„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
კანონი (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი (2)
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-20
ბიუროს ნომერი 308
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII27 თავი:
„თავი VII27. ადმინისტრაციული სამართალწარმოება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო
სამსახურთან და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებით
მუხლი 21102. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან და არასამხედრო,
ალტერნატიულ
შრომით
სამსახურთან
დაკავშირებულ
საქმეთა
წარმოებისას
გამოსაყენებელი ნორმები
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან და არასამხედრო, ალტერნატიულ
შრომით სამსახურთან დაკავშირებულ საქმეთა წარმოებისას გამოიყენება ამ თავით
დადგენილი ნორმები, ხოლო თუ საკითხი ამ თავით არ არის მოწესრიგებული − სხვა
სათანადო საკანონმდებლო ნორმები.
მუხლი 21103. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო,
ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენა
1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს შეიძლება წარედგინოს სარჩელი პირის
წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილების, პირის
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების,
პირის მიმართ თავდაცვის კოდექსის საფუძველზე მიღებული, წვევამდელთა ეროვნულ
სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილების, პირის არასამხედრო,
ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების
(ბრძანების) ან/და პირის მიმართ „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული სხვა გადაწყვეტილების
ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების ან არარად აღიარების მოთხოვნით.
2. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს შეიძლება წარედგინოს სარჩელი
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ
შრომით
სამსახურთან
დაკავშირებული
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მიღების/გამოცემის მოთხოვნით.
3. სარჩელი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება შესაბამისი
გადაწყვეტილების
პირისთვის
ოფიციალურად
გაცნობიდან
ან
შესაბამისი
გადაწყვეტილების მიღების/გამოცემის უარის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
4. სარჩელი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება შესაბამისი
გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის ადგილსამყოფლის მიხედვით.
მუხლი 21104. სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტა და სარჩელისა და
მისთვის დართული დოკუმენტების მოპასუხისთვის გაგზავნა
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო მისთვის სარჩელის წარდგენიდან 5
კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით წყვეტს სარჩელის წარმოებაში
მიღების საკითხს.
2. სარჩელი და მისთვის დართული დოკუმენტების ასლები სარჩელის წარმოებაში
მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით ეგზავნება
მოპასუხეს.
მუხლი 21105. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ საქმის განხილვა
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქმეს კანონით დადგენილი წესით
განიხილავს სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქმეს განიხილავს
ერთპიროვნულად.
3. რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქმეს განიხილავს ამ კოდექსის 28-ე
მუხლით გათვალისწინებული დაჩქარებული წესით, რა დროსაც მას შეუძლია
განახორციელოს იმავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილება.
რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავს აღნიშნული
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მხარის მოთხოვნის და საქმის
დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გარეშე.
4. სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა არ აფერხებს რაიონული
(საქალაქო) სასამართლოს მიერ საქმის განხილვას.
5. რაიონული (საქალაქო) სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით სრულად
დააკმაყოფილებს, ნაწილობრივ დააკმაყოფილებს ან არ დააკმაყოფილებს მოსარჩელის
მოთხოვნას.
მუხლი 21106. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება
და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მისი
სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის დაწყებიდან 10 კალენდარულ დღეში, კანონით
დადგენილი წესით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.
2. სააპელაციო სასამართლო მისთვის სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან 5
კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით წყვეტს სააპელაციო საჩივრის
დასაშვებობის საკითხს.
3. სააპელაციო სასამართლო საქმეს კანონით დადგენილი წესით განიხილავს
სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
4. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად.
5. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს ამ კოდექსის 28-ე მუხლით
გათვალისწინებული დაჩქარებული წესით, რა დროსაც მას შეუძლია განახორციელოს
იმავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილება. სააპელაციო
სასამართლო საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავს აღნიშნული მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული მხარის მოთხოვნის და საქმის დაჩქარებული წესით
განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გარეშე.
6. სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა არ აფერხებს სააპელაციო
სასამართლოს მიერ საქმის განხილვას.
7. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს
ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო
არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით
არ წარადგინა.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
მუხლი 21107. კერძო საჩივრის შეტანისა და განხილვის ვადები
1. ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას რაიონული (საქალაქო)
სასამართლოს მიერ გამოტანილ იმ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის ვადა, რომლის
კერძო საჩივრით გასაჩივრებასაც ითვალისწინებს კანონი, შეადგენს ამ ვადის დაწყებიდან
5 კალენდარულ დღეს. სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ კერძო საჩივარს კანონით
დადგენილი წესით განიხილავს კერძო საჩივრის მიღებიდან 15 კალენდარული დღის
ვადაში.
2. ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას სააპელაციო
სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ შეიტანება.“.
2. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:
„7. ამ კოდექსის VII27 თავი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმავე თავით
გათვალისწინებული სარჩელი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინა
აღნიშნული თავის ამოქმედების შემდეგ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ “
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა
ეროვნული სამხედრო სამსახური, აგრეთვე „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი
სამსახური
შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრული
არასამხედრო,
ალტერნატიული შრომითი სამსახური წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სისტემურ
მექანიზმს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. თითოეული სისტემის
ეფექტიან ფუნქციონირებას არსებითად განაპირობებს მასთან დაკავშირებული
მმართველობითი
გადაწყვეტილებების
დროული
აღსრულება.
მითითებული
გადაწყვეტილებების
დროულ
აღსრულებას
არსებითად
აფერხებს
საერთო
სასამართლოებში
არსებული
გახანგრძლივებული
საქმისწარმოება,
აგრეთვე
გასაჩივრებული
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის
მოქმედების შეჩერების ავტომატური მექანიზმი, რომელიც შეიძლება ნეგატიურად იქნეს
გამოყენებული იმ პირთა მიერ, რომლებსაც არ აქვთ პოზიტიური დამოკიდებულება
სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის, აგრეთვე არასამხედრო
ალტერნატიული
შრომითი
სამსახურის
ინსტიტუტებთან.
საქართველოს
ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ინიცირებული წინამდებარე ცვლილება მიზნად
ისახავს საერთო სასამართლოებში დავის განხილვის ისეთი პროცესუალური სისტემის
შემუშავებას, რომელიც საერთო სასამართლოებს ხელს შეუწყობს განახორციელონ
დაჩქარებული საქმეთა წარმოება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან და
არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებულ დავებზე, აგრეთვე
შეამცირებს პირთა მიერ (რომლებსაც აქვთ ნეგატიური დამოკიდებულება სამხედრო
აღრიცხვის,
წვევამდელთა
ეროვნული
სამსახურის,
აგრეთვე
არასამხედრო
ალტერნატიული შრომითი სამსახურის ინსტიტუტებთან) სასამართლოსთვის მიმართვის
უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებების
მიმართ სუსპენზიური ეფექტის რეალიზებაში საერთო სასამართლოების როლის ზრდით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა
ეროვნულ სამხედრო სამსახურის, აგრეთვე „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი
სამსახური
შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრული
არასამხედრო,
ალტერნატიული შრომითი სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის, არსებობს
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში წვევამდელთა ეროვნულ
სამხედრო სამსახურთან და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან
დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციალიზებული წესების
შემუშავების საჭიროება, რათა მსგავსი კატეგორიის დავებზე განხორციელდეს
დაჩქარებული საქმეთა წარმოება, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო აღრიცხვასთან,
წვევამდელთა
ეროვნულ
სამხედრო
სამსახურთან,
აგრეთვე
არასამხედრო,
ალტერნატიული შრომითი სამსახურთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დროულ
აღსრულებას. გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტის მიღება არსებითად შეამცირებს
პირთა მიერ (რომლებსაც აქვთ ნეგატიური დამოკიდებულება სამხედრო აღრიცხვის,
წვევამდელთა ეროვნული სამსახურის, აგრეთვე არასამხედრო ალტერნატიული შრომითი
სამსახურის ინსტიტუტებთან) სასამართლოსთვის მიმართვის უფლების ბოროტად
გამოყენების შესაძლებლობას, რომელიც შესაძლებელია იქნეს მოტივირებული ამ
სამსახურის თავიდან არიდებით ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულების
დაყოვნების სხვა მიზეზებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება არსებითად განაპირობებს სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა
ეროვნულ სამხედრო სამსახურის, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი
სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებას, მასთან დაკავშირებული მმართველობითი
გადაწყვეტილებების დროული აღსრულების ხელშემწყობი მექანიზმის გაუმჯობესებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წინამდებარე პროექტის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს
ემატება „თავი VII27. ადმინისტრაციული სამართალწარმოება წვევამდელთა ეროვნულ
სამხედრო სამსახურთან და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან
დაკავშირებით“, რომლის მიხედვითაც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან
და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებულ საქმეთა
წარმოებისას გამოიყენება აღნიშნული თავით დადგენილი ნორმები, ხოლო თუ საკითხი არ
არის მოწესრიგებული − სხვა სათანადო საკანონმდებლო ნორმები.
კანონპროექტის არსი მდგომარეობს შემდეგში:
რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს შეიძლება წარედგინოს სარჩელი:
პირის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილების, პირის
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების,
პირის მიმართ თავდაცვის კოდექსის საფუძველზე მიღებული, წვევამდელთა ეროვნულ
სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის,
ძალადაკარგულად გამოცხადების ან არარად აღიარების მოთხოვნით, შესაბამისი
გადაწყვეტილების პირისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის
ვადაში, ამ გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის ადგილსამყოფლის მიხედვით;
პირის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის
შესახებ გადაწყვეტილების (ბრძანების) ან/და პირის მიმართ „არასამხედრო,
ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე
მიღებული სხვა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების ან
არარად აღიარების მოთხოვნით, უარის მიღებიდან ამ გადაწყვეტილების პირისთვის
ოფიციალურად
გაცნობიდან
15
კალენდარული
დღის
ვადაში,
შესაბამისი
გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის ადგილსამყოფლის მიხედვით;
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ
შრომით
სამსახურთან
დაკავშირებული
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულსამართლებრივი
აქტის
მიღების/გამოცემის
მოთხოვნით,
ამგვარი
აქტის
მიღების/გამოცემის გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ამ გადაწყვეტილების
მიმღები სუბიექტის ადგილსამყოფლის მიხედვით.
რაიონული (საქალაქო) სასამართლო მისთვის სარჩელის წარდგენიდან 5 კალენდარული
დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით წყვეტს სარჩელის წარმოებაში მიღების
საკითხს. სარჩელი და მისთვის დართული დოკუმენტების ასლები სარჩელის წარმოებაში
მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით ეგზავნება
მოპასუხეს.
რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქმეს კანონით დადგენილი წესით განიხილავს
სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ერთპიროვნულად,
საქართველოს
ადმინისტრაციული
საპროცესო
კოდექსის
28-ე
მუხლით
გათვალისწინებული დაჩქარებული წესით, რა დროსაც მას შეუძლია განახორციელოს
იმავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილება. რაიონული (საქალაქო)
სასამართლო საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავს აღნიშნული მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული მხარის მოთხოვნის და საქმის დაჩქარებული წესით
განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გარეშე. სასამართლო სხდომაზე მხარის
გამოუცხადებლობა არ აფერხებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ საქმის
განხილვას. რაიონული (საქალაქო) სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით სრულად
დააკმაყოფილებს, ნაწილობრივ დააკმაყოფილებს ან არ დააკმაყოფილებს მოსარჩელის
მოთხოვნას.
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება, მისი სააპელაციო წესით
გასაჩივრების ვადის დაწყებიდან 10 კალენდარულ დღეში, კანონით დადგენილი წესით
გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო მისთვის სააპელაციო
საჩივრის წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით
წყვეტს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს.
სააპელაციო სასამართლო საქმეს კანონით დადგენილი წესით განიხილავს სააპელაციო
საჩივრის განსახილველად მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ერთპიროვნულად,
ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული დაჩქარებული წესით, რა დროსაც მას
შეუძლია
განახორციელოს
იმავე
მუხლის
მე-2
ნაწილით
განსაზღვრული
უფლებამოსილება. სააპელაციო სასამართლო საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავს
აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მხარის მოთხოვნის და
საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გარეშე.
სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა არ აფერხებს სააპელაციო
სასამართლოს მიერ საქმის განხილვას. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას
შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც
მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას,
მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას რაიონული
(საქალაქო) სასამართლოს მიერ გამოტანილ იმ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის ვადა,
რომლის კერძო საჩივრით გასაჩივრებასაც ითვალისწინებს კანონი, შეადგენს ამ ვადის
დაწყებიდან 5 კალენდარულ დღეს. სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ კერძო საჩივარს
კანონით დადგენილი წესით განიხილავს კერძო საჩივრის მიღებიდან 15 კალენდარული
დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ შეიტანება.
ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლს ემატება მე-7 ნაწილი, რომლის
მიხედვითაც ამ კოდექსის VII27 თავი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმავე თავით
გათვალისწინებული სარჩელი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინა
აღნიშნული თავის ამოქმედების შემდეგ.
თავდაცვის კოდექსში და „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პირს უფლება აქვს
სასამართლოში გაასაჩივროს მისი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ
გადაწყვეტილება, მისი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ
გადაწყვეტილება, აგრეთვე პირის მიმართ თავდაცვის კოდექსის საფუძველზე მიღებული
სხვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია წვევამდელთა ეროვნულ
სამხედრო სამსახურთან, ასევე, არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში
გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ბრძანება), მის მიმართ ამ კანონის
საფუძველზე მიღებული სხვა გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილებების
გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. ამგვარი, მოცემულობის პირობებში, მხარის
მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ ან
თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს ხდის
მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
კანონის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი საჭიროებს მის დაჩქარებული წესით განხილვას, რადგან კანონპროექტის
მიღება არსებითად განაპირობებს სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნულ
სამხედრო სამსახურის, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის
ეფექტიან
ფუნქციონირებას,
მასთან
დაკავშირებული
მმართველობითი
გადაწყვეტილებების დროული აღსრულების ხელშემწყობი მექანიზმის გაუმჯობესებით.
ამასთან, კანონპროექტი წარმოადგენს დაჩქარებული წესით განსახილველ საკანონმდებლო
პაკეტში შემავალ პროექტს და თანხვედრაში უნდა იყოს შესაბამის კანონპროექტებთან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო
ბიუჯეტიდან სასამართლოსთვის გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში
გადახდილი იქნება ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით დადგენილი ბაჟი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები დაფინანსდება სასამართლოსთვის
არსებული ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. პირს, რომელიც გაასაჩივრებს
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას,
დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული
ხარჯების (ბაჟი) გადახდა. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით ბაჟი
შეადგენს არანაკლებ 100 ლარს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის,
გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას.
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება:
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.