„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.11.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ ბოლქვაძე
ნომერი
#07-3/388/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-20
ბიუროს ნომერი 308

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 142-ე ნაწილი: „142. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გათვალისწინებული მოსაკრებლის 2023 წლის პირველ ივნისამდე გადაუხდელი თანხის, მასთან დაკავშირებული გადაუხდელი ჯარიმისა და საურავის გადახდისგან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით თავისუფლდება პირი, რომელსაც 2018 წლის 1 იანვრიდან გაცემული შესაბამისი ლიცენზიით (შესაბამისი დამტკიცებული ათვისების გეგმით ან მის გარეშე) 2023 წლის პირველ ივნისამდე არ უსარგებლია და არ ჩამოუსხამს მიწისქვეშა მტკნარი წყალი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; ბიზნესომბუდსენის აპარატის მიერ შესწავლილი საკითხებიდან გამომდინარე, მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების (შესაბამისი დამტკიცებული ათვისების გეგმით ან მის გარეშე) უმეტესი ნაწილი გაცემულია ფიზიკურ პირებზე, რომლებმაც ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე ვერ შეძლეს წყლის მოპოვების პროცესის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოს ჩატარებისა და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობის ფინანსური რესურსის მოძიება და გამოყენება. გამომდინარე იქიდან, რომ ტექნიკური, ადმინისტრაციული პროცედურები, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის ეტაპები არ ჰქონდათ დასრულებული ლიცენზიის მფლობელებს და სამუშაოების დაწყების შესაძლებლობა არ გააჩნდათ, შესაბამისად, მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების (შესაბამისი დამტკიცებული ათვისების გეგმით ან მის გარეშე) მქონე პირებს, არ მოუხდენიათ მტკნარი წყლის რესურსის გარემოდან ამოღება, მისი მოპოვება და ჩამოსხმა, კერძოდ, ლიცენზიის მფლობელთა განსაზღვრული მოსაპოვებელი რესურსის ჯამური მოცულობიდან შემოწმებით არ დგინდება მათ მიერ ბუნებრივი რესურსის მოპოვების ფაქტი. ამასთან, გასათვალისწინებელია ახალი კორონავირუსის (COVID -19) ზეგავლენა, მისი თანმდევი ეკონომიკური პრობლემები და დაწესებული შეზღუდვები, რომლის პირობებშიც კიდევ უფრო გართულდა შესაბამისი ბიზნესსაქმიანობის წარმოება და ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება. პოსტკოვიდურ პერიოდში კი, არასტაბილური გარემო მეტად ზრდიდა შესაბამისი ბიზნესსაქმიანობის განხორციელების რისკებს და ართულებდა მათ ეკონომიკურ მდგომარეობას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დღეის მდგომარეობით პირებს ფაქტობრივად არ გააჩნიათ მოქმედი ბიზნესი და მტკნარი წყლის რესურსის გარემოდან ამოღების, მისი მოპოვებისა და ჩამოსხმისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, არ მოუხდენიათ მტკნარი წყლის რესურსის გარემოდან ამოღება, მისი მოპოვება და ჩამოსხმა მათგან მოსაკრებლის თანხის და მასზე დარიცხული საურავების ამოღება თითქმის შეუძლებელია სახელმწიფოს მხრიდან. თავის მხრივ, აღნიშნული დარიცხვები, დღითიდღე იზრდება, რაც პრობლემას უქმნის ამ პირებს თავიანთ საქმიანობაშიც და სამომავლოდ ბიზნესის წარმოებაში, იქნება ეს საბანკო კრედიტების აღება თუ სხვა; ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხიდან გამომდინარე კანონპროექტის მიღება აუცილებელია იმისათვის, რომ მოსაკრებლის გადამხდელების უმრავლესობა რომლებსაც ლიცენზია აღებული ჰქონდათ მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის, დარიცხული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის თანხები ან/და მასზე დარიცხული სანქცია (ჯარიმა და საურავი), ერთჯერადი ამნისტიის ფარგლებში დაექვემდებაროს ჩამოწერას; ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონის პროექტით მოხდება 2018 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე წარმოშობილი და გადაუხდელი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლით დადგენილი მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის დარიცხული/დაკისრებული მოსაკრებლის თანხა ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმის და საურავის ჩამოწერა, რაც ხელს შეუწყობს იმ პირთა სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, რომლებზეც ზეგავლენას ახდენდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები; ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის პროექტის მიხედვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება 2018 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე წარმოშობილი და გადაუხდელი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილი მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის დარიცხული/დაკისრებული მოსაკრებლის თანხა ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმა და საურავი; ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (კანონის პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ); ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზანია, რომ იმ პირებს ვისზეც ვრცელდება ცვლილება შეუმსუბუქდეთ საბანკო ვალდებულებები და არ შეექმნათ პრობლემა სამომავლო ბიზნესის წარმოებაში და აქედან გამომდინარე კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვაა მოთხოვნილი, მიზანშეწონილია მისი ძალაში შესვლა გამოქვეყნებისთანავე. კანონის პროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას; ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ვინაიდან დღეის მდგომარეობით პირებს ფაქტობრივად არ გააჩნიათ მოქმედი ბიზნესი, გარკვეული ნაწილი აღარ ფლობს საქმიანობის ლიცენზიას (რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ლიცენზიების გაყიდვას, დაბრუნებას ან/და გაუქმებას) გამომდინარე იქიდან, რომ ტექნიკური, ადმინისტრაციული პროცედურები, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის ეტაპები არ ჰქონდათ დასრულებული ლიცენზიის მფლობელებს და სამუშაოების დაწყების შესაძლებლობა არ გააჩნდათ, შესაბამისად, მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების (შესაბამისი დამტკიცებული ათვისების გეგმით ან მის გარეშე) მქონე პირებს, არ მოუხდენიათ მტკნარი წყლის რესურსის გარემოდან ამოღება, მისი მოპოვება და ჩამოსხმა, კერძოდ, ლიცენზიის მფლობელთა განსაზღვრული მოსაპოვებელი რესურსის ჯამური მოცულობიდან შემოწმებით არ დგინდება მათ მიერ ბუნებრივი რესურსის მოპოვების ფაქტი, მათგან მოსაკრებლის თანხის და მასზე დარიცხული საურავების ამოღება თითქმის შეუძლებელია სახელმწიფოს მხრიდან. თავის მხრივ, აღნიშნული დარიცხვები, დღითიდღე იზრდება, რაც პრობლემას უქმნის ამ პირებს თავიანთ საქმიანობაშიც და სამომავლოდ ბიზნესის წარმოებაში, იქნება ეს საბანკო კრედიტების აღება თუ სხვა. გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა; ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება რაიმე ხარჯებთან არ არის დაკავშირებული; ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას იქონიებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან იმ პირებზე ვისზეც ვრცელდება კანოპროექტით გათვალისწინებული ცვლილება, მათგან აღარ მოხდება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლით დადგენილი მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გაცემული შესაბამისი ლიცენზიით (შესაბამისი დამტკიცებული ათვისების გეგმით ან მის გარეშე) გამოყენებისთვის დარიცხული/დაკისრებული მოსაკრებლის თანხის ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმის და საურავის ამოღება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით (N08-03/31168; 13/04/2023) 2019-2022 წლებში მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით მოსაკრებლის დარიცხვის და გადახდის შესახებ ინფორმაცია შემდეგია: (ლარებში) პერიოდი 2019 წელი 2020 წელი 2021 წელი 2022 წელი დარიცხვას დაქვემდებარებული მოსაკრებლის თანხა (დეკლარაციით) : მიწისქვეშა სასმელ-სამკურნალო და მტკნარი ჩამოსასხმელი მიწისქვეშა წყლების ჯამური მინერალური წყლები, ჩამოსხმის დარიცხვა უწერა, ბორჯომი, მიზნით ნაბეღლავი, საირმე გამოყენება 4,270,337 43,862,162 48,132,499 841,111 10,238,445 11,079,556 1,001,663 10,642,179 11,643,842 1,178,566 11,247,517 12,426,082 1,248,998 11,734,021 12,983,019 ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის ბიუჯეტში გადახდილი თანხა 47,380,062 10,926,733 11,648,024 14,406,275 10,399,030 ინფორმაცია დამატებით დარიცხული ბუნებრივი მოსაკრებლის თანხების შესახებ (ლარებში) პერიოდი 2019 2020 2021 2022 დამატებით დარიცხული თანხა 273,896.60 302,706.30 260,206.25 207,211.24 სანქცია/საურავი 1,495.72 2,334.13 320,051.97 4,917.37 გადამხდელების მიერ გადახდილი თანხები მუნიციპალურ ჭრილში (ადგილობრივი ბიუჯეტი) (ლარებში) მუნიციპალიტეტი ამბროლაური ბათუმი ბაღდათი ბორჯომი გურჯაანი თბილისი კასპი მარტვილი მცხეთა რუსთავი სენაკი ფოთი ქედა 2019 წელი 10,926,733 700 696 178,092 9,055,641 2020 წელი 11,648,024 1,165 720 172,159 9,734,679 2021 წელი 14,406,275 5,907 4,716 173,343 12,790,799 162,452 187,555 182,037 21 27,653 285,140 2022 წელი 10,399,030 19,968 1,236 209,831 8,096,381 1,128 111,761 18 38,268 431,164 3,300 2,423 26,532 4,010 12,297 17,060 500 248,267 7,335 900 7,652 350,366 1,700 30,745 ქობულეთი ქუთაისი ყვარელი შუახევი ჩოხატაური ცაგერი წალენჯიხა ხარაგაული ხაშური ხონი 25,120 10,934 215 1,123 1,237,000 42 290 1,692 1,155,000 21 998 998 80,357 10,127 233 1,993 804,000 3 6,644 1,006 40 69,567 39,124 304 1,325,000 22 13,549 1,008 7,130 203 ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; რესპუბლიკის ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას; ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომელზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს დადებითი ფინანსური გავლენა ექნება იმ პირებზე რომლებზეც გავრცელდება შესაბამისი ცვლილება, ვინაიდან მათ აღარ მოუწევთ „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლით დადგენილი მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გაცემული შესაბამისი ლიცენზიით (შესაბამისი დამტკიცებული ათვისების გეგმით ან მის გარეშე) გამოყენებისთვის დარიცხული/დაკისრებული მოსაკრებლის თანხის ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმის და საურავის გადახდა. აღნიშნული დარიცხვები, დღითიდღე იზრდება, რაც პრობლემას უქმნის ამ პირებს თავიანთ საქმიანობაშიც და სამომავლოდ ბიზნესის წარმოებაში, იქნება ეს საბანკო კრედიტების აღება თუ სხვა. შესაბამისად კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება დადებითად აისახება ამ პირთა წრეზე; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის რაიმე გადასახდელის დადგენას; ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე; ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს მდგომარეობაზე; არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: სამუშაო ასეთი არ არსებობს; დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა; ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ ბოლქვაძე; ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ ბოლქვაძე;