საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 13 ნოემბერს ხორვატიაში, ქალაქ ზაგრებში მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-15
ბიუროს ნომერი 305
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-18591/23
14-11-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი
დელეგაციის ხელმძღვანელს
ბ-ნ ირაკლი ჩიქოვანს
მოგახსენებთ, რომ მ/წ 13 ნოემბერს სამსახურებრივი მივლინებით ვიყავი ხორვატიაში,
ქ.ზაგრებში, სადაც ხორვატიის პარლამენტში ჩემი ხელმძღვანელობით ჩატარდა ევროპის
საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებების
აღსრულების
ქვე-კომიტეტის
სხდომა,
რომელიც
ეხებოდა
ეროვნული პარლამენტების როლის მნიშვნელობისა და გაზრდის საკითხს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს.
დანართი: ანგარიში 1 ფ.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
გივი მიქანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი
დელეგაციის ხელმძღვანელს
ბ-ნ ირაკლი ჩიქოვანს
საქართველოს პარლამენტის წევრის,
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის
გივი მიქანაძის
ხორვატიაში (ქ. ზაგრები) მივლინების ანგარიში
მ/წ 13 ნოემბერს სამსახურებრივი მივლინებით ვიყავი ხორვატიაში, ქ.ზაგრებში, სადაც
ხორვატიის პარლამენტში ჩემი ხელმძღვანელობით ჩატარდა ევროპის საბჭოს
საპარლამენტო
ასამბლეის
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილებების აღსრულების ქვე-კომიტეტის სხდომა, რომელიც ეხებოდა ეროვნული
პარლამენტების როლის მნიშვნელობისა და გაზრდის საკითხს.
სხდომაში მონაწილეობას იღებდა 30-მდე დეპუტატი ევროპის საბჭოს 20 ქვეყნიდან. სხდომას
ესწრებოდნენ და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ხორვატიის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა
- ფურიო რადინმა, ხორვატიის იუსტიციის მინისტრმა - ივან მალენიცამ და ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეაში ხორვატიის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა მარიანა ბილიჩმა.
სხდომის ფარგლებში განხილულ იქნა ხორვატიის, სლოვენიისა და ჩეხეთის გამოცდილება
ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების
კუთხით, რაზეც შესაბამისი მოხსენებები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში
სახელმწიფო წარმომადგენლებმა და ომბუდსმენის ინსტიტუტის წარმმადგენლებმა
გააკეთეს. ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება
გამახვილდა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების არსებულ დადებით პრაქტიკასა და
გამოცდილებაზე. ცალკე განხილვის თემა იყო თუ რა როლი შეუძლია შეასრულოს ეროვნულ
პარლამენტს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების
აღსრულების უზრუნველყოფის კუთხით. ამ მხრივ მოხსენებები გააკეთეს ჩრდილოეთ
მაკედონიის პარლამენტის წევრმა - მაია მორაჩანიჩმა და ევროპის საბჭოს ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის
წარმომადგენელმა - ბოიანა ნიკოლიჩმა.
დღის ბოლოს მოხდა შედეგების შეჯამება და შემდგომი მოქმედებისთვის კონკრეტული
რეკომენდაციები განისაზღვრა.
პატივისცემით,
გივი მიქანაძე