ადაპტიური ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განათლების განვითარება საქართველოში
📋 განხილვის ეტაპები
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-04-27
კომიტეტის სხდომის ნომერი 54
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2141?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
27 აპრილი 2023 11:00
2023 წლის 27 აპრილი 11:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
( A კორპუსი, III სართული, N307)
დღის წესრიგი
1.ადაპტიური
ფიზიკური
აღზრდისა
და
სპორტის
განათლების
განვითარება
პარაოლიმპიური
კომიტეტის
საქართველოში
/მომხსენებელი:
რევაზ
რევაზიშვილი,
საქართველოს
გენერალური მდივანი/
2. მიმდინარე და დაგეგმილი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების
თაობაზე
ანგარიშის მოსმენა
/მომხსენებლები: დავით ტაბიძე, სსიპ. „მუნიციპალური განვითარების ფონდი“-ს
დირექტორი;
გიორგი ციბაძე - დირექტორის მოადგილე;/
4/27/2023, 1:32 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
სხდომის ოქმი N54
2023 წლის 27 აპრილი, 11:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
( A კორპუსი, III სართული, N307)
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი;
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: დავით კაჭარავა, მანუჩარ კვირკელია,
ზაზა ლომინაძე, შოთა ხაბარელი, ლევან კობიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და იაგო
ხვიჩია;
კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდნენ: ვიქტორ სანიკიძე, გივი მიქანაძე, ირაკლი (დაჩი)
ბერაია და კახაბერ ოქრიაშვილი;
სხდომას ასევე ესწრებოდნენ:
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
რატი იონათამიშვილი - პარლამენტის წევრი, ა(ა)იპ. ,,საქართველოს
პარალიმპიური კომიტეტი“-ს პრეზიდენტი;
მაია აზარაშვილი - კომიტეტთან არსებული სამეცნიერო საკონსულტაციო
საბჭოს წევრი;
ლელა აფციაური - პედაგოგიკის დოქტორი, პროფესორი;
თეა ადამია - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების ექიმი;
გურამ ძაგანია - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის
სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი;
მერაბ მეტრეველი - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის
სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლებისა და
გადამზადების ცენტრის დირექტორი;
ელისო მურვანიძე - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის
სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები;
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის 8 წევრის დასწრებით.
დღის წესრიგი:
1.
ადაპტიური ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განათლების განვითარება
საქართველოში
/მომხსენებელი: რევაზ რევაზიშვილი, ა(ა)იპ. ,,საქართველოს პარალიმპიური
კომიტეტი“-ს გენერალური მდივანი/
2.
მიმდინარე და დაგეგმილი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების
თაობაზე ანგარიშის მოსმენა
/მომხსენებლები: დავით ტაბიძე, სსიპ. ,,მუნიციპალური განვითარების
ფონდი“-ს დირექტორი;
გიორგი ციბაძე - დირექტორის მოადგილე;/
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი;
დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის თაობაზე მოისმინეს:
ა(ა)იპ. ,,საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი“-ს გენერალური მდივნის რევაზ
რევაზიშვილის მოხსენება, რომელმაც საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის მისიასა
და ადაპტიური ფიზიკური აღზრდისა და სასპორტო განათლების განვითარების
საკითხებზე ისაუბრა.
მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის მიზანია,
საქართველოში პარალიმპიური სპორტის სახეების განვითარება და მოძრაობის
პოპულარიზაცია, შშმ პირთათვის სპორტში მონაწილეობის ხელმისაწვდომობა და
სპორტულ მოღვაწეობაში ჩართულობით საზოგადოებაში ინტეგრაცია. კომიტეტი არის
საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის (IPC), ეტლით მოსარგებლეთა და
ამპუტანტთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (IWAS), უსინათლოთა სპორტის
საერთაშორისო ფედერაციის (IBSA), მჯდომარე ფრენბურთის, ბოჩას, ტაეკვონდოს და
სხვა საერთაშორისო ფედერაციების წევრი. განვითარებულია 15 სპორტის სახეობა:
პარაწოლჭიმი, პარაცურვა, მჯდომარე ფრენბურთი, უსინათლოთა ფეხბურთი,
პარამშვილდოსნობა, პარაძიუდო, ბოჩა, პარა მაგიდის ჩოგბურთი, პარასროლა,
პარამძლეოსნობა, ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობა, ეტლით მოსარგებელთა
ჩოგბურთი, ეტლით მოსარგებლეთა კალათბურთი, პარატაეკვანდო და ზამთრის
სპორტის სახეობა - თხილამურებით კროსი. სულ პარალიმპიური კომიტეტის ეგიდით,
პარალიმპიურ თამაშებში, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებში და საერთაშორისო
ტურნირებში მონაწილეობა მიიღო 220-მდე
პარასპორტსმენმა. ტურნირებში
მონაწილეობას იღებენ აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს ISAF ის მისიაში დაჭრილი
სამხედრო მოსამსახურეები. 2022 წელს მოპოვებული იქნა 61 მედალი (19 ოქრო, 15
ვერცხლი, 27 ბრინჯაო).
რევაზ რევაზიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის
ინიციატივით ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას
გაუწევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპორტის მწვრთნელთა და
სპეციალისტთა
ბაკალავრიატის
საფეხურის
ჩამოყალიბებისთვის
საჭირო
დოკუმენტების, პროგრამის და სასწავლო ლიტერატურის შექმნას. წლების მანძილზე
პარალიმპიური, სპეციალური და სურდოლიმპიური კომიტეტების მწვრთნელთა
გუნდები სხვადასხვა პარასპორტის სახეობებში ვითარდებოდნენ მხოლოდ
პრაქტიკული გამოცდილების ხარჯზე. ის თანამედროვე მიღწევები და გამოცდილება
რაც დღეს არის მსოფლიოში, პროფესიონალი კადრების არყოლის გამო, ხშირად
რჩებოდა უყურადღებოდ და არ ხდებოდა სიახლეების ათვისება. მომხსენებლის
ინფორმაციით, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტი მზადაა ხელი შეუწყოს აღნიშნული ჯგუფის საქმიანობას, როგორც
საკუთარი კადრებით, ისე სპორტული და სასწავლო ინფრასტრუქტურით. ამ მიზნით,
საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტსა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის
სახელმწიფო
სასწავლო
უნივერსიტეტს
შორის
გაფორმდა
ურთიერთანამშრომლობის
მემორანდუმი,
სადაც
გამოიხატა
პარასპორტის
განათლების სფეროში თანამშრომლობის და პარტნიორობის სურვილი და
მზადყოფნა.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, 1998 წელს სპორტის აკადემიაში შეიქმნა
ადაპტიური ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პროგრამა,
2002 წელს კი ადაპტიური ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სამაგისტრო პროგრამა, რომლებიც
2007 წელს, აკადემიის სხვა უნივესიტეტთან შერწმის შედეგად, გაუქმდა.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს გააცნო სხვადასხვა ქვეყნის (აშშ. დოდო
ბრიტანეთი,
თურქეთი,
რუსეთი)
გამოცდილება,
რომელთა
უმაღლეს
სასწავლებლებშიც არსებობს შშმ პირთა სპორტის მწვრთნელთა და სპეციალისტთა
მომზადების და აღზრდის ფაკულტეტები და პროგრამები.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით გამოითქვა
მოსაზრებები:
ფიზიკური აღზრდის და სპორტის სახელმწიფო სასწალო უნივერსიტეტის რექტორ
ჯემალ ძაგანიას განცხადებით, უნივერსიტეტი მზადაა თავისი რესურსებით
მონაწილეობა მიიღოს პროცესებში.
რატი იონათამიშვილი მიესალმა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ
ინიციატივას და მზადყოფნა გამოხატა, საკითხის მხარდასაჭერად.
გადაწყვიტეს: კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს საქართველოში ადაპტიური
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განათლების განვითარების თაობაზე
წარმოდგენილი ინფორმაცია.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე კომიტეტის წევრებმა მოისმინეს:
სსიპ. ,,მუნიციპალური განვითარების ფონდი“-ს დირექტორ დავით ტაბიძის
ინფორმაცია, მიმდინარე და დაგეგმილი სპორტული ინფრასტრუქტურული
პროექტების თაობაზე.
მომხსენებლის განმარტებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის ბიუჯეტი 2022
წლის დასაწყისში შეადგენდა 595 550 000 ლარს, ხოლო 2022 წლის საბოლოო ბიუჯეტი
განისაზღვრა 626 431 000 ლარით. საკასო შესრულება - 630 285 800 ლარი. 2023 წელს
ფონდს დაუმტიკცა ბიუჯეტი 838 600 000 ლარის ოდენობით, რომელიც 23 სხვადასხვა
პროგრამაზეა განაწილებული, საიდანაც 566 726 000 სახელმწიფო ბიუჯეტის წილია,
ხოლო 271 874 000 ლარი სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით.
როგორც დავით ტაბიძემ აღნიშნა, მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურ
ფაზაში ახორციელებს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაციის
სამუშაოებს და მის პორტფელში, დღეის მდგომარეობით, მხოლოდ სპორტულ
ინფრასტრუქტურაზე გაფორმებულია 32 ხელშეკრულება ჯამური ღირებულებით 152
478 052.22 ლარი, საიდანაც 73 021 968.89 ლარი უკვე ანაზღაურებულია, ხოლო 79 456
083.33 ლარი ღირებულების სამუშაოები ჯერ კიდევ შესასრულებელა. არსებული
ხელშეკრულებებიდან, 30 ხელშეკრულება ჯამური ღირებულებით 138 903 125.47
ლარი, სრულდება 2023 წელს, ხოლო 2 ხელშეკრულება - ჯამური ღირებულებით 13
574 926.75 ლარი, სრულდება 2024 წლის 1 კვარტალში. არსებული 32
ხელშეკრულებიდან 7 ხელშეკრულება მოიცავს სპორტკომპლექსების მშენებლობას,
ხოლო დანარჩენი 25 ხელშეკრულება გაფორმებულია საქართველოში უეფას 21 წლამდე
ევროპის ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად. მიმდინარე სატენდერო
პროცედურები მიმდინარეობს ქ. ზუგდიდში
სპორტკომპლექსის მშენებლობაზე
სავარაუდო შესყიდვის ღირებულებით - 12 800 000 ლარი.
მომხსენებელმა მგფ -ის სამომავლო გეგემბზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა 2025
წლის დასაწყისში საქართველოს მასპინძლობით ევროპის ზამთრის ახალგაზრდული
ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად ინფრასტრუქტურის გამართვის საკითხზე,
რომლის ფარგლებშიც უნდა მოეწყოს ყინულის დარბაზი, ბიატლონი და ტრამპლინი.
მანვე ისაუბრა განხორციელებულ და მიმდინარე სპორტულ ინფრასტრუქტურულ
პროექტებზე. კერძოდ:
ქ. ქუთაისში საცურაო აუზის მშენებლობა
დონორი - აზიის განვითარების ბანკი
დაწყება - 21.04.2021
დასრულება - 2023 წლის მაისი
ღირებულება - 13 600 000 ლარი
ქ. რუსთავის სპორტული კომპლექსის მშენებლობა
დონორი - აზიის განვითარების ბანკი
დაწყება - 2021 წლის მაისი
დასრულება - 2023 წლის ივნისი
ღირებულება - 20,075,234 ლარი
ქ. ზუგდიდში სპორტკომპლექსის მშენებლობა
დონორი - აზიის განვითარების ბანკი
დაწყება - 23.04.2021
დასრულება - 2022 წლის აგვისტოში შეწყდა ვადაზე ადრე კონტრაქტი. მას
შემდეგ, დარჩენილ სამუშაოებზე ორჯერ გამოცხადდა ტენდერი და ჩაიშალა.
ამჟამად
მიმდინარეობს
მესამე
ტენდერის
შეფასება.
სვარაუდოდ,
დაკონტრაქტდება 2023 წლის მაისში და სამუშაოები სავარაუდოდ
დასრულდება 2024 წლის ივლისში.
ღირებულება - უკვე შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 3 200 000
ლარი
მიმდინარე ტენდერის ღირებულება - 12 800 000 ლარი
ქ. ახალციხეში სპორტკომპლექსის მშენებლობა
დონორი - აზიის განვითარების ბანკი
პირველი ეტაპი - პირველადი შესყიდვა
დაწყება - 23.04.2021
დასრულება - 23.11.2022 (შეწყდა ვადაზე ადრე, 2022 წლის აგვისტოში)
ღირებულება - შესრულდა 3 470 000 ლარის სამუშაოები
მეორე ეტაპი - დარჩენილ სამუშაოებზე შერჩეულია კონტრაქტორი და
მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები
დაწყება - 19.01.2023
დასრულება - 19.02.2024
ღირებულება - 11,296,483 ლარი
ქალაქ მარნეულში, საფეხბურთო სტადიონი
Design-Build მეთოდით პროექტირება/მშენებლობა კონტრაქტის ღირებულება
8,144,360 ლარი, პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2023 წლის
ნოემბერი, თუმცა სამშენებლო სამუშაოების დასრულება დაგეგმილია ვადაზე
ადრე.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის
სახელობის სპორტული კომპლექსი
Design-Build მეთოდით პროექტირება/მშენებლობა, კონტრაქტის ღირებულება
შეადგენს 2,278,444 ლარს პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2024
წლის პირველი კვარტალი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქალაქ ბოლნისში მრავალფუნქციური სპორტული
დარბაზი
Design-Build მეთოდით პროექტირება/მშენებლობა. კონტრაქტის ღირებულება
2,508,282,68 ლარი, პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2023 2023
მეოთხე კვარტალი.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი
Design-Build მეთოდით პროექტირება/მშენებლობა, კონტრაქტის ღირებულება
2,111,999 ლარი, პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2023 წლის
მეოთხე კვარტალი.
ზუგდიდის სტადიონი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 2015-2017 წლებში ქ. ზუგდიდში ჯანაშიას ქუჩა
N15-ში განახორციელა ფეხბურთის სტადიონის მშენებლობის სამუშაოები, მათ
შორის
სტადიონის
მაყურებელთა
ტრიბუნის
რკ/ბეტონის
მზიდი
კონსტრუქციების სამშენებლო სამუშაოები.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მოეწყო
განათების ანძები და მაყურებელთა ტრიბუნის გადახურვის მოწყობის
პროცესში სტადიონის მაყურებელთა ტრიბუნის რკ/ბეტონის მზიდ
კონსტრუქციებზე აღმოჩენილ იქნა მცირე ბზარები, რამაც სამუშაოების
დროებით შეჩერება გამოიწვია. ფონდის დაკვეთით, სსიპ ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ მომზადების
პროცესშია არსებული საფეხბურთო სტადიონის შენობის კონსტრუქციების
მზიდუნარიანობის განსაზღვრის დასკვნა, რის საფუძველზეც შემდგომ
მოხდება სამუშაოების სატენდერო პროცესის დაწყება და სამშენებლო
სამუშაოების წარმოება.
უეფას 21 წლამდელთა 2023 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი
2022 წლის 26 აპრილის საქართველოს მთავრობის N748 განკარგულებით საქართველოს
მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა ფეხბურთში უეფას 21 წლამდელთა
2023 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ჩასატარებლად
საჭირო სტადიონების მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოების უზრუნველყოფა.
ამჟამად სამშენებლო და რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია ყველა
ლოკაციაზე, კერძოდ:
სათამაშო სტადიონები (სულ 3 სტადიონი):
1.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი (ლოკომოტივი)
მიმდინარეობს სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოები
დასრულდება აპრილის ბოლოს და 15 მაისამდე მოხდება ინფრასტრუქტურის და
შესაბამისი სისტემების გამართულობის შემოწმება/ტესტირება. გაფორმებულია ორი
ხელშეკრულება ღირებულებით 15,800,000 ლარი. შესრულებულია სარეაბილიტაციო
სამუშაოების სრული მოცულობის - 85%;
2.
ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი (დინამო)
მიმდინარეობს სახანძრო უსაფრთხოების სისტემის, განათების სისტემის, მოედნის
სარეაბილიტაციო სამუშაოები და ახალი ტაბლოს მოწყობა. სამუშაოები დასრულდება
მაისის დასაწყისში და 15 მაისამდე მოხდება ინფრასტრუქტურის და შესაბამისი
სისტემების გამართულობის შემოწმება/ტესტირება. გაფორმებულია 4 ხელშეკრულება,
ჯამური ღირებულებით 7 000 000 ლარი.
3.
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი (ტორპედო)
მიმდინარეობს სრული სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამშენებლო
სამუშაოები დასრულდება აპრილის ბოლოს და 15 მაისამდე მოხდება
ინფრასტრუქტურის და შესაბამისი სისტემების გამართულობის შემოწმება/ტესტირება.
გაფორმებულია 3 ხელშეკრულება ჯამური ღირებულებით 21,626,528 ლარი.
შესრულებულია სარეაბილიტაციო სამუშაოების სრული მოცულობის - 85%;
ტექნიკური ცენტრები (სტადიონები):
1. მიხეილ მესხის სახელობის ტექნიკური ბაზა (მესხი 2)
მიმდინარეობს სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოები
დასრულდება აპრილის ბოლოს და 15 მაისამდე მოხდება ინფრასტრუქტურის და
შესაბამისი სისტემების გამართულობის
შემოწმება/ტესტირება. ხელშეკრულების
ღირებულება 6,000,000 ლარი. შესრულებულია სარეაბილიტაციო სამუშაოების სრული
მოცულობის - 90%;
2. ეროვნული ნაკრების საწვრთნელი ბაზა „ბასა”
მიმდინარეობს სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოები
დასრულდება აპრილის ბოლოს და 15 მაისამდე მოხდება ინფრასტრუქტურის და
შესაბამისი სისტემების გამართულობის
შემოწმება/ტესტირება. ხელშეკრულების
ღირებულება 5,100,000 ლარი. შესრულებულია სარეაბილიტაციო სამუშაოების სრული
მოცულობის - 90%;
3. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი
მიმდინარეობს სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოები
დასრულდება აპრილის ბოლოს და 15 მაისამდე მოხდება ინფრასტრუქტურის და
შესაბამისი სისტემების გამართულობის
შემოწმება/ტესტირება. ხელშეკრულების
ღირებულება 4,100,000 ლარი. შესრულებულია სარეაბილიტაციო სამუშაოების სრული
მოცულობის - 90%;
4. წყალტუბოს სათადარიგო სტადიონი
მიმდინარეობს სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოები
დასრულდება აპრილის ბოლოს და 15 მაისამდე მოხდება ინფრასტრუქტურის და
შესაბამისი სისტემების გამართულობის შემოწმება/ტესტირება. ხელშეკრულების
ღირებულება 4,000,000 ლარი. შესრულებულია სარეაბილიტაციო სამუშაოების სრული
მოცულობის - 90%;
5. ქობულეთის სათადარიგო სტადიონი
მიმდინარეობს სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოები
დასრულდება აპრილის ბოლოს და 15 მაისამდე მოხდება ინფრასტრუქტურის და
შესაბამისი სისტემების გამართულობის შემოწმება/ტესტირება. ხელშეკრულების
ღირებულება 4,000,000 ლარი. შესრულებულია სარეაბილიტაციო სამუშაოების სრული
მოცულობის - 90%;
6. ბათუმის N1 და N2 სათადარიგო სტადიონები
მიმდინარეობს სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოები
დასრულდება აპრილის ბოლოს და 15 მაისამდე მოხდება ინფრასტრუქტურის და
შესაბამისი სისტემების გამართულობის შემოწმება/ტესტირება. ხელშეკრულების
ღირებულება 8,000,000 ლარი. შესრულებულია სარეაბილიტაციო სამუშაოების სრული
მოცულობის - 90%.
მომხსენებლის ინფორმაციით, 2025 წლის დასაწყისში საქართველოს მასპინძლობით
ტარდება ,,ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი2025“, რომლის ფარგლებშიც უნდა მოეწყოს ყინულის დარბაზი, ბიატლონი და
ტრამპლინი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის თაობაზე დეპუტატების მიერ
დასმულ კითხვებს მგფ-ის დირექტორმა და მოადგილემ გასცეს პასუხები.
გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო სსიპ. ,,მუნიციპალური განვითარების
ფონდი“-ს მიერ მიმდინარე და დაგეგმილი სპორტული ინფრასტრუქტურული
პროექტების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიში.
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი მეძმარიაშვილი
სხდომის მდივანი
მაგდანა ბზიკაძე