ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე;
📋 განხილვის ეტაპები
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-06-05
კომიტეტის სხდომის ნომერი 70
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2235?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა
თარიღი
05 ივნისი 2023 12:00
2023 წლის 5 ივნისი, 12:00 საათი
თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის წევრების დავით სონღულაშვილის, ირაკლი კირცხალიას,
გოჩა ენუქიძის, ბეჟან წაქაძის, გელა სამხარაულის, ლევან მგალობლიშვილის, რამინა
ბერაძის,
ანტონ
ობოლაშვილის,
ირმა
ზავრადაშვილისა
და
ეკა
სეფაშვილის
მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„მაუწყებლობის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/327; 24.05.2023) განხილვა
(სავალდებულო წესით);
მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტი
„განათლების
ხარისხის
განვითარების
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/258; 15.03.2023) განხილვა
მეორე მოსმენით
მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/257; 15.03.2023) განხილვა მეორე მოსმენით;
6/5/2023, 2:48 PM
https://parliament.ge/print/announcement/2235?local=true
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე
4. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობების დაზუსტება
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - კომიტეტის თავმჯდომარე
5.
საკომიტეტო
მოსმენა
ადრეული
და
სკოლამდელი
აღზრდისა
და
განათლების
დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე;
მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე.
6/5/2023, 2:48 PM
ოქმი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის ოქმი
ოქმი N70
2023 წლის 5 ივნისი, 12 : 00 სთ
თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, ბაია კვიციანი, მარიამ
ლაშხი, ვლადიმერ კახაძე, ბექა დავითულიანი, გენრიეტა წიწავა, ვახტანგ მეგრელიშვილი,
თამარ ჩარკვიანი.
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: დავით სონღულაშვილი საქართველოს პარლამენტის
წევრი, თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილე, დავით ლომინაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, კახაბერ ერაძე
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე,
ნინო ხითარიშვილი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის,
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახურის უფროსი, ლავრენტი გუდავაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან
არსებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი,
თინათინ ცერცვაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული ზოგადი
განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი, თამარ ჩიკვილაძე - განათლებისა
და მეცნიერების კომიტეტთან არსებული სკოლამდელი განათლების სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოს წევრი, ანასტასია ქიტიაშვილი - განათლებისა და მეცნიერების
კომიტეტთან არსებული პროფესიული განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს
შემადგენლობა, გია კავთელიშვილი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან
არსებული უმაღლესი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი, სოფიო
მაჭარაშვილი - - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული პროფესიული
განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი, გია ნოზაძე - - განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტთან არსებული ზოგადი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭოს წევრი.
სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის
უფროსი სპეციალისტი.
სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი
გააცნო და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს
წარმოდგენილ დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის წევრების დავით სონღულაშვილის, ირაკლი კირცხალიას,
გოჩა ენუქიძის, ბეჟან წაქაძის, გელა სამხარაულის, ლევან მგალობლიშვილის, რამინა
ბერაძის, ანტონ ობოლაშვილის, ირმა ზავრადაშვილისა და ეკა სეფაშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების
პროექტები: ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07- 3/327; 24.05.2023)
განხილვა (სავალდებულო წესით);
მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/258; 15.03.2023) განხილვა
მეორე მოსმენით;
მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/257; 15.03.2023) განხილვა მეორე მოსმენით;
მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე;
4. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობების დაზუსტება;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - კომიტეტის თავმჯდომარე;
5. საკომიტეტო მოსმენა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე;
მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე;
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა კომიტეტის წევრებს
განსახილველად წარუდგინა, დავით სონღულაშვილის, ირაკლი კირცხალიას, გოჩა
ენუქიძის, ბეჟან წაქაძის, გელა სამხარაულის, ლევან მგალობლიშვილის, რამინა ბერაძის,
ანტონ ობოლაშვილის, ირმა ზავრადაშვილისა და ეკა სეფაშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: ,,მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის
უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნაში მითითებულია „მაუწყებლობის
შესახებ" საქართველოს კანონის ხარვეზებზე და შემოთავაზებულია აღნიშნული
ხარვეზების აღმოფხვრის რეკომენდაციები, შესაბამისად სწორდება „მაუწყებლობის
შესახებ" კანონში არსებული ტექნიკური უზუსტობები და ისეთი საკითხები, რომლებსაც
შესაძლებელია ბუნდოვანება გამოეწვია. მაგალითად, კანონპროექტით ევროპული
სტანდარტების შესაბამისად ზუსტდება შემდეგი ლეგალური დეფინიციები: „მედია
მომსახურება“, „ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურება“, „სარედაქციო
პასუხისმგებლობა“, ასევე მკაფიოდ წესრიგდება სფეროს მარეგულირებელი ორგანოს,
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომის დახურვის საკითხები.
მომხსენებლის განცხადებით, კომუნიკაციების კომისიის წლიურ ანგარიშში აისახება
ინფორმაცია კომისიის მომავალი წლის გეგმისა და წინა წლის გეგმის შესრულების
თაობაზე.
კანონპროექტის მიხედვით, შემოღებულ იქნება გამარტივებული ავტორიზაციის წესი
ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებისთვის. ისინი
ავტორიზაციას გაივლიან მარტივი, კომუნიკაციების კომისიისთვის ავტორიზაციის
შეტყობინების წარდგენის გზით. ასევე, მკაფიოდ ჩამოყალიბდება ვიდეო გაზიარების
პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი პირების პასუხისმგებლობისა და
ვალდებულების საკითხი, მათ პლატფორმაზე სარედაქციო პასუხისმგებლობის გარეშე
განთავსებული მასალისთვის. კანონპროექტით შემსუბუქდება პასუხისმგებლობა
არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების ეთერში გადაცემისთვის. კერძოდ,
აღნიშნული დარღვევისთვის პირველივე შემთხვევაში, მაუწყებლები დაჯარიმების
ნაცვლად გაფრთხილდებიან წერილობითად. მედია მომსახურების მიმწოდებლების მიერ
სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და პასუხის უფლების რეგულირებას
დარღვევისთვის აღარ მოახდენს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. აღნიშნულ
საკითხებს განიხილავს მაუწყებლის მიერ ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნილი
თვითრეგულირების ორგანო.
აგრეთვე, წარმოდგენილი კანონპროექტით, უფრო მკაფიოდ განისაზღვრება მაუწყებლის
ვალდებულება, რომ სატელევიზიო დროის უმეტესი ნაწილი გამოყოს ევროპული
წარმოების პროდუქციის განსანთავსებლად.
კომიტეტზე გამოთქმული მოსაზრება:
კომიტეტის სხდომაზე მოსაზრება გამოთქვეს:
ვლადიმერ კახაძის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია დიდი დრო დაეთმოს სოციალურ
რეკლამებს, ვინაიდან ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმ საკითხებთან
დაკავშირებით, რაც კეთდება.
მარიამ ლაშხმა აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების საბჭოს სხდომაზე დადგა საკითხი,
რომელიც ეხებოდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ
მაუწყებლობის განხორციელების საკითხს. კომიტეტის წევრის განცხადებით, აღნიშნულ
დაწესებულებებს არ აქვთ
მაუწყებლობის უფლება, განსხვავებით უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან. შესაბამისად მან თხოვა მომხსენებლებს
აღნიშნული ცვლილების წარმოდგენილ კანონპროექტის ფარგლებში განხილვაც.
სიძულვილის ენის განმარტებასა და განსაზღვრასთან დაკავშირებით შეკითხვები დასვეს
კომიტეტის წევრებმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა და თამარ ჩარკვიანმა.
დავით სონღულაშვილმა კომიტეტის წევრების კითხვებს უპასუხა. მან პროფესიული
სასწავლებლების მიერ მაუწყებლობის მიღების უფლებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ
პირველ ეტაპზე დასაზუსტებელია რამდენად არის შესაძლებელი ამ ცვლილებებით
მოხდეს ხსენებულის საკითხის რეგულირებაც. სიძულვილის ენასთან დაკავშირებით,
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ აღნიშნული წარმოადგენს დირექტივას როგორც დავით
სონღულაშვილმა განაცხადა, სიძულვილის ენა კანონში შემდეგნაირადაა განმარტებული:
პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური
წარმომავლობის, გენდერის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის,
სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის,
პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნით
ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ გამონაკლისი
შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს
სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. პროგრამა და რეკლამა არ შეიძლება მიჩნეულ
იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად, მხოლოდ მისი
შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო.
კომიტეტის აპარატი - ოთარ ბეჟიტაშვილმა კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით
მომხსენებელს კითხვებით მიმართა, რომელიც შეეხებოდა 10 წლის მუშაობის
გამოცდილებას, კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს,
სასამართლოსადმი სარჩელით მიმართვის დაუშვებლობას, ადგილობრივ მაუწყებლობის
განხორციელებასთან და სისხლის სამართლის ნორმებთან დაკავშირებით.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, აპარატის მიერ დასმული კითხვების ძირითადი
ნაწილი ევროპის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების ნაწილს მოიცავს. აქედან
გამომდინარე, არის რეკომენდაციები, რომელიც გასათვალისწინებელია, ხოლო სანამ
კანონპროექტი განხილული იქნება წამყვან კომიტეტზე, შესაძლებელია დამატებით
კონსულტაციების გაგრძელება. მან ასევე აღნიშნა, რომ ძირითად კითხვებზე პასუხები
უკვე გაცემულია.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა, საქართველოს პარლამენტის
წევრების დავით სონღულაშვილის, ირაკლი კირცხალიას, გოჩა ენუქიძის, ბეჟან წაქაძის,
გელა სამხარაულის, ლევან მგალობლიშვილის, რამინა ბერაძის, ანტონ ობოლაშვილის,
ირმა ზავრადაშვილისა და ეკა სეფაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტებს: ,,მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 7
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 2
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ
კომიტეტის წევრებს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობების
დაზუსტების საკითხი წარმოუდგინა.
სხდომის თავმჯდომარემ, კომიტეტის წევრებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების
სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის წევრის, ვლადიმერ კახაძის კანდიდატურა წარუდგინა.
ასევე, მან კომიტეტის წევრებს შესთავაზა უმაღლესი განათლების სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში სამართლის დოქტორის, ბიზნესისა და
ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორის, კვლევების ცენტრის დირექტორის,
ზვიად გაბისონიას დამატება.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა, სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭოების შემადგენლობების დაზუსტების საკითხს.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 8
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა:1
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა
კომიტეტის წევრებს მეორე მოსმენით განსახილველად წარუდგინა, საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონის პროექტი ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ .
მომხსენებლის განცხადებით კანონპროექტის მიღების შედეგად, „განათლების ხარისხის
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა ,,ზოგადი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონთან და აღმოიფხვრება სახელმწიფო ენაში მომზადების
პროგრამის დამატებასთან დაკავშირებით არსებული უზუსტობა. ასევე, დაზუსტდება
საბჭოები, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები საგანმანათლებლო
დაწესებულებისთვის შესაბამისი პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების
შესახებ.
თამარ მახარაშვილის განმარტებით „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონში პირველი მოსმენის შემდეგ ცვლილება არ განხორციელებულა.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა, საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს
,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 7
წინააღმდეგი: 1
თავი შეიკავა:1
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა
კომიტეტის წევრებს მეორე მოსმენით განსახილველად წარმოუდგინა საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ .
მომხსენებლის განცხადებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
არსებული რედაქციის თანახმად, საქართველოს მთავრობა 2022-2023 სასწავლო წლის
ჩათვლით ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო
გრანტის ოდენობებს. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობს უმაღლესი განათლების
დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავება, მიზანშეწონილია „უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდეს ცვლილება და უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობები 20252026 სასწავლო წლის ჩათვლით გადავადდეს და საფასური დარჩეს 2250 ლარი.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული კიდევ ერთი ცვლილების
თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც სრული ზოგადი ან მისი
ეკვივალენტური განათლება მიიღეს საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან
საერთაშორისო პროგრამების მიხედვით ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებში, შესაძლებლობა ექნებათ გააგრძელონ სწავლა საქართველოს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.
ამასთანავე, კანონში ხდება დაზუსტება, რომ ეს ცვლილება არ შეეხებათ საქართველოს
მოქალაქეებს და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს.
კანონპროექტის მიხედვით, ხორციელდება კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც შეეხება
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მოქმედების ვადას და
განისაზღვრება 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით. შესაბამისად, ქართულ ენაში
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, როგორც არაქართულენოვანი მოსახლეობის
უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველმყოფი მექანიზმი იარსებებს
შემდეგ წლებში,
სანამ ბილინგვური სწავლების მიმართულებით გატარებული
პოლიტიკის შედეგად არ აღმოიფხვრება სახელმწიფო ენის ფლობასთან დაკავშირებული
ხარვეზები. ამასთანავე, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ხსენებული პროცესის
პარალელურად,
აქტიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი
განათლების დაწესებულებებში ბილინგვური სწავლების დანერგვა.
თამარ მახარაშვილის განცხადებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში პირველი მოსმენის შემდეგ ცვლილება არ განხორციელებულა.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა, საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 7
წინააღმდეგი: 1
თავი შეიკავა: 1
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა
კომიტეტს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების
ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს პრეზენტაცია წარმოუდგინა და აღნიშნა, რომ
ავტორიზაციის პროცესის კანონით არის განსაზღვრული, რომელიც მოიცავს, 2022 წელს
დაწესებულებების პირველად რეგისტაციას და ავტორიზაციის დროებითი წესის
დამტკიცებას, 2023 წელს თვითშეფასების განხორციელებას, 2024 წელს დიაგნოსტიკურ
ანალიზს, ავტორიზაციის განრიგის დამტკიცებას და 2025-2029 წლებში დაწესებულებების
მიერ ავტორიზაციის გავლას.
თამარ მახარაშვილის განცხადებით, ბაღების პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა,
რომლისთვისაც
შეიქმნა
რეგისტრაციის
ელექტრონული
პლატფორმა
preschoolregistratation.emis.ge, მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა რეგისტრაციის
ელექტრონული სისტემის წარმოების წესი, განხორციელდა შექმნილი სისტემის
პილოტირება და ბაღებს ჩაუტარდათ მოსამზადებელი ტრენინგები, რეგისტრაციის
პროცესებთან დაკავშირებით. კანონით გათვალისწინებულ ვადებში, 2022 წლის 31
დეკემბერს დასრულდა საჯარო ბაღების და კერძო სამართლის იურიდიული პირის
ფორმით დაფუძნებული ბაღების რეგისტრაცია. აღნიშნულ პროცესში გამოვლინდა, რომ
ქვეყანაში ფუნქციონირებენ ინდივიდუალური მეწარმის ფორმით დაფუძნებული კერძო
ბაღები, ხოლო იმისთვის რომ აღნიშნული ბაღები არ დარჩენილიყვნენ სისტემის მიღმა,
2022 წლის 27 დეკემბერს შევიდა ცვლილება კანონში „ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების შესახებ“ და ზემოხსენებულ პირებსაც მიეცათ რეგისტრაციის
განხორციელების უფლებამოსილება. კანონით გათვალისწინებულ ვადებში, 2023 წლის 31
მარტს დასრულდა ხსენებული კერძო ბაღების რეგისტრაცია.
მომხსენებლის განცხადებით, აღნიშნული პროცესის საფუძველზე დარეგისტრირებულია
1704 საჯარო და 323 კერძო ბაღი. ასევე, აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული
პროექტი მოიცავს საჯარო ბაღების რეაბილიტაციას, აქედან გამომდინარე, განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს
მჭიდრო კავშირი
აქვს
ინფრასტრუქტურის
სამინისტროსთან.
კანონით განსაზღვრული აქტივობებიდან, ავტორიზაციის დროებითი წესი დამტკიცდა.
მომზადდა გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის მხარდაჭერით მომზადდა
„ავტორიზაციის დროებითი წესის“ პროექტი, ავტორიზაციის სტანდარტების პროექტი და
„ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულების შენობის ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის
მოწყობის შესახებ მოთხოვნები“. პროცესი მიმდინარეობდა გამჭირვალედ, კერძოდ
მომზადებული დოკუმენტები განხილულ იქნა მუნიციპალიტეტის მერიების, ბაღების
გაერთიანების, საჯარო და კერძო ბაღების წარმომადგენლებთან. დოკუმენტები
მომზადების ყველა ეტაპზე ვალიდაციას გადიოდა ცენტრის ფარგლებში შექმნილ
საკოორდინაციო ჯგუფთან.
მომხსენებლის განმარტებით, ავტორიზაციის დროებითი წესის დამტკიცებით პირველად
საქართველოში ჩამოყალიბდა ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის
უზრუნველყოფის ჩარჩო. ამასთანავე, აღნიშნულ
პროცესში
განსაზღვრულია
მუნიციპალიტეტების როლი და უფლებამოსილება.
სკოლამდელი
აღზრდისა
და
განათლების
დაწესებულებების
თვითშეფასება
განხორციელდება 2023 წლის 31 დეკემბრამდე და მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული
ვადების შესაბამისად. გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF-ის მხარდაჭერით მომზადდა
თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა kg.eqe.ge. აღნიშნულის შესაბამისად,
შემუშავდა თვითშეფასების კითხვარები 4 მიზნობრივი ჯგუფისთვის: ადმინისტრაცია,
საგანმანათლებლო პერსონალი, ტექნიკური პერსონალი და მშობლები. პლატფორმამ
გაიარა პილოტირების პროცესი 7 დაწესებულებაში, როგორც ტექნიკური კუთხით, ისე
შინაარსობრივი მიმართულებით.
თამარ მახარაშვილის განცხადებით ავტორიზაციის განრიგის შედგენა მოხდება 2024 წელს,
რომელიც
დაეფუძნება
ბაღების
დიაგნოსტიკური
თვითშეფასების
შედეგებს.
ავტორიზაციის პროცესის ხელშეწყობა ხდება შემდეგი მიმართულებებით: მომზადდა და
დამტკიცდა ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და მისი შეწყვეტის წესი,
ავტორიზაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსი, ასევე მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის
საბჭოს წევრთა შერჩევის წესი, ავტორიზაციის განაცხადის შემოტანის წესი და ფორმა,
ამასთანავე თვითშეფასების განხორციელების წესი და ფორმა.
კომიტეტზე გამოთქმული მოსაზრება:
კომიტეტის სხდომაზე მოსაზრება გამოთქვეს:
გივი მიქანაძის განცხადებით მთავარია, რომ პროცესი მიზანმიმართულია და ლოგიკურ
თანხვედრაშია ერთმანეთთან. მისი განცხადებით, მისასალმებელია გარემოება, რომ კერძო
ბაღები გაივლიან ავტორიზაციას და მშობლებს, რომელთაც ბავშვები კერძო
დაწესებულებაში მიჰყავთ ეცოდინებათ ბავშვს რა ხარისხი და სტანდარტი ხვდება.
მნიშვნელოვანია, რომ ჯერ ხდება დახმარება, ივსება თვითშეფასება, ამასთანავე, არის
პლატფორმით სარგებლობის შესაძლებლობა. სამინისტროს თავისი ხარჯებით აჰყავს
დარგის ექსპერტები, რომლებიც შესაბამის დახმარებას უწევენ ბაღებს. კომიტეტის
თავმჯდომარე დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელია თვითშეფასების პროცესში
რომელიმე სუბიექტმა თავი შეიკავოს პრობლემების დაფიქსირებისაგან და მისი
გადამოწმების რა მექანიზმები არსებობს.
გივი მიქანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი იქნება 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზე
ჩატარდეს საკომიტეტო მოსმენა თვითშეფასების პროცესთან დაკავშირებით.
თამარ მახარაშვილის განმარტებით პროცესში, ჩართულია მხარდამჭერი ექსპერტი,
რესურსცენტრი და მუნიციპალიტეტი, ხოლო თუ რამის დამალვა მოხდება, დაწესებულება
ვერ გაივლის ავტორიზაციას, რაც შემდეგ მათი პირდაპირი პასუხისმგებლობა იქნება.
ვლადიმერ კახაძემ ავტორიზაციის პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეტაპობრივად და
გააზრებულად, ვადებში გაწერილად მიმდინარეობს პროცესი, რასაც დიდი ძალისხმევა
სჭირდება.
გიორგი ჩაკვეტაძემ 2024 წლისთვის განსაზღვრული ბაღების და სკოლების მშენებლობისა
და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით კითხვით მიმართა მომხსენებელს და ზუსტი
რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდა ითხოვა.
ბაია კვიციანმა მხარდამჭერი ექსპერტების კვალიფიკაციასა
კრიტერიუმებთან დაკავშირებით ინფორმაციის დაზუსტება ითხოვა.
გენრიეტა წიწავამ იკითხა,
ავტორიზაციის პროცესი.
და
კონკურსის
თუ რომელ რეგიონში განხორციელდა 7 საპილოტე ბაღის
მარიამ ლაშხის განცხადებით, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია
მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესის
მიმდინარეობის შესახებ. ამასთანავე, მისი კითხვა შეეხებოდა წამახალისებელი
მექანიზმების არსებობას კერძო ბაღებისთვის.
გია კავთელიშვილის მოსაზრებით, საბავშვო ბაღებში მნიშვნელოვანია არითმეტიკის
სწავლების გაძლიერება.
თინათინ ცერცვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ჩატარდეს სათანადო კამპანიები,
რომლებიც ავტორიზაციისთვის მოიზიდავს კერძო ბაღებს, რომ მხარდაჭერის საჭიროება
კარგად დაინახონ. საბჭოს წევრმა კითხვებით მიმართა მომხსენებელს, ექსპერტების
კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და მშობლების ჩართულობაზე ავტორიზაციის
პროცესში.
ნინო ხითარიშვილმა დააზუსტა და აღნიშნა, რომ პილოტირებასთან დაკავშირებით 7 ბაღი
შეირჩა პილოტირების კონცეფციის საფუძველზე, რომელშიც მოცული იყო სისტემაში
არსებული ყველა ტიპის ბაღი. მისივე განცხადებით, პილოტირება გაიარა თბილისის
კერძო, საჯარო, ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით არსებულმა, დაბაში არსებულმა,
მაღალმთიან რეგიონში არსებულმა, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად
დასახლებულ რეგიონებში მდებარე ბაღებმა და სკოლამ, რომელსაც სკოლამდელი მზაობის
პროგრამა აქვს.
ხარისხის ცენტრის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ექსპერტების საკვალიფიკაციო
მოთხოვნებია უმაღლესი განათლება, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში
ჩართულობის გამოცდილება ან ბაღის სტრუქტურული მონაცემების ცოდნა. ამასთანავე,
მისივე განმარტებით ერთ სპეციალისტზე 16 ბაღია გათვალისწინებული.
კახაბერ ერაძემ დააზუსტა, რომ მხარდაჭერის ექსპერტებს ამზადებს ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრი და მასში რთავს მუნიციპალიტეტებს, როგორც
დამკვირვებელს. ასევე, აღნიშნა, რომ ზოგადი განათლების დაწესებულებებს უნდა მიეცეთ
შესაძლებლობა განახორციელონ სკოლამდელი მზაობის პროგრამები.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ცნობად მიიღო, ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობის
შესახებ ინფორმაცია.
სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე
სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე