„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-20
ბიუროს ნომერი 308
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25(32), 1999 წელი, მუხ. 124)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ −
სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი −
ახალგაზრდობის სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს აწვდის
ინფორმაციას სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკით გათვალისწინებულ ღონისძიებათა
შესახებ.“.
2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10
ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების სახელმწიფოებრივი
მხარდაჭერის საკითხს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურსის შედეგად წყვეტს
სათათბირო ორგანო, რომელიც სააგენტოს წარდგინების საფუძველზე იქმნება საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით.“.
მუხლი 2
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის
განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტრო.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს
საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს
იურიდიულ ძალას შესაბამისი ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა
და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების თანმდევი ცვლილებები შედის „ბავშვთა და
ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში.
კერძოდ, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტის
შესაბამისად, იცვლება საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდობის სამინისტროში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რაც
იწვევს მათი სახელწოდების ცვლილებასაც, როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ხსენებული
კანონპროექტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს
სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის სამინისტრო. აღნიშნულის გათვალისწინებით, „ბავშვთა და ახალგაზრდული
კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში საქართველოს
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს/მინისტრის ნაცვლად მიეთითება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს/მინისტრი. ასევე,
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის
განმახორციელებელ ორგანოდ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს ნაცვლად, განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტრო. ასევე, წარმოდგენილი კანონპროექტით დადგინდება, რომ საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით
მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი ახალი
სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში განსახორციელებელმა ცვლილებებმა გამოიწვია „ბავშვთა და
ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, აღნიშნული კანონი შესაბამისობაში მოვა „საქართველოს
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების
სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში (მე-6 და მე-10 მუხლები) და
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს/მინისტრის ნაცვლად
მიეთითება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს/მინისტრი.
კანონპროექტის მე-2 მუხლის შესაბამისად კი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
ახალგაზრდობის სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ,
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაცვლად, განისაზღვრება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ასევე, წარმოდგენილი
კანონპროექტით დადგინდება, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის
სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები
ინარჩუნებს
იურიდიულ
ძალას
შესაბამისი
ახალი
სამართლებრივი
აქტების
მიღებამდე/გამოცემამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 1 იანვარი, რაც დაკავშირებულია
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი
ახალგაზრდობის მიმართულებით გადაეცემა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,
რომელიც ამ სფეროში ჩაითვლება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
უფლებამონაცვლედ კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
ვინაიდან, ცვლილების ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 1 იანვარი,
მიზანშეწონილია, რომ საკანონმდებლო პაკეტი განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული
წესით, რათა შესაბამის სამინისტროებს მიეცეთ შესაძლებლობა, ახალი საბიუჯეტო წელი დაგეგმონ
ეფექტურად და საქმიანობა განახორციელონ შეუფერხებლად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია,
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულ იქნეს მიმდინარე საშემოდგომო სესიის
პერიოდში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოში დასაქმებულია 44 საშტატო ერთეული წლიური სახელფასო
ფონდით 1,519.0 ათასი ლარი და 18 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული წლიური სახელფასო
ფონდი 235.8 ათასი ლარი. ამას გარდა სააგენტოს სხვა წლიური ადმინისტრაციული ხარჯები
განისაზღვრება 289.0 ათასი ლარით, ხოლო პროგრამული ნაწილი, რომელიც გულისხმობს
ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპებზე დაყრდნობით და არაფორმალური განათლების
მეთოდოლოგიის გამოყენებით, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტებსა და
საერთაშორისო შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებთან შესაბამისობაში, ახალგაზრდების
გაძლიერებისკენ მიმართული პროგრამების დაგეგმვას და განხორციელებას 6,000.00 ათასი ლარით.
ასევე საკუთარი სახსრების ნაწილში 2024 წლისთვის დაგეგმილი ბიუჯეტი განისაზღვრება 100.0
ათასი ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება 2024 წლამდე
ხორციელდებოდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის
გამოყოფილი ასიგნებებიდან, ხოლო 2024 წლიდან გადავა საქართველოს განათლების, მეცნიერების
და ახალგაზრდობის სამინისტროში და წლიური ბიუჯეტი პროგრამის „ახალგაზრდობის
ხელშეწყობა“ ფარგლებში გაიზრდება 8.0 მლნ ლარით. ხოლო საშუალოვადიან პერიოდში
საპროგნოზო ზრდა წლიურად საშუალოდ შეადგენს 9.1 მლნ ლარს.
ამასთან, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროდან მხოლოდ გადავა შესაბამისი
წლის ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით (პროგრამული კოდი: 33 09) სსიპ - ახალგაზრდობის
სააგენტოსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროში და მიენიჭება შესაბამისი პროგრამული კოდი (აღნიშნული თანხები
აისახება 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საქართველოს პარლამენტში III წარდგენის
ვარიანტში).
წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტო საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში
საქმიანობას განაგრძობს იმგვარად, რომ სააგენტოს ბალანსზე არსებული ქონება, მისი აქტივები და
მიმდინარე ვალდებულებები დარჩება უცვლელად და მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყების
ცვლილება აღნიშნული მიმართულებით გავლენას არ მოახდენს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო
ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურის, სპორტისა
ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
და