საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საკანონმდებლო წინადადებების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-12606/23; 26.09.2023); ბ) საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-12698/23; 28.09.2023); გ) საქართველოს მოქალაქე დავით ჯიბილიანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-13139/23; 09.10.2023).

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.11.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-18593/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-15
ბიუროს ნომერი 305

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-18593/23 14-11-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილია შემდეგი საკანონმდებლო წინადადებები: − ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-12606/23; 26.09.2023) (განხილვის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ნოემბერი); − ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-12698/23; 28.09.2023) (განხილვის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ნოემბერი); − დავით ჯიბილიანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-13139/23; 09.10.2023) (განხილვის ბოლო ვადაა 2023 წლის 20 ნოემბერი). აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკანონმდებლო წინადადებების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge