენობამ შეადგინა 354 927. 3. სანოტარო მომსახურება მიმდინარე წელს ნოტარიუსთა პალატამ სამი წლის ვადით აირჩია ახალი თავმჯდომარე და გამგეობის წევრები. ახლად არჩეული გამგეობის პრიორიტეტი ნოტარიატის სფეროს განვითარებაა, რაც, ძირითადად, მოიცავს მეცნიერებაზე დაფუძნებულ მიდგომებს, კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბებას, ნოტარიუსების მუდმივ გადამზადებასა და მათი საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესებას, ნოტარიუსთა პალატის საერთაშორისო კავშირების განვითარებას და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის კიდევ მეტად ამაღლებას. ამასთან, გრძელდება სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა იმ დასახლებებში, სადაც აღნიშნული მომსახურება მეტად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. წელს, მაგალითად, ახალი სანოტარო ბიუროები გაიხსნა ქარელსა და ხელვაჩაურში. სანოტარო ხელმისაწვდომობაზე ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება. 5 მომსახურების 4. საარქივო საქმიანობა 4.1. საგანმანათლებლო ღონისძიებები 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებისა და ცოდნის ამაღლების მიზნით ჩატარდა საგანმანათლებლო პროექტი „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“. პროექტში მონაწილეობა მიიღო საჯარო და კერძო სკოლების 400-მა მოსწავლემ. 4.2. პროექტი „არქივარიუსი“ ეროვნული არქივის ცნობადობის ამაღლებისა და მასში დაცული დოკუმენტების პოპულარიზაციის მიზნით დაიწყო ახალი პროექტი „არქივარიუსი“. პროექტის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განთავსდება არქივის საიმიჯო სტენდი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია არქივში დაცული უნიკალური დოკუმენტების შესახებ. პირველი სტენდი დეკემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განთავსდება. 4.3. ციფრული არქივი ელექტრონული არქივაციის განვითარების მიზნით შემუშავდა წერილობითი დოკუმენტების გაციფრულების 4 სტანდარტი და სტრატეგია; 2023 წლის ბოლომდე დამტკიცდება ელექტრონული დოკუმენტების არქივაციის 3 სტანდარტი. საარქივო დოკუმენტების დედნების დაცვისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით გაციფრულდა 1 300 000 გვერდი. 4.4. გაუმჯობესებული საარქივო ინფრასტრუქტურა საარქივო დოკუმენტების დაცვისა და შენახვის, თანამშრომელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით გორში შიდა ქართლის რეგიონული არქივის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ასევე, დაიწყო მუშაობა დუშეთში მცხეთამთიანეთის არქივის ახალი შენობის პროექტზე და ეროვნული არქივის ცენტრალური შენობის ეზოში ახალი კინოსაცავის მშენებლობაზე; მიმდინარე წლის ბოლომდე კი, დასრულდება ხაშურის არქივის შენობის რეაბილიტაცია. 6 5. ციფრული მმართველობის განვითარება 5.1. განახლებული სერვერები თანამედროვე ციფრული გამოწვევების ფონზე, ფუნქციური სერვერების შეუფერხებლად მუშაობის მიზნით მიმდინარეობს სასერვერო ინფრასტრუქტურის განახლება, რამდენადაც ციფრული მმართველობის სააგენტო ემსახურება არა მხოლოდ იუსტიციის სისტემას, არამედ ბევრ სხვა სახელმწიფო უწყებას (მათ შორის, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებს). 5.2. IT პროექტების მართვის ჩარჩო ქვეყანაში პროექტების ეფექტიანი მართვის, მონიტორინგის პროცესისა და თვისობრივად მსგავსი პროექტების შემუშავების გამარტივების მიზნით დამტკიცდა ქვეყნისთვის სტრატეგიულად და მატერიალურად მნიშვნელოვანი IT პროექტების მართვის ერთიანი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რაც ხელს შეუწყობს ერთიანი სტანდარტის შექმნას, ყველა IT პროექტის დოკუმენტირებას და არამიზნობრივი ხარჯების შემცირებას. 5.3. ინფორმაციული უსაფრთხოება და კიბერუსაფრთხოება სფეროში დასაქმებულ პირთა პროფესიული განვითარებისა და მათი კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების პროცესში ჩართულობის მიზნით ჩატარდა 15 ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300-მდე დაინტერესებულმა პირმა. მონაწილეთა უმრავლესობა ჩართული იქნება სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებაში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემების დანერგვის პროცესში, ხოლო ნაწილი კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების პროცესში ითანამშრომლებს ეროვნულ CERT-თან (კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი). კიბერ და ონლაინ საფრთხეების შესახებ საზოგადოების ცნობადობის ამაღლების მიზნით ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ განხორციელდა საინფორმაციო კამპანია, რომელიც გაშუქდა 15 სატელევიზიო და 10 რადიო გადაცემაში. ასევე, მომზადდა და სოციალური პლატფორმის საშუალებით გავრცელდა საინფორმაციო ვიდეორგოლები. 7 6. სააღსრულებო სერვისები 6.1. აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა სააღსრულებო წარმოების პროცესის გამარტივების მიზნით დასრულდა ელექტრონული კავშირის აწყობა აღსრულების ქვემდებარე აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების უმეტეს ნაწილთან, რის შემდეგაც აღსრულების დაწყება შესაძლებელი გახდა ელექტრონულად, სააღსრულებო დოკუმენტაციის მატერიალური სახით ბიუროში წარდგენის გარეშე. დასრულდა ელექტრონული კავშირის აწყობა საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკიდან რიგით მე-13, ახლად დაარსებულ კომერციულ ბანკთან (სს „პეისერა ბანკი საქართველო“), რამაც შესაძლებელი გახადა აღნიშნულ ბანკთან სააღსრულებო მოქმედებების (ყადაღა/ინკასო) ელექტრონულად განხორციელება. 6.2. სააღსრულებო საქმისწარმოების განახლებული ელექტრონული პროგრამა სააღსრულებო საქმისწარმოების განახლებული ელექტრონული პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებსა და ფუნქციონალს:  „ელექტრონული თანაშემწე“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საქმის მწარმოებელი აღმასრულებლისგან დამოუკიდებლად შეძლებს გარკვეული სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებას, რითაც დაზოგავს დროით და ადამიანურ რესურსს;  მოვალის მოძიების სისტემა, რომლითაც აღსრულების პროგრამას, შსს ერთიანი საინფორმაციო ბანკის პორტალსა (info.mia.ge) და სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ე.წ. ID Card პროგრამას შორის ელექტრონული კავშირის შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სტანდარტის დაცვით, რეალურ რეჟიმში შეგროვდება აღმასრულებლის მიერ მოვალის მოსაძებნად აუცილებელი საკონტაქტო ინფორმაცია (მობილური ტელეფონის ნომერი, ახალი საცხოვრებელი მისამართი, სახელის ან/და გვარის შეცვლის შესახებ ინფორმაცია და სხვ.)  „ელექტრონული საწყობი“, რომლის საშუალებით განხორციელდება დაყადაღებული და საწყობში განთავსებული მოძრავი ნივთების მონაცემთა ავტომატიზაცია;  „ელექტრონული სადგომი“, რომელშიც მოვალის მფლობელობიდან ამოღებული ავტომანქანების შესახებ ინფორმაცია დგომისა და გადაყვანის ხარჯის თაობაზე რეალურ რეჟიმში აისახება; 8  „საჯარო შეტყობინების ავტომატიზაციის პროგრამა“, რომლის შედეგად დაიზოგება დროითი და ადამიანური რესურსი – ვებგვერდზე საჯარო შეტყობინება განთავსება პირდაპირ საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამიდან. სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის ფუნქციური და სისტემური განახლება გაზრდის სააღსრულებო წარმოების ეფექტიანობას და გაუმჯობესდება კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების (კონფიდენციალურობა, მთლიანობა, ხელმისაწვდომობა, მდგრადობა) სტანდარტი. 6.3. აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი სერვისი ცალკეული ხელშეკრულების რეგისტრაციისა და მისგან გამომდინარე შეუსრულებელ ვალდებულებაზე ბრძანების გამოცემასთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოების პროექტის მიზანია სასყიდლიანი ხელშეკრულების, მათ შორის, იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაცია და გამარტივებული წარმოების გზით აღსრულების ქვემდებარე აქტების – შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების ან/და სხვისი მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ ბრძანებების – გამოცემა. ხელშეკრულების რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. რეგისტრაციის სავალდებულო პირობა იქნება მხარეთა შეთანხმება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოიცემა აღსრულების ქვემდებარე აქტები. პროექტით შემოთავაზებული მექანიზმი უზრუნველყოფს კრედიტორის როგორც ფულადი მოთხოვნის, ისე საკუთრების აღდგენის მოქნილ, სწრაფ და მეტად ხელმისაწვდომ დაკმაყოფილებას. არსებული სირთულეები:  დარღვეული ხელშეკრულების საკუთრების პირობების უფლება – ქირავნობის/იჯარის დარღვევის მიუხედავად, მხარე არ ათავისუფლებს ფართს;  უფლების აღდგენის რთული მექანიზმი – საკუთრების აღდგენა ხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით;  უფლების აღდგენის ხანგრძლივი პერიოდი – სასამართლო პროცესი გრძელდება, მინიმუმ, 12 თვე ან მეტი; 9  უფლების აღდგენის ხარჯი – ადვოკატის ხარჯი, სასამართლო ბაჟი, აღსრულების საფასური. მოსალოდნელი შედეგები:  აღდგენილი საკუთრების უფლება – გამქირავებელი/მეიჯარე სასამართლოს გვერდის ავლით აღიდგენს დარღვეულ საკუთრების უფლებას;  უფლების აღდგენის მარტივი მექანიზმი – საკუთრების აღდგენა მოხდება ადმინისტრაციული მექანიზმით – გამარტივებული ადმინისტრაციული წარმოების გზით;  უფლების აღდგენის მცირე პერიოდი – გამარტივებული წარმოების პროცესი გაგრძელდება, მაქსიმუმ, 1 თვე (შეტყობინება – 5 სამუშაო დღე; ხარვეზი – 10 დღე; ბრძანების გამოცემა – ვალდებულების დარღვევიდან 15 დღე);  უფლების აღდგენის მცირე ხარჯი – ხელშეკრულების რეგისტრაციის საფასური, ბრძანების გამოცემის საფასური;  სასამართლო დავების განტვირთვა – საკუთრების უფლების აღდგენასთან დაკავშირებით შემცირდება სასამართლო დავები. 6.4. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტატისტიკური მონაცემები: 2023 წელს, 9 თვის განმავლობაში:  მორიგებითა და განწილვადებით დასრულდა 8 771 საქმე;  მორიგების შედეგად აუქციონი შეწყდა და ქონება არ გასხვისდა 168 შემთხვევაში;  სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 5 994 მოქალაქეს;  სექტემბრის ბოლოს დარეგულირდა ალიმენტის გადახდევინების 3447 საქმე;  ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის 437 საქმე დასრულდა მორიგებით;  გაიცა სხვადასხვა სახის 323 837 კონსულტაცია. 10 7. „სტუდია იუსტიცია“ სამართლებრივ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და იურიდიული ხასიათის პრობლემატიკაზე დისკუსიის წარმართვის მიზნით მოეწყო საზოგადოებასთან კომუნიკაციის სფეროში ინოვაციური პლატფორმა – „სტუდია იუსტიცია“. აღნიშნული პლატფორმა იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს, სამართლის ცალკეული დარგის წამყვან სპეციალისტებს, სახელმწიფო უწყებების, აგრეთვე, აკადემიური წრეების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს საშუალებას მისცემს, აწარმოონ ინტერაქტიული დიალოგი საზოგადოებასთან. 8. ხელმისაწვდომი კანონმდებლობა 8.1. ეროვნულ უმცირესობათა ენებზე ნათარგმნი ნორმატიული აქტები კანონმდებლობაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით საანგარიშო პერიოდში ითარგმნა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე განთავსდა:  აფხაზურ ენაზე – 6 კანონი (სულ – 19);  ოსურ ენაზე – 12 კანონი (სულ – 24);  აზერბაიჯანულ ენაზე – 12 კანონი (სულ – 27);  სომხურ ენაზე – 14 კანონი (სულ – 30). ნათარგმნ საკანონმდებლო აქტებს შორისაა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი; საქართველოს შრომის კოდექსი; საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“; საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“; საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“; საქართველოს კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“; საქართველოს კანონი მართლმსაჯულების კოდექსი“ და სხვა ნორმატიული აქტები. 11 „არასრულწლოვანთა 8.2. გაციფრულებული კანონმდებლობა საბჭოთა პერიოდში და მის შემდგომ მიღებულ კანონმდებლობაზე ელექტრონულად წვდომის უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი მიღებული/გამოცემული ნორმატიული აქტების გაციფრულება და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე ასახვა. საანგარიშო პერიოდში 148 მსგავსი ნორმატიული აქტი იქნა განთავსებული საკანონმდებლო მაცნეზე, რომელთა შორისაა, მაგალითად, 1960 წელს მიღებული სისხლის სამართლის კოდექსი, მასში განხორციელებული ცვლილებებითა და დამატებებით (187 ცვლილება), აგრეთვე, 1970 წელს მიღებული საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსი, მასში განხორციელებული ცვლილებებითა და დამატებებით. 9. საზოგადოების ჩართულობა/ანგარიშვალდებულება 9.1. საგრანტო პროგრამა 2022/2023 იუსტიციის სამინისტროს საქმიანობაში სამოქალაქო სექტორის, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და პროფესიული წრეების ჩართულობის გაძლიერების მიზნით სამინისტრომ საანგარიშო პერიოდში განახორციელა მორიგი საგრანტო პროგრამა სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობის, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებებით. დაფინანსდა და განხორციელდა 17 პროექტი, მათ შორის, მაგალითად:  მოხდა სამართალშემოქმედებითი პროცესის ავტომატიზაცია – „სამართლის ინოვაციური ტექნოლოგიების“ პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროში დაინერგა ციფრული პროგრამა „Logos“, რომლის გამოყენებაც ამარტივებს სამართალშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცესს და შესაძლებელს ხდის ტექსტის გარდაქმნას სქემატურ გამოსახულებად, აგრეთვე, ნორმათა ციფრულ ვიზუალიზაციას. მსგავს პლატფორმას იყენებს გერმანიის ფედერალური იუსტიციის სამინისტრო;  ჩატარდა კონფლიქტთან მოსაზღვრე ზონებში მცხოვრები პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის ტრენინგები – „ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკული მექანიზმების სკოლა“. პროექტის მიზანს წარმოადგენდა (გორის სახელმწიფო და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტების პროგრამის სამართალმცოდნეობის/სამართლის სტუდენტები) ადამიანის 12 უფლებათა და საგანმანათლებლო თავისუფლებათა პრაქტიკული მექანიზმების გამოყენების უნარების კუთხით ცოდნის გაღრმავება;  ქალთა №5 პენიტენციურ რესოციალიზაციაზე დაწესებულებაში ორიენტირებული მსჯავრდებულთათვის“, რომლის პროექტი ფარგლებშიც განხორციელდა „ერუდიციის პატიმრებმა კურსი მოისმინეს წიგნიერებისა და შემეცნების კომპონენტებზე აგებული ლექციათა ციკლი;  ნოტარიუსის ინსტიტუტის გაძლიერების კუთხით შემუშავდა „უცხოური ელემენტის შემცველ გზამკვლევი“. საქმეებზე კერძოდ, სანოტარო პროექტი მოქმედებათა შესრულების ისახავდა საქართველოში მიზნად სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებასა და ნოტარიუსის მომზადების ხარისხის ამაღლების საერთაშორისო მოქმედებათა ხელშეწყობას, რათა კერძოსამართლებრივ შესრულებისას უფრო ეფექტიანად ურთიერთობებში დამდგარ გამოწვევებზე მოხდეს სანოტარო რეაგირება და ერთგვაროვანი სამართლებრივი პრაქტიკის დამკვიდრება. ამჟამად ახალი, 2023 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, მიმდინარეობს განაცხადების მიღება. მიმართულებები: საგრანტო ადამიანის პროგრამას უფლებების აქვს დაცვის შემდეგი პრიორიტეტული გაძლიერება, ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება. საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი (500 000) ლარია და შესაბამისი პროექტების წარმოდგენა შეუძლიათ როგორც არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, ისე ფიზიკურ პირებს. აღსანიშნავია, რომ, გასული წლის პროგრამისგან განსხვავებით, მიმდინარე წელს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული თითოეული პროექტის დაფინანსების მოცულობის ზედა ზღვარი 20 000-დან 30 000 ლარამდე გაიზარდა. 9.2. უწყების საქმიანობის ანგარიში სხვადასხვა ქალაქში სამინისტროში მიმდინარე თუ დაგეგმილი რეფორმების თაობაზე მოქალაქეთა ინფორმირებისა და ახალი ინიციატივების გაჩენის მიზნით სისტემატური ხასიათი მიიღო სამინისტროს საქმიანობის თაობაზე ანგარიშების წარდგენამ საქართველოს ქალაქებში, დაინტერესებული საზოგადოებისთვის. 13 9.3. საჯარო ლექციათა ციკლი „საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა სამართლებრივი გზებით“ საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფოს ინტერესების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით იუსტიციის სამინისტრომ 2022 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაიწყო საჯარო ლექციათა ციკლი „საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა სამართლებრივი გზებით“. საჯარო ლექციების ფარგლებში, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ წარმართული და მოგებული დავების შესახებ; 2023 წლიდან საჯარო ლექციები საქართველოს ევროინტეგრაციის სამართლებრივ ასპექტებზეც ტარდება, რათა საზოგადოება ინფორმირებული იყოს, რა სამართლებრივი და პრაქტიკული ეტაპების გავლა უწევს სახელმწიფოს ევროპული პერსპექტივის მიღების შემდეგ. 9.4. ახალგაზრდული კლუბი „YOUTHTITIA“ იურისტების მომავალი თაობების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, მათი სამართლებრივი სამინისტროს პრობლემების პრაქტიკულ გადაჭრაში ჩართულობისა მიღწევაში თანამონაწილეობის მიერ დასახული მიზნების უზრუნველსაყოფად იუსტიციის სამინისტროში ახალგაზრდული პლატფორმა – კლუბი ინერგება „YOUTHTITIA“. კლუბი და ინოვაციური დაეხმარება ახალგაზრდებს, გაიღრმავონ შესაბამისი დარგობრივი ცოდნა, შეიძინონ პროექტების მართვის გამოცდილება და გაიუმჯობესონ დასაქმების პერსპექტივა. 14 10. მეცნიერებასა და კვლევაზე დაფუძნებული მიდგომები 10.1. ჟურნალი „იუსტიცია“ სამართლის ცალკეული დარგის განვითარებასა და სამართლებრივ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავების მიზნით რეგულარულად გამოიცემა ორენოვანი სამართლებრივი ჟურნალი „იუსტიცია“, რომელიც 2023 წლიდან წარმოდგენილია ციფრულ პლატფორმაზე – iustitita.gov.ge. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში ჟურნალმა მოიპოვა საერთაშორისო რეფერირება. 10.2. სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო სისტემური რეფორმების, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში აკადემიური წრეებისა და სამეცნიერო საზოგადოების მონაწილეობას უზრუნველსაყოფად საკონსულტაციო საკითხებზე საბჭოს თემატური სამინისტროსთან ფორმატში დაინერგა მოხსენებების შექმნილ აქტუალურ წარმოდგენის სამეცნიეროსამართლებრივ პრაქტიკა. შედეგად, იდენტიფიცირებულ იქნა ახლებური ნორმატიული მოწესრიგების რამდენიმე საჭიროება და საკანონმდებლო ხარვეზი, რაც სამინისტროს კანონშემოქმედებით გეგმაში აისახება და წარედგინება საქართველოს კანონპროექტების სახით. 15 პარლამენტს შესაბამისი 11. სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივები იუსტიციის სამინისტრო კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შესაბამისად, ახორციელებს პერიოდში კანონპროექტების საქართველოს მომზადებასა და პარლამენტისთვის ინიციირებას. წარდგენილ საანგარიშო საკანონმდებლო ინიციატივებს შორის აღსანიშნია: 11.1. ცვლილება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს პარლამენტმა მე-3 მოსმენით მიიღო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ინიცირებული ცვლილებები. ინიციატივის მიზანი იყო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვა, რაც მიიღწევა მოქალაქეობის მიღების წინაპირობებისა და პროცედურის გონივრულ ფარგლებში შემსუბუქებით, განხორციელებული ცვლილებით შემოთავაზებული წესისამებრ. აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის დადგენილი საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდა, რითაც სრულად შესრულდება გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებული ვალდებულება. 11.2. „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ კანონი (NSDI) საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენის რეჟიმში განიხილება „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ ახალი კანონის პროექტი, რომლის შემუშავება განპირობებული იყო ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების, აგრეთვე, ქვეყნის ერთიანი გეოინფორმაციული პოლიტიკის სტრატეგიული მიზნებისა და პრიორიტეტების საკანონმდებლო აქტით განსაზღვრის აუცილებლობით. კანონის მიღება ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას; აამაღლებს კრიზისული სიტუაციების მართვის ეფექტიანობასა და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ევროპის კავშირის ინფორმაციის ინფრასტრუქტურაში (INSPIRE) სამომავლო ინტეგრაციას. 16 სივრცითი 11.3. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის ცვლილებათა პაკეტი საკანონმდებლო პაკეტით, რომელიც პარლამენტში მე-3 მოსმენით განიხილება, აღმოიფხვრება აქამდე გენინსპექციის თანამშრომლებსა მოსამსახურეებს შორის. არსებული უთანასწორობა და ამდენად, სხვა იუსტიციის სამინისტროს სამართალდამცავი ორგანოების გენერალური ინსპექციის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე თანამდებობრივი სარგოს, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გარდა, მიიღებს წელთა ნამსახურობის დანამატს და წოდებრივ სარგოს, ასევე, ისარგებლებს შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებით. 11.4. პენიტენციური კოდექსი საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილება ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო აქტების ცვლილებათა პაკეტი. სფეროს მომწესრიგებელი ახალი, ერთიანი საკანონმდებლო აქტის მიღების მიზანია, ერთი მხრივ, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების შინაარსის გაფართოება და ამ უფლებათა დაცვის გარანტიების კიდევ უფრო გამყარება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ისე, რომ ზიანი არ მიადგეს პენიტენციური სისტემის უსაფრთხოებას; მეორე მხრივ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებასა და საქმიანობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელება, მათ შორის, ამავე სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის გარანტიების გაფართოების თვალსაზრისით, რაც, ასევე, ხელს შეუწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. კოდექსის მიღების შემდგომ:  ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება;  ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო;  ყველა მსჯავრდებულს ექნება უმაღლესი განათლების მიღების უფლება;  გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები;  პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თითოეული თანამშრომლის შრომით პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს;  პენიტენციურ სისტემაში გაფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე;  მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს. 17 12. განახლებული სასწავლო ბაზა სააკაძეში იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს და გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა გადამზადებისა და მათი უნივერსალური და სპეციალური სასწავლო-საწვრთნელი კურსებით უზრუნველყოფის მიზნით საანგარიშო პერიოდში სააკაძეში სასწავლო ბაზამ დაიწყო ფუნქციონირება. სასწავლო ბაზა 5 ჰექტარზეა განლაგებული და მოიცავს სასროლეთს, ავტოდრომს, აუდიტორიებს, საკონფერენციო სივრცეებს, სასტუმრო ნომრებს, სპორტულ მოედნებს, სიმულაციური სწავლების ცენტრს იმიტირებული სასამართლო დარბაზითა და ციხის საკნებით, აგრეთვე, სხვა საჭირო ინფრასტრუქტურას. 13. პენიტენციური სისტემა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობას ასახავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს ერთი საჩივარიც კი არ მიუღია წარმოებაში საქართველოს პენიტენციური სისტემიდან. 13.1. ახალი პენიტენციური დაწესებულებები ადამიანის უფლებების დაცვისა და მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობების უმაღლესი სტანდარტებით უზრუნველყოფისა და, ასევე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების სამუშაო გარემოზე ზრუნვის მიზნით დაბა ლაითურში 700 მსჯავრდებულზე გათვლილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება გაიხსნა. რუსთავში დაიწყო კიდევ ერთი, ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მცირე ზომის მშენებლობა, დაბალი რისკის რომელიც (გათავისუფლებისთვის თავისუფლების გათვლილი მომზადების იქნება ნაწილი). აღკვეთის დაწესებულების 150 მსჯავრდებულზე დაწესებულების მშენებლობა დასრულდება 2024 წელს. 13.2. „ციფრული უნივერსიტეტი“ მსჯავრდებულებისთვის სრულფასოვანი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში პროექტი „ციფრული 18 უნივერსიტეტი“. საანგარიშო პერიოდში ციფრულ სწავლებაში ჩაერთო 6 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 7 საბაკალავრო და 1 სამაგისტრო პროგრამით. ციფრული სწავლების პროცესი მიმდინარეობს №16 პენიტენციურ დაწესებულებაში; ამასთან, №5 და №2 პენიტენციურ დაწესებულებებში მზადდება სივრცე ციფრული სწავლების დასანერგად. 13.3. კორესპონდენციული სწავლების გაზრდილი შესაძლებლობები უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ამაღლების მიზნით №8 დაწესებულების მსჯავრდებულ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს განათლებას კორესპონდენციული სწავლების მეთოდით იღებენ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობები „Kindle“ საჩუქრად გადაეცათ. აღნიშნული ინიციატივა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია და მათ სასწავლო პროცესს უმარტივებს, აგრეთვე, აუმჯობესებს პენიტენციურ დაწესებულებებში აკადემიური განათლების მიღების ხარისხს. 13.4. სპორტული აქტივობები პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ფიზიკური გაჯანსაღებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნით სპორტის მართვის სტრატეგიის იმპლემენტაციის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს შორის აღსანიშნია: განხორციელებული სპორტული აქტივობები და ჩემპიონატები:  2023 წლის მაისში №17 ნახევრად ღია პენიტენციურ დაწესებულებაში (სპორტული ფესტივალი);  2023 წლის ივნისში №15 ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში (სპორტული ფესტივალი);  2023 წლის აგვისტოში №12 და №16 დაწესებულებებში (ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში);  2023 წლის სექტემბერში №12 პენიტენციურ დაწესებულებაში (სპორტული ფესტივალი);  2023 წლის ოქტომბერში №16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში (სპორტული ფესტივალი);  2023 წლის ოქტომბერში ქალთა, კაცთა და არასრულწლოვანთა გუნდების მონაწილეობით ჭადრაკის ონლაინ მსოფლიო ჩემპიონატი; 19  №12, №16 და №5 დაწესებულებებში ლიცენზირებული მწვრთნელების მიერ რეგულარული ვარჯიშები ხელბურთში, ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში. განახლებული სპორტული ინფრასტრუქტურა:  №10 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის მოწყობილი სპორტული სივრცე, აღჭურვილი თანამედროვე სპორტული ინვენტარით. განახლებული სპორტული სივრცე №5 პენიტენციურ დაწესებულებაში;  №6, №8, №11 და №12 პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომლებისთვის მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა;  ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს ბაზაზე თანამშრომელთათვის მოწყობილი სავარჯიშო სივრცე;  თანამედროვე სპორტული სივრცეები: №2, №3, №11, №12 პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებისთვის; დაწესებულებების მოთხოვნის შესაბამისად სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება და სავარჯიშო ინვენტარისა თუ აღჭურვილობის შესყიდვა განგრძობად ხასიათს ატარებს. 13.5. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა გაუმჯობესებული პირობები პენიტენციურ სისტემაში თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით 2023 წლიდან მოქმედებს კვებითი უზრუნველყოფის ახალი პროგრამა. კერძოდ, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებული თანამშრომლებისთვის სპეციალური სასადილო სივრცეები და სამზარეულოები მოეწყო, 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით მომუშავე თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ერთჯერადი, ხოლო 24-საათიან სამორიგეო ცვლაში – სამჯერადი კვებით. პრიორიტეტს წარმოადგენს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების რეგულარული მატება (მაგ.: ბოლო 10 წლის მანძილზე ხელფასები 118%-ითაა გაზრდილი). ამავე დროს აღსანიშნავია, რომ პენიტენციური კოდექსის მიღების შემდეგ ყველა მოსამსახურე მიიღებს თანამდებობრივ სარგოს, წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს. სამსახურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება. 20 14. რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია 14.1. განახლებული სარეაბილიტაციო პროგრამები განრიდებული პირების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციარესოციალიზაციის ეფექტიანობისთვის დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ განაახლა 9 სარეაბილიტაციო პროგრამა, კერძოდ:  დანაშაულის გააზრების პროგრამები სრულწლოვანებისა და არასრულწლოვნებისთვის;  ემოციების რეგულაცია;  რელაფსის პრევენცია;  ცხოვრების ჯანსაღი წესი;  სოციალური და კოგნიტური უნარების სასწავლო პროგრამა;  მომავლის დაგეგმვა;  ბიბლიოთერაპია;  ინტერპერსონალური კომუნიკაცია;  თანასწორობის პროგრამა. 14.2. პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი დაბალი რისკის პრობაციონერებში განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიზნით შეიქმნა ახალი სარეაბილიტაციო შესაძლებლობა – პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი. აღნიშნული პროგრამა, ერთი მხრივ, ითვალისწინებს პრობაციის ოფიცრების როლის ზრდას დანაშაულის პრევენციის პროცესში, ხოლო მეორე მხრივ - დაბალი რისკის პრობაციონერებს უქმნის შესაძლებლობას, გაიარონ საორიენტაციო კურსი და შემდგომ, შესაბამისი ანაზღაურების მიღებით, პრობაციის ოფიცრებთან ერთად, თავადვე გაუძღვნენ მსგავს კურსებს. პროგრამის წარმატებით დასრულება პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და რეჟიმის შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთი დადებითი ფაქტორი იქნება. ამჟამად დასრულდა პრობაციის ოფიცერთა პირველი ნაკადის ტრენინგი, რომელთაგან 15 ტრენერი ოფიცერი საპილოტე კურსის ჩასატარებლად უახლოეს მომავალში შეირჩევა. 14.3. გაძლიერებული თანამშრომლობა მუნიციპალიტეტებთან პრობაციის ბენეფიციართა დასაქმებისა და მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურების გასაწევად ახალ საფეხურზე გადავიდა თანამშრომლობა 21 მუნიციპალიტეტებთან. კერძოდ, თუკი ადრე მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების კომპონენტს მოიცავდა, თანამშრომლობის ახალი ფორმატით არა მხოლოდ გაიზარდა სასჯელის აღსრულების ობიექტების რაოდენობა, არამედ მუნიციპალიტეტები ბენეფიციარებისთვის მათსავე სამსახურებში ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმებას, ფსიქიატრისა და ნარკოლოგის პირველად კონსულტაციას და, ასევე, მათ საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ და მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართულობას უზრუნველყოფენ. ამ მიზნით დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს თანამშრომლობის მემორანდუმები რუსთავის, თეთრიწყაროს, მარნეულის, ქობულეთისა და ჩოხატაურის მერიებთან გააფორმა და ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. 14.4. „რე-მარკეტი“ მსჯავრდებულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდის ნაყოფიერად გატარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით დანერგილია ინოვაციური პროექტი „რე-მარკეტი“, რომელმაც მსჯავრდებულებს მათ მიერ ნაწარმოები პროდუქციის სპეციალურ მაღაზიაში რეალიზაციის გზით, შემოსავლის ახალი წყარო გაუჩინა.  მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების, ასევე, მაღაზია „რე-მარკეტის“ პოპულარიზაციისა და პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შეიქმნა Online მაღაზია – www.Re-market.ge, რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდა მაღაზია „რე-მარკეტში“ არსებული მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების დისტანციურად შეძენა. Online მაღაზიაში კატეგორიების მიხედვით წარმოდგენილია მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ტყავის, ხის, თექისა და სხვა მასალისგან დამზადებული ნამუშევრები. შერჩეული ნივთის შეძენის შემთხვევაში, „საქართველოს ფოსტის“ და საკურიერო კომპანია „ვოლტის“ საშუალებით მომხმარებლისთვის მოქმედებს საკურიერო მომსახურება და მიტანის სერვისი;  მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების პოპულარიზაციისა და რეალიზაციის გაზრდის მიზნით მიმდინარეობს მუშაობა „მობილური რე-მარკეტის“ კონცეფციაზე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება „რემარკეტის“ პროდუქციის განთავსება შესაბამისად მოწყობილ ავტომობილში, რითაც მოხდება პროდუქციის რეალიზაცია სხვადასხვა ტურისტულად დატვირთულ ლოკაციაზე; 22  მაღაზია „რე-მარკეტის“ პოპულარიზაციის და მსჯავრდებულთა მიზნით ხელნაკეთი გამოფენა-გაყიდვები ნივთების სისტემატურად ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციაში. ასევე, მაღაზია „რე-მარკეტი“ მონაწილეობს ყველა იმ ღონისძიებაში, სადაც მოქმედი სოციალური საწარმოები და ინდივიდუალური მეწარმეები წარმოადგენენ თავიანთ ხელნაკეთ პროდუქციასა და მომსახურებას;  მაღაზია „რე-მარკეტის“ და მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლის 16-21 სექტემბერს იტალიაში (ქ. მილანი) მაღაზია „რე-მარკეტმა“ პირველად მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენაში – „Micam & Mipel Milano 2023“. აღნიშნული გამოფენა უმსხვილესი ღონისძიებაა ტყავის მწარმოებელი კომპანიებისათვის და მასში მსოფლიოს 130 ქვეყნის 1500-მდე კომპანია, 45 000-მდე საერთაშორისო შემსყიდველი იღებდა მონაწილეობას. პოტენციურ შემსყიდველებს საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების ნამუშევრები წარედგინა. 14.5. ლოკოკინების ფერმები მსჯავრდებულთა დასაქმების დაწესებულებაში, აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან ხელშეწყობის საელჩოს მიზნით სახელმწიფო თანამშრომლობის №10 პენიტენციურ ანტინარკოტიკული ბიუროს (INL) და ფინანსური მხარდაჭერით, 2023 წლის გაზაფხულზე მოეწყო ლოკოკინების ფერმა, რომელშიც დასაქმებული არიან მსჯავრდებულები. ასევე, №15 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, მიმდინარეობს კიდევ ერთი ლოკოკინების ფერმის მოწყობა. 14.6. მარწყვის ბაღი მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით 2023 წლის ოქტომბერში №10 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, 2500 მ2 მიწის ფართობზე, ღია გრუნტზე მოეწყო მარწყვის ბაღი, სადაც დასაქმებული არიან მსჯავრდებულები. 14.7. პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების განახლება/შევსება დაწესებულებებში არსებული ლიტერატურის ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნის მიზნით ამ ეტაპისთვის №3, №5, №8, №11, №14, №16 და №18 პენიტენციურ დაწესებულებებში 2023 წლიდან დანერგილია საბიბლიოთეკო პროგრამა „KOHA“, რომლის საშუალებითაც მიმდინარეობს დაწესებულებებში არსებული ლიტერატურის 23 ელექტრონული აღწერა, ხშირ შემთხვევაში, ბიბლიოთეკარის პოზიციაზე დასაქმებული მსჯავრდებულების მიერ. ამასთან, მიმდინარეობს ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლება როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ქართული და მსოფლიო ლიტერატურით. 14.8. RE-BOX – მონაცემთა გაცვლის ელექტრონული სისტემა მსჯავრდებულებისთვის ციფრული ტექნიკის საშუალებებზე წვდომის შესაძლებლობისა და რესოციალიზაციის პროექტების ეფექტიანობის ასამაღლებლად, ციფრული მართველობის სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით, შეიქმნა „REBOX“-ის პროექტის საჩვენებელი ვერსია, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა დაბა ლაითურში მდებარე №1 პენიტენციური დაწესებულების გახსნის ღონისძიებაზე. „REBOX“ წარმოადგენს პროექტს, რომლის მეშვეობით მსჯავრდებულებს თავად შეეძლებათ შესაბამის მომზადების/გადამზადებისა და დასაქმების კურსებზე რეგისტრაცია, დაწესებულების ბიბლიოთეკაში სასურველი ლიტერატურის მოძიება და, ასევე, ახალი ინიციატივების/წინადადებების შეთავაზება სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისთვის“. 14.9. პურის ახალი საცხობი პატიმართა რეაბილიტაციისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით №8 პენიტენციურ დაწესებულებაში პურის საცხობი ამოქმედდა, რაც მათთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა. საცხობი პენიტენციურ პურით მოამარაგებს დაწესებულებებს. თბილისის პენიტენციურ ტერიტორიაზე სისტემაში მოქმედ საცხობები უკვე ფუნქციონირებს რუსთავის, ქსნისა და გეგუთის დაწესებულებებში. 14.10. სტატისტიკური მონაცემები დასაქმებული პატიმრების გაზრდილი რაოდენობა - 2021-2022-2023 წლებში გაიზარდა დასაქმებული პატიმრების „მსჯავრდებულთა რაოდენობა. პროფესიული დღეის მომზადებისა და მდგომარეობით, გადამზადების სსიპ ცენტრის“ დასაქმების სხვადასხვა პროგრამაში ჩაერთო სულ 416 მსჯავრდებული (2021 წელი – 110; 2022 წელი – 114; 2023 წელი (1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით) – 192). მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადება/გადამზადება - 2021-2022-2023 წლებში გაიზარდა გადამზადებული/მომზადებული „მსჯავრდებულთა პროფესიული პატიმრების მომზადებისა და რაოდენობა. გადამზადების სსიპ ცენტრის ხელშეწობით, კურსებში ჩაერთო 1795 მსჯავრდებული (2021 წელი – 495; 2022 წელი – 765; 2023 წელი (1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით) – 535). 24 15. სამართლის ეფექტიანი აღსრულება 15.1. PROBBOX დადგენილი რეჟიმის ფარგლებში, პრობაციონერთათვის მეტი ანონიმურობის უზრუნველყოფის და მათი ელექტრონული კონტროლისა და მომსახურების გეოგრაფიული არეალის გაზრდის მიზნით, გაიზრდება „PROBBOX“-ების რაოდენობა. „PROBBOX“ ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომლითაც საქართველოს პრობაციის სისტემის ევროპაში, რეფორმა მიმდინარეობს. პრობაციონერთა „PROBBOX“-ის ელექტრონული საშუალებით, კონტროლი და პირველად სერვისების უზრუნველყოფა, პრობაციის ბიუროში გამოცხადებასთან ერთად, თითის ანაბეჭდისა და სახის ამომცნობი ალტერნატიულ ტექნოლოგიებით შენობა-ნაგებობებში გახდა აღჭურვილი მოწყობილობებით, შესაძლებელი. „PROBBOX“-ის 6 მოწყობილობა 2021 წლის დეკემბერში – თბილისის, თელავის, გორის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში, ხოლო 2022 წელს ხაშურის მერიის შენობაში განთავსდა; 2023 წელს 20 ახალი მოწყობილობა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე ამოქმედდება. მზარდია პარტნიორი ქვეყნების ინტერესი „PROBBOX“-ის მიმართ, რომელიც დღემდე პრობაციონერებმა 140.000-ჯერ გამოიყენეს. 2022 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრობაციონერთა 90% მოწყობილობით კმაყოფილია, 96.5%-თვის მოწყობილობა გამოსაყენებლად მარტივია, ხოლო 81% თვლის, რომ მათი ანონიმურობა დაცულია. 15.2. აღდგენითი მართლმსაჯულების და სისხლის სამართლის მედიაციის პროგრამის განვითარება აღდგენითი მართლმსაჯულებისა და სისხლის სამართლის მედიაციის პროგრამის განვითარების მიზნით 2022 წლის განმავლობაში განრიდების პროგრამებში ჩაერთო 1175 პირი, რაც აქამდე არსებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 658 პირის მიმართ გამოყენებულ იქნა მედიაცია, შედგა 499 მედიაციის საერთო შეხვედრა, ხოლო წარმატებით დასრულებული მედიაციის მაჩვენებელმა 60% შეადგინა. ასეთივე მაჩვენებელი აქვს წარმატებულ მედიაციას 2023 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, სადაც მედიაცია 285 პირის მიმართ იქნა გამოყენებული. 2022 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მედიაციასთან დაკავშირებული მოლოდინი დაზარალებულთა 96%-თვის და დამზარალებელთა 90%-თვის გამართლდა. 25 15.3. მედიაციის ახალი სივრცეები ყველა მუნიციპალიტეტში მედიაციის სერვისის ხელმისაწვდომობისთვის იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების მედიაციის რეგიონული სივრცეების მოწყობა. 2022 წელს მედიაციის რეგიონული სივრცეები გაიხსნა ქუთაისში, ხაშურსა და ოზურგეთში, ხოლო მიმდინარე წელს – ახალქალაქსა და სენაკში, აგრეთვე, სივრცეები გაიხსნება დედოფლისწყაროში, დმანისში, ხობსა და საჩხერეში. მედიაციის რეგიონულ სივრცეებში სპეციალისტთა ახალი ნაკადი განაწილდება, რომელიც სააგენტოს მედიატორთა რეესტრში ჩაირიცხა. დასრულდა მედიატორების სასერტიფიკატო პროგრამა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის კურსი. 15.4. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ახალი რეგიონული ოფისები არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის რეგიონული გაფართოების მიზნით მიმდინარე წელს გაიხსნა ცენტრის 2 ახალი რეგიონული ოფისი თელავსა და ბათუმში. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის რეგიონული ოფისები ხელს უწყობს ცენტრის სარეაბილიტაციო შესაძლებლობების ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას და მათში მეტი არასრულწლოვნის ჩართულობას. 15.5. დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებლებისთვის სკოლებში დანაშაულის ადრეული პრევენციის მიზნით დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, რელევანტურ სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით, მუშაობს სკოლის მასწავლებლებისთვის დანაშაულის პრევენციის ონლაინ კურსის პროგრამაზე. ეს პროგრამა სკოლის პედაგოგებსა და პერსონალს მისცემს საშუალებას, შეიძინონ უნარჩვევები, რათა დროულად მოახდინონ არასრულწლოვნებში რთული ქცევის გამოვლენა და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან კოორდინაციით, მათზე სათანადო რეაგირება. 26 16. საერთაშორისო თანამშრომლობა იუსტიციის სფეროში საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოში განხორციელებული რეფორმების საერთაშორისო დონეზე გაცნობის მიზნით იუსტიციის სამინისტრო საქმიანობას წარმართავს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის მიმართულებით. 2023 წელს მინისტრების/მინისტრის მოადგილეების დონეზე შეხვედრები გაიმართა და ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმა პორტუგალიის, ლატვიის, ხორვატიის, ფინეთის, კვიპროსის, გაერთიანებული სამეფოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის, უნგრეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ჩეხეთისა და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროებთან. სამართლის სპეციალისტებს შორის (იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები, პენიტენციური და აღმასრულებლები, პრობაციის პროკურორები, სისტემის თანამშრომლები, მოსამართლეები, ადვოკატები, ნოტარიუსები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები) გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, 2022 წელს დაინერგა ყოველწლიური ორმხრივი სამართლებრივი ფორუმების პრაქტიკა აზერბაიჯანსა და სომხეთთან. 2023 წელს მსგავსი სამართლებრივი ფორუმები გაიმართა გერმანიასა და ჩეხეთთან. მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს ერევანი უმასპინძლებს ქართულ-სომხური ფორუმის მორიგ რაუნდს, ხოლო 2024 წელს ბაქოში, ბერლინსა და პრაღაში გაიმართება რიგით მეორე ქართულ-აზერბაიჯანული, ქართულ-გერმანული და ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმები. ასევე, მომდევნო წელს უნგრეთთან განხორციელდება თანამშრომლობის მსგავსი ფორმატი. 2023 წელს თანამშრომლობა განმტკიცდა იუსტიციის სფეროში ევროკავშირის სააგენტოებსა და ორგანიზაციებთან. 2023 წლის 24-25 მაისს, ქალაქ ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის ქვეყნების ევროკავშირის კანდიდატი ორგანიზებულ თანამშრომლობის წევრი დანაშაულთან ქვეყნის ბრძოლის ორგანოს (Eurojust) სტატუსის მოპოვების მიმართულებით პრეზიდენტს პროცესში ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი და იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის ახალი ინიციატივები გააცნო. ვიზიტის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ციხეებისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპულ 27 ორგანიზაციასთან (EuroPris). ასევე, ხელი მოეწერა „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციასა და „რჩენის ვალდებულებების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმს. კონვენციისა და ოქმის რატიფიკაციის შემდეგ ბავშვთა სასარგებლოდ ალიმენტის მიღება შესაძლებელი გახდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშობლები სხვა სახელმწიფოებში იქნებიან. კონვენციასთან შეერთება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან და ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარეობს და ის ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთიან სამართლებრივ სივრცეში საქართველოს თანამშრომლობასა და ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას. სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თან თანამშრომლობის ფარგლებში პენიტენციური და პრობაციის სისტემის ინფრასტრუქტურის თანამშრომელთა განვითარების კვალიფიკაციის მიზნით, 2023 წელს ამაღლებისა სისტემის და 160-მდე თანამშრომელმა გადამზადება გაიარა აშშ-ში. ასევე, შემუშავდა და უახლოეს პერიოდში გაფორმდება აშშ-თან საერთაშორისო ხელშეკრულება ექსტრადიციის საკითხებზე, რის შემდეგაც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა აშშ-დან ექსტრადიციის საქართველოში განხორციელება გახდება შესაძლებელი. 2023 წელს მნიშვნელოვანი საერთაშორისო მიღწევები იყო იუსტიციის სამინისტროს სისტემის ყველა მიმართულებით: 16.1. პენიტენციური სისტემის საერთაშორისო აქტივობები საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობისა და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით, მიმდინარე წლის 1-3 ნოემბერს თბილისმა პირველად უმასპინძლა პენიტენციურ სფეროში მაღალი დონის კონფერენციას პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საკითხებზე. კონფერენცია ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით განხორციელდა. კონფერენციაში 20-ზე მეტი ქვეყნის 100-მდე დელეგატი მონაწილეობდა. კონფერენციის ფარგლებში შემუშავდა თბილისის დეკლარაცია, რომელიც პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით უახლოეს 28 მიდგომებს ეფუძნება და მონაწილე სახელმწიფოებისთვის მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი გახდება. 16.2. პრობაციის სისტემის საერთაშორისო აქტივობები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო აგრძელებს საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას. 2023 წელს სააგენტოსა და ლატვიის, მოლდოვისა და რუმინეთის პრობაციის სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა, რაც მხარეთა ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. მიმდინარე წლის ოქტომბერში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ აღდგენითი მართლმსაჯულების თემაზე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით და ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა, უცხოელმა ექსპერტებმა და დელეგატებმა აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს და ერთმანეთს ამ სფეროში არსებული საუკეთესო გამოცდილება გაუზიარეს. 2023 წელს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების ანიმაციურმა ფილმმა „ახალი წლის გმირი“ სერბეთის მსოფლიო ბავშვთა ანიმაციის მერვე საერთაშორისო ფესტივალზე პრიზი მოიპოვა საუკეთესო ვიზუალური დიზაინის ნომინაციაში. 16.3. მიგრაციის მართვა მიგრაციის სფეროში მიღწეული შედეგებისა და არსებული გამოწვევების განხილვის მიზნით, 2023 წლის 24-26 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტრომ „პრაღის პროცესის“ ფარგლებში გამართულ საერთაშორისო სემინარს უმასპინძლა. ღონისძიების მონაწილეებმა მიგრაციის მართვაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების საკითხები განიხილეს. სემინარი თბილისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის კოორდინაციითა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა. 2009 წელს ჩამოყალიბებული „პრაღის პროცესი“ არის მიგრაციის შესახებ მიზნობრივი დიალოგი და პოლიტიკის პროცესი, რომელიც ხელს უწყობს მონაწილე ქვეყნებს შორის მიგრაციის სფეროში თანამშრომლობას. 29 16.4. დოკუმენტების უსაფრთხოება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2023 წელს წარმატებით გაიარა ევროკომისიის მიერ აკრედიტებული კომპანიის აუდიტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ელექტრონული ხელმოწერა სრულად შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციებს. ამჟამად სააგენტო რეგიონში ერთადერთი უწყებაა, რომელიც ევროპული რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით არის სერტიფიცირებული. ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა საფუძველს ქმნის ქართული კომპანიებისთვის გააფართოონ საქმიანობა ევროკავშირის ბაზარზე, უზრუნველყონ ეკონომიკური პროცესების მოქნილობა და შეამცირონ დანახარჯები. ასევე, წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) პირველად გადასცა სამგზავრო დოკუმენტების უტყუარობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, რაც საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუმარტივებს მგზავრობას და ქვეყნის პასპორტები საზღვარზე არა ჰოლოგრამებით, არამედ ჩიპით შემოწმდება. ეს არის საქართველოს მორიგი წარმატება დოკუმენტების უსაფრთხოების ნაწილშიც, რაც ვიზალიბერალიზაციის აუცილებელი პირობაა. ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნის ფარგლებში, გრძელდება სამოქალაქო აქტების გაციფრულების პროექტიც. ამ დრომდე 10 000 000 დოკუმენტიდან გაციფრულებულია 9 730 247 სამოქალაქო აქტი. 16.5. ევროპის ბიზნეს-რეესტრების საერთაშორისო შეხვედრა თბილისში 2023 წელს ევროპის სხვა აპლიკანტ ქვეყნებს შორის გაიმარჯვა საქართველომ და ევროპის ბიზნეს-რეესტრების ასოციაციის (რომელიც 42 ქვეყანას აერთიანებს) ყოველწლიურ ღონისძიებას 2024 წელს თბილისში საჯარო რეესტრი უმასპინძლებს. 16.6. საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი - EPTA-ს თავმჯდომარე 2024 2023 წელს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) თავმჯდომარე გახდა. შედეგად, EPTA-ს ყოველწლიურ კონფერენციას მომავალ წელს საქართველო უმასპინძლებს. იუსტიციის სასწავლო ცენტრი ორგანიზაციას ერთი წლის ვადით, 2024 30 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. EPTA ევროსაბჭოს წევრ 36 ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის მასშტაბით პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით. 16.7. საკანონმდებლო მაცნე ბეჭდვითი ორგანოების ევროპულ გაერთიანებს შეუერთდა ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოების ევროპულ ფორუმს (EFOG) ევროკავშირის პოტენციური კანდიდატი ქვეყნის სტატუსით 2023 წელს საქართველოს საკანონმდებლო მაცნე შეუერთდა. ევროპის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოების ფორუმი ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების 40-მდე ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოს აერთიანებს და იძლევა შესაბამისი დარგობრივი ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების უნიკალურ შესაძლებლობას. ევროპის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოების ფორუმის (EFOG) 2023 წლის კონფერენციაზე, რომელსაც გერმანიის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრო მასპინძლობდა, საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ პირველად მიიღო მონაწილეობა. 16.8. ეროვნული არქივის საერთაშორისო აქტივობები სამეცნიერო სიახლეების თავმოყრის, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის პროფესიული კავშირების წახალისების მიზნით VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა − ტენდენციები და გამოწვევები“ გაიმართა. 2023 წელს კონფერენცია დავით აღმაშენებლის 950 წლის იუბილეს მიეძღვნა და მასში 168 ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობდა. მსოფლიო კინოარქივებში დაცული უნიკალური ფილმების ქართული საზოგადოებისთვის წარდგენის მიზნით ჩატარდა „თბილისის საარქივო ფილმების II საერთაშორისო ფესტივალი“, რომელზეც ნაჩვენები იყო 15 ქვეყნის არქივსა და კინოდაწესებულებაში დაცული 38 დოკუმენტური, მხატვრული და ანიმაციური ფილმი. 31 17. ევროინტეგრაცია 2023 წელს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროგრესის გაცნობის მიზნით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებში გახორციელებულ ყველა ვიზიტში, რომლის ფარგლებშიც, ევროპელ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდებოდათ სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტრეფიკინგთან ბრძოლა, ნარკომანიასთან ბრძოლა, მიგრაციის მართვა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია. საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესის ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით შემუშავდა და პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტრო კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესს. ამ პროცესის მეტი ეფექტიანობისთვის შეიქმნა ელექტრონული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება ჰარმონიზაციის პროცესის მართვა, სრული ინფორმაციის თავმოყრა და სამართლებრივი დაახლოების პროგრესის გაზომვა. შემუშავდა და ჰარმონიზაციის წლის ბოლომდე პროცესის გამოიცემა პრაქტიკული ევროკავშირის სახელმძღვანელო, სამართალთან რომელიც ყველა შესაბამისი უწყების თანამშრომლისთვის იქნება განკუთვნილი. საჯარო მოხელეებისთვის შეიქმნა ევროკავშირის სამართალში სასწავლო კურსი, რომელიც არაერთი უწყების წარმომადგენლებმა გაიარეს იუსტიციის სასწავლო ცენტრში. 18. საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სახელმწიფოს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, რაც, სხვებს შორის, გულისხმობს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვას. 2022 და 2023 წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებში. გასულ წელს საქართველომ საბოლოოდ მოიგო მის 32 წინააღმდეგ რუსეთის ორკესტრირებით აგვისტოს ომის თაობაზე შეტანილი ყველა საჩივარი. კერძოდ, საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3 300-მდე საქმიდან აბსოლუტურად ყველა საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, რითაც უკვე სამართლებრივად დადასტურდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს გმირ მებრძოლებს საერთაშორისო სამართლის არცერთი ნორმა არ დაურღვევიათ. 2023 წლის 28 აპრილს 2008 წლის ომის დროს დაზარალებული 24,000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ რუსეთს 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი (რომელიც, სხვებს შორის, მოიცავს ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის საქმეებს) 2023 წლის 20 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ სრულად დასაშვებად გამოაცხადა. 2022 წლის 30 ივნისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოიცა დაკავების ორდერები 3 პირზე, რომლებმაც 2008 წელს ომის დანაშაულები ჩაიდინეს საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ამასთან, 2022 წლის 16 დეკემბერს ჰააგის პროკურორის ოფისმა აგვისტოს ომის საქმის გამოძიება დაასრულა, ისე, რომ აგვისტოს ომის ფარგლებში არ გამოკვეთილა ქართული მხარის არცერთი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე ინდივიდუალური საქმეების სტატისტიკა არის ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმების ობიექტური ინდიკატორი. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მკვეთრად შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში არსებული საქმეების საერთო რაოდენობა. კერძოდ, 2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმოებაში იყო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3045 საქმე. შედარებისათვის: 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 147 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის მანძილზე საქართველოსთვის ისტორიული მინიმუმია. სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების მკვეთრი კლება საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში განხორციელებული მასშტაბური რეფორმების შედეგია, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი უფლებების ეფექტიანი დაცვა ქვეყნის შიგნითაც შეუძლიათ. ეს სტატისტიკა მკაფიო ინდიკატორია იმისა, რომ მართლმსაჯულების სისტემა გახდა ქმედითი და იძლევა უფლებების დაცვის ეფექტურ შესაძლებლობას. 33 19. სამართლებრივი დავების პრევენცია იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სახელმწიფოს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს სამართლებრივი რისკების პრევენციას. მიმდინარე წელს იუსტიციის სამინისტრომ სამართლებრივი ექსპერტიზა ჩაუტარა საქართველოს მთავრობის მიერ დადებულ 400-მდე ხელშეკრულებას, რომლებიდანაც სამართლებრივი დავა არ დაწყებულა არცერთ შემთხვევაში. ხელშეკრულებების სფერო ძალიან ფართოა და, სხვებს შორის, მოიცავს ენერგეტიკულ, საგრანტო, სამშენებლო თუ სამედიცინო პროექტებს. ამასთან, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მონაწილეობდა საინვესტიციო-სავაჭრო მოლაპარაკებებში უნგრეთთან, კორეასთან, კანადასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. 20. სამინისტროს სისტემის თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესება 20.1. თანამშრომელთა სპორტული აქტივობების სისტემის დანერგვა ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გუნდურობის ხელშეწყობის, თანამშრომელთა მოტივაციისა და სისტემის მიმართ ლოიალობის გაზრდის მიზნით 2023 წლის განმავლობაში სისტემის მასშტაბით გააქტიურდა სპორტული აქტივობების მიმართულება. ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს სისტემის ყველა თანამშრომელს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ პროცესში – ჩატარებულ ღონისძიებებში წლის დასაწყისიდან დღემდე მონაწილეობა მიიღო 800-მდე თანამშრომელმა. 20.2. სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მძიმე ავადმყოფობისას ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 7 ნოემბრის 34 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების წესი. აღნიშნული წესის მიხედვით, თუ მკურნალობა არ ფინანსდება/ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამებისა და კერძო სადაზღვევო სისტემის ფარგლებში, თანამშრომელზე შეიძლება გაიცეს ფინანსური დახმარება არაუმეტეს 25 000 ლარის ოდენობით (კალენდარული წლის განმავლობაში). ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ თანამშრომლის განცხადების განხილვის, განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენისა და ფინანსური დახმარების გაწევაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრისთვის რეკომენდაციით მიმართვის მიზნით სამინისტროში შეიქმნა სპეციალური კომისია. 35