„ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-20
ბიუროს ნომერი 308
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. ბავშვის უფლებათა კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
27.09.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.019579) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 37-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ერთიანი
სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეიმუშავებს და ახორციელებს ბავშვის
განათლების ხელშემწყობ პროგრამებს მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.“;
ბ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მუნიციპალიტეტი ბავშვის განათლების ხელშეწყობის ღონისძიებებს ახორციელებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოს
ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლით დადგენილი
წესისა და პირობების შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
6. არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვის განათლების ხელშეწყობის ღონისძიებებს ახორციელებს
საკუთარი პროგრამების ან სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან
დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.“.
2. 38-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
ბავშვის მიმართ და ბავშვებს შორის ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა შორის ჩაგვრის, პრევენციის
და შესაბამის ფაქტებზე სათანადო რეაგირების პროგრამებს შეიმუშავებს საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ამ
კოდექსის გათვალისწინებით.“.
3. 39-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვის საჩივრის განხილვის დამოუკიდებელ
მექანიზმებს შეიმუშავებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტრო.“.
4. 50-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ბავშვის სოციალური აქტივობის სახელმწიფო პროგრამას შეიმუშავებს და ახორციელებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.
6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განსახორციელებელი ბავშვის სოციალური
აქტივობის
პროგრამა განისაზღვრება
საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, ამ კოდექსის შესაბამისად.“.
5. 51-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბავშვის სოციალური ინკლუზიის სახელმწიფო პროგრამებს შეიმუშავებს და ახორციელებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო უწყებებსა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.“.
6. 52-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობ პროგრამებს შეიმუშავებენ საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო,
საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის
სამინისტრო
და
მუნიციპალიტეტები კერძო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
4. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქმნის სამართლებრივ
საფუძვლებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობ პროგრამებში მონაწილე
ბავშვის წახალისებას ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და საუნივერსიტეტო სწავლების
ფარგლებში.“.
7. 88-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბავშვის მომვლელის (ძიძის) ნებაყოფლობით სერტიფიცირებას ორგანიზებას უწევს და
სერტიფიცირებული ბავშვის მომვლელების (ძიძების) რეესტრს აწარმოებს საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.“.
8. 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 93. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
უფლებამოსილება
1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საკუთარი
უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს
სათანადო პროგრამებსა და ღონისძიებებს განათლების ინკლუზიური სისტემის განვითარების,
ინკლუზიური განათლების ყველა ბავშვისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის, განათლების
სისტემაში ძალადობისგან ბავშვის დაცვის, სოციალური მუშაობის გაძლიერების, მოზარდის
მხარდაჭერისა და ახალგაზრდის განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროსთან თანამშრომლობით −
ბავშვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების,
კულტურისა და სპორტის სფეროებში ბავშვის სრულყოფილი მონაწილეობის და ბავშვის სხვა
უფლებების რეალიზების მიზნით, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საკუთარი
უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს ამ
კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და
მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა
და სპეციალისტების მონაწილეობით.
3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უზრუნველყოფს
ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვას ამ სამინისტროსადმი
დაქვემდებარებული
ადმინისტრაციული
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.“.
ორგანოების
მიერ
განხორციელებული
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა
და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების თანმდევი ცვლილებები შედის ბავშვის
უფლებათა კოდექსში. კერძოდ, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონპროექტის შესაბამისად, იცვლება საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კულტურის,
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების
განხორციელებას, რაც იწვევს მათი სახელწოდების ცვლილებასაც, როგორც საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და
სპორტის სამინისტრო. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბავშვის უფლებათა კოდექსში
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელწოდება შეიცვლება
და მიეთითება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ხოლო საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს/მინისტრის სახელწოდება შეიცვლება და მიეთითება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო/მინისტრი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში განსახორციელებელმა ცვლილებებმა გამოიწვია ბავშვის უფლებათა
კოდექსში ცვლილების შეტანის აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, აღნიშნული კოდექსი შესაბამისობაში მოვა „საქართველოს
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის ბავშვის უფლებათა კოდექსში (37-ე მუხლის მე-3, მე-5
და მე-6 ნაწილები, 38-ე მუხლის მე-6 ნაწილი, 39-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 50-ე მუხლის მე-5 და მე-6
ნაწილები, 51-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 52-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები, 88-ე მუხლის მე-2 ნაწილი
და 93-ე მუხლი) და ხდება ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს/მინისტრის და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს სახელწოდებების ჩანაცვლება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს/მინისტრის და საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს სახელწოდებებით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 1 იანვარი, რაც დაკავშირებულია
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი
ახალგაზრდობის მიმართულებით გადაეცემა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,
რომელიც ამ სფეროში ჩაითვლება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
უფლებამონაცვლედ კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
ვინაიდან, ცვლილების ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 1 იანვარი,
მიზანშეწონილია, რომ საკანონმდებლო პაკეტი განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული
წესით, რათა შესაბამის სამინისტროებს მიეცეთ შესაძლებლობა, ახალი საბიუჯეტო წელი დაგეგმონ
ეფექტურად და საქმიანობა განახორციელონ შეუფერხებლად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია,
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულ იქნეს მიმდინარე საშემოდგომო სესიის
პერიოდში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო
ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურის, სპორტისა
ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
და