„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-20
ბიუროს ნომერი 308
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) მე-14
მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის;“;
ბ) „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე1) კულტურისა და სპორტის;“.
მუხლი 2
1. ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
უფლებამონაცვლედ ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის
მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უწყვეტად
განაგრძოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ფუნქციისა და უფლებამოსილების განხორციელება,
ხოლო საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უწყვეტად განაგრძოს საქართველოს
კანონმდებლობით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის
გათვალისწინებული ყველა ფუნქციისა და უფლებამოსილების განხორციელება, გარდა
ახალგაზრდობის მიმართულებისა.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებული/გამოცემული
სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე და
მასვე ენიჭება მითითებულ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის ან/და მათი ძალადაკარგულად
გამოცხადების უფლებამოსილება.
4. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ
მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს
კულტურისა
და
სპორტის
სამინისტროს
მიერ
შესაბამისი
სამართლებრივი
აქტების
მიღებამდე/გამოცემამდე და მასვე ენიჭება მითითებულ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის
ან/და მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება. ეს პუნქტი არ ვრცელდება
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ახალგაზრდობის
მიმართულებით მიღებულ/გამოცემულ სამართლებრივი აქტებზე და მითითებული სამართლებრივი
აქტების საკითხი განისაზღვრება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
5. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ახალგაზრდობის
მიმართულებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შესაბამისი ახალი
სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, აღნიშნულ სამართლებრივ აქტებში
ცვლილების შეტანის ან/და მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. საქართველოს
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში არსებული შესაბამისი უწყების
მიერ ახალგაზრდობის მიმართულებით მიღებული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ
ძალას აღნიშნული უწყების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე. აღნიშნული
სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება/მათში ცვლილების შეტანა ხორციელდება
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს სახელმწიფო
მაკონტროლებელ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტრო.
7. ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული საჯარო
სამართლის იურიდიული პირის −
ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ხელმძღვანელის პირველი მოადგილე/მოადგილეები ამ
კანონის ამოქმედებისთანავე გადაინიშნონ მოვალეობის შემსრულებლებად.
8. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უზრუნველყოს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის და
ხელმძღვანელის პირველი მოადგილის/მოადგილეების გამარტივებული საჯარო კონკურსის წესით
დანიშვნა.
9. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უზრუნველყოს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს შტატით დასაქმებულ
თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა (გარდა ხელმძღვანელის და ხელმძღვანელის პირველი
მოადგილის/მოადგილეების) უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.
10. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში შექმნას შესაბამისი
კომისია, რომელიც თავის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს ამ კანონის ამოქმედებამდე
არსებული საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საბალანსო
მონაცემების მიხედვით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროსათვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე
სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის)
განსაზღვრას, განკარგვას და აღნიშნული სამინისტროსთვის გადაცემას. ამ კომისიის სხვა
უფლებამოსილებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 3. საქართველოს მთავრობამ სათანადო უწყებების წარდგინებით, ასევე, საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და საქართველოს კულტურისა და
სპორტის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 9 თვის ვადაში უზრუნველყონ შესაბამისი
კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი
ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
სამთავრობო პროგრამის („ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“) მიხედვით, სახელმწიფო
აღიარებს ახალგაზრდების მნიშვნელოვან როლს ქვეყნის განვითარების პროცესში და
ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად ქმნის განვითარების მხარდამჭერ ეკოსისტემას, რაც
უზრუნველყოფს მათი პოტენციალის სრულად რეალიზებას, ეკონომიკურ გაძლიერებასა და
საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას. სწორედ
აღნიშნული მიზნის მიღწევას ემსახურება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით დამტკიცებული
„2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია“ და საქართველოს
მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026ისა“ და მისი 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“. სახელმწიფოს ახალგაზრდული
სტრატეგიის განხორციელების კვალდაკვალ, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ახალგაზრდების
აქტიურ ჩართულობას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა
მიღების პროცესში, მათ შორის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავების,
იმპლემენტაციის, მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებით.
გასათვალისწინებელია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს
აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ორგანოს, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებასა
და მათი პოტენციალის რეალიზებას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ფარგლებში.
ახალგაზრდობის კომპონენტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან
გაერთიანება, უფრო მეტ შესაძლებლობებს გაუჩენს ახალგაზრდულ მიმართულებას და მოახდენს მის
ინტეგრაციას განათლების სფეროსთან. განათლება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ახალგაზრდების
განვითარების და ცხოვრების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ახალგაზრდობის ინტეგრაცია
განათლებასთან გააჩენს თანასწორ შესაძლებლობებს ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს განვითარების
მიმართულებით. ვინაიდან, ახალგაზრდობა წარმოუდგენელია განათლების კომპონენტის გარეშე და
პირიქით, მიზანშეწონილია, რომ აღნიშნული სფეროების მმართველი სუბიექტები მოექცეს მართვის ერთ
რგოლში.
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
მომზადდა
წარმოდგენილი
კანონპროექტი
(საკანონმდებლო პაკეტი), რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოს
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები
გადაეცემა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ჩაითვლება საქართველოს
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ახალგაზრდობის
მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა
ფარგლებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტის შესაბამისად, საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოდ
განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
შესაბამისად, აღნიშნული სამინისტრო უზრუნველყოფს ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს შტატით დასაქმებული თანამშრომელთა
და შტატგარეშე მომუშავეთა (გარდა სააგენტოს ხელმძღვანელის და მისი პირველი
მოადგილისა/მოადგილეებისა) უკონკურსოდ გადაყვანას შესაბამის თანამდებობებზე.
ამასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უწყვეტად
განაგრძობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ფუნქციისა და უფლებამოსილების განხორციელებას,
ხოლო საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო უწყვეტად განაგრძობს საქართველოს
კანონმდებლობით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის
გათვალისწინებული ყველა ფუნქციისა და უფლებამოსილების განხორციელებას, გარდა
ახალგაზრდობის მიმართულებისა. ამასთან, აღნიშნული სამინისტროების ფუნქციათა უწყვეტობიდან
გამომდინარე, ამ კანონის მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები შეინარჩუნებს იურიდიულ
ძალას ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.
ასევე, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ვალდებულება - კანონპროექტით
გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში შექმნას შესაბამისი კომისია,
რომელიც თავის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული
ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს საბალანსო მონაცემების მიხედვით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროსათვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების,
აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა
დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვას და აღნიშნული სამინისტროსთვის გადაცემას. ამ კომისიის
სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 21 ნოემბრის N2150 განკარგულებით,
მოწონებული იქნა ინფორმაცია „ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N49-ში (ნაკვ. 08/036); ქ. თბილისში,
ი. ჭავჭავაძის გამზირის N49-ში; ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის N49ა-ში (ნაკვეთი 08/028); ქ.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N49-ში (ნაკვ. 08/035) მდებარე 18019 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული N1-N16 შენობა-ნაგებობების (ს/კ
01.14.07.008.180) ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების თაობაზე“, რომლის
საფუძველზე, უძრავი ქონების ერთ-ერთ საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსათვის 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის გადახდა.
ამასთან, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობის (მდებარე: ქ.
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N76ბ, საკადასტრო კოდი: 01.14.03.039.020) მე-2 სართულზე
განთავსებული 1268.84 კვ.მ. ფართი უსასყიდლო, უვადო სარგებლობაში გადაეცა სსიპ - საქართველოს
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს. აღსანიშნავია, რომ
ზემომითითებული 500 000 ლარი გათვალისწინებულია აღნიშნული ფართის რემონტისათვის.
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისათვის
მითითებული ფართის სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება დარჩება ძალაში არანაკლებ
იმ დრომდე, ვიდრე არ შესრულდება საქართველოს მთავრობის 2022 წლის 21 ნოემბრის N2150
განკარგულების შესაბამისად გამოცხადებული აუქციონის პირობები (რაც მოიცავს სსიპ - საქართველოს
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ახალი შენობის აშენებას,
სრულ რემონტს, ექსპლუატაციაში მიღებასა და სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში
გადაცემას) და შესაბამისად, სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო
სასწავლო უნივერსიტეტისათვის შესაძლებელი არ იქნება სასწავლო პროცესისა და საქმიანობის
სრულად გაგრძელება N2150 განკარგულებით გათვალისწინებულ ახალ შენობა-ნაგებობაში.
გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში
საქმიანობას განაგრძობს იმგვარად, რომ სააგენტოს ბალანსზე არსებული ქონება, მისი აქტივები და
მიმდინარე ვალდებულებები დარჩება უცვლელად და მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყების
ცვლილება აღნიშნული მიმართულებით გავლენას არ მოახდენს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის თანახმად, ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოს კულტურის,
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცემა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოდ
განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
შესაბამისად, იცვლება სამინისტროების სახელწოდებები, რამაც განაპირობა „საქართველოს მთავრობის
სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონის პროექტის მიღების შემდეგ, ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოს კულტურის,
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცემა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოდ
განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რაც
აისახება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტების პირველი მუხლის შესაბამისად:
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში იცვლება საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
სახელწოდებები და აღნიშნული სამინისტროების სახელწოდებები განისაზღვრება - „კულტურისა და
სპორტის სამინისტრო“ და „განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო“.
კანონპროექტის მე-2 მუხლის შესაბამისად:
● ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცემა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტრო ჩაითვლება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
უფლებამონაცვლედ ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის
მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
● საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უწყვეტად
განაგრძობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ფუნქციისა და უფლებამოსილების განხორციელებას,
ხოლო საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო უწყვეტად განაგრძობს საქართველოს
კანონმდებლობით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის
გათვალისწინებული ყველა ფუნქციისა და უფლებამოსილების განხორციელებას, გარდა
ახალგაზრდობის მიმართულებისა.
● საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებული/გამოცემული
სამართლებრივი აქტები შეინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე და
მასვე მიენიჭება მითითებულ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის ან/და მათი
ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება.
● საქართველოს
კულტურის,
სპორტისა
და
ახალგაზრდობის
სამინისტროს
მიერ
მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები შეინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს
კულტურისა
და
სპორტის
სამინისტროს
მიერ
შესაბამისი
სამართლებრივი
აქტების
მიღებამდე/გამოცემამდე და მასვე მიენიჭება მითითებულ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის
ან/და მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება. აღნიშნული დათქმა არ გავრცელდება
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ახალგაზრდობის
მიმართულებით მიღებულ/გამოცემულ სამართლებრივი აქტებზე, ვინაიდან, საქართველოს
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ახალგაზრდობის მიმართულებით
მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები შეინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შესაბამისი ახალი სამართლებრივი
აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, აღნიშნულ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის
ან/და მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება მიენიჭება საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. საქართველოს კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში არსებული შესაბამისი უწყების მიერ ახალგაზრდობის
მიმართულებით მიღებული სამართლებრივი აქტები შეინარჩუნებს იურიდიულ ძალას აღნიშნული
უწყების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე. ამ სამართლებრივი აქტების
ძალადაკარგულად გამოცხადება/მათში ცვლილების შეტანა განხორციელდება კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
● საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს სახელმწიფო
მაკონტროლებელ ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტრო.
● ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული საჯარო
სამართლის იურიდიული პირის −
ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ხელმძღვანელის პირველი მოადგილე/მოადგილეები ამ
კანონის ამოქმედებისთანავე გადაინიშნებიან
მოვალეობის შემსრულებლებად, რის შემდგომაც,
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სსიპ
−
ახალგაზრდობის
სააგენტოს
ხელმძღვანელის
და
ხელმძღვანელის
პირველი
მოადგილის/მოადგილეების გამარტივებული საჯარო კონკურსის წესით დანიშვნა. რაც შეეხება
ახალგაზრდობის სააგენტოს სხვა თანამშრომლებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
ახალგაზრდობის სააგენტოს შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა
(გარდა ხელმძღვანელის და ხელმძღვანელის პირველი მოადგილის/მოადგილეების) უკონკურსოდ
გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.
● საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში უნდა შექმნას შესაბამისი
კომისია, რომელმაც თავის მიერვე განსაზღვრულ ვადაში უნდა უზრუნველყოფს ამ კანონის
ამოქმედებამდე არსებული საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
საბალანსო მონაცემების მიხედვით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროსათვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე
სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის)
განსაზღვრა, განკარგვა და აღნიშნული სამინისტროსთვის გადაცემა. კომისიის სხვა უფლებამოსილებებს
განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
კანონპროექტის მე-3 მუხლის თანახმად:
საქართველოს მთავრობამ სათანადო უწყებების წარდგინებით, ასევე, საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 9 თვის ვადაში უნდა უზრუნველყონ შესაბამისი
კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი
ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა.
კანონპროექტის მე-4 მუხლის შესაბამისად, კანონის ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2024
წლის 1 იანვარი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2024
წლის 1 იანვარი, რაც დაკავშირებულია ახალი საბიუჯეტო წლის დასაწყისთან, რათა შესაბამის
სამინისტროებს მიეცეთ შესაძლებლობა ახალი საბიუჯეტო წელი დაგეგმონ ეფექტურად და საქმიანობა
განახორციელონ შეუფერხებლად. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით - კულტურის,
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი ახალგაზრდობის
მიმართულებით გადაეცემა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც ამ სფეროში
ჩაითვლება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ
კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ვინაიდან, ცვლილების
ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 1 იანვარი, მიზანშეწონილია, რომ საკანონმდებლო
პაკეტი განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით, რათა შესაბამის სამინისტროებს მიეცეთ
შესაძლებლობა, ახალი საბიუჯეტო წელი დაგეგმონ ეფექტურად და საქმიანობა განახორციელონ
შეუფერხებლად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულ
იქნეს მიმდინარე საშემოდგომო სესიის პერიოდში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოში დასაქმებულია 44 საშტატო ერთეული წლიური სახელფასო
ფონდით 1,519.0 ათასი ლარი და 18 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული წლიური სახელფასო
ფონდი 235.8 ათასი ლარი. ამას გარდა სააგენტოს სხვა წლიური ადმინისტრაციული ხარჯები
განისაზღვრება 289.0 ათასი ლარით, ხოლო პროგრამული ნაწილი, რომელიც გულისხმობს
ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპებზე დაყრდნობით და არაფორმალური განათლების
მეთოდოლოგიის გამოყენებით, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტებსა და
საერთაშორისო შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებთან შესაბამისობაში, ახალგაზრდების
გაძლიერებისკენ მიმართული პროგრამების დაგეგმვას და განხორციელებას 6,000.00 ათასი ლარით.
ასევე საკუთარი სახსრების ნაწილში 2024 წლისთვის დაგეგმილი ბიუჯეტი განისაზღვრეაბ 100.0 ათასი
ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება 2024 წლამდე
ხორციელდებოდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის
გამოყოფილი ასიგნებებიდან, ხოლო 2024 წლიდან გადავა საქართველოს განათლების, მეცნიერების და
ახალგაზრდობის სამინისტროში და წლიური ბიუჯეტი პროგრამის „ახალგაზრდობის ხელშეწყობა“
ფარგლებში გაიზრდება 8.0 მლნ ლარით. ხოლო საშუალოვადიან პერიოდში საპროგნოზო ზრდა
წლიურად საშუალოდ შეადგენს 9.1 მლნ ლარს.
ამასთან, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროდან მხოლოდ გადავა შესაბამისი
წლის ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით (პროგრამული კოდი: 33 09) სსიპ - ახალგაზრდობის
სააგენტოსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროში და მიენიჭება შესაბამისი პროგრამული კოდი (აღნიშნული თანხები
აისახება 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საქართველოს პარლამენტში III წარდგენის
ვარიანტში).
წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში საქმიანობას
განაგრძობს იმგვარად, რომ სააგენტოს ბალანსზე არსებული ქონება, მისი აქტივები და მიმდინარე
ვალდებულებები დარჩება უცვლელად და მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყების ცვლილება
აღნიშნული მიმართულებით გავლენას არ მოახდენს.
ასევე საგულისხმოა, რომ ორივე სამინისტროს სახელწოდების ცვლილების გამო, დასჭირდება
ერთჯერადი ადმინისტრაციული ხარჯის გაწევა, როგორიცაა ლოგოს, ბეჭდებისა და შტამპების და
მსგავსი ტიპის ხარჯები, რაც დაახლოებით შეადგენს 5.0 ათას ლარს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო
სასწავლო უნივერსიტეტისათვის გადაცემულ (ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. N76ბ (საკადასტრო
კოდი: 01.14.03.039.020) მდებარე შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე განთავსებული 1268.84 კვ.მ. ფართი)
უძრავ ქონებასთან მიმართებით არსებული სამართალურთიერთობა რჩება უცვლელი სახით და
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება, ამ მხრივ, გავლენას არ მოახდეს სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან
საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
წარმოდგენილი
ვალდებულებებს.
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
რამდენადაც უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ახალგაზრდობის სფეროში ძირითადად
ახორციელებდა სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტო, წარმოდგენილი ცვლილება გავლენას არ მოახდენს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზაციულ
სტრუქტურაზე, ასევე, დასაქმებულთა რაოდენობაზე, რანგებსა და კატეგორიებზე და სახელფასო
კოეფიციენტებზე. შესაბამისად, ცვლილება ასევე არ შეეხება აღნიშნულ სამინისტროში შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს. სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
დეპარტამენტი, რომლის ფუნქციაც, სხვებს შორის, განსაზღვრულია ახალგაზრდობის სფეროსთან
დაკავშირებული ამოცანების შესრულება, საქმიანობას გააგრძელებს ზემოხსენებული სახის
ცვლილებების გარეშე, საჭიროების შემთხვევაში, გარკვეულწილად დაკორექტირდება მხოლოდ
დასაქმებულ თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობები. შესაბამისად, საქართველოს კულტურის,
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში (ცენტრალური აპარატი) დასაქმებული საჯარო
მოსამსახურეების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაყვანა ან/და შესაბამისი საშტატო
ერთეულების/პოზიციების გადატანა დაგეგმილი არ არის. ასევე, არ არის დაგეგმილი განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურის ცვლილება.
გარდა ზემოხსენებულისა, ამ კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების
ამოქმედებამდე დანიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს
ხელმძღვანელი, ხელმძღვანელის პირველი მოადგილე/მოადგილეები ამ კანონის ამოქმედებისთანავე
გადაინიშნებიან მოვალეობის შემსრულებლებად. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
ახალგაზრდობის
სააგენტოს
ხელმძღვანელის
და
ხელმძღვანელის
პირველი
მოადგილის/მოადგილეების გამარტივებული საჯარო კონკურსის წესით დანიშვნა. ასევე, საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა
და
შტატგარეშე
მომუშავეთა
(გარდა
ხელმძღვანელის
და
ხელმძღვანელის
მოადგილის/მოადგილეების) უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.
პირველი
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურის, სპორტისა
ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
და