„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.11.2023
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანტონ ობოლაშვილი, გოგი მეშველიანი, მერაბ ქვარაია, დიმიტრი სამხარაძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, სავალან მირზოევი, კახა კახიშვილი, მაია ბითაძე, ედიშერ თოლორაია, ლევან ქარუმიძე, გოდერძი ჩანქსელიანი
ნომერი
#07-3/386/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-20
ბიუროს ნომერი 308

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) მე5 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად: ზომის ერთეული მოსაკრებლის ოდენობა ლარებში ა) ნავთობი 1 ტონა 21 ბ) გაზი 1000 მ3 2 გ) ნახშირი 1 ტონა 1 დ) ტორფი და საპრობელები 1 ტონა 0.7 შავი ლითონები: 1 ტონა/1%-იანი შემცველობით სასარგებლო წიაღისეულის სახეობანი საწვავი და ენერგორესურსები: ა) რკინა 0.008 ბ) მანგანუმი 0.18 ფერადი ლითონები: ა) სპილენძი 1 ტონა 255.31 ბ) ტყვია 1 ტონა 37 გ) თუთია 1 ტონა 90 დ) ანთიმონიტი 1 ტონა/1%-იანი შემცველობით 0.09 ე) კადმიუმი 1 ტონა 800000 საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი კანონპროექტით გათვალისწინებულია მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა კონკრეტული სახეობის ბუნებრივ რესურსზე. კერძოდ, წარმოდგენილი პროექტით მოსაკრებელი იზრდება ქვიშა-ხრეშის რესურსისათვის. რესურსის შერჩევა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: ქვიშა-ხრეში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებადი ბუნებრივი რესურსია, რომლის საბაზრო ფასები მუდმივად მზარდია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია განხორციელდეს მოსაკრებლის შესაბამისობაში მოყვანა რესურსის საბაზრო ფასთან და ამ მიმართულებით საკითხის გადახედვა შესაბამისი რეაგირების განხორციელების გზით. ლიცენზიის მფლობელი სუბიექტების მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში ხდება ერთჯერადად საწყისი სააუქციონო ფასის გადახდა, რომელიც მიემართება ცენტრალურ ბიუჯეტში და შემდგომ, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის კანონით დადგენილი მოსაკრებლის გადახდა, რომელიც მიემართება ადგილობრივ ბიუჯეტში და არაერთჯერადი ხასიათისაა. გასათვალისწინებელია, რომ ქვიშა-ხრეშთან მიმართებაში საწყისი სააუქციონო ფასის ზრდის პრეცედენტი პრაქტიკაში არსებობს. კერძოდ, 2018 წლის მაისის თვეში საკითხის შესწავლის ფარგლებში მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ცვლილების შეტანა სასარგებლო წიაღისეულის საწყისი სააუქციონო ფასის განმსაზღვრელ ნორმატიულ აქტში, სადაც გათვალისწინებული იქნა სწორედ, ქვიშა-ხრეშის რესურსზე საწყისი ფასის გაზრდის საკითხი. კერძოდ, საწყისი სააუქციონო ფასის გამოთვლისთვის 1 კუბური მეტრი ქვიშახრეშის ღირებულება განისაზღვრა 1 ლარით, ხოლო 2023 წლის იანვარში შეტანილი ცვლილების თანახმად 1,5 ლარით. ამ გადაწყვეტილებით ერთგვარად მოწესრიგდა სახელმწიფო ბიუჯეტში აკუმულირებადი თანხის საკითხი (საწყისი სალიცენზიო ფასის სახით გადასადელი თანხა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში). თუმცა, კვლავ უცვლელი დარჩა თვითმმათველი ერთეულის სასარგებლოდ გადასახდელი თანხები, რაც არასამართლიანია. ბუნებრივი რესურსების გამოყენება ბუნებრივ გარემოზე აქტიურ ზემოქმედებასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, მოქმედი კანონმდებლობით, ბუნებრივი რესურსებისათვის განსაზღვრული მოსაკრებელი სრულად მიემართება ადგილობრივ ბიუჯეტში. შესაბამისად, სამართლიანი იქნება, რომ ამ რესურსებისთვის გადასახდელი თანხები მეტნაკლებად პროპორციული და ადექვატური იყოს იმ გავლენებთან მიმართებით, რასაც ადგილი აქვს ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ ადგილობრივ გარემოზე. საწყისი სააუქციონო ფასის გაზრდის ფაქტორი დადებითად აისახა ცენტრალური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ რესურსის მოპოვებითი საქმიანობის შედეგად გაიზარდოს, ასევე უშუალოდ იმ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, სადაც მდებარეობს რესურსის მოპოვების არეალი. გამომდინარე იქიდან, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი მიემართება ადგილობრივ ბიუჯეტში, მიზანშეწონილია, სწორედ მოსაკრებლის გაზრდის საშუალებით მისი ცვლილება. აღნიშნული დადებითად აისახება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტზე, რაც საბოლო ჯამში გააძლიერებს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტს. ქვიშა-ხრეშის სექტორი საქართველოში მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ბოლო 10 წლის მანძილზე ამ სექტორში მოპოვება სტაბილურად 2%-ით იზრდება. ქვიშა-ხრეშის ლიცენზიები ხშირ შემთხვევაში მოკლევადიანია და მოპოვებულ რაოდენობაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. ქვიშა-ხრეშის მოსაკრებელი გარკვეული მუნიციპალიტეტებისთვის საკმაოდ დიდი შემოსავლის წყაროა. ბოლო ხუთწლიანი მონაცემები თვალსაზრისით ასე გამოიყურება:      ქვიშა-ხრეშის მოსაკრებლის გადახდის 2019 წელს ჯამურად, ქვიშა-ხრეშის მოსაკრებლის სახით გადახდილია 4 473 211,5 ლარი; 2020 წელს ჯამურად, ქვიშა-ხრეშის მოსაკრებლის სახით გადახდილია 4 380 928,4 ლარი; 2021 წელს ჯამურად, ქვიშა-ხრეშის მოსაკრებლის სახით გადახდილია 6 276 127,1 ლარი; 2022 წელს ჯამურად, ქვიშა-ხრეშის მოსაკრებლის სახით გადახდილია 4 196 640,6 ლარი; 2023 წლის 9 თვის მონაცემით, ჯამურად, ქვიშა-ხრეშის მოსაკრებლის სახით გადახდილია 2 268 626,9 ლარი. აქედან, მოსაკრებლის ძირითადი წილი გადახდილია იმერეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის რეგიონებში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხის გადაჭრა, პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, რადგან მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შედეგად განახლებული განაკვეთი განისაზღვრება ქვიშახრეშის მოპოვებისათვის, რის შედეგადაც გაიზრდება ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. კერძოდ, ქვიშა-ხრეშის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი განისაზღვრება 0,6 ლარით, რაც საგრძნობლად გაზრდის ამ რესურსით მოსარგებლეთა მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი თანხის ოდენობას. ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, უნდა ითქვას, რომ ამის პარალელურად არ არის მოსალოდნელი ქვიშა-ხრეშზე მოთხოვნის შემცირება, შესაბამისად, მოსაკრებლის ზრდის მიუხედავად, მოპოვების ინტენსიურობის მიმართულებით, მოსალოდნელია პოზიტიური დინამიკა. აღსანიშნავია, რომ მოსაკრებლის გაზრდის შედეგად მუნიციპალიტეტების მიერ აღნიშნული მოსაკრებლებიდან მიღებული შემოსავლები 2022 წელს მიღებულ შემოსავალთან შედარებით დაახლოებით 3-ჯერ გაიზრდება. შედეგად, 2022 წელს მუნიციპალიტეტების მიერ ჯამურად მიღებული 4 196 640 ლარის ნაცვლად, მუნიციპალიტეტები ჯამურად შეძლებენ დაახლოებით 12 500 000 ლარის მიღებას ქვიშახრეშის მოსაკრებლებისგან. თუმცა, აღნიშნული ფისკალური ეფექტი შესაძლოა უფრო დიდიც იყოს თუ ბაზარზე ქვიშა-ხრეშის მზარდი მოთხოვნა იქნება. სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სექტორების მზარდი ტენდენციები ამ მოლოდინს ამყარებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით ცვლილება შედის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლში და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის განახლებული განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით:  ქვიშა-ხრეშის მოპოვებისათვის -ნაცვლად 0.2 ლარისა - 0,6 ლარით; ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში) წარმოდგენილ კანონპროექტზე არ ვრცელდება განმარტებითი ბარათის აღნიშნული ქვეპუნქტი, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი ძალაში შედის 2024 წლის პირველი იანვრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ხდება ბუნებრივი რესურსით სარგებლობის გარკვეული მოსაკრებლის განაკვეთის გაზრდა, რაც მიზანშეწონილია ამოქმედდეს ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებისთანავე. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ვინაიდან წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის გარკვეული მოსაკრებლის ( ქვიშასთან და ხრეშთან დაკავშირებით) განაკვეთების ზრდას, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები დროულად ამოქმედდეს და შესაბამისი შედეგები სრულად იქნეს ასახული მომავალი საბიუჯეტო წლის განმავლობაში. გაზრდილი შემოსულობები აისახება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში, რითაც შესაბამისი მუნიციპალიტეტები დამატებით შეძლებენ ნამატი თანხების მუნიციპალური საჭიროებებისთვის გამოყენებას, როგორც მიმდინარე, ისე სოციალური და კაპიტალური ხარჯების დაფინანსების თვალსაზრისით. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 2023 წლის საშემოდგომო სესია სრულდება 15 დეკემბერს. საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისთვის პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ვადების გათვალისწინებით, წარმოდგენილი ცვლილებების ამ სესიაზე მიღება შეუძლებელი ხდება. ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე და იმისათვის, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან, მიზანშეწონილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება პერიოდში(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. რაც შეეხება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს, კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება მათი საშემოსავლო ნაწილის ზრდა, კერძოდ: მოსაკრებლის ზრდის ფონზე მოსალოდნელია მუნიციპალიტეტების მიერ 2022 წელს მიღებული შემოსავალის დაახლოებით 3-ჯერ გაზრდა. შედეგად, 2022 წელს მუნიციპალიტეტების მიერ ჯამურად მიღებული 4 196 640 ლარის ნაცვლად, მუნიციპალიტეტები ჯამურად შეძლებენ დაახლოებით 12 500 000 ლარის მიღებას ქვიშა-ხრეშის მოსაკრებლებისგან. თუმცა, აღნიშნული ფისკალური ეფექტი შესაძლოა უფრო დიდიც იყოს თუ ბაზარზე ქვიშა-ხრეშის მზარდი მოთხოვნა იქნება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე რესპუბლიკის კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ ქვიშა-ხრეშის მოპოვებით საქმიანობას. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ განაკვეთი შემუშავებულია რესურსის საბაზრო ფასიდან გამომდინარე და იგი არ შეუქმნის ბარიერს მომპოვებელ სუბიექტებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში. თუმცა, ამ სახის რესურსზე მზარდი მოთხოვნისა და მის საბაზრო ფასში მოსაკრებლის პროცენტული წილის გათვალისწინებით, მოპოვების შემცირების მოლოდინები და პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირების რისკები მოსალოდნელი არ არის. დღესდღეობით ქვიშა-ხრეშის მოპოვების მიზნით გაცემულია 535 ლიცენზია. შესაბამისად, დღეის მონაცემებით, მოსაკრებლის განაკვეთის ცვლილება გავლენას იქონიებს ამ სუბიექტებზე და მათი მხრიდან მოხდება ადგილობრივ ბიუჯეტში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის გასამმაგებული ოდენობით გადახდა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით გათვალისწინებულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის განაკვეთის გაზრდა, კერძოდ: მოსაკრებელი ქვიშა-ხრეშის მოპოვებისათვის, ნაცვლად 0.2 ლარისა, განისაზღვრება 0,6 ლარით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი არ ითვალისწინებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციას/დაწესებულებას, ექსპერტს, სამუშაო ჯგუფს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანტონ ობოლაშვილი, გოგი მეშველიანი, მერაბ ქვარაია, დიმიტრი სამხარაძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, სავალან მირზოევი, კახა კახიშვილი, მაია ბითაძე, ედიშერ თოლორაია, ლევან ქარუმიძე, გოდერძი ჩანქსელიანი