„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.11.2023
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/336/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-20
ბიუროს ნომერი 308

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 430040000.05.001.018169) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლის: ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს, რომელიც გადასინჯვასა და განვითარებას არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება; დ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესსა და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალს;“. 2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე: ა) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს, რომლის შესრულების უზრუნველყოფა სავალდებულოა მუნიციპალიტეტებისთვის; ბ) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს აღმზრდელპედაგოგის პროფესიულ სტანდარტს; გ) შეიმუშავებს და ამტკიცებს აღმზრდელის პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს; დ) ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით ამზადებს საგანმანათლებლო რესურსების სიასა და მეთოდოლოგიურ რესურსებს და უზრუნველყოფს ამ რესურსების მუნიციპალიტეტებისთვის ხელმისაწვდომობას; ე) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავებს საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემას, ახორციელებს მონიტორინგსა და შეფასებას და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს; ვ) შეიმუშავებს აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულებს და ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებს მათ გადამზადებაში; ზ) ხელს უწყობს ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს და ასრულებს სხვა ვალდებულებებს.“; 3. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უზრუნველყოფენ აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების შესაბამისად;”. 4. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განათლების სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას.“. 5. 28-ე მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. გარდამავალ პერიოდში დაწესებულებების ავტორიზაციას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ − ცენტრი).“; ბ) მე-9 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი თვითშეფასებების ანალიზის შედეგად ცენტრის მიერ მომზადებული წინადადების საფუძველზე არაუგვიანეს 2024 წლის 1 ოქტომბრისა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით მტკიცდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული და ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ ავტორიზაციის გავლის განრიგი.“; გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. გარდამავალ პერიოდში დაწესებულების ავტორიზაციის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭო). ავტორიზაციის საბჭოს წევრებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს წევრთა საქმიანობა ანაზღაურებადი არ არის. ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება დროებითი წესით.“; დ) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,22. გარდამავალ პერიოდში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილებით დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის წარმოების წესის შესაბამისად უზრუნველყოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირება და აღნიშნული სისტემის მუნიციპალიტეტებისა და ცენტრისთვის ხელმისაწვდომობა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონის პროექტით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების თანმდევი ცვლილებები შედის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში კერძოდ, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტის შესაბამისად, იცვლება საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რაც იწვევს მათი სახელწოდების ცვლილებასაც, როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო. აღნიშნულის გათვალისწინებით, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელწოდება შეიცვლება და მიეთითება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებამ გამოიწვია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, აღნიშნული კანონი შესაბამისობაში მოვა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-10, მე-19 და 28-ე მუხლებში და ხდება ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელწოდების ჩანაცვლება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელწოდებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 1 იანვარი, რაც დაკავშირებულია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი ახალგაზრდობის მიმართულებით გადაეცემა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც ამ სფეროში ჩაითვლება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ვინაიდან, ცვლილების ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 1 იანვარი, მიზანშეწონილია, რომ საკანონმდებლო პაკეტი განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით, რათა შესაბამის სამინისტროებს მიეცეთ შესაძლებლობა, ახალი საბიუჯეტო წელი დაგეგმონ ეფექტურად და საქმიანობა განახორციელონ შეუფერხებლად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულ იქნეს მიმდინარე საშემოდგომო სესიის პერიოდში. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურის, სპორტისა ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. და