„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-20
ბიუროს ნომერი 308
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47,
28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართის (შემოსულობების საქართველოს
სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების
მიხედვით) ცხრილის 27-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“
27
წვევამდელთა
ეროვნული
სამხედრო
სამსახურის გადავადების მოსაკრებელი
100
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ ნაწილს, რომელიც
გამომდინარეობს თავდაცვის კოდექსიდან და მიზნად ისახავს კოდექსით გათვალისწინებულ
ახალ სამართლებრივ რეგულაციებთან საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისობაში
მოყვანას. კერძოდ, საბიუჯეტო კოდექსის დანართის (შემოსულობების საქართველოს
სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების
მიხედვით) ცხრილის 27-ე გრაფა, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურში გაწვევის
გადავადებისათვის მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში, ითვალისწინებს 90%-ის მიმართვას
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 10%-10%-ის მიმართვას, შესაბამისად,
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებში. თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული სიახლეების
მიხედვით, კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ
უფლებამოსილებებს, რომლებიც უკავშირდება სამხედრო აღრიცხვასა და მასთან
დაკავშირებულ ღონისძიებებს, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს (გაწვევის
ორგანიზება, გამოძახება, გაწვევა, გაწვევისგან გათავისუფლება ან გაწვევის გადავადება),
სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურს (ჩარიცხვა, გამოძახება, გაწვევა,
გაწვევისგან გათავისუფლება ან გაწვევის გადავადება), 2024 წლის 1 იანვრიდან,
მუნიციპალიტეტების ორგანოების ნაცვლად განახორციელებს საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ამასთან, 2023
წლის 2 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით იქნა მიღებული
თავდაცვის კოდექსში ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 1 იანვრიდან ასევე
ცენტრალიზებულად განხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან და
აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული
ზემოაღნიშნული ღონისძიებები. ამდენად, 2024 წლის 1 იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული
სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მიზნისთვის მოსაკრებლის გადახდის
ორგანიზებაც
განხორციელდება
ცენტრალიზებულად,
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ.
შესაბამისად, მიზანშეწონილია განხორციელდეს ცვლილება საბიუჯეტო კოდექსში და
დანართის (შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის
განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით) ცხრილის 27-ე გრაფაში 2024 წლის 1
იანვრიდან ამოღებული იქნეს მითითება მუნიციპალიტეტების ორგანოებზე და ავტონომიურ
რესპუბლიკაზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თავდაცვის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ცვლილების შემდგომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის სათანადო ნორმა შესაბამისობაში
მოვა თავდაცვის კოდექსთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საბიუჯეტო კოდექსის დანართის (შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა
და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების
ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით) ცხრილის 27-ე
გრაფა, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებისათვის
მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში, ითვალისწინებს 90%-ის მიმართვას საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 10%-10%-ის მიმართვას, შესაბამისად, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში ან მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტებში. თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული სიახლეების მიხედვით, კოდექსითა
და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, რომლებიც
უკავშირდება სამხედრო აღრიცხვასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, წვევამდელთა
ეროვნულ სამხედრო სამსახურს (გაწვევის ორგანიზებას, გამოძახებას, გაწვევას, გაწვევისგან
გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო
სამსახურს (ჩარიცხვას, გამოძახებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის
გადავადებას), 2024 წლის 1 იანვრიდან, მუნიციპალიტეტების ორგანოების ნაცვლად,
განახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი. ამასთან, 2023 წლის 2 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის
მიერ სამი მოსმენით იქნა მიღებული თავდაცვის კოდექსში ცვლილება, რომლის მიხედვითაც
2024 წლის 1 იანვრიდან ასევე ცენტრალიზებულად განხორციელდება აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკიდან
და
აჟარის
მუნიციპალიტეტიდან
იძულებით
გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული ღონისძიებები. ვინაიდან,
2024 წლის 1 იანვრიდან ზემოაღნიშნულ საკითხების ორგანიზება, წვევამდელთა ეროვნული
სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებისათვის მოსაკრებლის გადახდის ორგანიზება
განხორციელდება ცენტრალიზებულად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შექმნილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, მიზანშეწონილია განხორციელდეს ცვლილება
საბიუჯეტო კოდექსში და დანართის (შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო,
აფხაზეთისა
და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკების
რესპუბლიკურ
და
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების
მიხედვით) ცხრილის 27-ე გრაფაში 2024 წლის 1 იანვრიდან ამოღებული იქნეს მითითება
მუნიციპალიტეტების ორგანოებზე და ავტონომიურ რესპუბლიკაზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 1 იანვარი, ვინაიდან, თავდაცვის
კოდექსის თანახმად, 2024 წლის 1 იანვრიდან სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნული
სამხედრო სამსახურისა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზება,
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოსაკრებლის გადახდის ორგანიზება, უნდა
განხორციელდეს ცენტრალიზებულად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ. კანონის პროექტი არ ითვალისწინებს
უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი საჭიროებს მისი დაჩქარებული წესით განხილვას. კერძოდ, 2024 წლის 1
იანვრიდან, სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურისა და
სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზება, წვევამდელთა ეროვნული
სამხედრო სამსახურის მოსაკრებლის გადახდის ორგანიზება, უნდა განხორციელდეს
ცენტრალიზებულად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის მიერ. შესაბამისად, კანონის პროექტის განხილვა უნდა
განხორციელდეს დაჩქარებული წესით, რათა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილი
იქნეს თავდაცვის კოდექსისა და საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისობა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება დაკავშირებული არ არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ზეგავლენას მოახდენს, როგორც სახელმწიფო, ასევე ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
2023 წლის საგაზაფხულო გაწვევაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის
გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლებით, 18 თვით 2000 ლარის გადახდის
შესაბამისად, ისარგებლა 502 პირმა და თანხამ შეადგინა 1 004 000 ლარი. შესაბამისად,
აღნიშნული თანხიდან 90% - 903,600 ლარი მიემართებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო
10% - 100 400 ლარი შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში
ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებში. წარმოდგენილი ცვლილებით, საბიუჯეტო კოდექსის
დანართის (შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის
განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით) ცხრილის 27-ე გრაფაში 2024 წლის 1
იანვრიდან აღარ იქნება მითითება მუნიციპალიტეტების ორგანოებზე და ავტონომიურ
რესპუბლიკაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების
შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ
დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.