„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-20
ბიუროს ნომერი 308
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 27.06.2023, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.020901) პირველი
მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. მონაცემების ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ო“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ შემთხვევაში დამუშავებისას დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის
თანხმობის გარეშე მათი გასაჯაროება და მესამე პირისთვის გამჟღავნება. ამასთან,
მონაცემების ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში
დამუშავებისას მონაცემთა მესამე პირისთვის გაცნობა დასაშვებია თავდაცვის კოდექსის
საფუძველზე. მონაცემების ამ მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში დამუშავებისას დასაშვებია მათი საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა და
გამოქვეყნება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ პროექტს. „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული 2023 წლის 13
ივნისის ცვლილებით (სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.020901) განისაზღვრა
განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების მათი
გასაჯაროებისა და მესამე პირისთვის გამჟღავნების წესი. აღნიშნული ცვლილება არ
ითვალისწინებს ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ მონაცემებს. ამდენად, წარმოდგენილი ცვლილებით განისაზღვრება
განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების დამატებითი
მექანიზმები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს თავდაცვის კოდექსისა და „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ჰარმონიზაცია.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3
პუნქტების ჰარმონიზაცია.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ცვლილების შემდგომ შესაბამისობაში იქნება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ პროექტს. „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული 2023 წლის 13
ივნისის ცვლილებით (სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.020901) განისაზღვრა
განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების მათი
გასაჯაროებისა და მესამე პირისთვის გამჟღავნების წესი. აღნიშნული ცვლილება არ
ითვალისწინებს ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ მონაცემებს. კერძოდ, „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მონაცემები
მუშავდება სამხედრო აღრიცხვის, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის
რეზერვის აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის, სარეზერვო
სამხედრო სამსახურისა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის
ორგანიზების მიზნით. ამასთან, თავდაცვის კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის
შესაბამისად, პირის მოხალისეთა რეესტრში დარეგისტრირებასა და მოხალისეთა
რეესტრიდან ამორიცხვას უზრუნველყოფს ამ მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოხალისეთა ორგანიზაცია
ხელს უწყობს მოხალისეთა რეესტრის ფორმირებას. მოხალისეთა ორგანიზაცია შეიძლება
გაეცნოს მოხალისეთა რეესტრს მინისტრის შესაბამის ნორმატიული აქტის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში და ყალიბდება ახლებურად. კერძოდ,
კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
მონაცემების დამუშავებისას დაუშვებელი იქნება მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე
მათი გასაჯაროება და მესამე პირისთვის გამჟღავნება, ხოლო მესამე პირისათვის გაცნობა
დაშვებული თავდაცვის კოდექსის საფუძველზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
კანონის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge), 27.06.2023, სარეგისტრაციო კოდი:
010100000.05.001.020901) მე-2 მუხლის შესაბამისად, ეს კანონი ამოქმედდება 2024 წლის
პირველი იანვრიდან, შესაბამისად, კანონის პროექტის განხილვა უნდა განხორციელდეს
დაჩქარებული წესით, რათა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილი იქნეს შესაბამის
ნორმათა შესაბამისობა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება დაკავშირებული არ არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის,
გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას.
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს
მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.