„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-20
ბიუროს ნომერი 308
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი:
010250000.04.001.016100) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. 1061 მუხლის პირველი ნაწილი შემდეგ დაემატოს 11 ნაწილი შემდეგი რედაქციით:
„11. მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
დააფუძნოს არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი - ტურისტული
დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია . „
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი.
“ტურიზმის
შესახებ”
საქართველოს
კანონის
პროექტით
მნიშვნელოვანი სიახლეს წარმოადგენს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის
ორგანიზაციის (DMO) შექმნის სამართლებრივი წინაპირობების განსაზღვრა. კანონპროექტით
ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია არის ადგილობრივ დონეზე
ტურიზმის განვითარებისა და კონკრეტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციის
ხელშეწყობის მიზნით კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის საფუძველზე
შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს
ტურისტული დანიშნულების მართვის ორგანიზაციის სტატუსი. დანიშნულების მართვის
ორგანიზაციის
დამფუძნებლები
შეიძლება
იყვნენ
მუნიციპალიტეტ(ებ)ი
და
კერძო
სამართლის კომერციული იურიდიული პირი ან/და არაკომერციული იურიდიული
(ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული ასოციაცია) პირი ან/და ფიზიკური პირი.
იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტებს მიეცეთ ტურისტული დანიშნულების ადგილის
მართვის ორგანიზაციის (DMO) შექმნის სამართლებრივი საფუძველი, მიზანშეწონილია
ცვლილებები შევიდეს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანულ კანონში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
მუნიციპალიტეტებს მიეცეთ ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის
(DMO) შექმნის სამართლებრივი საფუძველი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით მუნიციპალიტეტებს ექნებათ უფლებამოსილება დააფუძნონ
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ტურისტული დანიშნულების ადგილის
მართვის ორგანიზაცია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით 1061 მუხლს ემატება 11 ნაწილი, რომლიც მიხედვითაც მუნიციპალიტეტი
უფლებამოსილი იქნება დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონპროექტის
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ);
მიმართ
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონპროექტით
გათვალისწინებულია,
რომ
კანონპროექტი
ძალაში
შევიდეს
გამოქვეყნებისთანავე, რადგან პროექტი არ საჭიროებს დამატებით დროს ან პირობებს მის
სრულად ასამოქმედებლად, პროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, რადგან საქართველოს
პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი “ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონი,
სადაც გაწერილია
ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან
დაკავშირებული საკითხები და მიზანშეწონილია აღნიშული ცვლილება მასთან ერთად იქნეს
მიღებული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების (საშუალოვადიან
პერიოდში) დაფინანსების წყაროა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების ბიუჯეტი. აგრეთვე, დონორების მიერ გამოყოფილი თანხები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან
DMO-ების გაძლიერებისა და მათი აქტივობების გაფართოების გამო მუნიციპალიტეტს და
სსიპ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გაუჩნდება დამატებით ერთი კადრის აყვანის
საჭიროება, რომლის საშემოსავლო გადასახადი მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯი იქონიებს გავლენას სახელმწიფო
ბიუჯეტის
და
ადგილობრივი
გასათვალისწინებელია,
ის
თვითმმართველობის
გარემოება,
რომ
ბიუჯეტის
წინასწარ
ვერ
ხარჯვით
ნაწილზე.
დადგინდება
რომელი
მუნიციპალიტეტი გამოთქვამს სურვილს ზემოაღნიშნული ორგანიზაციის დასაფუძნებლად,
ასევე წინასწარ ვერ განისაზღვრება რა ადამიანური რესურსი იქნება საჭირო მისი
ფუნქციონირებისთვის, აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ მუნიციპალიტეტმა
შეიძლება არსებული ადამიანური რესურსის ბაზაზე დააფუძნოს ორგანიზაცია. ხარჯების
ოდენობა
დამოკიდებული
დაფუძნების
იქნება
შემთხვევაში,
მუნიციპალიტეტის
მუნიციპალიტეტი
საჭიროებებზე.
ხარჯებს
ორგანიზაციის
საკუთარი
ბიუჯეტიდან
აანაზღაურებს.
კანონპროექტით დანიშნულების მართვის ორგანიზაციის (DMO) სტატუსის გაცემასა და
შეჩერებაზე უფლებამოსილი ორგანოა ადმინისტრაცია, ასევე კანონპროექტის მიხედვით
ადმინისტრაციიდან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიდან თითო-თითო
წარმომადგენელი მონაწილეობს DMO-ს მართვისა და წარმომადგენლობის ორგანოებში. მისი
დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი
სახსრები. აღნიშნული ფუნქციის აღსრულებისთვის, 2023-2024 წლებში ადმინისტრაციის მიერ
დამატებითი კადრის აყვანა არ იგეგმება. თუმცა 2025 წლიდან, იმ შემთხვევაში თუ მოხდება
DMO-ების გაძლიერება და მათი აქტივობების გაფართოება ადმინისტრაციას გაუჩნდება
დამატებით ერთი კადრის აყვანის საჭიროება, რომლის სახელფასო და სხვა
ადმინისტრაციული
ხარჯი
წლიურად
ლარით(ხელფასების
გაანგარიშებულია
მოსალოდნელია
ადმინისტრაციის
განისაზღვროს
საშუალო
21,390
ხელფასიდან
გამომდინარე, რომელიც შეადგენს 1680 ლარს.), ხოლო კადრის აყვანასთან დაკავშირებული
ერთჯერადი ხარჯი (კომპიუტერის, ავეჯისა და სხვა
აღჭურვილობის უზრუნველყოფა) დაახლოებით 4,244 ლარით.
მატერიალურ-ტექნიკური
იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი იქნება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე, დამსაქმებლისა
და სახელმწიფოს მხრიდან (ამ შემთხვევაში ორივე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯია) ასევე
იქნება გასაწევი ხარჯი ამ მიმართულებით.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს
გავლენა
ექნება
ტურისტული
ორგანიზაციის
ხარჯებზე
სტატუსის
დანიშნულების
მოპოვებისას
ადგილის
დოკუმენტაციის
მართვის
წარდგენისა
და
გადასახდელი თანხის სახით, რომელიც განისაზღვრება სსიპ საქართველოს ტურიზმის
ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით 2024 წელს. ასევე,
კანონპროექტს გავლენა ექნება ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანოს
წევრებზე და ასევე, სსიპ
თანამშრომელზე, რომლებიც
მომზადების
პროცესში
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს
მიიღებენ ანაზღაურებას. აგრეთვე,
სხვადასხვა
დაწესებულებებს
ადმინისტრაციის
დოკუმენტაციის
გაეზრდებათ
შემოსავალი
მომართვიანობიდან გამომდინარე (მაგ.: სანოტარო ბიუროს).
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1 ) ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება.
კანონპროექტი უარყოფით გავლენას არ მოახდენს ბავშვების/არასრულწლოვნების უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება;
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს.
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე,
ვასილ ჩიგოგიძე, გელა სამხარაული, ირაკლი კირცხალია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე,
ვასილ ჩიგოგიძე, გელა სამხარაული, ირაკლი კირცხალია.