საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში ქალაქ რუსთავის საწარმოების მიერ „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წლის 1 ივნისს ამოქმედებული - ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევებისთვითმონიტორინგთან დაკავშიერბული საკანონმდებლო რეგულეციების შესახებ.
📋 განხილვის ეტაპები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-06-26
კომიტეტის სხდომის ნომერი 72
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
https://parliament.ge/print/announcement/2306?local=true
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა
თარიღი
26 ივნისი 2023 12:00
2023 წლის 26 ივნისი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის კინოდარბაზი
(A კორპუსი, -1 სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს კანონის პროექტი „სამრეწველო ემისიების შესახებ“ და მისგან გამომდინარე
კანონ პროექტები (07-2/240; 28.12.2022) (III მოსმენა);
მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის
პირველი
მოადგილე ნინო თანდილაშვილი;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
საკანონმდებლო
კანონის
პროექტი:
ცვლილებების
„წყლის
პაკეტში
რესურსების
შემავალი
სხვა
მართვის
შესახებ’’
კანონპროექტები
და
(07-2/86;
15.11.2021) III მოსმენა (წამყვანი კომიტეტი);
მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის
პირველი
მოადგილე ნინო თანდილაშვილი;
3. „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენციიდან“ გამომდინარე საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები:
„გარემოს
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/254;
21.02.2023) III მოსმენა;
მომხსენებელი:
გარემოს
დაცვისა
და
სოფლის
მეურნეობის
მინისტრის
პირველი
6/28/2023, 3:26 PM
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
https://parliament.ge/print/announcement/2306?local=true
მოადგილე ნინო თანდილაშვილი;
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში ქალაქ
რუსთავის საწარმოების მიერ „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“
საქართველოს
კანონში 2021 წლის 1 ივნისს ამოქმედებული - ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების
გაფრქვევებისთვითმონიტორინგთან
დაკავშიერბული
საკანონმდებლო
რეგულეციების
შესახებ;
მომხსენებელი:გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
ნინო თანდილაშვილი;
5. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების შესრულების შესახებ
ინფორმაციის
მოსმენა;
მომხსენებელი: გარემოს
დაცვისა
და
სოფლის
მეურნეობის
მინისტრის
მოადგილე
სოლომონ პავლიაშვილი;
6.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით
გათვალისწინებული ამტვერებადიმასალის მოპყრობასთან დაკავშირებით
სამართალდარღვევების
(კოდექსის 1524 -1529 მუხლები) აღსრულების
მოქმედი
მდგომარეობის
შესახებ ინფორმაციის მოსმენა.
6/28/2023, 3:26 PM
საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმიდან ამონაწერი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
სხდომის ოქმი N72
2023 წლის 26 ივნისი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის კინოდარბაზი
(A კორპუსი, -1 სართული)
სხდომის თავმჯდომარე: კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე
კომიტეტის წევრები: ხატია წილოსანი, სალომე ქურასბედიანი, გიორგი ცაგარეიშვილი,
ნოდარ ტურძელაძე, ედიშერ თოლორაია, ისკო დასენი, გოდერძი ჩანქსელიანი. გიორგი
ხახუბია,
სალომე
სამადაშვილი,
დავით
კირკიტაძე
(უფლებამონაცვლე
-
გიორგი
გოდაბრელიძე)
აპარატის თანამშრომლები: აპარატის უფროსი დენის სალუქვაძე, მთავარი სპეციალისტი:
ნანა გოგიტიძე, წამყვანი სპეციალისტები: ელისო შანავა, ფიქრია რობაქიძე (სხდომის
მდივანი),მანანა
მოსიძე,
უფროსი
სპეციალისტი
ხათუნა
მუკბანიანი,
მოწვეული
სპეციალისტები: ანი სისორდია და ნათია შამათავა.
მოწვეული სტუმრები: გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
- ნინო თანდილაშვილი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
სოლომონ პავლიაშვილი.
დღის წესრიგი
1.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს კანონის პროექტი
„სამრეწველო ემისიების შესახებ“ და მისგან
გამომდინარე კანონპროექტები (07-2/240; 28.12.2022) (III მოსმენა);
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტი:
„წყლის
რესურსების
მართვის
შესახებ’’
და
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (07-2/86; 15.11.2021)
III
მოსმენა
3. „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენციიდან“ გამომდინარე საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „გარემოს
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/254;
21.02.2023)
III
მოსმენა;
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში ქალაქ
რუსთავის საწარმოების მიერ „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში 2021 წლის 1 ივნისს ამოქმედებული - ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების
გაფრქვევების თვითმონიტორინგთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების
შესახებ;
5. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციის
მოსმენა;
6.
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსით”
გათვალისწინებული ამტვერებადი მასალის მოპყრობასთან დაკავშირებით მოქმედი
სამართალდარღვევების (კოდექსის 1524-1529 მუხლები) აღსრულების მდგომარეობის
შესახებ ინფორმაციის მოსმენა.
I საკითხი
მოისმინეს:
ნინო
თანდილაშვილის
ინფორმაცია
საქართველოს
მთავრობის
საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ საქართველოს კანონის კანონპროექტზე
„სამრეწველო ემისიების შესახებ“ და მისგან გამომდინარე თანმდევ საკანონმდებლო
პაკეტზე. აღნიშნა, რომ
ეს არის კომპლექსური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც
სამრეწველო ემისიების დირექტივასთან ჰარმონიზაციის მიზნით შემუშავდა ევროკავშირის
დახმარებით. კანონპროექტი აწესრიგებს ისეთ საკითხებს, რომელიც შეეხება სამრეწველო
საქმიანობების რეგულირებას და მათი მხრიდან ჰაერში, წყალში და მიწაში ემისიების
პრევენციას, ასევე ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას. კანონპროექტის მთავარი არსი
მდგომარეობს იმაში, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მსხვილმასშტაბიან და გარემოს
დაბინძურების თვალსაზრისით მაღალი რისკის მატარებელ საწარმოებს მოუწევთ მთელი
რიგი ახალი ვალდებულებების შესრულება.
ასევე, აღნიშნა, რომ იურიდიული დეპარტამენტის მიერ
კანონპროექტების მეორე
მოსმენით განხილვისას გამოთქმული შენიშვნები ასახულია კანონპროექტის
მოსმენით განხილვისთვის.
მესამე
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა:
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„სამრეწველო
ემისიების
შესახებ“
და
მისგან
გამომდინარე
კანონპროექტები
მომზადებულად ცნო და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვას.
II საკითხი
მოისმინეს:
ნინო თანდილაშვილის
ინფორმაცია საკანონმდებლო პაკეტზე „წყლის
რესურსების მართვის შესახებ“. აღინიშნა, რომ პაკეტი განიხილება მესამე მოსმენით და რომ
იგი აყალიბებს წყლის რესურსების მართვის სრულიად ახალ თანამედროვე სისტემას, რაც
არის საქართველოს მიერ წინ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი
ევროინტეგრაციის გზაზე. საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით განხილვის პროცესში
იურიდიული დეპარტამენტის მიერ გამოთქმული იყო რედაქციული ხასიათის შენიშვნები
კანონპროექტის „წყლის
რესურსების
მართვის
შესახებ“
გათვალიწინებული იქნება კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა:
მიმართ,
რომლებიც
მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული კანონპროექტის „წყლის რესურსების მართვის
შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე
მოსმენით განსახილველად წარდგენა.
III საკითხი
მოისმინეს:
ნინო თანდილაშვილის ინფორმაცია
„ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას
კონვენციის“ თანმდევი კანონების პროექტების: „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს
„საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ თაობაზე, რომელთა მიღება
უზრუნველყოფს საქართველოში ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების საერთაშორისო
მოთხოვნების შესაბამისი მართვის სტანდარტების და შესაძლებლობების შექმნას და მათ
ამოქმედებას.
აღინიშნა,
რომ
კანონპროექტები
განიხილება მესამე
მოსმენით
და
იურიდიული დეპარტამენტის შენიშვნის საფუძველზე, რედაქციული სახის ცვლილებები
განხორციელდა „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებში, რაც სამინისტროს მიერ
სრულად იქნა გათვალისწინებული.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა:
მიზანშეწონილად
იქნეს
მიჩნეული
„ვერცხლისწყლის
შესახებ
მინამატას
კონვენციის“ თანმდევი კანონის პროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე
მოსმენით განსახილველად წარდგენა.
საკითხი IV
მოისმინეს: ნინო თანდილაშვილის ინფორმაცია 2023 წლის განმავლობაში ქ, რუსთავში
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მოსაგვარებლად გაწეული სამუშაოების შესახებ.
რასაც საფუძვლად უდევს 2020 წლის 22 ოქტომბერს დამტკიცებული 2020-2022 წლების ქ.
რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა, რომელიც
მიზნად ისახავს ქ. რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას.
აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი სამოქმედო გეგმა, რომელიც შემუშავდა ატმოსფერული
ჰაერის კანონიდან გამომდინარე და რომელიც სრულიად თანხვედრაშია ატმოსფერული
ჰაერის დაცვის შესახებ ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან. ამ გეგმით და ზოგადად
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონის დამტკიცებით ჩვენს ქვეყანაში ჰაერის
ხარისხის მართვის ნაწილში დავამკვიდრეთ სრულიად ევროპული მიდგომები.
ჰაერის ხარისხის მართვის გაუმჯობესების გეგმა მოიცავდა 5 ძირითად ამოცანას სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების
შემცირება, ჰაერში ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვის შემცირება,
ქალაქ რუსთავში მწვანე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ქალაქში ჰაერის მართვის
ხარისხისა და მონიტორინგის გაუმჯობესება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების
მიმართულებით
ღონისძიებების
განხორციელება,
რომელთა
განხორციელებაზე
პასუხისმგებლები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო,
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
უწყებები
და
ქ.
რუსთავის
მუნიციპალიტეტის მერია.
ასევე აღნიშნა, რომ 2021 წელს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონთან ერთად
პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს
სამრეწველო სექტორიდან გარემოს დაბინძურების პრევენციასა და შემცირებას.
ცვლილებების თანახმად, მსხვილ საწარმოებს დაეკისრათ ახალი ვალდებულება - ონლაინ,
უწყვეტ რეჟიმში განახორციელონ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის თვით
მონიტორინგი, ასევე ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით უზრუნველყონ საწარმოს
აღჭურვა
აირმტვერდამჭერი
მოწყობილობებით.
აღნიშნული
ვალდებულებების
შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმოებს მნიშვნელოვანი, გაზრდილი სანქციები
დაეკისრათ.
სწორედ აღნიშნული საკანონმდელო ცვლილებების საფუძველზე ქ. რუსთავის 26 საწარმოს
დაევალა
ონლაინ
მონიტორინგის
სისტემაში
ჩართვა.
12
საწარმოს
უკვე
აქვს
თვითმონიტორინგის სისტემა დანერგილი და რეგისტრირებულია ზედამხედველობის
დეპარტამენტის ონლაინ სისტემაში. 5 საწარმო დროებით არ ფუნქციონირებს, ხოლო 6
საერთოდ არ მუშაობს. 3 საწარმო, რომლებიც არ ფუნქციონირებს, სიტემები შეძენილი აქვს
და მონტაჟის პროცესშია. მთელი საქართველოს მასშტაბის 49 მოქმედი საწარმოა,
რომელთაგან 24 რეგისტრირებულია ონლაინ მონიტორინგის სისტემაში.
ასევე აღსანიშნავია, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ ქალაქის ტერიტორიაზე
მოწესრიგდა მწვანე სივრცეები.
2002 წლის მონაცემებით
რუსთავში ჰაერის მყარი
ნაწილაკებით დაბინძურების დონე შემცირდა, რაც უნდა ჩაითვალოს ქ. რუსთავის ჰაერის
გაუმჯობესების გეგმის დადებით შესრულებად. ასევე, მიმდინარე წელს შემუშავდა, ქ.
რუსთავის ჰაერის გაუმჯობესების ახალი გეგმა, რომელიც მოიცავს, როგორც რუსთავს
ასევე მიმდებარე ტერიტორიებს და რომლის განხილვაც ეხლა მიმდინარებს, ყველა
დაინტერესებული პირის ჩართულობით
კითხვა დასვა: ნინო ლაცაბიძემ - ქ. რუსთავს აქვს გამწვანების დიდი პოტენციალი, რაც
მნიშვნელოვნად დაეხმარება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების პროცესს. ასევე, აღნიშნა,
რომ
2020 წელს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის მიღებამ დადებითი გავლენა
იქონია ჰაერის გაუმჯობესების კუთხით.
რა გავლენას ახდენს რუსთვის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე საწარმოები,
რომლებიც ესაზღვრებიან და არ შედიან რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში?
უპასუხა: ნინო თანდილაშვილმა - ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025
წლების ახალი გეგმა მოიცავს არა მხოლოდ რუსთავის ცენტრალურ ზონას, არამედ ქვემო
და შიდა ქართლის რეგიონებსა და მცხეთის მუნიციპალიტეტს. შემუშავებულ
გეგმაში გაწერილია მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც უკავშირდება ცენტრალურ
ზონაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას. აღნიშნული გეგმის საფუძველზე
იგივე მიდგომები განხორციელდება იქ არსებულ საწარმოებთან მიმართებით.
კითხვა დასვა: მაია ბითაძემ - რუსთავის 26 საწარმოდან ყველას აქვს გეგმა-გრაფიკი?
უპასუხა: ნინო თანდილაშვილმა - თითოეული საწარმოს აქვს შედგენილი გეგმა-გრაფიკი,
რომლის შესრულებაზეც კონტროლს ახორციელებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტი.
აზრი გამოთქვა: მაია ბითაძემ - პროცესმა, რომელიც პასუხისმგებლობის კანონმა შექმნა
სამართლებრივ
სივრცეში,
თვითმონიტორინგის
სისტემების
დამონტაჟებასთან
დაკავშირებით, პრაქტიკულად საწარმოთა უმრავლესობაში მთელი საწარმოო ციკლის
ჩანაცვლების ვალდებულება გამოიწვია, რაც მოსალოდნელიც იყო. ყველა ღონისძიება,
რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა მიმართულებით როგორც საწარმოების
კონტროლის,
ასევე
სატრანსპორტო
საშუალებების,
საწვავის,
ტექინსპექტირების
გამკაცრების თუ სამშენებლო ნორმების დაცვის კუთხით, რამაც ჰაერის დაბინძურება
შეიძლება გამოიწვიოს, ასევე გამწვანების კუთხით, დინამიკაში აუცილებლად მოგვცემს
შედეგებს გაუმჯობესების მიმართულებით. ვფიქრობ 4-5 წელიწადში ჩვენ გვექნება
მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ამას მონიტორინგიც ადასტურებს. პროცესი, რასაც გეგმაგრაფიკის ეტაპობრივი შესრულება ჰქვია, ბუნებრივია მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და
ამას კომიტეტი თვალყურს მიადევნებს.
გადაწყვიტეს: ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში ქალაქ რუსთავის საწარმოების მიერ
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წლის 1 ივნისს
ამოქმედებული - ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების
თვითმონიტორინგთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ.
საკითხი V
მოისმინეს:
სოლომონ
პავლიაშვილის
ინფორმაცია
მწარმოებლის
გაფართოებული
ვალდებულებების ( შემდგომში მგვ) შესრულების შესახებ. აღინიშნა, რომ ეს არის
სრულიად ახალი სისტემა და მის განხორციელებას გარკვეული სირთულეები ახლავს.
ამჟამად მიღებულია 4 ტექნიკური რეგლამენტი და მათი განხორციელების მიზნით
შექმნილია 3
მგვ ორგანიზაცია. ამჟამად სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს მეხუთე
რეგლამენტზე, რომელიც ეხება ე. წ. მიტოვებულ მანქანებს და რჩება მხოლოდ შესაფუთი
მასალის რეგლამენტი. პირველ წელს რეგისტრირებული იყო სულ 800-მდე კომპანია, ხოლო
შემდგომში რეგისტრაციის პროცესი დაჩქარდა და ამჟამად რეგისტრირებულია 10 000
კომპანია. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ
ბატარეების
და
ელექტრონული
საბურავების, ზეთების, აკუმულატორების,
ნარჩენების
ყველა
იმპორტიორი
ორგანიზაციები
რეგისტრირებულია, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ახერხებენ პროდუქციის
განთავსებას ბაზარზე. აღინიშნა ის სიძნელეები, რომლებიც ახლდა მგვ ორგანიზაციების
შექმნას. სამი ორგანიზაციიდან ერთი ფარავს ოთხივე რეგლამენტს, ხილი დანარჩენი ორი 3
რეგლამენტს. ყველაზე რთული აღმოჩნდა ელექტრონული ნარჩენების მართვა. ასევე
აღინიშნა ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების სიმცირე და ამ სფეროში მომუშავე
საწარმოების ხელშეწყობის აუცილებლობა.
მოისმინეს:
ალვერდ ჩანქსელიანი
პრეზენტაცია მგვ ორგანიზაციების მუშაობის
პროცესში შეგროვილის ინფორმაციისა და მონაცემების შესახებ. (იხ. დანართი)
კითხვა დასვა:მაია ბითაძემ -
მგვ ორგანიზაციებს ევალებათ შემგროვებელი პუნქტების
მოწყობა? ასევე, ცნობიერების ამაღლების კომპანიები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს
მუშაობა უნდა გავააქტიუროთ და პარლამენტიც მზად არის ჩაერთოს ამ პროცესში.
განსახორციელებელია საინფორმაციო კამპანიაც და კარგი იქნება კლიპების მომზადებაც.
მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ საზოგადოება, განსაკუთრებით რეგიონებში, არ არის
ბოლომდე საქმის კურსში. ამიტომ საჭიროა ინტენსიური საინფორმაციო კამპანია და
რეგიონებში გასვლა. ეს რთული პროცესია და საჭიროებს მნიშვნელოვან ძალისხმევას.
აზრი გამოთქვა:
სოლომონ პავლიაშვილმა - პარლამენტის და მთავრობის დახმარების
გარეშე გართულდება კანონის აღსრულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი.
ნამდვილად ახალი ინსტიტუციები იქმნება და ყალიბდება ახალი ურთიერთობები, რაც
ართულებს მათ დანერგვას. ამ შემთხვევაში ნამდვილად მნიშვნელოვანია ცნობიერების
ამაღლების და საინფორმაციო კამპანიები.
აზრი გამოთქვა:
მაია ბითაძემ -
ჩვენ, საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში წლის
ბოლოს ზედამხედველობის დეპარტამენტისგანაც მოვისმენთ ინფორმაციას გარემოს
ნარჩენებით დაბინძურებაზე და გვეცოდინება მდგომარეობა მიტოვებული/დაყრილი
ნარჩენების შესახებ. მომავალი წლიდან კომიტეტი გადავა მგვ ორგანიზაციებისა და
ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართ არსებული მოთხოვნების შესრულების
კონტროლის აქტიურ რეჟიმზე, რათა მივიღოთ რეალური შედეგები. ეს ყველაფერი უნდა
განხორციელდეს საინფორმაციო კამპანიის ფონზე, რომელიც განსაკუთრებით სჭირდება
წვრილ მეწარმეებს და საზოგადოებას.
კითხვა დასვა:ნინო ლაცაბიძემ სახელმწიფო სტრუქტურები და საბიუჯეტო
ორგანიზაციები ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ვერ ვახდენთ ჩვენს ხელთ არსებული
ნარჩენების შეფასებას. აუდიტი ადგენს ამ ნარჩენების საკმაოდ მაღალ ფასს, რის შემდეგაც
ეს
ნარჩენები
კანონის
შესაბამისად
გამოგვაქვს
აუქციონზე.
მუნიციპალიტეტებში
დაგროვილია ნარჩენების საკმაოდ დიდი რაოდენობა და ეს პროცედურა ერთობ
პრობლემატურია. ხომ არ ფიქრობთ მის გამარტივებას?
უპასუხა:
ალვერდ ჩანქსელიანმა - მგვ სისტემა ითვალისწინებს მგვ ორგანიზაციების
თანამშრომლობას მუნიციპალიტეტებთან. თქვენს მიერ ხსენებული ნარჩენებს განკარგავს
ქონების მართვის სააგენტო, რომელიც მართავს აუქციონებს, ხოლო მგვ ორგანიზაციები
მონაწილეობენ ამ აუქციონებში ნარჩენების შესყიდვის მიზნით. შესაბამისი დეტალები
გაწერილია ტექნიკურ რეგლამენტებში.
აზრი გამოთქვა:
სოლომონ პავლიაშვილმა - დავეთანხმები ქალბატონ ნინოს, რომ ეს
პრობლემა მართლა გვიდგას. სამომავლოდ, ალბათ, მგვ ორგანიზაციას უნდა შეეძლოს ამ
ნარჩენების შეძენა პირდაპირ მუნიციპალიტეტებისაგან.
აზრი გამოთქვა:
ალვერდ ჩანქსელიანმა პრობლემა ის არის, რომ შესაბამისი
ნორმატიული აქტიდან გამომდინარე გარკვეული საგნების ჩამოწერა დასაშვებია იმ
შემთხვევაში,
როდესაც
უნდა მოხდეს
მათი
ამოღება
ხმარებიდან
და შემდგომი
განადგურება. ის შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია ამ ნარჩენების რეციკლირება და
ხელახალი გამოყენება გათვალისწინებული არ არის. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება
შემოსავლების სამინისტროსთან, რომელზეც შეგვპირდნენ ამ საკითხის განხილვას,
ცვლილებების განხორციელებას და არსებული ხარვეზის გამოსწორებას.
აზრი გამოთქვა:
მაია ბითაძემ -
მიმაჩნია, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია და
კოორდინაციას საჭიროებს. ამაზე უნდა ვიმუშაოთ და კარგი იქნება, თუ მოგვაწოდებთ
თქვენ წინადადებებს. ჩვენ შეგვიძლია ივლისის დასაწყისში გავაკეთოთ შეხვედრა ყველა
დაინტერესებული მხარის მონაწილეობით და დეტალურად გავიაროთ პრობლემატური
საკითხები.
გადაწყვიტეს:
1. ცნობად იქნეს მიღებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს
მიერ
წარმოდგენილი
ინფორმაცია
მწარმოებლის
გაფართოებული ვალდებულებების შესრულების შესახებ;
2.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ჩართულობით დაიწყოს
ფართო საინფორმაციო კომპანია მწარმოებლის გაფართოებული
ვალდებულებების
შესრულების
სფეროში
ბიზნეს
სექტორისა
და
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით;
3. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ჩაატაროს
შეხვედრა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით და
განიხილოს
სახელმწიფო
მფლობელობაში
არსებული
უწყებებისა
და
მუნიციპალიტეტების
ნარჩენების
მგვ
ორგანიზაციებისათვის
გადაცემის შესაძლებლობები და პირობები.
საკითხი VI
მოისმინეს:
პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და
ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს, ქალაქების თბილისის, ქუთაისის,
ფოთის,
ბათუმის
და
რუსთავის
მუნიციპალიტეტების
შესაბამისი
სამსახურების
წარმომადგენლების ინფორმაცია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსით” გათვალისწინებული ამტვერებადი მასალის მოპყრობასთან დაკავშირებით
მოქმედი სამართალდარღვევების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.
გადაწყვიტეს:
ცნობად
იქნეს
მიღებული
პოლიციის
დეპარტამენტის
სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების
სამმართველოს, ქალაქების თბილისის, ქუთაისის, ფოთის, ბათუმის და რუსთავის
მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების საკომიტეტო
მოსმენით
გათვალისწინებული
ამტვერებადი
მასალის
მოპყრობასთან
დაკავშირებით მოქმედი სამართალდარღვევების აღსრულების მდგომარეობის
შესახებ ანგარიში, ასევე კომიტეტი
სტატისტიკურ ინფორმაციებს.
დამატებით
წერილობით
სხდომის თავმჯდომარე
მაია ბითაძე
სხდომის მდივანი
ფიქრია რობაქიძე
გამოითხოვს