ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.10.2023
ავტორი
ა(ა)იპ სოფლის განვითრების სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#[4d2d]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-10-19
კომიტეტის სხდომის ნომერი 18

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 11/21/23, 3:19 PM აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 19 ოქტომბერი 2023 10:30 2023 წლის 19 ოქტომბერი, 10:30 საათი საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის შესაბამისად „იუნესკოს ბარათზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის“ შემადგენლობის დამტკიცება; მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; 2. ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში; მომხსენებელი: დავით წითლიძე - ა(ა)იპ სოფლის განვითრების სააგენტოს დირექტორი. https://parliament.ge/print/announcement/2471?local=true 1/2 11/21/23, 3:19 PM https://parliament.ge/print/announcement/2471?local=true საქართველოს პარლამენტი 2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი ოქმი N18 2023 წლის 19 ოქტომბერი, 10 30 საათი საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი #304 სხდომას თავმჯდომარეობდა: ნინო წილოსანი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ნინო წილოსანი - კომიტეტის თავმჯდომარე, გელა სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამველ მანუკიანი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გიორგი ბოტკოველი, ზაალ დუგლაძე, შალვა კერესელიძე, სუმბატ კიურეღიანი, სოზარ სუბარი, გოდერძი ჩანქსელიანი, ქეთევან ჩარკვიანი, გიორგი ცაგარეიშვილი, აპარატის თანამშრომლები: ივერი ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, სიმონ უროტაძე, ნინო ქორიძე, ირმა ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: თენგიზ ნასარიძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დავით წითლიძე - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი, გიორგი ფანცულაია - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე, გიორგი ჯიბლაძე, ნატალია ხარატიშვილი - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეები. 1 დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის შესაბამისად იუნესკოს ნომინაციაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ შემადგენლობის დამტკიცება. (მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე). 2. ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში. (მომხსენებელი: დავით წითლიძე - ა(ა)იპ სოფლის განვითრების სააგენტოს დირექტორი). კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით. I.მოისმინეს: ნინო წილოსანის ინფორმაცია - იუნესკოს ნომინაციაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ შემადგენლობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით, დაწყებულია პროცესი, რაც გულისხმობს ქართული ხორბლის კულტურის, ტრადიციების და რიტუალების იუნესკოს ნომინაციაზე წარდგენას. მის მოსამზადებლად საჭიროა არაერთი მნიშვნელოვანი ეტაპის გავლა, რომელიც კომიტეტის და სამუშაო ჯგუფის ეგიდით წარიმართება. კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო შემადგენლობა და შესთავაზა მათ, სურვილის შემთხვევაში, შემოუერთდნენ სამუშაო ჯგუფს. კომიტეტის წევრების მხრიდან ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან და სამუშაო პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ: ნინო წილოსანი, გელა სამხარაული, სოზარ სუბარი და ქეთევან ჩარკვიანი. დეპუტატების გარდა ჯგუფის წევრები არიან: ანატოლი გიორგაძე - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე; სალომე ხმიადაშვილი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის 2 უფროსი; ქეთევან საერთაშორისო კანდელაკი კულტურულ და საგარეო საქმეთა ჰუმანიტარულ სამინისტროს ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი; ლევან უჯმაჯურიძე - სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი; ნოდარ შოშიტაშვილი - ეთნოლოგი ექსპედიციის წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ნანა ჩხუტიაშვილი - ექსპედიციის წევრი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრის თანამშრომელი, მეხორბლე-აგრონომი; მარიამ ჯორჯაძე - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის დირექტორი; ლალი მესხი - ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების თავმჯდომარე; ივერი ახალბედაშვილი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი; თინათინ ოდილავაძე - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი. უახლოეს მომავალში ჯგუფის წევრებს გაეგზავნებათ სამოქმედო გეგმა, დაიგეგმება შეკრება, იუნესკოზე არამატერიალურ მემკვიდრეობად აღიარების მიზნით, ქართული ხორბლის და მასთან დაკავშირებული ტრადიციების და რიტუალების უკეთ წარმოსაჩენად. აზრი გამოთქვეს: გიორგი ბოტკოველმა, რომელმაც განაცხადა, რომ მიესალმება აღნიშნულ პროცესს, რადგან ქართული ხორბლის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია. მან ისაუბრა ქართული ხორბლის რეალიზაციის პრობლემებზე, ბევრს, წლევანდელი და შარშანდელი მოსავალი დაბინავებული აქვს და რეალიზაციას ვერ ახერხებს. დღეს ის 4042 თეთრი ღირს, მაშინ როდესაც 3 წლის წინ ღირდა ერთი ლარი. პრემიერმინისტრის განცხადება იყო, რომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას და საინტერესოა, რეალიზაციის კუთხით, რა ღონისძიებები გატარდა სახელმწიფოს მხრიდან და რა როლი აქვს კომიტეტს ამ პროცესებში, რაზეც ნინო წილოსანმა განმარტა, რომ ის მიჯნავს ამ ორ საკითხს, წარმოდგენილი თემა ეხება ჯგუფის შექმნას, რომელიც ემსახურება უნიკალური, ენდემური ჯიშის ხორბალს და მისგან ნაწარმოებ პურს, რიტუალებს, ტრადიციებს, რომელიც ისეთივე სიძველის არის, როგორიც ქვევრის ღვინო. არის 5 უნიკალური ჯიში, რომელიც თავისი მდგრადობით, ნუტრიციული მნიშვნელობით, ფასდაუდებელია. მათ უნდათ, რომ 8000-წლიანი ქართული ხორბლის ტრადიცია მსოფლიომ აღიაროს და პოპულარიზაციის ნაბიჯები გადაიდგას, ამავდროულად ქვეყნის შიგნითაც გაიზარდოს მწარმოებლობის დონე. რაც შეეხება რეალიზაციის თემას, მათი, პირადად მისი და სამინისტროს აქტიური ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს, ათვითცნობიერებენ ქართველი მეხორბლეების გამოწვევებს, მუდმივ რეჟიმში იმართება შეხვედრები, 3 მიღებული იქნა რიგი გადაწყვეტილებები. თენგიზ ნასარიძემ ისაუბრა აღნიშნულ თემებზე და განაცხადა, რომ განყენებულად, ქართული ხორბალი და მისი ფასი ვერ იქნება ფორმირებული. არის გლობალური ბაზარი და რეგიონში შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოდინარე, ხორბლის ლოჯისტიკური, ტრადიციული გზების რღვევამ განაპირობა პრობლემები. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. 10 ოქტომბრიდან ძალაშია ახალი რეგულაცია, ფქვილის იმპორტის საფასური გაიზარდა 250 ლარამდე, დაწესდა საფასური ქერზე და ქატოზე. ნაბიჯები გადაიდგა იმპორტის შეზღუდვაზე, რათა ხელი შეეწყოს ადგილობრივი ხორბლის რეალიზაციას. გადაწყვიტეს: კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის შესაბამისად, მხარი დაუჭირა იუნესკოს ნომინაციაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ შემადგენლობას წარმოდგენილი სახით. ამასთან ერთად, ჯგუფის შემადგენლობაში, მეცნიერების, ექსპერტების, დარგის სპეციალისტების გარდა, იქნებიან კომიტეტის წევრები: ნინო წილოსანი, გელა სამხარაული, ქეთევან ჩარკვიანი და სოზარ სუბარი. II. მოისმინეს: დავით წითლიძის ინფორმაცია - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს გააცნო ინფორმაცია სოფლის განვითარების სააგენტოს სტრუქტურაზე, ასევე სააგენტოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. მომხსენებელმა ისაუბრა სააგენტოს ინსტიტუციურ რეფორმაზე ევროინტეგრაციის პროცესიდან გამომდინარე. ყურადღება გაამახვილა პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება, მათ შორისაა: შეღავათიანი აგროკრედიტი, დანერგე მომავალი, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, აგროდაზღვევა, მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება, სასოფლოსამეურნეო კოოპერატივებისათვის თანადაფინანსების პროგრამები, მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის 4 პროგრამა, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა, ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა; მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა (DIMMA); საპილოტე პროგრამა ქალებისათვის; სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია და სხვა. აზრი გამოთქვეს: დაჩი ბერაია, რომელმაც მადლობა გადაუხადა სააგენტოს ხელმძღვანელებს წარმოდგენილი საინტერესო ინფორმაციისთვის, განხორციელებული აქტივობებისთვის და დაინტერესდა რამდენიმე საკითხით: მოცვის კულტურის რეალიზაციასთან დაკავშირებით წელს და გასულ წელს დაფიქსირებულ პრობლემებზე, საინტერესოა, თუ არის დაგეგმილი სუბსიდირება, ან სხვა ფორმით ფერმერების ხელშეწყობა. „დანერგე მომავალი“ პროგრამის ფარგლებში, ხომ არ ფიქრობენ სახელმწიფოს მონაწილეობის მაქსიმალური ზღვარის გაზრდას, ასევე, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების დაფინანსებაზე, რომ მსგავსი პროგრამები იყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვისაც და მოხდეს მათი დაფინანსება. სოზარ სუბარმა, რომელმაც ისაუბრა სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებზე, რომლებზეც 10%იანი დაფინანსება ძალიან ცოტაა. იქნებ, ამ კომპონენტის გაზრდაზე იფიქრონ, რადგან მარტო რაკეტებით ბრძოლა სეტყვასთან, ეფექტური ვერ არის. სასურველია, გაიზარდოს ბიოწარმოების პროგრამის დაფინანსებაში სახელმწიფოს როლი და მისი სტიმულირება მოხდეს. შალვა კერესელიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა რამდენიმე საკითხზე. თხილის პროგრამა, რომელზეც 21 მლნ. ლარი დაიხარჯა, რეალურად, მისი ეფექტიანობა იყო მცირე, აგრობარათების მიზნობრივ გამოყენებაზე, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებზე, რომელმაც წელს ვერ იმუშავა, თუ რა იყო მიზეზი მცირე მოსავლიანობის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე, რაშიც დიდი რესურსი ჩაიდო სახელმწიფოს მხრიდან, შეიქმნა 2100, თუმცა განახევრდა მათი რაოდენობა სტატუსის შეჩერების გამო. რა ახსნა აქვს ამ ფაქტებს, არასწორი პოლიტიკის ბრალია, ფერმერებს არ აქვთ სურვილი, თუ კანონმდებლობაა დასახვეწი, მაღალმთიან რეგიონებში დახმარების გაზრდაზე. მან გამოთქვა მზაობა, ერთად დასხდნენ, გაიარონ პროგრამები და იმსჯელონ აღნიშნულ საკითხებზე. სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ ისაუბრა სააგენტოს მიერ 2022 წელს განხორციელებული პროგრამების ჯამურ მაჩვენებლებზე (ჯამურად 5 356 მლნ. ლარი იყო ბიუჯეტი, საიდანაც 185 მლნ. ლარი დაიხარჯა აგროკრედიტზე, 40 მლნ. ლარი - სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, დანერგე მომავალი - 32 მლნ. ლარი, გადამამუშავებელ და შემნახველ საწარმოებზე 23 მლნ. ლარი). აღნიშნული ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს და გააკეთა განმარტებები. დასმულ საკითხებზე ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ - თენგიზ ნასარიძემ. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის შესახებ. სხდომის თავმჯდომარე: ნინო წილოსანი შემსრულებელი: ირმა ქიტიაშვილი 6