საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი მისი და პარლამენტის წევრების: ირაკლი მეზურნიშვილის, ბაია კვიციანის და როსტომ ჩხეიძის 2023 წლის 7-11 ნოემბერს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ. ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-13
ბიუროს ნომერი 303
📜 ტექსტი
წერილი
კულტურის კომიტეტი
2-18383/23
13-11-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
ბატონო შალვა,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის საფუძველზე, წარმოგიდგენთ
ანგარიშს 2023 წლის 7-11 ნოემბერს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქ. ბერლინში ჩემი
და დეპუტატების: ირაკლი მეზურნიშვილის, ბაია კვიციანის და როსტომ ჩხეიძის სამუშაო
ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ.
დანართი: „1“ ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ელისო ბოლქვაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის
სამუშაო ვიზიტის ანგარიში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ( ქ. ბერლინი)
2023 წლის 7-11 ნოემბერი
2023 წლის 7-11 ნოემბერს გერმანიის ბუნდესტაგის კულტურისა და მედიის საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარის კატრინ ბუდეს მიწვევით განხორციელდა პარლამენტის
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის სამუშაო ვიზიტი გერმანიის
ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ. ბერლინში. დელეგაციაში ასევე იმყოფებოდნენ
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი,
კულტურის კომიტეტის წევრი ბაია კვიციანი და დეპუტატი როსტომ ჩხეიძე.
1. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს პარლამენტის კულტურის
კომიტეტის და გერმანიის ბუნდესტაგის კულტურისა და მედიის საკითხთა
კომიტეტის გაფართოებული სხდომა.
მხარეებმა სხდომაზე განიხილეს კულტურის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი
საკითხები
და
დასახეს
სამომავლო
თანამშრომლობის
კონკრეტული
მიმართულებები. სხდომაზე ისაუბრეს საკომიტეტო მუშაობის სპეციფიკაზე და
კულტურის სფეროს დაფინანსება-განვითარების მექანიზმებზე თანამედროვე
გამოწვევების ფონზე.
2. ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრა გერმანიის
ევროკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე ანტონ ჰოფრაიტერთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში
დიპლომატიის მნიშვნელობასა და მის ხელშემწყობ როლზე.
ბუნდესტაგის
კულტურის
გერმანელმა
კოლეგამ
საქართველოს
ევროკავშირში
გაწევრიანებას
თანამშრომლობის გაღრმავებას მხარდაჭერა და მზადყოფნა გამოუცხადა.
და
3. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და დეპუტატები სამუშაო ვიზიტის
ფარგლებში ეწვიენ ევროპაში დაღუპულ ებრაელთა მემორიალის ფონდს, მსოფლიო
კულტურების სახლს და შტაზის არქივს.