საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „ტაქსით მომსახურების ლიცენზირების შესახებ“ (№1-11124/23; 10.08.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-27
ბიუროს ნომერი 309
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-19055/23
21-11-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის
მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე
„ტაქსით მომსახურების ლიცენზირების შესახებ”
(№1-11124/23; 10.08.2023)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა, 2023 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საკანონმდებლო წინადადება
„ტაქსით მომსახურების ლიცენზირების შესახებ”.
საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მოსაზრებით, ტაქსით მომსახურება მთელი ქვეყნის
ტერიტორიაზე უნდა იყოს მოქცეული ერთ საკანონმდებლო სივრცეში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით,
ანალოგიურ თემაზე სამინისტროში მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც
უახლოეს პერიოდში განხილული იქნება საქართველოს მთავრობის სხდომაზე. აქედან
გამომდინარე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საკანონმდებლო წინადადებით
წარმოდგენილი მოსაზრებების განხილვა ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივასთან
ერთად.
აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე6 პუნქტის შესაბამისად კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო.
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge