ინიცირებისთვის წარმოდგენილ კანონის პროექტზე „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
📋 განხილვის ეტაპები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-10-10
კომიტეტის სხდომის ნომერი 90
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2446?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
10 ოქტომბერი 2023 10:00
2023 წლის 10 ოქტომბერი, 10:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
კომიტეტის სათათბირო ოთახი N638
(C კორპუსი, VI სართული)
დღის წესრიგი
1. „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტის - „ქვეყნის ძირითადი
მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის
მოხსენების
-
„საქართველოს
2023
წლის
სახელმწიფო
ბიუჯეტის
შესრულების
მიმდინარეობის შესახებ“ განხილვა (07-2/322/10; 29.09.2023);
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი
კაკაურიძე;
წამყვანი კომიტეტი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ნანა მეგრელიშვილი;
2. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
10/9/2023, 10:34 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
სხდომის ოქმი N90
2023 წლის 10 ოქტომბერი, 10:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
კომიტეტის სათათბირო ოთახი N638
(C კორპუსი, VI სართული)
სხდომის თავმჯდომარე: ზაზა ლომინაძე
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვლადიმერ კახაძე,
რამინა ბერაძე, ქეთევან
ჩარკვიანი
ობოლაშვილი,
(ირმა
ზავრადაშვილის
უფლებამონაცვლე),
ანტონ
სალომე
ჯინჯოლავა, დიმიტრი ხუნდაძე, ზაალ მიქელაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა წითლიძე,
გიორგი გოდაბრელიძე, შალვა შავგულიძე.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: პარლამენტის აპარატის თანამშრომლები და სხვა მოწვეული
პირები;
კომიტეტის სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა კომიტეტის 12 წევრის დასწრებით.
სხდომის მდივანი: ირაკლი ციმინტია
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის განსახილველი საკითხები:
1.
„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტის - „ქვეყნის ძირითადი
მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის
მოხსენების - „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის
შესახებ“ განხილვა (N07-2/322/10; 29.09.2023).
2.
სხვა საორგანიზაციო საკითხები
სხდომის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ დაადასტურა კვორუმის არსებობა, კომიტეტის
წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი, რომელიც დამტკიცდა სხდომაზე დამსწრე კომიტეტის
წევრთა უმრავლესობის მიერ.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით,
მოისმინეს:
საქართველოს
ფინანსთა
მინისტრის
პირველი
მოადგილის,
გიორგი
კაკაურიძის
ინფორმაცია „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან და თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებით.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესახებ
ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2024 წლის ბიუჯეტში რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია
5,2%-ის ოდენობით, საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია
და შეადგენს 2,8%-ს, ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 85,4 მლრდ ლარის
ოდენობით, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ს 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის
მაჩვენებელი მშპ-ს 38 %-ის ფარგლებშია.
ხოლო, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებების დაფინანსებისთვის მომავალ
წელს საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტის თითქმის ერთი მესამედი - 7 მილიარდ 735 მილიონი
ლარი არის გათვალისწინებული.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, რომ 2024 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს:
სოციალური მიმართულებით:
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს
დაფინანსების დამატებით 65,0 მლნ ლარით ზრდას და ჯამში შეადგენს 7 800,0 მლნ ლარს.
ბიუჯეტის პირველად ვარიანტში კი გათვალისწინებული იყო:
70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსიის ზრდა 50 ლარით და
განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან
დასახლებებში თითქმის 500 ლარს გაუტოლდება;
70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარის
ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 380 ლარს გაუტოლდება;
გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ
პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 50 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა
გასაცემლის ზრდა 20 ლარით;
გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისიდან 200 ლარამდე გაზრდილი
ბავშვთა სოციალური დახმარების სრული წლის დაფინანსება;
ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,6 მილიარდი ლარი,
მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი
ზრდა;
დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 230,0 მლნ
ლარი.
ამასთან, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე მუნიციპალური ბიუჯეტებიდან
გამოიყოფა 300,0 მლნ ლარზე მეტი.
დამატებით გამოყოფილი 65,0 მლნ ლარის ფარგლებში განხორციელდება:
სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიებისთვის არსებული
ზედა ზღვრის (560 ლარი) გადაანგარიშება 1 000 ლარამდე, ამავდროულად პოლიციელებსა და
ჯარისკაცებზე, ნამსახურების თითო წელს განსაზღვრული თანხის საშუალოდ 20%-იან ზრდას.
შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება იმ პირთა კომპენსაციები, რომლებიც იღებდნენ
მაქსიმალურ ზღვარს, ხოლო სხვა პირთა კომპენსაცია გაიზრდება საშუალოდ 20%-ით;
საყოფაცხოვრებო სუბსიდიის 7 ლარიანი მოცულობა გაიზრდება 40 ლარამდე, 22
ლარიანი - 60 ლარამდე, ხოლო 44 ლარიანი - 80 ლარამდე;
დაიწყება ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებში მრავალშვილიანი უსახლკარო
ოჯახებისთვის განხორციელდება საცხოვრებელი სახლების შესყიდვა;
გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება, რითაც შესაძლებელი იქნება
პენსიონერთათვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება
სრული წლის განმავლობაში.
მომხსენებელი
2024
წლის
ბიუჯეტში
განათლების,
კულტურისა
და
სპორტის,
მიმართულებით გამოყოფილი დაფინანსების საკითხებსაც შეეხო.
დეპუტატებმა წარმოდგენილ საკითხზე
შეკითხვებით მიმართეს მომხსენებელს.
საკუთარი
მოსაზრებები
გამოთქვეს
და
კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ 2024
წლის
ბიუჯეტში ჯანდაცვასა და სოციალური სფეროს დაფინანსებაზე გამოყოფილია 7,8
მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო ამ თანხიდან პრაქტიკულად 4 მლრდ ლარი მიემართება საპენსიო
ანაზღაურებაზე. მისივე განცხადებით, მისასალმებელია, რომ საპენსიო ანაზღაურება იზრდება
როგორც ქალაქში, ასევე მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის. არ შეიძლება ხაზგასმით არ
აღინიშნოს, რომ ბიუჯეტი ორიენტირებულია სოციალურად დაუცველ ბავშვებზე. აღსანიშნავია,
რომ გრძელდება სკოლების და ბაღების მშენებლობა, რისთვისაც საკმაოდ დიდი ასიგნებებია
გამოყოფილი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რა მდგომარეობაა მთელ მსოფლიოში,
ალბათ მეტი თანხები უნდა გავითვალისწინოთ თავდაცვისთვის.
„ამ ეტაპზე კი შემოვდივართ წინადადებით, რომ სადეკრეტო შვებულების ანაზღაურება
2500 ლარამდე გაიზარდოს, რომ ოჯახებს გარკვეული სტიმული მივცემთ“, - აღნიშნა ზაზა
ლომინაძემ.
სხდომაზე განმარტებები ასევე გააკეთა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ
- ილია
ღუდუშაურმა.
„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით გამოითქვა შემდგი შენიშვნები და წინადადებები:
1. ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის
გამო შვებულება - კომიტეტი მიიჩნევს,
ჩვენს ქვეყანაში არსებული მძიმე
დემოგრაფიული ვითარების გათვალისწინებით, მნიშნელოვანია ორსულობისა და
მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო
ანაზღაურებად შვებულებებზე გასაცემი თანხა გაიზარდოს 500 ლარით და გასაცემელი
განისაზღვროს 2500 ლარამდე;
2. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით - 2014 წლიდან მოქმედებს
დემოგრაფიული
მდგომარეობის
გაუმჯობესების
ხელშეწყობის
მიზნობრივი
სახელმწიფო პროგრამა. ფულადი დახმარება გაიცემა ბავშვის დაბადებიდან 2 წლის
განმავლობაში და შეადგენს: მაღალმთიან რეგიონში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის 200 ლარს, ხოლო
სხვა დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის - 150
ლარს.მაღალმთიან დასახლებაში ეს დახმარება გაიცემა პირველ და მეორე ბავშვზეც 100 ლარის ოდენობით, ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნული
დახმარება დიდიხანია არსებობს. ბოლოს წლებში ინფლაციის ტენდენციის
გათვალისწინებით, აუცილებელია გასაცემელი გაიზარდოს და დაემატოს 50 ლარი;
3. ქრონიკული მედიკამენტების პროგრამა - იმისათვის, რომ ამ პროგრამის მიმართ
მოსახლეობაში გაიზარდოს კმაყოფილების ინდექსი და უფრო ეფექტური გახდეს,
მნიშვნელოვანია პროგრამის დიზაინის შეცვლა. გარდა ამისა აუცილებელია როგორც
მედიკამენტების სიის ჩამონათვალის გაზრდა, ასევე ნოზოლოგიების ჩამონათვალიც,
კერძოდ, დღეს არსებულ ხუთ ნოზოლოგიას დაემატოს კიდევ ერთი - F93 გლაუკომა;
4. ბავშვთა კვების საკითხი სკოლებში - მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული კვლევების
მიხედვით, სკოლებში უფასო კვება
ბავშვთა ჯანმრთელობასა და აკადემიურ
მოსწრებაზე დადებით გავლენას ახდენს. ასევე, სკოლებში უფასო კვება ერთ-ერთ
ეფექტიან გზად განიხილება ბავშვებისა და მათი ოჯახების სოციალური დაცვისთვის.
ამიტომ მნიშვნელოვანია,
ერთობლივი კოორდინაციით გადაიდგას ქმედითი
ნაბიჯები და სწრაფად მოხდეს აღნიშნული პროგრამის დანერგვა;
5. ჩვენთვის პრიორიტეტია მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი
ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა. პირველადი ჯანდაცვა სისტემის
ფუნდამენტია, რომლის გარეშე შეუძლებელია რაიმეს აშენება. მოსახლეობის
ჯანმრთელობის
ხარისხი,
სერვისებისადმი
ხელმისაწვდომობა,
ჯანდაცვაზე
გამოყოფილი მწირი სახსრების ეფექტიანი ხარჯვა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული
პირველადი ჯანდაცვის გამართულ სისტემაზე.
აღსანიშნავია, რომ შრომის
ანაზღაურების კუთხით ისვე, როგორც ყველა საჯარო სტრუქტურაში ხდება 10%-იანი
მატება, თუმცა ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია სოფლის ექიმები/ექთნები
იყვნენ ისეთ გარემოში სადაც მათ ექნებათ სრულყოფილი მომსახურების გაწევის
შესაძლებლობა. დღეს სოფლად არსებული ამბულატორიები ვერ პასუხობენ
სათანადოდ მოთხოვნებს და უნდა მოხდეს მათი რეაბილიტაცია და აღჭურვა;
6. ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა პაციენტების საჭიროებიდან
გამომდინარე მოიხსნას ონკოლოგიის მქონე პაციენტებზე დაწესებული ლიმიტი.
გარდა ამისა, აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება, რაც საბოლოოდ
მნიშვნელოვნად შეამცირებს დაგვიანებულ მიმართვიანობას და ონკოლოგიაზე
დანახარჯებს;
7. ჩვენს ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით,
სასურველია სახელმწიფომ შეიმუშავოს ახალი პროგრამა „უშვილობის დიაგნოსტიკა
და მკურნალობა“. ამის კარგი მაგალითია აჭარის ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალური სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამა, რომელმაც დადებითი
შედეგები
უკვე აჩვენა. ქვეყანაში, რომ არ იყოს დისკრიმინაციული მიდგომა
აუცილებელია ასეთი სერვისი გავრცელდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
8. მარტოხელა მშობლის სტატუსი არსებობს 2014 წლიდან, მათზე მხოლოდ ვრცელდება
საგადასახადო
შეღავათი.
ამიტომ,
კომიტეტს
მიზანშეწონილად
მიაჩნია,
რომ
მარტოხელა მშობელისთვის დაწესდეს ყოველთვიური ფინანსური გასაცემელი.
9. DRG მეთოდოლოგია დიაგნოზთან შეჭიდებული ჯგუფებისთვის სამედიცინო
სერვისების დაფინანსების სისტემაა, სადაც მსგავსი კლინიკური დიაგნოზის მქონე
პაციენტების კატეგორიზაციით კონკრეტულ სამედიცინო ჩარევებზე ერთი საბაზისო
ტარიფი დადგინდა. კომიტეტი მიზანშეწონილად
მიიჩნევს გადაიხედოს
რეანიმაციული, თერაპიული და კარდიოლოგიური კოდები და გაიზარდოს DRG -ის
ანაზღაურება;
10. გაფანტული სკლეროზის როგორც მედიკამენტებით, ასევე მაღალტექნოლოგიური
კვლევების დაფინანსება მთელი საქართველოს მასშტაბით;
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა გამოთქმული შენიშვნების/წინადადებების
დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.
გათვალისწინებით
მხარი
დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით,
მოისმინეს:
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა
ლომინაძის ინფორმაცია ინიცირებისთვის წარმოდგენილ კანონის პროექტზე „შვილად აყვანისა
და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
აღინიშნა, რომ ნათესაური მინდობით აღზრდის განმარტებაში შედის ცვლილება,
რომლის თანახმად ნათესაური მინდობით აღზრდა მინდობით აღზრდის უპირატესი ფორმაა.
რეგისტრაციის შემდეგ, მშვილებელი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ გაივლის ოჯახის
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
შეფასებას
(ნაცვლად
ამჟამად
არსებული
ყოველწლიური შეფასებისა), წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მოიხსნება აღრიცხვიდან. ნათესაური
მინდობით აღზრდის შემთხვევაში, მინდობით აღმზრდელს მინდობით აღზრდის
სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი –
სერტიფიკატი მოეთხოვება ბავშვის განთავსებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის ინიცირებას.
ზაზა ლომინაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ციმინტია
სხდომის მდივანი