„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.11.2023
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/335/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-20
ბიუროს ნომერი 308

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ამ კანონის მიზნებისთვის პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზებისა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურში გაწვევის მიზნით, ასევე სტატისტიკის საწარმოებლად, კანონიერი მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მოცულობით.“. 2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირს უფლება აქვს, მისი არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ბრძანება), ასევე მის მიმართ ამ კანონის საფუძველზე მიღებული სხვა გადაწყვეტილება მისთვის ოფიციალური გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.“. 3. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ კანონის მიზნებისთვის პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვის აღრიცხვის მიზნით, ასევე სტატისტიკის საწარმოებლად, კანონიერი მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მოცულობით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ ნაწილს. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად - არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური არის საზოგადოებრივად სასარგებლო სამოქალაქო სამსახური, რომელიც ცვლის სამხედრო სამსახურს და ემყარება სამხედრო ვალდებულების სამხედრო სამსახურის გავლის ფორმით მოხდაზე უარის თქმის დასაბუთებას რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების საფუძველზე. თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, აგრეთვე „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სისტემურ მექანიზმს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. თითოეული სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებას არსებითად განაპირობებს მასთან დაკავშირებული მმართველობითი გადაწყვეტილებების დროული აღსრულება. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხებთან მიღებული გადაწყვეტილების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, მოქმედების შეჩერების ავტომატური მექანიზმი, აფერხებს მითითებული გადაწყვეტილებების დროულ აღსრულებას, რამაც შესაძლებელია ნეგატიურად იმოქმედოს სამსახურის გამართულ ფუნქციონირებაზე. წარმოდგენილი ცვლილება მიზნად ისახავს, რომ სამართლებრივი რეგულაციები, რომლებიც უკავშირდება არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზებას, თანხვედრაში იყოს საერთო წესებთან. ამასთან, კანონპროექტის მიზანია „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან (14/06/2023) თანხვედრაში მოყვანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის, არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დროული აღსრულების უზრუნველყოფა. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზებისა და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურის რეზერვის აღრიცხვის მიზნებისათვის პერსონალური მონაცამების დამუშავების უზრუნველყოფა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების აღსრულება განხორციელდება დროულად. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზებისა და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურის რეზერვის აღრიცხვის მიზნებისათვის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან (14/06/2023) შესაბამისობაში. ამასთან, პროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტში შემავალ კანონპროექტს და იგი თანხვედრაში მოვა სხვა საკანონმდებლო აქტებთან მიმართებაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით ცვლილება შედის „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში, რომლის მიხედვითაც პირს უფლება აქვს, მისი არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ბრძანება), ასევე მის მიმართ ამ კანონის საფუძველზე მიღებული სხვა გადაწყვეტილება მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურის სრულფასოვან ფუნქციონირებას. ამასთნ, კანონის პროექტის მიხედვით ცვლილება შედის კანონის მე-3 და მე-18 მუხლებში, რომლებიც უზრუნველყოფს ალტერნატიული, შრომითი სამსახურის ორგანიზებისა და ამ სამსახურის რეზერვის აღრიცხვის მიზნებისათვის პერსონალური მონაცემების დამუშავების უზრუნველყოფას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონთან თანხვედრაში. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის მიერ 2023 წლის 14 ივნისს მიღებული იქნა საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რომელიც უნდა ამოქმედდეს 2024 წლის მარტიდან. აღნიშნული კანონი პერსონალური მონაცემების დამუშავების, მათ შორის განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების დამუშავების ერთ-ერთ საფუძვლად ითვალისწინებს კანონით გათვალისწინებულ საფუძველს. შესაბამისად, აუცილებელია ცვლილების განხორციელება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი საჭიროებს მის დაჩქარებული წესით განხილვას, რადგან მისმა მიღებამ უნდა უზრუნველყოს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში ამ სამსახურის ფუნქციონირების შეუფერხებლად ორგანიზება. ამასთან, კანონპროექტი წარმოადგენს დაჩქარებული წესით განსახილველ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ პროექტს და თანხვედრაში უნდა იყოს შესაბამის კანონპროექტთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება დაკავშირებული არ არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ან/და კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ან/და კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.