საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ხოჯევანიშვილის, მიხეილ დაუშვილის, ანა ბუჩუკურის, შალვა კერესელიძის, ბექა ლილუაშვილის და ალექსანდრე მოწერელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/223; 09.06.2022) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 60 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-20
ბიუროს ნომერი 308
📜 ტექსტი
წერილი
დიასპორისა და კავკასიის
საკითხთა კომიტეტი
2-18839/23
17-11-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი
ხოჯევანიშვილის, მიხეილ დაუშვილის, ანა ბუჩუკურის, შალვა კერესელიძის, ბექა
ლილუაშვილისა და ალექსანდრე მოწერელიას მიერ, საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი: „უცხოეთში მცხოვრები
თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/223; 09.06.2022).
აღნიშნულ კანონპროექტზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს (N161/3;
20.06.2022) გადაწყვეტილებით, წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია დიასპორისა და
კავკასიის საკითხთა კომიტეტი, ხოლო სავალდებულო კომიტეტებად: ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტი.
მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო
განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე, თხოვნით მოგვმართა საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტმა (2-18783/23; 17-11-2023).
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების
დაცვისა და ამ კანონპროექტის სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ,
აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 60 დღით.
დანართი: 1 (ერთი) ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ბექა ოდიშარია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-18783/23
17-11-2023
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
საქართველოს კანონის პროექტის „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და
დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (07-3/223; 09.06.2022) განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს დაევალა საქართველოს კანონის პროექტის „უცხოეთში
მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/223; 09.06.2022) განხილვა და დასკვნის
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა (წამყვანი) კომიტეტისათვის წარდგენა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება
განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე და განხილვის ვადა გააგრძელოთ 60 დღის
ვადით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge