პარლამენტარების როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მხარდაჭერაში

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#[4d37]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-09-08
კომიტეტის სხდომის ნომერი 138

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 11/22/23, 10:04 AM ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა თარიღი 08 სექტემბერი 2023 10:00 2023 წლის 8 სექტემბერი, 10:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) დღის წესრიგი 1. პარლამენტარების როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მხარდაჭერაში; მომხსენებელი: გერარდ ქვინი - შშმ პირთა უფლებებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი. https://parliament.ge/print/announcement/2350?local=true 1/2 11/22/23, 10:04 AM https://parliament.ge/print/announcement/2350?local=true საქართველოს პარლამენტი 2/2
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა N138 2023 წლის 8 სექტემბერი, 10:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) დღის წესრიგი 1. პარლამენტარების როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მხარდაჭერაში; მომხსენებელი: გერარდ ქვინი - შშმ პირთა უფლებებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი. 2023 წლის 8 სექტემბრის კომიტეტის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი და დაამტკიცეს წარმოდგენილი სხდომის დღის წესრიგი. სხდომას თავმჯდომარეობდა - მიხეილ სარჯველაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, ანა ბუჩუკური, ზაურ დარგალი, ირმა ზავრადაშვილი, სუმბატ კიურეღიანის უფლებამონაცვლე - რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, ტარიელ ნაკაიძის უფლებამონაცვლე - პაატა მანჯგალაძე, ეკატერინე ხერხეულიძე, ხატია დეკანოიძე. კომიტეტის სხდომაზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მოწვევით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი, ჯერარდ ქვინი, დეპუტატების წინაშე სპეციალური მოხსენებით წარდგა. მოხსენების თემა იყო, პარლამენტის როლი გაერო-ს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის განხორციელების მხარდაჭერაში. მომხსენებელმა, თავის სიტყვაში ყურადღება გაამახვილა უკანასკნელ წლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელთა შორის გამოყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის მიღება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვის სტანდარტს. მანვე ისაუბრა საზოგადოდ, პარლამენტის როლზე პოლიტიკის ფორმირებისა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან რეფორმების ეფექტიანი განხორციელებისთვის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. კომიტეტის წევრებმა მომხსენებელს მადლობა გადაუხადეს თანამშრომლობისთვის და საინტერესო მოხსენებისთვის. (კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად იხილეთ სხდომის აუდიო ჩანაწერი) სხდომის თავმჯდომარე: მიხეილ სარჯველაძე სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია