საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 9-12 ნოემბერს იტალიის რესპუბლიკასა (ქ. რომი) და წმინდა საყდარში სამუშაო ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.11.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ნომერი
#2-18592/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-15
ბიუროს ნომერი 305

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-18592/23 14-11-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 9-12 ნოემბერს ვიმყოფებოდი სამუშაო ვიზიტი იტალიის რესპუბლიკასა (ქ. რომი) და წმინდა საყდარში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. დანართი: ანგარიში 2 ფ. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის იტალიის რესპუბლიკასა და წმინდა საყდარში მივლინების ანგარიში გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9-12 ნოემბერს ვიმყოფებოდი სამუშაო ვიზიტი იტალიის რესპუბლიკასა (ქ. რომი) და წმინდა საყდარში. მიმდინარე წლის 10 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვატიკანის ბიბლიოთეკას შორის ვატიკანში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ბიბლიოთეკაში კვლევითი საქმიანობის ჩატარების უფლების მისაღებად ვატიკანში მსოფლიოდან ყოველწლიურად დაახლოებით 12 000 განაცხადი იგზავნება, საიდანაც კმაყოფილდება მხოლოდ 60 განცხადება. მემორანდუმით, ქართველ მკვლევარებს, ისტორიკოსებსა და მეცნიერებს ვატიკანის ბიბლიოთეკის ფონდებსა და საცავებში, მიეცემათ კვოტირების გარეშე კვლევითი საქმიანობის ჩატარების უფლება. ვატიკანში დაცულია მასალები მე-15 საუკუნიდან დღემდე. ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს ისტორიის სიახლეებთან დაკავშირებით კვლევების შედეგად აღმოჩენილი დოკუმენტები გაციფრულდება და საქართველოს საჩუქრად გადმოეცემა. ამასთანავე, განიხილება ორიგინალების საგამოფენოდ საქართველოში ჩამოტანის და საჯაროდ გამოფენის შესაძლებლობაც. შეთანხმების მნიშვნელობიდან გამომდინარე შეხვედრას ვატიკანში ვესწრებოდი, როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე. შეხვედრისას, მისასალმებელ სიტყვაში აღვნიშნე, რომ ეს მემორანდუმი ისტორიული მნიშვნელობისაა და შესაძლებელს გახდის მოძიებულ და აღმოჩენილ იქნას ინფორმაცია საქართველოს ისტორიის უცნობ ეპიზოდებზე. სიმბოლურია, რომ ხელმოწერა დაემთხვა მეცნიერების მსოფლიო დღის აღნიშვნას. მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელი ეროვნული ბიბკიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და ვატიკანის მხრიდან, ვატიკანის ბიბლიოთეკის პრეფექტმა მონსინიორ მაურო მანტოვანიმ მოაწერეს. ღონისძიებას წმინდა საყდარში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქეთევან ბაგრატიონი-მუხრანბატონი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, მირიან ხოსიტაშვილი ესწრებოდნენ. 11 ნოემბერს, იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოში შევხვდი ქართველ სტუდენტებს, რომლებიც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე რომის, მილანის, ბოლონიის, ტრიესტეს, ფლორენციისა და პიზას უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ. შეხვედრაზე ვისაუბრე ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და იმ სამომავლო ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება. სტუდენტებს ასევე გავაცანი კომიტეტის მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები. საუბარი ასევე შეეხო 2024 წლის 1 იანვრიდან საჯარო სექტორში ანაზღაურებად სტაჟირებასა და საზღვარგარეთ დიპლომირებული სტუდენტების საქართველოში დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს. შეხვედრა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა, იტალიაში საქართველოს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სან-მარინოში კონსტანტინე სურგულაძემ. ამასთანავე, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს რომში ქართულ საკვირაო სკოლას ვესტუმრე. სკოლაში 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები ყოველკვირეულად ეუფლებიან ქართული წერაკითხვის უნარებს, სწავლობენ საქართველოს ისტორიასა და კულტურას. შეხვედრის ფარგლებში საკვირაო სკოლის ხელმძღვანელისა და პედაგოგებისგან მოვისმინე სკოლის საჭიროებები და განვიხილეთ მათი მხარდამჭერი საშუალებები. პატივისცემით, გივი მიქანაძე საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე 14.11.2023