„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.11.2023
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/335/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-20
ბიუროს ნომერი 308

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge) 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) 164-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების ორგანოებს უფლება აქვთ, სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, სადაც განსახლებული არიან ის იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, განახორციელონ მათი საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებებით გათვალისწინებული მხოლოდ ის ღონისძიებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება აღნიშნულ პირთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებამდე მათთვის დახმარების გაწევას და სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანულ კანონის პროექტზე ,,საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ პროექტს, რომელიც გამომდინარეობს თავდაცვის კოდექსიდან და მიზნად ისახავს აღნიშნული კოდექსით გათვალისწინებულ ახალ სამართლებრივ რეგულაციებთან ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას. კერძოდ, თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული სიახლეების მიხედვით, თავდაცვის კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, რომლებიც უკავშირდება სამხედრო აღრიცხვასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს (გაწვევის ორგანიზება, გამოძახება, გაწვევა, გაწვევისგან გათავისუფლება ან გაწვევის გადავადება), სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურს (ჩარიცხვას, გამოძახება, გაწვევა, გაწვევისგან გათავისუფლება ან გაწვევის გადავადება), 2024 წლის 1 იანვრიდან, მუნიციპალიტეტების ორგანოების ნაცვლად, განახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აღარ განხორციელდება სახელმწიფო ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების დელეგირება და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 164-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებული უნდა იქნეს დათქმა თავდაცვის კოდექსზე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თავდაცვის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ცვლილების შემდგომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის სათანადო ნორმები შესაბამისობაში მოვა თავდაცვის კოდექსთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული სიახლეების მიხედვით, კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, რომლებიც უკავშირდება სამხედრო აღრიცხვასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს (გაწვევის ორგანიზებას, გამოძახებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურს (ჩარიცხვას, გამოძახებას, გაწვევას, გაწვევისგან გათავისუფლებას ან გაწვევის გადავადებას), 2024 წლის 1 იანვრიდან, მუნიციპალიტეტების ორგანოების ნაცვლად, განახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აღარ განხორციელდება სახელმწიფო ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების დელეგირება და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 164-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებული იქნება დათქმა თავდაცვის კოდექსზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 1 იანვარი, ვინაიდან, თავდაცვის კოდექსის თანახმად, 2024 წლის 1 იანვრიდან სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზება, უნდა განხორციელდეს ცენტრალიზებულად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ. შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აღარ განხორციელდება სახელმწიფო ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების დელეგირება. კანონის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის მიღება საჭიროებს მისი დაჩქარებული წესით განხილვას. კერძოდ, 2024 წლის 1 იანვრიდან, სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურისა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზება, მათ შორის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოსაკრებლის გადახდის ორგანიზება, უნდა განხორციელდეს ცენტრალიზებულად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ. შესაბამისად, კანონის პროექტის განხილვა უნდა განხორციელდეს დაჩქარებული წესით, რათა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილი იქნეს თავდაცვის კოდექსისა და ,,საქართველოს ორგანულ კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისობა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება ზეგავლენას მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, პროექტის მიხედვით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებისთვის 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი სამხედრო აღრიცხვასა და გაწვევასთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის შეადგენს: ახალგორი - 70,400 ლარს. პროგრამული კოდი: 0203 ერედვი - 60,000 ლარს. პროგრამული კოდი: 010103 ქურთა - 97,800 ლარს. პროგრამული კოდი 010103 თიღვი - 40,000 ლარს. პროგრამული კოდი 010103 აჟარა - 38,500 ლარს. პროგრამული კოდი 050101 თავდაცვის კოდექსის შესაბამისად, 2024 წლის პირველი იანვრიდან პირის სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში პირის გამოძახება/გაწვევა უნდა განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დაფუძნებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა. შესაბამისად აღნიშნული მუნიციპალიტეტები აღარ განახორციელებენ სამხედრო აღრიცხვა/გაწვევასთან დაკავშირებულ საკითხებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.