„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-20
ბიუროს ნომერი 308
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.01.2012, სარეგისტრაციო
კოდი: 010100000.05.001.016606) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„ჟ) მონაცემები მუშავდება სამხედრო აღრიცხვის, არასამხედრო, ალტერნატიული
შრომითი სამსახურის რეზერვის აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო
სამსახურის, სარეზერვო სამხედრო სამსახურის, თავდაცვის სფეროში მოხალისეობისა და
არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების მიზნით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იავრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ პროექტს, რომელიც
გამომდინარეობს თავდაცვის კოდექსიდან და მიზნად ისახავს თავდაცვის სფეროში
მოხალისეობასთან დაკავშირებული რეგულაციებისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის ჰარმონიზაციას. კერძოდ, თავდაცვის კოდექსის
რეგულირების ერთ-ერთ სფეროს წარმოადგენს თავდაცვის სფეროში მოხალისეობა.
აღნიშნულ საკითხს კოდექსში დათმობილი აქვს XVII თავი, რომელიც ამოქმედდება 2024
წლის 1 იანვრიდან. თავდაცვის სფეროში მოხალისეობის სრულყოფილად ორგანიზებისთვის,
თავდაცვის კოდექსის 172-ე მუხლი ითვალისწინებს მოხალისეთა რეესტრის წარმოების
შესაძლებლობას, სადაც შეიტანება პირთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები. ამავე
მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შესაბამისი პერსონალური მონაცემები მუშავდება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით,
მხოლოდ მოხალისეთა აღრიცხვის, გამოძახების, მომზადების უზრუნველსაყოფად და
სტატისტიკის საწარმოებლად, კანონიერი მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მოცულობით.
ამდენად, წარმოდგენილი ცვლილებით უნდა განისაზღვროს განსაკუთრებული კატეგორიის
პერსონალური
მონაცემების
დამუშავების
დამატებითი
მექანიზმები,
რათა
უზრუნველყოფილი იქნეს თავდაცვის კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის ჰარმონიზაცია.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თავდაცვის კოდექსთან
შესაბამისობაში მოყვანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ცვლილების შემდგომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
სათანადო ნორმები შესაბამისობაში მოვა თავდაცვის კოდექსთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
თავდაცვის კოდექსის რეგულირების ერთ-ერთ სფეროს წარმოადგენს თავდაცვის სფეროში
მოხალისეობა. აღნიშნულ საკითხს კოდექსში დათმობილი აქვს XVII თავი, რომელიც
ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან. თავდაცვის სფეროში მოხალისეობის სრულყოფილად
ორგანიზებისთვის, თავდაცვის კოდექსის 172-ე მუხლი ითვალისწინებს მოხალისეთა
რეესტრის წარმოების შესაძლებლობას, სადაც შეიტანება პირთან დაკავშირებული
პერსონალური მონაცემები. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შესაბამისი პერსონალური
მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
მოთხოვნათა დაცვით, მხოლოდ მოხალისეთა აღრიცხვის, გამოძახების, მომზადების
უზრუნველსაყოფად და სტატისტიკის საწარმოებლად, კანონიერი მიზნის მიღწევისთვის
აუცილებელი მოცულობით. ამდენად, წარმოდგენილი ცვლილებით განისაზღვრება
განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების დამატებითი
მექანიზმები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს თავდაცვის კოდექსისა და „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ჰარმონიზაცია. ამდენად, წარმოდგენილი
პროექტით ცვლილება შედის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-6 მუხლში და მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 1 იანვარი, ვინაიდან, თავდაცვის
კოდექსის XVII თავი (თავდაცვის სფეროში მოხალისეობა) ამოქმედდება 2024 წლის 1
იანვრიდან. შესაბამისად. კანონის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების
საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი საჭიროებს მისი დაჩქარებული წესით განხილვას. კერძოდ, 2024 წლის 1
იანვრიდან, ამოქმედდება თავდაცვის კოდექსის XVII თავი (თავდაცვის სფეროში
მოხალისეობა), შესაბამისად, კანონის პროექტის განხილვა უნდა განხორციელდეს
დაჩქარებული წესით, რათა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილი იქნეს თავდაცვის
კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისობა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება დაკავშირებული არ არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის,
გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას.
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს
მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.