„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-20
ბიუროს ნომერი 308
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 010120000.05.001.017356)
შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-15 მუხლის ,,თ“, „კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,თ) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა იმ უცხოელზე
და მისი ოჯახის წევრებზე, რომელმაც „საინვესტიციო საქმიანობის
ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
განახორციელა არანაკლებ 600 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის
ოდენობის ინვესტიცია ან
რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების
უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა),
რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 600 000 აშშ დოლარის ლარში
ეკვივალენტს. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი
ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის
ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი. ამ
ქვეპუნქტის მიზნებისათვის უცხოელის ოჯახის წევრებად ითვლებიან:
მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი
მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე უცხოელის სრულ
კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით
დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი.’’
,,კ) მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე,
რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება
აღემატება 200 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა
და შვილზე/შვილებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად
უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს −
აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული
შემფასებელი;’’
,,ლ) უვადო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა 600 000 აშშ დოლარის
ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე
გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე და
მისი ოჯახის წევრებზე, რომელსაც უდასტურდება საქართველოში
განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში
არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა,
მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 200 000 აშშ დოლარის ლარში
ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების
განმავლობაში − არანაკლებ 240 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის
წლიური ბრუნვა, ან 600 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე მეტი
ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე და მისი ოჯახის
წევრებზე, რომელსაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 5
წლის განმავლობაში აქვს ამ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება. ამ
ქვეპუნქტის მიზნებისათვის უცხოელის ოჯახის წევრებად ითვლებიან:
მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი
მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე უცხოელის სრულ
კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით
დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
საქართველოს კანონი ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ აწესებს საინვესტიციო, მოკლევადიანი
და უვადო ბინადრობის ნებართვების მისაღებად ისეთ ფინანსურ კრიტერიუმებს,
რომლებიც ნაკლებად შეესაბამება მსოფლიოში არსებულ სახელმწიფოთა
უმრავლესობის პრაქტიკას. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდი სხვაობა შეინიშნება
არა მხოლოდ აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს, არამედ ევროპის ქვეყნებთან
შედარებით. ეს ფაქტი საყურადღებოა იმ მოცემულობის ფონზე, როდესაც
საქართველოს
გაფორმებული
აქვს
ასოცირების
შესახებ
შეთანხმება
ევროკავშირთან, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად,
კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა
მიიღონ ყველა ზომა, საქართველოს ევროპის კავშირში სრული ინტეგრაციის
უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საქართველოს
კანონმდებლობა და მართლწესრიგი შესაბამისობაში მოდიოდეს ევროკავშირის
წევრ სახელმწიფოთა სამართლებრივ სისტემებთან და სოციალ-პოლიტიკურ
პარამეტრებთან.
100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობა, რომელზე მეტი საბაზრო
ღირებულების მქონე უძრავი ნივთის შეძენის საფუძველზეც საქართველოში
გაიცემა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, არის დაახლოებით ორჯერ
ნაკლები იმ განაკვეთზე, რომლითაც ევროპის ქვეყნებში ხდება ბინადრობის
ნებართვების მოპოვება. ასევე, 300 000 აშშ დოლარის საფუძველზე საქართველოში
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემა ხშირ შემთხვევაში ნაკლებია რიგ
საზღვარგარეთის
ქვეყანათა
შესაბამის
სტანდარტებთან
შედარებით.
მაგალითისათვის: ესპანეთში ბინადრობის ნებართვა გაიცემა 500 000;
პორტუგალიაში-400 000; მალტაში-220 000; იტალიაში-250 000; ბულგარეთში512 000 ევროს, საბერძნეთში-250 000 ევროს ინვესტირების, ხოლო შვეიცარიაში450 000 შვეიცარიული ფრანკის ინვესტირების საფუძველზე. საყურადღებოა ის
ფაქტიც, რომ საქართველოში არც უვადო ბინადრობის ნებართვის მიღების
განაკვეთი უტოლდება მსოფლიოს დანარჩენ სახელმწიფოთა თანამეგობრობის
დღევანდელ სტანდარტებს, შესაბამისად ის საჭიროებს მოდიფიცირებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
საკითხები, რომლებსაც ეხება კანონპროექტი, მიეკუთვნება ,,უცხოელთა და
მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რეგულირების სფეროს, შესაბამისად,
აღნიშნული პრობლემის მოსაწესრიგებლად საჭიროა ამ კანონში ცვლილების
შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
მოცემული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შეიცვლება და ახლებურად
ჩამოყალიბდება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებისთვის საჭირო
კრიტერიუმები. კერძოდ: ორჯერ გაიზრდება მოკლევადიანი, საინვესტიციო და
უვადო ბინადრობის ნებართვების მიღებისათვის კანონით განსაზღვრული
ფინანსური
განაკვეთი,
რითაც
აღნიშნული
კანონი
მაქსიმალურად
დაუახლოვდება საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის პრაქტიკას. კანონპროექტის
მოქმედება დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, მათ შორის
უცხოური ვალუტის შემოდინების კუთხითაც, რადგანაც ქვეყანაში შემოვა
გაზრდილი ინვესტიციები, ხოლო ინვესტორები მიიღებენ
ბინადრობის
ნებართვებს, საქართველოში შედარებით უფრო მოცულობითი ფინანსური
ბრუნვის ფონზე. შესაბამისად, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა
განხორციელდება კანონით გათვალისწინებული წესით, 200 000 აშშ დოლარის
ლარში ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ფინანსური განაკვეთით, ნაცვლად 100 000
აშშ დოლარისა, ხოლო საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მინიჭება მოხდება
არანაკლებ 600 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ინვესტიციის
განხორციელების, ან ამ თანხაზე მეტი საბაზრო ღირებულების მქონე უძრავ
ნივთზე საკუთრების შეძენით საქართველოს ტერიტორიაზე. კანონპროექტის
თანახმად, გაორმაგდება ასევე უვადო ბინადრობის ნებართვის მიღებისთვის
საჭირო ფინანსური განაკვეთიც.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის ,,უცხოელთა და
მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’
საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებში. ცვლილების
თანახმად, ახლებურად ჩამოყალიბდება მოკლევადიანი, საინვესტიციო და უვადო
ბინადრობის ნებართვის მიღების კრიტერიუმები და შესაბამისი განაკვეთი ორჯერ
გაიზრდება.
კანონპროექტის თანახმად, უცხოელის მიმართ მოკლევადიანი ბინადრობის
ნებართვის მინიჭება განხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე 200 000 აშშ
დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობაზე მეტი საბაზრო ღირებულების მქონე
უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის გზით, ნაცვლად 100 000 აშშ დოლარისა.
ამავდროულად გაიზრდება კანონით გათვალისწინებული საინვესტიციო
ბინადრობის ნებართვის მიღებისათვის საჭირო ფინანსური განაკვეთიც და მას
მიიღებს უცხოელი და მისი ოჯახის წევრი იმ შემთხვევაში, თუ ის ,,საინვესტიციო
საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ’’ საქართველოს კანონის
შესაბამისად განახორციელებს არანაკლებ 600 000 აშშ დოლარის ლარში
ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციას (ნაცვლად 300 000 აშშ დოლარისა), ან
საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრებას შეიძენს ამ თანხაზე მეტი საბაზრო
ღირებულების მქონე უძრავ ნივთზე. ამ შემთხვევაშიც აღნიშნული ნებართვის
მოსაპოვებლად ორჯერ იზრდება შესაბამისი ფინანსური განაკვეთი, კანონის
მიმდინარე რედაქციით გათვალისწინებულ წესთან შედარებით.
კანონპროექტის მიხედვით, პროპორციულად გაიზრდება უვადო ბინადრობის
ნებართვის მისაღებად გათვალისწინებული ზღვრებიც. კერძოდ: უვადო
ბინადრობის ნებართვის გაცემა მოხდება უცხოელის და მისი ოჯახის წევრების
მიმართ, რომელმაც 600 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის
ინვესტიციის საფუძველზე მიიღო საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა და მას
უდასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან
პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 100 000, მეორე წლის განმავლობაში
არანაკლებ 200 000, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაშიარანაკლებ 240 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის წლიური
ბრუნვა ან 600 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე მეტი საბაზრო
ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე და მისი ოჯახის
წევრებზე, რომელსაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 5 წლის
განმავლობაში აქვს ამ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში -- აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა მისი გამოქვეყნებისთანავე, რადგანაც მნიშვნელოვანია
მისი დროული ამოქმედება მიმდინარე გლობალური და ადგილობრივი
ფინანსური ტენდენციების მიმართ ქართული კანონმდებლობის შესაბამისობაში
მოყვანისთვის.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. ვინაიდან ამ კანონით იზრდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ
საინვესტიციო, მოკლევადიანი და უვადო ბინადრობის ნებართვის მოპოვების
ფინანსური ზღვრები, შესაბამისად, შესაძლოა შემცირდეს სსიპ-სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოს იუსტიციის სახლის მიერ მისაღები
შემოსავლები, რაც დაკავშირებულია ბინადრობის ნებართვის გაცემის
მომსახურების საფასურთან. აღნიშნული საფასური მერყეობს 300-დან 600
ლარამდე ბინადრობის ნებართვის ტიპისა და გაცემის ვადის მიხედვით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს, ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია,
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით
განსაზღვრულ
ქმედებებს
აღნიშნული კანონპროექტით იზრდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ
საინვესტიციო, მოკლევადიანი და უვადო ბინადრობის ნებართვის მოპოვების
ფინანსური ზღვრები, რომელიც არ არის დაკავშირებული სამეწარმეო
საქმიანობასთან - კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნებასთან.
აქედან გამომდინარე, კანონპროექტს არ გააჩნია უარყოფითი
ფინანსური
ზეგავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ამ კანონის მოქმედება არის
გამიზნული.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში განსაზღვრის
პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, --მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს ,,ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან’’ ან
ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში. იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე