„საქართველოს დაცვის აქტი”
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-27
ბიუროს ნომერი 309
📜 ტექსტი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
“საქართველოს დაცვის აქტზე” საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია რეზოლუციის შესახებ.
ა.ა) რეზოლუციის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეზოლუცია;
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ დაიწყო არაპროვოცირებული,
სრულმასშტაბიანი
და
სასტიკი
ომი
უკრაინის
წინააღმდეგ,
რის
შემდეგაც,
საერთაშორისო სანქციების თავის დაღწევის მიზნით, საქართველოში დაიწყო
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მასობრივი და უკონტროლო შემოდინება.
სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება სრულად მოუმზადებელი შეხვდა ამ
გამოწვევას. ამასთან, გვაქვს მოცემულობა, რომლის მიხედვითაც საქართველოს
ეკონომიკა თითქმის სრულად გახდა რუსეთზე დამოკიდებული, მომატებული
ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე კი, ქვეყანაში კიდევ უფრო გართულდა
საქართველოს მოქალაქეების ყოფა, რისი დასტურიცაა გასულ წელს ემიგრაციაში
წასული დამატებით 100 000 მოქალაქე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეზოლუციის მიღების აუცილებლობა;
აუცილებელია რეზოლუციის მიღება, რათა საქართველოს პარლამენტმა გამოკვეთოს
ის
აუცილებელი
ნაბიჯები,
რაც
მომავალში
უნდა
გადაიდგას
პრობლემის
აღმოსაფხვრელად.
ა.ბ) რეზოლუციის მოსალოდნელი შედეგები;
რეზოლუციის მიღების შემდეგ, სრულად იქნება გამოკვეთილი ყველა ის ძირითადი
ნაბიჯი რაც უნდა გადადგას საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციაში მოცემული
გამოწვევების აღმოსაფხვრელად.
ა.გ) რეზოლუციის ძირითადი არსი;
რეზოლუცია მიზნად ისახავს დაავალოს საქართველოს პარლამენტს გადადგას
ქმედითი ნაბიჯები. ესენია:
1. დაუწესდეთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს სავიზო შეზღუდვები;
2. შეეზღუდოთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოს დასაქმების
ბაზარზე წვდომა;
3. აეკრძალოთ რუსეთის მოქალაქეებს ქართული მიწისა და სხვა უძრავი ქონების
შესყიდვა;
4. აიკრძალოს რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების შემოსვლა საქართველოში;
5. აეკრძალოთ რუსულ კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა;
6. დაუწესდეთ რუსულ ბიზნესს საოკუპაციო მოსაკრებელი;
7. აიკრძალოს რუსეთთან პირდაპირი ფრენები;
8. აიკრძალოს
რუსული
პროპაგანდისტული
სატელევიზიო
არხების
მაუწყებლობა საქართველოში;
9. კრემლის საოკუპაციო პოლიტიკის მსახურ რუსულ ფონდებს აეკრძალოთ
საქართველოში საქმიანობა.
ა.დ) რეზოლუციის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
აღნიშნული პუნქტი არ გამოიყენება, ინიციატორი არ არის საქართველოს მთავრობა.
ა.ე)
რეზოლუციის
ძალაში
შესვლის
თარიღის
შერჩევის
პრინციპი,
ხოლო
რეზოლუციისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება;
რეზოლუციას არ ენიჭება უკუძალა.
ა.ვ) რეზოლუციის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება
(თუ
ინიციატორი
ითხოვს
რეზოლუციის
დაჩქარებული
წესით
განხილვას);
დაჩქარებული განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
რეზოლუციის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(რეზოლუციის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
რეზოლუციის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) რეზოლუციის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
რეზოლუციას არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეზოლუციის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
რეზოლუციას არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეზოლუციის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
რეზოლუცია
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) რეზოლუციის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება რეზოლუციის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
რეზოლუციით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
რეზოლუციის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ გავლენას პირებზე.
ბ.ვ)
რეზოლუციით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
რეზოლუცია არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახადის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეზოლუციის ზეგავლენის შეფასება;
რეზოლუცია არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე რეზოლუციის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება;
რეზოლუცია არ მოახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) რეზოლუციის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) რეზოლუციის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
რეზოლუცია არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
რეზოლუციის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
რეზოლუცია არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
რეზოლუცია
მიმართება
ხელშეკრულებებთან
საქართველოს
და
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
რეზოლუციის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
რეზოლუცია
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ)
რეზოლუციის
მომზადების
პროცესში
მიღებული
კონსულტაციები.
მასში
აღინიშნება:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი,
სამუშაო
ჯგუფი,
რომელმაც
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთები არ არსებობენ.
მონაწილეობა
მიიღო
რეზოლუციის
დ.ბ) რეზოლუციის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეზოლუციის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეზოლუციის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
რეზოლუციის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) რეზოლუციის ავტორი;
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის”
ვ) რეზოლუციის ინიციატორი.
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი, ანა
ნაცვლიშვილი.
რეზოლუციის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია
„საქართველოს დაცვის აქტი”
საქართველოს პარლამენტი:
ხელმძღვანელობს რა, საქართველოს ეროვნული ინტერესებით;
ეყრდნობა რა, საქართველოს მოქალაქეების მიერ მრავალგზის გამოხატულ ნებას,
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ, რამაც ასახვა ჰპოვა
საქართველოს კონსტიტუციაში;
მხედველობაში იღებს რა, ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას საქართველოსთვის
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ასევე, დათქმას,
რომლის მიხედვითაც საქართველოს საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში უნდა იყოს
ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან;
ითვალისწინებს რა, რუსეთის ფედერაციის მიერ სუვერენული სახელმწიფოების მიმართ ღია
და განგრძობად აგრესიას, რაც გამოიხატება სასტიკ ომებში, ადამიანურობის წინააღმდეგ
მიმართულ
დანაშაულებში,
საკუთარი
მოქალაქეების
ჰიბრიდული
ომის
იარაღად
გამოყენებაში და პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებაში;
ეწინააღმდეგება რა, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის საქართველოს
ტერიტორიაზე გადმოტანის მცდელობას, რისი დემონსტრირებაცაა ოჩამჩირეში სამხედრო
საზღვაო ბაზის მშენებლობა;
არ ეგუება რა, ჩვენი ქვეყნის განგრძობად ოკუპაციას, მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებას,
წამებას, სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას, მკვლელობას, რისი მორიგი აღმაშფოთებელი
მაგალითიც არის თამაზ გინტურის ვერაგული მკვლელობა.
საქართველოს პარლამენტი აცხადებს, რომ საქართველო უახლოეს მომავალში გადადგამს
შემდეგ ნაბიჯებს,
რათა ოკუპაციის დასრულებამდე და საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობის სრულად აღდგენამდე:
1. დაუწესდეს სავიზო რეჟიმი საქართველოში შემომსვლელ რუსეთის ფედერაციის
მოქალაქეებს. ტურისტული მიზნით შემომსვლელებისთვის, კალენდარული წლის
განმავლობაში გაიცეს, არა უმეტეს, 90 დღიანი ვიზა;
2. აიკრძალოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების საქართველოში დასაქმება, გარდა
საქართველოს
კანონმდებლობითა
და
საერთაშორისო
ხელშეკრულებებით
გათვალისწინებული გამონაკლისებისა;
3. აეკრძალოთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ნებისმიერი დანიშნულების მიწისა
და სხვა უძრავი ქონების შეძენა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
4. ევროკავშირის სახელმწიფოთა პრაქტიკის შესაბამისად, დაუშვებლად გამოცხადდეს
საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების
შემოსვლა და გადაადგილება;
5. აეკრძალოთ
რუსელ
კომპანიებს
საქართველოში
გამოცხადებულ
სახელმწიფო
ტენდერებში მონაწილეობის მიღება;
6. დაუწესდეთ რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში არსებულ, საქართველოში
მოქმედ კომპანიებს “საოკუპაციო მოსაკრებელი”; მოსაკრებლიდან შემოსული თანხა
მოხმარდეს
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
იძულებით
გადაადგილებულ პირთა სოციალურ კეთილდღეობას;
7. აიკრძალოს პირდაპირი ფრენები რუსეთთან;
8. აიკრძალოს რუსული პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობა საქართველოში;
9. აეკრძალოთ საქართველოში საქმიანობა იმ რუსულ ფონდებს, რომლებიც რეალურად
კრემლის პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურებიან.