გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურების აღსრულების შესახებ სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.10.2023
ავტორი
სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი"
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#[4d3e]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-10-27
კომიტეტის სხდომის ნომერი 76

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2485?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა თარიღი 27 ოქტომბერი 2023 12:00 2023 წლის 27 ოქტომბერი, 12:00 საათი საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) დღის წესრიგი 1. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურების აღსრულების შესახებ სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი: გიორგი ტატიშვილი - სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი“; 2. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურების აღსრულების შესახებ სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი: ვასილ გედევანიშვილი - სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ უფროსი; 3. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურების აღსრულების შესახებ სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი: თამარ ალადაშვილი - სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ დირექტორი; 4. სსიპ „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს’’ საქმიანობის წლიური ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი: ხატია ჯიქურიძე - სსიპ „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს’’ უფროსი. 10/27/2023, 9:47 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომის ოქმი N76 ქ. თბილისი 2023 წლის 27 ოქტომბერი სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე - სხდომის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ხატია წილოსანი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილის ადგილმონაცვლე ირაკლი კირცხალია, ედიშერ თოლორაია, გოდერძი ჩანქსელიანის ადგილმონაცვლე სუმბატი კიუღერიანი, დავით კირკიტაძე, სალომე სამადაშვილი. კომიტეტის აპარატის თანამშრომლები: დენის სალუქვაძე - აპარატის უფროსი, ნანა გოგიტიძე, ფიქრია რობაქიძე, გურანდა ქართველიშვილი, ხათუნა მუკბანიანი, ელისო შანავა - სხდომის მდივანი. მოწვეული სტუმრები: გიორგი ტატიშვილი - სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი“, გიორგი ხუნდაძე - გარემოს დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ვასილ გედევანიშვილი - სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ უფროსი, მაია ბერაძე - სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ უფროსის მოადგილე, ვენერა მეტრეველი - გზშ-ს დეპარტამენტის უფროსი. თამარ ალადაშვილი - სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ დირექტორი, ეკატერინე ბენდელიანი - სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ დირექტორის მოადგილე, თამარ ღვალაძე - გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ლიკა ფხოველიშვილი - გარემოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ირაკლი კობახიძე - სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ იურისტი და ხატია ჯიქურიძე - სსიპ ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს’’ უფროსი. სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ. მან დაადასტურა სხდომის უფლებამოსილებისთვის საჭირო კვორუმის არსებობა და კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს. დღის წესრიგი: 1. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურების აღსრულების შესახებ სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ ანგარიშის მოსმენა. მომხსენებელი: გიორგი ტატიშვილი - სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს” უფროსი; 2. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურების აღსრულების შესახებ სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ანგარიშის მოსმენა. მომხსენებელი: ვასილ გედევანიშვილი - სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ უფროსი; 3. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურების აღსრულების შესახებ სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ ანგარიშის მოსმენა. მომხსენებელი: თამარ ალადაშვილი - სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ დირექტორი; 4. სსიპ ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს’’ საქმიანობის წლიური ანგარიშის მოსმენა. მომხსენებელი: ხატია ჯიქურიძე - სსიპ ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს’’ უფროსი. მოისმინეს: მაია ბითაძის ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილია სამი ანგარიში გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურების აღსრულებასთან დაკავშირებით და სსიპ ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს’’ საქმიანობის წლიური ანგარიშის მოსმენა. 2017 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“, რომელიც შესაბამის ევრო დირექტივებს ეყრდნობოდა, რომლის მიხედვითაც, კანონმდებლობა რეალურად შეიცვალა. მათ შორის გაფართოვდა არეალი იმ ობიექტებისა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაექვემდებარა და სწორედ, ამიტომ ვისმენთ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშს, რადგან ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებას, რომელსაც თვითონ სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ვისმენთ გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განთლების ცენტრის ინფორმაციას ჩატარებული რეფორმიდან გამომდინარე, რომლის მიხედვით სახელმწიფოა ვალდებული, რომ ჩაატაროს საზოგადოების მონაწილეობის კომპონენტი იმ ორ მნიშვნელოვან ეტაპზე, რასაც სკრინინგისა და სკოპინგის ეტაპს ვუწოდებთ. ასევე, მოვისმენთ ინფორმაციას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს საქმიანობის შესახებ, იმ ევრო დირექტივების შესრულების პარალელურად, რომლის შესრულება ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით გვევალება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ვალდებულებების შესრულების პარალელურად და თვალსაზრისით. მაია ბითაძემ სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსს, გიორგი ტატიშვილს. I საკითხი მომხსენებელი: გიორგი ტატიშვილი - მან აღნიშნა, რომ სსიპ ნავთობისა და გაზის სააგენტო გასცემს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ,,ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების შესაბამისად“, რომლის თანახმად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული პროცედურა შემდეგია: სკოპინგის ანგარიში:  სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო უზრუნველყოფს სკოპინგის განცხადებისა და სკოპინგის ანგარიშის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.  სკოპინგის განცხადების განთავსებიდან არაუადრეს მე-10 და არაუგვიანეს მე-15 სამუშაო დღისა სააგენტო უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვას.  საზოგადოებას უფლება აქვს განთავსებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით. სააგენტო სკოპინგის დასკვნის გაცემისას უზრუნველყოფს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვას და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს მათ.  სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან არანაკლებ 26 და არაუმეტეს 30 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო გასცემს სკოპინგის დასკვნას, რომელიც მტკიცდება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.  სკოპინგის პროცედურის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის, სკოპინგის დასკვნის ან/და საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.  საქართველოს თუ ოპერატორი სკოპინგის დასკვნის დამტკიცებიდან 2 წლის ვადაში ვერ მიიღებს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას, სკოპინგის დასკვნის დამტკიცების შესახებ სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ცხადდება ძალადაკარგულად. გზშ-ის ანგარიში (განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე):  სააგენტოს მიერ სკოპინგის დასკვნის დამტკიცების შემდეგ, ოპერატორი ან/და კონსულტანტი უზრუნველყოფს გზშ-ის ანგარიშის მომზადებას. ოპერატორი ვალდებულია გარემოსდაცვითი განცხადებით მიმართოს სააგენტოს.  განცხადების რეგისტრაციიდან გადაწყვეტილების 3 სამუშაო დღის მიღების თაობაზე ვადაში სააგენტო უზრუნველყოფს ამ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.  გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, გზშ-ის ანგარიშის განხილვის მიზნით, სააგენტოს უფროსი ქმნის საექსპერტო კომისიას. საექსპერტო კომისია ამზადებს და სააგენტოს 40 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს ექსპერტიზის დასკვნას გზშ-ის ანგარიშის შესახებ.  სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებულ ხარვეზის დადგენის შესახებ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების რეგისტრაციიდან 15 სამუშაო დღის ვადაში.   გადაწყვეტილებას თაობაზე იღებს განცხადების საზოგადოებას უფლება აქვს, განცხადების განთავსებიდან 40 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები გზშ-ის ანგარიშთან, დაგეგმილ საქმიანობასთან და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გასათვალისწინებელ პირობებთან დაკავშირებით. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემისას უზრუნველყოფს წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვას და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებს მათ. განცხადების განთავსებიდან არაუადრეს 25-ე და არაუგვიანეს 30-ე სამუშაო დღისა, სააგენტო გზშ-ის ანგარიშზე ატარებს საჯარო განხილვას.  გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან არანაკლებ 51 და არაუმეტეს 55 სამუშაო დღის ვადაში, სააგენტოს უფროსი გამოსცემს ბრძანებას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების  გაცემის შესახებ. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო უზრუნველყოფს გზშ-ის ანგარიშის, ექსპერტიზის დასკვნის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის და საზოგადოების მონაწილეობის შედეგების შესახებ ინფორმაციის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.  გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება საქმიანობის განმახორციელებელი საქართველოს განუსაზღვრელი ვადით გაიცემა. თუ 5 წლის ვადაში არ დაიწყებს ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქმიანობას, სააგენტო გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს. მომხსენებელმა ასევე, წარმოადგინა სააგენტოს მიერ დამტკიცებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია: 1. ნავთობის და გაზის რესურსების V სალიცენზიო ბლოკის, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მინიმალური სამუშაო პროგრამის შესრულების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. გაცემულია კონსორციუმზე, წარმოდგენილი შპს „ვესთ გალფ პეტროლეუმის საინჟინრო კომპანიით“. 28.01.2019 2. ნავთობის და გაზის რესურსების VI-A სალიცენზიო ბლოკის, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მინიმალური სამუშაო პროგრამის შესრულების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. გაცემულია კონსორციუმზე, წარმოდგენილი შპს „ჯორჯია ქოალიშინ ენერჯი ლიმითიდ კომპანით“. 04.02.2019 3. ნავთობის და გაზის რესურსების VI-B სალიცენზიო ბლოკის, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მინიმალური სამუშაო პროგრამის შესრულების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. გაცემულია კონსორციუმზე, წარმოდგენილი შპს „ჯორჯია ქოალიშინ ენერჯი ლიმითიდ კომპანით“. 04.02.2019 4. ნავთობის და გაზის რესურსების XI-F სალიცენზიო ბლოკის, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მინიმალური სამუშაო პროგრამის შესრულების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. გაცემულია „ჯორჯია ნიუ ვენჩერს ინკ“-ზე. 20.06.2019 5. ნინოწმინდის ნავთობშემკრები ბაზის ტერიტორიაზე 1000 მ3 ტევადობის 2 ახალი რეზერვუარის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. გაცემულია შპს „ქურა ბეისინ ოფერეითინგ ქომფანი“-ზე. 08.07.2019 6. სამგორის სამხრეთ თაღის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. გაცემულია სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“-ზე. 03.02.2020 7. პატარძეული აჯგდ 4-ის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. გაცემულია შპს „შლუმბერჟე საქართველო“-ზე. 23.10.2020 რუსთაველი ქომფანი ლიმითედი (ფილიალი) 8. თელეთის სათაო შემკრები პუნქტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. გაცემულია შპს „შლუმბერჟე საქართველო“-ზე. 23.10.2020 რუსთაველი ქომფანი ლიმითედი (ფილიალი) 9. ნავთობის და გაზის რესურსების XI-F სალიცენზიო ბლოკზე, დასავლეთ რუსთავის №16ა ჭაბურღილზე გაზის გაყიდვის წერტილის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. გაცემულია უცხოური საწარმოს ფილიალ „ჯიენვი ჯორჯია“-ზე. 28.04.2021 10. 2D და 3D სეისმური მონაცემების მოპოვება II სალიცენზიო ბლოკზე. გაცემულია „OMV Petrom S.A“-ზე. 01.02.2022 11. XI-K სახელშეკრულებო ფართობთან დაკავშირებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. გაცემულია „Georgia Oil & Gas Limited-ის საქართველოს ფილიალზე“. 15.12.2022 12. XI-Q სახელშეკრულებო ფართობთან დაკავშირებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. გაცემულია „Georgia Oil & Gas Limited-ის საქართველოს ფილიალზე“. 15.12.2022 13. IX-A, XI-K და XI-L სახელშეკრულებო ფართობებთან დაკავშირებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. გაცემულია „Georgia Oil & Gas Limited-ის საქართველოს ფილიალზე“. 15.12.2022 14. XI-H სახელშეკრულებო ფართობთან დაკავშირებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. სკოპინგის დასკვნა გაცემულია „Georgia Oil & Gas Limited-ის საქართველოს ფილიალზე“. 07.09.2023 კითხვა დასვა: მაია ბითაძემ - ინსპექტირების კუთხით როგორი მდგომარეობაა და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის პროცესი როგორ მიმდინარეობს? სკრინინგის კომპონენტის არ არსებობა კიდევ ერთხელ თვალნათელს ხდის იმ გარემოებას, რომ უფრო მკაცრი მოთხოვნებია დადგენილი კანონმდებლობით ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების დროს გარემოსდაცვითი კუთხით. უპასუხა: გიორგი ტატიშვილმა - რაც შეეხება ინსპექტირებას, პრაქტიკულად კანონმდებლობასთან შესაბამისობას ყველა მიმართულებით ვამოწმებთ. ეს გულისხმობს იმ პირობების შესრულებას, რაც გარემოსდაცვით ანგარიშში იყო დამტკიცებული. ამისთვის სპეციალური სტრუქტურული ერთეული არსებობს სააგენტოში სამმართველოს სახით. ეს არის გარემოსდაცვითი და ტექნიკური უსაფრთხოების სამმართველო, რომელიც თავის მხრივ, შედის ნავთობის და გაზის ოპერაციების დეპარტამენტში და ინსპექტირება ხდება, როგორც კამერალური, ასევე საველე სახით. ეს არის ყოველ კვარტალური ინსპექტირება. თუმცა, გრაფიკის გარეშე საველე გასვლებს ხშირად აქვს ადგილი. გვქონია შემთხვევები, როდესაც ბუნებრივმა კატასტროფებმა საკმაოდ სერიოზულად დააზიანა რეზერვუარები და საფრთხე იდგა სუფსაში ნავთობის ჩასვლის. თუმცა, სააგენტოს ინსპექტორებმა ადგილზე მომუშავე კომპანიასთან ერთად მოახდინეს ამის ლიკვიდაცია. თუ ადგილზე დარღვევებია გამოვლენილი, დგება შესაბამისი ოქმები და ხდება დაჯარიმება და ყველა ის პროცედურა, რაც ახლავს ხოლმე ასეთ საქმეებს. რაც შეეხება საზოგადოების ჩართულობას, ზუსტად იგივე პროცედურებს მივყვებით, რაც გზშ-ს დამტკიცებას ახლავს წინ. საზოგადოების ინტერესი დიდი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ადრე და ყველა საშუალებით ვაფრთხილებთ მოსახლეობას. მაგრამ როგორც წესი, როდესაც ესეთი მოსმენები მუნიციპალიტეტებში ტარდება, შეიძლება რამდენიმე ადამიანი იყოს უშუალოდ მოსახლეობიდან. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც იმ რეგიონის მოსახლეობა არის, მაგრამ ძირითადად თანამშრომლებით არიან წარმოდგენილნი ის საზოგადოება, რომელიც ესწრება ასეთი ტიპის შეხვედრებს. სავარაუდოდ, ეს არის გამოწვეული იმით, რომ ერთი არის ზედაპირზე მიმდინარე პროცესებს უშუალოდ ვინც აკვირდება და უშუალო გავლენას ახდენს მის საცხოვრებელ გარემოზე და როდესაც ესაუბრები, რომ 4000 მეტრის სიღრმეზე ჭაბურღილი უნდა გაიბურღოს, ნაკლებად განათლების საკითხებია. ამიტომ, ნაკლებად აინტერესებთ ან ფიქრობენ, რომ ნაკლებ ზეგავლენას მოახდენს მათ უშუალო საცხოვრებელ პირობებზე. თუმცა, დიდ პროგრესს ამას ვერ დავარქმევ, მაგრამ გასულ წლებში თუ სამი კაცი იყო შეხვედრებზე, ბოლო შეხვედრის დროს 15 კაცი იყო წარმოდგენილი. გადაწყვიტეს: (ერთხმად) ცნობად იქნეს მიღებული სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ უფროსის, გიორგი ტატიშვილის საკომიტეტო მოსმენით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურების აღსრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა. II საკითხი სიტყვა მოხსენებისთვის გადაეცა სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ უფროსს, ვასილ გედევანიშვილს. მომხსენებელი: ვასილ გედევანიშვილი - აღნიშნა, რომ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ ახალი მიღებულია და უფრო მეტად განსაზღვრა ის მოთხოვნები და სტანდარტები, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და აქტიურად ხდება დღეს ყველა იმ პროექტის შეფასება, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. სტატისტიკა საკმაოდ მზარდია, თუ 2017-18 წლებში კანონის ამოქმედებამდე ჩვენ გვქონდა 60-70 ნებართვა გაცემული, ეკოლოგიური ექსპერტიზის ე.წ. ნებართვებით, დღეს უკვე დაახლოებით 200-250-ის ფარგლებში გვაქვს ყოველწლიურად ნებართვა და საკმაოდ აქტიურად ინერგება ეს კულტურა. მათ შორის, ბიზნესში გათვალისწინებული რომ იყოს ადრეულ ეტაპზევე ყველა ის გარემოსდაცვითი მოთხოვნები, რომელიც აუცილებელია სამომავლო სწორი განვითარებისთვის. ერთის მხრივ, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ხორციელდება და რომელიც სახელმწიფოს ეჩქარება, მუდმივად გვაქვს ინტენსიური თანამშრომლობა. არსებობს საკითხები, რომლის გადაჭრა, დანერგვა საკმაოდ შრომატევად გადაწყვეტილებებს და დამატებით ხარჯებს მოითხოვს. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს გარემოს დაცვითი კომპონენტები გარკვეულწილად, წლიდან წლამდე უფრო იხვეწება და უფრო მეტად ესმით მნიშვნელობა გარემოს ზემოქმედების შეფასების. შესაბამისად, ჩვენი სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა არის გამოწვევები, საკითხები, რომლებიც საჭიროებს კიდევ უფრო გაუმჯობესებას. თუმცა, წლიდან წლამდე ვიზრდებით და ვითარდებით ამ მიმართულებით. ამის შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, მაია ბერიძემ წარმოადგინა ანგარიში პრეზენტაციის სახით. კითხვა დასვა: ხატია წილოსანმა - აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანწილად არის გაუმჯობესებული გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობა და ბევრი სიახლეა დანერგილი. მნიშვნელოვანი იყო სააგენტოს მხრიდან გამოწვევებზე საუბარი, რადგან ძირითადი კითხვები რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, სააგენტოს აქვს იდენტიფიცირებული სად არის სუსტი მხარეები და რისი გაკეთება შეიძლება. წილოსანის თქმით, ბოლო პერიოდში თვალნათელი იყო შოვის ტრაგედია და გურიაში მიმდინარე პროცესები. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა მოსახლეობის ინფორმირება მსგავსი ტიპის საფრთხეებთან მიმართებით მომავალში როგორ წარიმართება სააგენტოს მიერ. იმიტომ, რომ ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, რომ ნებართვები იყო გაცემული, მათ შორის, არ იყო სწორად გაკეთებული შეფასებები და ა.შ. ფიქრობთ თუ არა იმ რისკების გათვალისწინებით, რაც ჩვენ დავინახეთ და რაც დგას საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაწილში, რომ უფრო მეტი ინფორმირება იყო საჭირო და მათ შორის იდენტიფიცირებული საფრთხეები, რაც არის თქვენი მხრიდან. ამასთან დაკავშირებითაც, რომ იყოს კომუნიკაცია წინასწარ საზოგადოებასთან. კითხვა დასვა: მაია ბითაძემ - აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში გვაქვს დეტალები, რომლის გამკაცრება ვფიქრობ, დროულია. ჩვენ შარშან ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მივიღეთ წიაღთან მიმართებით და გავაფართოვეთ არეალი, რაც პრაქტიკულად დადასტურდა იმ პრაქტიკით, რომელიც სამინისტროს ჰქონდა სკოპინგთან მიმართებით. რაც შეეხება სტრატეგიულ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და განაშენიანების რეგულირების გეგმებს ვფიქრობ, რომ ის საკითხები, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ინდივიდუალური თუ ნორმატიული აქტით, საგაზაფხულო სესიაზე ახალი პაკეტით უნდა წარვდგეთ პარლამენტის წინაშე და გავამკაცროთ ის სტანდარტი, რომელიც არ იყო შემთხვევით. ეს იყო გარდამავალი პერიოდი და ვფიქრობ, რომ ახლა უკვე დროა სტანდარტი იქნეს გამკაცრებული. მეორე საკითხი: როგორც მოგეხსენებათ, კომიტეტი მუშაობს კლიმატის ცვლილების კანონზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამ კანონის მიღების პარალელურად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის საერთაშორისო ვალდებულებები, რომელიც დეკარბონიზაციასთან და დაბალემისიიან განვითარებასთან დაკავშირებით ქვეყანას საერთაშორისო დონეზე აღებული აქვს ვფიქრობ, ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, როგორც უპირობო 35%-თან მიმართებით ასევე, მითუმეტეს გაზრდილ 47%-თან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს ზემოქმედების შეფასების კრიტერიუმებში ჩვენ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია ცალკე კრიტერიუმად გვაქვს გამოყოფილი, მაგრამ მაინც გვაკლია რაღაც მექანიზმები, რომლის მიხედვითაც დავთვლით თითოეული საქმიანობის ეფექტს ან 35% ან შემდგომში 47%-თან მიმართებით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მართვის მექანიზმი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ბრიტანელ ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ. თქვენი აქტიური ჩართულობის მოლოდინი გვაქვს და ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება, რომ კლიმატის ცვლილების კანონში ეს ენერგია გზშ-თან და დეკარბონიზაციის თითოეულ საქმიანობასთან მიმართებით დათვლასთან დაკავშირებით იყოს კანონმდებლობის დონეზე განსაზღვრული. უპასუხა: ვასილ გედევანიშვილმა - კომპლექსური საკითხია გარემოზე ზემოქმედების შეფასება და ჩვენ ძალიან გვიჭირს საზღვრების დადგენა, თუ სადამდე უნდა გავყვეთ ამ პროცესს. გარკვეულწილად დგას საკითხი, რომ ის ნაგებობები და კონსტრუქციები, რომლებიც გზშ-ს შეფასების ფარგლებში კეთდება უნდა იყოს შეფასებული, რომ გარკვეულწილად სტიქიური მოვლენების შემთხვევაში რამდენად გაუძლებს, დაიცავს თუ არ დაიცავს. საკმაოდ რთულია ჩვენს მიერ იმ დონეზე და იმ ხარისხით შეფასება ამ პროექტის, რომ ჩვენ გარკვეულწილად პასუხისმგებლობა ავიღოთ ამ ნაწილში. როგორც წესი გარემოზე ზემოქმედების კუთხით რა გავლენას ახდენს გარემოზე და რამდენად აუცილებელია იქ დამცავი ღონისძიებების განხორციელება, პროექტის ფარგლებში ვაკეთებთ საფრთხეების შეფასებას და რისკების განსაზღვრას. სწორედ ის რუკები, საინფორმაციო და საფრთხეების შეფასება დაგვეხმარება მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დროს, რომ ჩვენ შემდგომ ამ კომპანიებს განუსაზღვროთ ის ვალდებულებები, თუ რა რისკის ზონაში ხვდება და რა ღონისძიებები უნდა განახორციელოს. შემდგომ უკვე, ის კონკრეტული ღონისძიებები და კონკრეტული გადაწყვეტილებები, ჩვენს კომპეტენციას სცილდება. თუმცა, მკაფიოდ ეს კანონმდებლობაში გაწერილი არ არის. კარგი იქნება გზშ-ს შესახებ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას. უპასუხა: მაია ბერაძემ - აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტების დონეზე ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები რაც არის, იმას ზედმიწევნით კი ვიცავთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან, მაგრამ როგორც ჩანს მაინც გვაჩვენებს ეს მაგალითები, რომ არ არის საკმარისი ან ხშირად არის ხოლმე რომ ამას იყენებენ რაღაცა სხვა მიზნებისთვის და ამბობენ, რომ ეს არ არის საკმარისი. სინამდვილეში დაინტერესება არ არის. რამდენიმე პროექტია უფრო მსხვილკანიანი ან რაღაცა კონკრეტული მიმართულების, რომლის მიმართაც გამოხატავენ მხოლოდ ინტერესს და სხვა დანარჩენი პროექტები, როგორიც არ უნდა იყოს, არ აინტერესებთ. ამ მიზეზით, რაღაცა მექანიზმები არის შესამუშავებელი. რაც შეეხება ინდაქტის და ნორმატიული აქტის ნაწილი იწვევს გარკვეულ ბუნდოვანებას. დაწყებულია მუშაობა და ვფიქრობთ ამ ნაწილშიც გაუმჯობესება გვჭირდება, რომ ამაღლდეს ეს პროცენტული მაჩვენებელიც და უფრო კარგი სტატისტიკით წარვდგეთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წინაშე შემდეგი ანგარიშის მოსმენაზე. აზრი გამოთქვა: მაია ბითაძემ - გარდა იმისა, რომ ინდივიდუალური და ნორმატიულ აქტებთან მიმართებით სულ უფრო შეიჭრა გარემოს ეროვნული სააგენტო მშენებლობაში, დაგეგმარებაში, შეუძლებელია, რომ ყველა მშენებლობის ნებართვაში გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა მოითხოვოს ვიღაცამ. აქ მივდივართ დეცენტრალიზაციის თემაზე. არა მხოლოდ დეცენტრალიზაციაზე, არამედ სხვა უწყებების მეტად ჩართულობის კომპონენტზე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ 2017 წლიდან ამოქმედდა ეს ახალი კანონი, მაგრამ ახლა კიდევ მოგვიწევს ერთი შეკრება სხვადასხვა უწყებებთან ერთად და კარგად დავფიქრდეთ მაგალითად, გდგ-ს გზშ უნდა გავუკეთოთ თუ მხოლოდ სტრატეგიულ გარემოზე ზემოქმედების შეფასება დავტოვოთ ან ფართობი შევამციროთ იმიტომ, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა თავისი შინაარსით გარკვეულწილად იმეორებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომპონენტებს თუმცა, შეიძლება დამამტკიცებელს არ ჰქონდეს ის რესურსი. ამიტომ, ეტაპობრივად უფრო ეფექტიანები რომ გავხდეთ, ვიფიქროთ და კომიტეტიც მზად არის, რომ ამ კუთხით მუშაობა უფრო ინტენსიური გავხადოთ. მეორე კომპონენტი - ზონირების რუკები, რომელზეც სამინისტრო მუშაობს, ეს იქნება კითხვაზე პასუხი, როგორ უნდა მოიქცეს მშენებლობის ნებართვის გამცემი და დამგეგმარებელი. ეს არის სწორედ სამინისტროს კომპეტენცია მთელ საქართველოს ტერიტორიას თუ გადავხედავთ, იმიტომ რომ ზონირების რუკა როდესაც გვექნება საბოლოო ჯამში თითოეულ ქალაქთან და დაბასთან მიმართებით, ოღონდ თავისი განმარტებით, აქ მთავარია უსაფრთხოების და ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინება სად რას ვაშენებთ და რა დამატებითი მექანიზმები უნდა ჩავდოთ იმიტომ, რომ შეიძლება აშენდეს მათ შორის, მოიჭრას მთა ან გაყვანილ იქნეს გვირაბი ზღვის ქვემოთ, თეორიულად ყველაფერი შეიძლება. აქ საკითხია, რომ ინვესტორმა ან საქმიანობის განმახორციელებელმა, იგივე სახელმწიფო შეიძლება იყოს გვირაბის გაჭრაზე პასუხისმგებელი, ამ შემთხვევაში წინასწარ უნდა იქნეს თანხები გათვლილი, რამდენად უღირს დაუშვათ ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელს ასეთი ინვესტიცია იმისთვის, რომ მეტი მდგრადობა იქნეს უზრუნველყოფილი. დანარჩენი შეზღუდვები მეტ ნაკლებად ჩვენს კანონმდებლობაში მოცემული გვაქვს. ასე რომ კომიტეტი მზად არის, რომ ამ კუთხით ჩვენ გავაგრძელოთ უფრო აქტიური მუშაობა, როგორც კლიმატის ცვლილებასთან. გადაწყვიტეს: (ერთხმად) ცნობად იქნეს მიღებული სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ უფროსის, ვასილ გედევანიშვილის საკომიტეტო მოსმენით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურების აღსრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა. III საკითხი სიტყვა მოხსენებისთვის გადაეცა სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლებისა ცენტრის“ დირექტორს, თამარ ალადაშვილს. მომხსენებელი: თამარ ალადაშვილი - მომხსენებელმა ისაუბრა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში საზოგადოების ჩართულობის კომპონენტებზე. მისი თმით, ცენტრი ორჰუსის კონვენციიდან გამომდინარე, აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ დღევანდელ სხდომაზე აქცენტებს გააკეთებს მხოლოდ გზშ-ს ნაწილზე. მთავარი მიზანი იმ ცვლილებების, რომელიც პირველი ივლისიდან ამოქმედდა არის ის, რომ ერთიანი მიდგომა დაინერგოს საჯარო განხილვების ორგანიზებასთან დაკავშირებით და პროცედურული საკითხები ერთიანი მიდგომით განხორციელდეს. ასევე ის, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი არის კიდევ უფრო მეტად ნეიტრალური უწყება, რეალურად ის არის მოდერატორი შუამავალი საზოგადოებას, დამგეგმავი ორგანოს, თუნდაც ნიას და სხვა უწყებებს შორის, რომელიც შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, შეიქმნა ახალი სამსახური ცენტრის სტრუქტურაში. სამსახური შედგება 8 საშტატო ერთეულისგან. მისი ძირითადი ფუნქციები გამომდინარეობს სწორედ იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელიც გზშ-ს კოდექსით განხორციელდა და უკავშირდება დაგეგმვიდან დაწყებული რეპორტინგით დამთავრებული საჯარო განხილვების პროცედურას. მომხსენებლის თქმით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჯარო განხილვების სივრცის უზრუნველყოფაში, საინფორმაციო დაფებზე განთავსებაში ინფორმაციის შესაბამისად, გამოგზავნაში ცენტრისთვის, ასევე ჩართულობაში. შესაბამისად, უზრუნველყოფს თარჯიმნის ჩართულობასაც საჭიროების შემთხვევაში. გარემოს ეროვნული სააგენტოც მონაწილეობს აღნიშნულ პროცედურებში. ალადაშვილის თქმით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გვეხმარება ინფორმაციის გავრცელებაში, თავშეყრის ადგილებში განცხადების გაკვრაში და შემდეგ უკვე ჩვენთვის ინფორმაციის გამოგზავნაში. საქმიანობის განმახორციელებელი აქტიურად არის ჩართული ამ მიმართულებით. ჩვენ ცვლილების განხორციელების პარალელურად გვქონდა შეხვედრა ჩვენ და გარემოს ეროვნულ სააგენტოს ძირითადად იმ საკონსულტაციო კომპანიებთან, რომლებიც შეიმუშავებენ გზშ-ებს. ასევე, მივაწოდეთ ჩვენი მოსაზრებები და რეკომენდაციები, რაც უნდა გაითვალისწინონ იმისთვის, რომ იყონ დახვეწილი, როგორც დოკუმენტაციის, ასევე პრეზენტაციების საჯარო განხილვების პერიოდში. მომხსენებლის თქმით, საანგარიშო პერიოდში ჩატარებულია 123 საჯარო განხილვა, აქედან, სკოპინგზე 70, სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებაზე 1 და გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე 52. აზრი გამოთქვა: მაია ბითაძემ - როგორც მოგეხსენებთ, საქართველოს პარლამენტი განიხილავს ბიუჯეტს. როგორც ვიცით საჯარო განხილვების ჩატარება დაკავშირებულია ფინანსურ რესურსებთან. კომიტეტი მზად არის, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად დამატებით მოითხოვოთ თანხები, ოღონდ ის თანხები, რის ათვისებასაც შეძლებთ, რაც რეალურად სჭირდება ცენტრს. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრულად იყოთ აღჭურვილები უფრო კარგად, ვიდრე ახლა ხართ იმისთვის, რომ სრულფასოვნად განახორციელოთ თქვენი ფუნქციები. მიუხედავად იმისა, რომ ახორციელებთ, მაინც ვფიქრობ, რომ საჭიროა დამატებითი რესურსი. ენობრივ ბარიერთან დაკავშირებით იყო პრობლემები, საინტერესოა ხომ არ განმეორებულა ამგვარი შემთხვევები? კითხვა დასვა: ხატია წილოსანმა - ძებნის ველთან დაკავშირებით მრავალფეროვანია ძებნის შესაძლებლობა. კონკრეტული საძიებო სიტყვებით მაგალითად, ერთერთი შესაძლებლობა იყო, რომ ერთი წინადადებით შეიძლება მოძებნო. სხვადასხვა გადაწყვეტილებების მოძიებაც რომ ხდება, ეს ხომ არ არის დამაბნეველი? ამასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ დასახვეწი იქნება ტექნიკურად. უპასუხა: თამარ ალადაშვილმა - ძებნის ფუნქციებთან მიმართებაში ვმუშაობთ ამ ეტაპზეც. იგივე გარკვეული სიტყვით ძებნასთან დაკავშირებით არის ერთი რეკომენდაცია, მაგრამ ეს საკმაოდ რთულია იმიტომ, რომ ისედაც ძალიან ბევრი ფილტრის ფუნქცია არის ჩართული. ამ ეტაპზე ვმუშაობთ იმაზე, რომ საჯარო განხილვის ადგილი როგორც აღინიშნა პროექტზე ერთი საჯარო განხილვა არ ტარდება, ზოგ შემთხვევაში ორი-სამი საჯარო განხილვა არის. ადგილი და დროც არის სხვადასხვა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ვიღებთ რჩევებს, რეკომენდაციებს, ჯერ კიდევ გვიწერია პორტალზე „სატესტო რეჟიმში“. რაც შეეხება ბიუჯეტს, დაგეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ცენტრის ბიუჯეტი ნამდვილად არ არის დიდი და კარგი იქნება თუ გვექნება თქვენი მხარდაჭერა. ყოველთვის გვიჭერთ კომიტეტი მხარს და წელსაც ამის იმედი გვაქვს ამ შემთხვევაში საჯარო განხილვების ორგანიზებასთან დაკავშირებით. რადგან წელს გამოიყო საპილოტე წელი, განათლების მიმართულებით იქნებოდა კარგი ბიუჯეტის ზრდა სწორედ იმ მიზნებიდან გამომდინარე, რაც საჯარო განხილვას უკავშირდება. ის ტრენინგები, რომლებიც ორჰუსის კონვენციის შესახებ იქნა მუნიციპალიტეტებისთვის ჩატარებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამისთვის არ გვაქვს ფინანსები და კარგი იქნება ამ მიმართულებით გარემოსდაცვითი დემოკრატიის მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგების ჩატარებასთან დაკავშირებით დამატებითი ბიუჯეტის გამოყოფა ცენტრისთვის. მნიშვნელოვანია ასევე ახალი კადრების დატრენინგება. გადაწყვიტეს: (ერთხმად) ცნობად იქნეს მიღებული სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ დირექტორის, თამარ ალადაშვილის საკომიტეტო მოსმენით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურების აღსრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა. IV საკითხი სიტყვა მოხსენებისთვის გადაეცა სსიპ „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს“ უფროსს, ხატია ჯიქურიძეს. მომხსენებელი: ხატია ჯიქურიძე - მან წარმოადგინა 2022 წლის ანგარიში სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ძირითად მიზანს წარმოადგენს მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანისა და გარემოს დაცვა. ძირითადი მიზნის მისაღწევად სააგენტო ახორციელებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავებას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციასა და ინსპექტირებას, რადიოაქტიური ნარჩენების მართვასა და ბირთვულ ან/და რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებას და დარიშხანის შემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების სისტემურ მართვას, მოვლა-პატრონობას, ფიზიკური დაცვის კომპლექსური სისტემის შექმნასა და ფუნქციონირების უზრუნველყოფას. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს განმსაზღვრელი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი 2012 წელს იქნა მიღებული. ტექნოლოგიების განვითარების შედეგად წარმოშობილი საჭიროებებისა და მოქმედი რეგულაციების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც 2023 წლის 16 ივლისს მიიღო საქართველოს პარლამენტმა - „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონი. კანონპროექტის მოსალოდნელი ზოგადი შედეგი მარეგულირებელი რეჟიმის გაუმჯობესებაა მისი ეფექტიანობის უზრუნველყოფის გზით, რაც აუცილებელია ადამიანისა და გარემოს დასაცავად მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან. სააგენტოში შემუშავდა საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტები:    ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგი რების წესი; საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესი; მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმები და ძირითადი მოთხოვნები. რეგულირება და კონტროლი (ავტორიზაცია, ინსპექტირება და რეაგირება)      ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობაზე გაიცა 51 ლიცენზია, გაუქმდა 19 ლიცენზია, ლიცენზიის მფლობელ 137 ობიექტს მიეცა ლიცენზიის ფარგლებში საქმიანობის გაფართოების უფლება; ლიცენზიის ფარგლებში გაიცა 53 ნებართვა მაიონებელი გამოსხივების წყაროების იმპორტზე, ექსპორტზე და შეძენაზე; 2023 წელს დღემდე ინსპექტირება განხორციელდა 93 ობიექტზე, აქედან არაგეგმური ინსპექტირება -3 ობიექტზე; გამოვლინდა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამობა-16 ორგანიზაციაში, რაზედაც შედგენილ იქნა 27 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი; განხორციელდა 11 რეაგირება. რადიოაქტიური ნარჩენების მართვა საანგარიშო პერიოდში სააგენტოს მუშაობა ძირითადად მიმართული იყო რადიოაქტიური ნარჩენების მართვის 2017-2031 წლების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი საერთაშორისო პროექტების მიხედვით დასახული ღონისძიების განხორციელებაზე;  განხორციელდა ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკულ მცენარეთა კვლევების ყოფილი ინსტიტუტის ლაბორატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რადიაციულად დაბინძურებული ნიადაგის დროებითი შესანახის დეკომისია;  რადიაციულად დაბინძურებული ნიადაგი უსაფრთხოდ ტრანსპორტირებული და განთავსებულია რადიოაქტიური ნარჩენების საცავში. უკონტროლო რადიოაქტიური წყაროების მოძიება        განხორციელდა უკონტროლო რადიოაქტიური წყაროების საძიებო ოპერაცია. 2023 წლის 15 აპრილიდან 15 ივლისამდე პერიოდში სულ შემოწმდა 71 ობიექტი: სამეცნიერო - კვლევითი და სასწავლო ინსტიტუტები; ჯართის ობიექტები; მუზეუმები და საკონცერტო დარბაზები; ყოფილი და მოქმედი ინდუსტრიული ობიექტები; ყოფილი თავდაცვის ობიექტები და სამოქალაქო თავდაცვის ბუნკერები; თბილისის მეტროპოლიტენის გვირაბები. აღმოჩენილი იქნა:   423 ერთეული რადიოაქტიური წყარო და რადიოაქტიური წყაროს შემცველი ნაკეთობები; რადიონუკლიდებით დაბინძურებული 3 ლოკაცია. დარიშხანის შემცველი ნარჩენების სისტემური მართვა 2023 წელს სააგენტო განისაზღვრა - დარიშხანის შემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების სისტემური მართვის, მოვლაპატრონობის, ფიზიკური დაცვის კომპლექსური სისტემის შექმნისა და ფუნქციონირების განმახორციელებელ ორგანოდ. განხორციელდა დარიშხანის შემცველი ნარჩენების სისტემური მართვის პირველი რიგის ღონისძიებები, კერძოდ ლენტეხის მუნიციპალიტეტში (ცანა 1, ცანა 3) და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ურავი 1) დარიშხანის შემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილები შემოიღობა, რითიც შეზღუდული იქნა სახიფათო ტერიტორიაზე ადამიანისა და ცხოველების დაშვება. შემუშავდა დარიშხანის შემცველი ნარჩენების სამარხის პროექტი და გარემოზე ზემოქმედებისა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად დოკუმენტაცია. გადაწყვიტეს: (ერთხმად) ცნობად იქნეს მიღებული სსიპ „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს“ უფროსის, ხატია ჯიქურიძის საკომიტეტო მოსმენით გათვალისწინებული წლიური ანგარიშის მოსმენა. სხდომის თავმჯდომარე: მაია ბითაძე სხდომის მდივანი: ელისო შანავა