საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-9102/23; 22.06.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-27
ბიუროს ნომერი 309
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-19056/23
21-11-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
საქართველოს მოქალაქეების, შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის საკანონმდებლო
წინადადებაზე "სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ "ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
(№1-9102/23; 22.06.2023)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2023 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქეების, შალვა
ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის საკანონმდებლო წინადადება "სასაქონლო ბირჟებისა და
საბირჟო ვაჭრობის შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ვინაიდან საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს მხოლოდ რედაქციული ხასიათის
ცვლილებას, კერძოდ, "სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ" კანონის მე–9
მუხლის პირველ პუნქტში სამინისტროს სახელწოდების შეცვლას დღეისათვის არსებული
სახელწოდებით, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნულის გათვალისწინება
მომავალში სხვა უფრო კომპლექსურ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის
მე-6 პუნქტის შესაბამისად კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო.
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge