მინისტრის საათი - საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის გამოსვლა
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წერილობითი მოხსენება
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წერილობითი მოხსენება მოხსენება
- მინისტრის საათი - საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის გამოსვლა (ეს პროექტი) მოხსენება
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📄 წერილი (201 KB)
📄 მოხსენება (174 KB)
📝 მოხსენება (51 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (12.5 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (14.9 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (18.2 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (13.1 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (6.8 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (14.8 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (983 KB)
📜 ტექსტი
წერილი
*MES7230001586692*
MES 7 23 0001586692
21/11/2023
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ შალვა პაპუაშვილს
ბატონო შალვა,
მოგეხსენებათ, რომ 2023 წლის 28 ნოემბერს იგეგმება საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის ბატონი გიორგი ამილახვარის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
მოხსენებით გამოსვლა მინისტრის საათის ფორმატში.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, წარმოგიდგენთ მინისტრის მოხსენებას
წერილობითი ფორმით.
დანართი ,,01'' ელექტრონული ფაილი
პატივისცემით,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
ნოდარ პაპუკაშვილი
მოხსენება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოხსენება
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს განათლების სფეროს
განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამის ნათელი დასტურია განათლების
სისტემის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი, რომელიც 2023 წელს 2.077.8 მლნ ლარს
შეადგენდა, ხოლო 2024 წელს ის უპრეცედენტო ნიშნულს – 2,500.0 მლნ ლარს
მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით, როდესაც განათლების სფეროს
დაფინანსებისთვის მხოლოდ 626.8 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, 2023 წელს
განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი 231%-ით გაიზარდა.
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა
•
•
•
•
•
•
სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით,
საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით
გამართული
საგანმანათლებლო
ინფრასტრუქტურის
უზრუნველყოფა
წარმოადგენს. ამ მიზნით, უკვე დაწყებულია 1 მილიარდი ლარის
ღირებულების პროექტი, რომელიც სკოლების მასშტაბურ მშენებლობარეაბილიტაციას გულისხმობს.
პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და
მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. შედეგად, 2027 წლის ბოლოსთვის ყველა
საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად
გამართული იქნება.
2022-2023
წლებში
განხორციელდა
ჯამში
71
საჯარო
სკოლის
მშენებლობა/სრული რეაბილიტაციის სამუშაოები, ხოლო 200 საჯარო სკოლაში
ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.
დღეის მდგომარეობით უკვე მიმდინარეობს 150 საჯარო სკოლის მშენებლობა
რეაბილიტაციის სამუშაოები. 2024 წლის დასაწყისში დაგეგმილია კიდევ 75
საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოების დაწყება. ჯამში დაიხარჯება 700.0
მილიონი ლარი.
2023 წლისთვის დასრულდა 4 ახალი პროფესიული კოლეჯის და 3 ახალი
სახელოსნოს მშენებლობა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 პროფესიულ
კოლეჯს.
მიმდინარეობს 4 ახალი პროფესიული კოლეჯის და 4 ახალი სახელოსნოს
მშენებლობა.
პროფესიული
სასწავლებლების
ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესების კუთხით 2022-2023 წლის ჯამურმა ბიუჯეტმა შეადგინა 36.0
მილიონ ლარზე მეტი.
1
სკოლამდელი განათლება
•
•
•
ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით
დაიწყო და მიმდინარეობს დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების
კონცეფციაზე მუშაობა, რაც გულისხმობს საჭიროებებზე მორგებული
მომსახურებების
განვითარებას
როგორც
ურბანული
დასახლებების
მრავალრიცხოვანი ჯგუფების განტვირთვის, ისე მაღალმთიანი რეგიონების
მცირეკომლიანი
და
ეთნიკური
უმცირესობებით
დასახლებული
მუნიციპალიტეტებისთვის.
ეთნიკური უმცირესობების გაძლიერებისა და მათთვის ხარისხიანი
განათლების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, საბავშვო ბაღიდან
დაწყებულია ორენოვანი განათლების დანერგვა. პარალელურად აქტიურად
მიმდინარეობს
ეთნიკური
უმცირესობების
წარმომადგენლებისთვის
ხარისხიანი სასწავლო რესურსების შემუშავება/განვითარება.
2023 წელს, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
მიმართულებით
მიმდინარე
რეფორმის
ფარგლებში,
პირველად
განხორციელდა ქვეყნის მასშტაბით მოქმედი საჯარო და კერძო ბაღების
თვითშეფასება. ამ ეტაპზე დასრულებულია 1 919 ბაღის შეფასება, წლის
ბოლომდე განხორციელდება 2 046 ბაღის შეფასება. 2025 წელს დაიწყება კერძო
და საჯარო ბაღების ავტორიზაციის პროცესი.
ზოგადი განათლება
სკოლის ავტონომია
•
•
სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრა სკოლის
ავტონომია. სკოლის მიმართ ნდობის გაზრდით, მისთვის მეტი შემოქმედებითი
და აკადემიური თავისუფლების მიცემით გადაიჭრება ბევრი ისეთი ამოცანა,
რომელთა მართვა ცენტრალიზებულად არ არის მიზანშეწონილი.
დაიდენტიფიცირდა სკოლისთვის დელეგირებული უფლებამოსილებები და
მეტად ცხადი გახდა რა მიმართულებით ენიჭება სკოლას ავტონომიურობა და
რა სახის ანგარიშვალდებულების სისტემა ყალიბდება სამინისტროს წინაშე.
2023 წელს, კერძო სკოლების დამოუკიდებლობისა და აკადემიური
თავისუფლების ხარისხის მაქსიმალურად ზრდის ხელშეწყობის მიზნით,
სკოლებისთვის შევიმუშავეთ სრულიად ახალი ხედვა, რაც კერძო
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ახალი მიდგომებისა და
მექანიზმების
შეთავაზებას
გულისხმობს.
კერძოდ,
მნიშვნელოვანი
ცვლილებები
შეეხო
ავტორიზაციის,
მასწავლებლის
პროფესიული
2
განვითარებისა და კარიერული წინსვლის, ადმინისტრირებისა და ეროვნული
სასწავლო გეგმის მიმართულებებს.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები
მიმდინარეობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზე მუშაობა,
სადაც მთავარი ორიენტირი გაკეთდება მოსწავლეებში ეროვნული ღირებულებების,
ეროვნული იდენტობის, სახელმწიფოებრივი ცნობიერების, ზოგადსაკაცობრიო და
უნივერსალური ღირებულებების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაზე.
ეროვნული სასწავლო გეგმა
მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია. დოკუმენტის განახლებული
ვერსია მეტად გამოკვეთს სკოლის ავტონომიას. კერძოდ:
განათლების სისტემის ყველა რგოლის ჩართულობით განისაზღვრება ის
ფუნდამენტური პრინციპები, რასაც უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის
აღზრდა და სწავლა-სწავლება.
აქცენტი კეთდება არაფორმალური განათლების სისტემურ ინტეგრაციაზე
სასწავლო პროცესში.
გაიზრდება სკოლის დამოუკიდებლობის ხარისხი – სკოლა თავად
განსაზღვრავს რა რესურსით, რა მიდგომითა და მეთოდებით მიაღწევს
საფეხურის მიზნებს.
საშუალო საფეხურის კონცეფცია ორიენტირებული იქნება მოსწავლის
თვითგამორკვევისა და მისი პოტენციალის რეალიზების მრავალმხრივ
მხარდაჭერაზე.
გარდა ძირითადი, ყველასთვის სავალდებულო, პროგრამისა, საშუალო
საფეხურზე
მოსწავლის
ინტერესებიდან
გამომდინარე
მათთვის
შეთავაზებული იქნება ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები,
გაღრმავებული კურსები საგნების მიმართულებით, ასევე არჩევითი საგნები
მეტი მრავალფეროვნებისთვის.
სასწავლო რესურსები
• განახლებული საგნობრივი სტანდარტების საფუძველზე გადაიხედება
სახელმძღვანელოების შემუშავების და განვითარების პოლიტიკა, რომელიც
მეტად გაითვალისწინებს მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის
უკუკავშირებს.
3
•
•
სახელმძღვანელოების
პარალელურად,
შეიქმნება
მრავალფეროვანი
ელექტრონული, დამხმარე, ადაპტირებული სასწავლო რესურსები სკოლების
მოთხოვნისა და საჭიროებების შესაბამისად.
სკოლებს შესაძლებლობა მიეცათ, სასწავლო პროცესში გამოიყენონ
სამინისტროსთან შეთანხმებული ალტერნატიული სახელმძღვანელოები.
ბილინგვური განათლება სკოლებში
• ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ და სახელმწიფო ენებზე
ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, არაქართულენოვან
სკოლებში მიმდინარეობს ბილინგვური განათლების პროგრამის დანერგვა.
შემუშავდა სპეციალური პროგრამები და გადამზადდა 400-ზე მეტი ორენოვანი
მასწავლებელი. ამასთან, მზადდება სპეციალური საგანმანათლებლო
რესურსები. პროგრამა ხელს უწყობს რეგიონულ დონეზე ადგილობრივი
კადრების, მათ შორის ახალგაზრდების, გაძლიერებას.
ეროვნული შეფასება
• სკოლებისთვის მეტი ავტონომიის უზრუნველყოფის პარალელურად
მუშავდება ანგარიშვალდებულების სისტემური მექანიზმი, რომლის ძირითადი
ინსტრუმენტი ზოგადი განათლების თითოეული საფეხურის ბოლოს
მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების დიაგნოსტიკური შეფასება იქნება.
• მსოფლიო ბანკთან ერთად მუშავდება უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში ტრანზიციის მოდელი, რომელშიც ინტეგრირებული იქნება
სკოლის საშუალო საფეხურის შედეგები.
ავტორიზაცია
• ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის ფარგლებში
განახლდა სკოლების ავტორიზაციის მექანიზმი. ავტორიზაციის პროცესი
ეფუძნება სასკოლო პრაქტიკების შესწავლას, მათ ანალიზსა და შედეგებზე
დაფუძნებულ მონიტორინგსა და შეფასებას.
• 2023 წლიდან ამოქმედდა ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და
განახლებული პროცედურები.
• 2023 წელს დაიწყო საჯარო სკოლების ავტორიზაციის ეტაპობრივი პროცესი. ამ
ეტაპზე ავტორიზაცია გაიარა 214-მა საჯარო სკოლამ.
• სკოლების მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ვადა 6
წლიდან 9 წლამდე გახანგრძლივდება.
4
სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერა
•
•
იცვლება მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
კონცეფცია. ახალი ხედვა მორგებული იქნება სკოლისა და სასკოლო
საზოგადოების საჭიროებებზე და გაითვალისწინებს მათ დაკვეთას
შესათავაზებელი ტრენინგების კუთხით.
ამასთანავე, ელექტრონულ
პორტალზე განთავსდება განახლებული ტრენინგებისა და გზამკვლევების
ბანკი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება სასკოლო საზოგადოების ყველა
წარმომადგენლისთვის.
სრულიად სასკოლო საზოგადოების მიზნობრივი მხარდაჭერა სამინისტროს
დეპარტამენტების,
ტერიტორიული
ორგანოების,
სსიპ-ების,
უნივერსიტეტების, პროფესიული კოლეჯების და სერვისის პროვაიდერი
ორგანიზაციების ჩართულობით განხორციელდება.
მასწავლებლის ეროვნული დღე – მასწავლებლის ეროვნული პრემია
• პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე
დაწესდა.
• მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი
პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის,
პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ
გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
• აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, საზოგადოებისა და
განათლების
სისტემის
განვითარებაში
შეტანილი
განსაკუთრებული
წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის
ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი
ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.
• 2023 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიით 11 პედაგოგი დაჯილდოვდა.
• ქვეყნისა
და
საზოგადოების
განვითარების,
ახალგაზრდების
სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში
მთავარი როლი და ფუნქცია დამსახურებულ, ღვაწლმოსილ პედაგოგებს
აკისრიათ. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს
სხვადასხვა კუთხით მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე
ზრუნვას და მათთვის სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შეთავაზებას.
მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაწესებაც სწორედ
საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმას და მათ დაფასებას ემსახურება.
5
მასწავლებლის ანაზღაურების ზრდა
• 2024 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაზრდილი ბიუჯეტის
დიდი ნაწილი გამოყოფილი არის საჯარო სკოლებში მასწავლებელთა
ხელფასების გასაზრდელად.
სკოლის უსაფრთხოება
• 2023 წელს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
დამატებით 27 საჯარო სკოლაში შევიდა და ჯამში 719 სკოლაში
უზრუნველყოფს მოსწავლეთა უსაფრთხოებას – შედეგად, დღეისათვის
მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 90%-ზე მეტს ფარავს.
• გაიზარდა იმ საჯარო სკოლების რაოდენობა, სადაც მანდატურის სამსახური
წარმოდგენილია სოციალური მუშაობის კომპონენტით.
• აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში
უპრეცედენტო პროექტი – სასკოლო მედიაცია, რომელიც კონფლიქტებზე
რეაგირების და მათი კონსტრუქციული გზით გადაჭრის ერთ-ერთი საუკეთესო
მექანიზმია.
• საქართველოს პარლამენტმა განიხილა „ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი, რომლის თანახმად
2024 წლიდან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის
ფუნქციები გაფართოვდება და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი
დაემატება.
სასკოლო კვება
• საქართველო გაწევრიანდა „კვება, ჯანმრთელობა და განათლება ყველა
ბავშვისთვის“ სასკოლო კვების საერთაშორისო კოალიციაში (School Meals
Coalition) და განსაზღვრა ეროვნული ვალდებულებები.
• დამტკიცდა „სასკოლო კვების პროგრამა“, რომლის ფარგლებში მუნიციპალურ
დონეზე განხორციელდება ადგილობრივი საჭიროებების დეტალური კვლევა
სასკოლო კვების ორგანიზების მოდელების შესარჩევად.
• პარტნიორი
სამინისტროებისა
და
ადგილობრივი
არასამთავრობო
ორგანიზაციების ჩართულობით დამტკიცდა ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი
მინიმალური მოთხოვნები.
განათლების პოლიტიკის დაგეგმვა
• სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ განათლების ყველა საფეხურზე
პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში მიღებული თითოეული გადაწყვეტილება
6
ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს. ამ მიზნით აქტიურად ვუწყობთ ხელს
მასშტაბური კვლევების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით.
პროფესიული განათლება
•
ჩვენი მიზანია პროფესიული განათლება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და
პასუხობდეს შრომის ბაზრის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო
საჭიროებებს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროფესიული განათლების
განვითარების
ახალი
ხედვა
შევიმუშავეთ,
რომლის
ფარგლებშიც
განსაზღვრულია 6 ძირითადი მიმართულება. ესენია:
1. საჯარო შეთავაზება კერძო სექტორს – ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი,
რომელზეც 2023 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო
აქტიური მუშაობა, არის საჯარო შეთავაზება კერძო სექტორისთვის. ყველა
განვითარებულ ქვეყანაში პროფესიული განათლების ეფექტიანი მართვის
წინაპირობას წარმოადგენს კერძო და საჯარო სექტორებს შორის
გაზიარებული პასუხისმგებლობა, რაც სისტემურ და ორგანიზებულ
ხასიათს იძენს. პროფესიული განათლების სისტემაში კერძო სექტორის
ჩართულობის ხელშეწყობა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი
მიმართულება იყო პროფესიული განათლების რეფორმის ყველა ეტაპზე.
თუმცა საჯარო-კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატი
ეტაპობრივად
გადავიდა
საჯარო-კერძო
სექტორების
მხრიდან
პასუხისმგებლობების
გადანაწილებისა
და
თანაბარი/თანასწორი
პარტნიორობის ჩამოყალიბებაზე და მომზადდა ნიადაგი იმისათვის, რომ
კერძო სექტორი ჩაერთოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების
მიწოდებასა და მართვაში. ინიციატივა ითვალისწინებს პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამონაწილეობითი მართვის
მოდელების დანერგვას და ამ ფორმით ბიზნესის შემოყვანას უნარების
ეკოსისტემაში. აღნიშნული ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების
უკეთ მორგებას კერძო სექტორის ინტერესებზე. შედეგად, გაუმჯობესდება
სასწავლო პროცესის ხარისხი, გაიზრდება კურსდამთავრებულთა
დასაქმების მაჩვენებელი და პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნა. უკვე
აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბიზნეს ორგანიზაციებთან
თანამშრომლობის ფორმატის განსაზღვრისა და მათი წინადადებების
განხილვის მიზნით.
2. პროფესიული კოლეჯების მართვა – კოლეჯების მართვის ეფექტიანობის
გაზრდის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა კოლეჯების დირექტორთა
კვალიფიკაციის
გაძლიერების
ხელშეწყობის
მიმართულებით.
7
მოგეხსენებათ, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო პროფესიული
განათლების შესახებ კანონში ცვლილები, რომლის საფუძველზეც
დამტკიცდება
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
დირექტორის სტანდარტი. სტანდარტი
სავალდებულო გახდება
სამინისტროს მიერ დაფუძნებული ყველა კოლეჯის დირექტორისთვის და
აღნიშნულ სტანდარტს დაეფუძნება დირექტორთა საკვალიფიკაციო
მოთხოვნებიც.
კანონის
მიხედვით
განისაზღვრა
დირექტორის
უფლებამოსილება 5 წლის ვადით, გარდა ამისა, ერთი და იგივე პირი ერთსა
და იმავე კოლეჯში დირექტორად დაინიშნება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
აღნიშნული მიდგომა, კოლეჯების მართვას გახდის უფრო ეფექტურს და
აამაღლებს ახალი იდეებისა და ხედვების განხორციელების პოტენციალს.
ამასთან, კოლეჯების მართვის ეფექტურობას ხელს შეუწყობს კოლეჯების
ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა.
3. პროფესიებისა და კვალიფიკაციების განახლება – პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვაში კერძო სექტორის
შემოყვანის
პარალელურად,
პროფესიული
უნარების
სააგენტოს
კოორდინაციით, დაიწყო პროფესიული კვალიფიკაციების გადახედვა და
შრომის ბაზრის საჭიროების შესაბამისად ახალი კვალიფიკაციების
განვითარება.
აღნიშნული
პროცესი
ეფუძნება
კვალიფიკაციების
განვითარების ახალ მეთოდოლოგიას, რომელიც ითვალისწინებს
საერთაშორისო გამოცდილებას. მეთოდოლოგიის მთავარი მიმართულება
არის სწორედ ის, რომ კერძო სექტორი გახდა ამ პროცესში წამყვანი და
კვალიფიკაციები გაითვალისწინებს იმ უნარებს, რომლებიც შრომის ბაზარს
რეალურად სჭირდება. პროცესი უკვე დაწყებულია და 2023 წლის ბოლომდე
დასრულდება 30 კვალიფიკაციის განვითარება (ხოლო 2024 წელს მოხდება
55 კვალიფიკაციის და 2025 წელს 40 კვალიფიკაციის განახლება). 2025
წლისთვის პროფესიული კვალიფიკაციები ყველა სექტორში უპასუხებს
შრომის ბაზრის ადგილობრივ და საერთაშორისო საჭიროებებს.
4. პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელის განახლება პროფესიული განათლების რეფორმის გეგმის ნაწილია პროფესიული
განათლების
დაფინანსების
ეფექტური
სისტემის
განვითარება.
აღსანიშნავია,
რომ
გერმანიის
საერთაშორისო
თანამშრომლობის
მხარდაჭერით მომზადებულია დაფინანსების ახალი მოდელის სამუშაო
ვერსია. დაფინანსების ახალი მოდელის ძირითადი ხაზი იქნება
დივერსიფიცირებული დაფინანსება პრიორიტეტებისა და სოციალური
ფაქტორების გათვალისწინებით. ასევე, იმისათვის, რომ წახალისდეს
დაწესებულებების განვითარება და მოტივაცია, დაფინანსების ახალი
მოდელი გაითვალისწინებს შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების
8
კომპონენტს.
შედეგების
შეფასება
განხორციელდება
წინასწარ
განსაზღვრულ ინდიკატორებზე დაყრდნობით.
5. პროფესიული განათლება სკოლაში – პროფესიულ განათლებაზე
ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ბერკეტს, ასევე
წარმოადგენს საჯარო სკოლების რესურსის გამოყენება პროფესიული
განათლების მიწოდების მიზნებისათვის. აზიის განვითარების ბანკისა და
გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აქტიურად დაიწყო
მუშაობა 30 საჯარო სკოლასთან, რის შედეგადაც, პროფესიული განათლების
მიღება შესაძლებელი იქნება 29 მუნიციპალიტეტში. 2023 წელს
მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები, მომზადდა და გაძლიერდა
შერჩეული სკოლები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების
განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით. საჯარო სკოლების
რესურსის გამოყენების ერთ-ერთი ახალი მიმართულება, რომელზეც
მუშაობა 2023 წელს დავიწყეთ, არის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
ინტეგრირებული პროფესიული განათლების დანერგვა. ინიციატივა
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, სკოლაშივე,
სრული ზოგადი განათლების პარალელურად დაეუფლონ პროფესიას. უკვე
შემუშავების ეტაპზეა ინიციატივის განხორციელების მექანიზმები, ხოლო
უშუალოდ დანერგვის პროცესი 2024 წლის ახალი სასწავლო წლიდან
დაიწყება.
6. მასწავლებლის მომზადება საერთაშორისო სტანდარტით – აქტიურად
ვმუშაობთ მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების ორგანიზებისა და მათი
კვალიფიკაციების ამაღლების ხელშეწყობის კუთხით საერთაშორისო
სტანდარტების გათვალისწინებით. საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების
მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა პროფესიული
განათლების მასწავლებლების განვითარების მიზნით. აქტიურად იქნა
გამოყენებული პროგრამები როგორიცაა „გერმანიის სენიორ ექსპერტთა
სერვისი“
და „იაპონიის მოხალისეთა საზღვარგარეთის ქვეყნებთან
თანამშრომლობა“ (JICA). დაწესებულებებში განხორციელდა ექსპერტთა
ვიზიტები, რომლის მიზანს წარმოადგენდა სასწავლო პროცესისა და
სწავლების მეთოდების გაუმჯობესების მხარდაჭერა.
მომავალში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მასწავლებელთა
მომზადება გახდება უფრო მასშტაბური და სისტემური, ვმუშაობთ
მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების ორგანიზების კუთხით. 2024
წლისთვის საზღვარგარეთ გადამზადდება პროფესიული განათლების 50
მასწავლებელი.
9
უმაღლესი განათლება და მეცნიერება
სტიპენდიატთა რაოდენობისა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობის გაორმაგება
• ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მოტივირებული, მშრომელი, მაღალი
აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა დაფასება და მათი წახალისება. ამ
მიზნით, სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, ნიჭიერი
ახალგაზრდების
ხელშეწყობას
და
სტუდენტებისთვის
სხვადასხვა
მხარდამჭერი აქტივობის შეთავაზებას.
• 2023-2024
სასწავლო
წლის
შემოდგომის
სემესტრიდან
გაორმაგდა
სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა.
• განახლებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში,
ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის
ნაცვლად იღებენ 300 ლარიან სტიპენდიას.
• რაც შეეხება სტუდენტთა რაოდენობას, თუ აქამდე სტიპენდია გაიცემოდა
საშუალოდ 2 500 სტუდენტზე, 2023-2024 სასწავლო წლიდან გაზრდილ
სტიპენდიას 5 000 წარმატებული სტუდენტი იღებს.
სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულება
• მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსური
დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული
დავალიანება გაუნულდათ.
• აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება საჯარო და კერძო უნივერსიტეტების,
საქართველოს მოქალაქე დაახლოებით 27 000 სტუდენტს, რომელთაც
არსებული დავალიანება ჩამოეწერათ და სურვილის შემთხვევაში მათ
სტატუსის აღდგენისა და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ეძლევათ.
ABET აკრედიტაცია
• პროგრამის „ვისწავლოთ საქართველოში“ ფარგლებში სრულად მხარდაჭერილ
იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
(507,500 ლარი), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (176,380 ლარი) და
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (100,480 ლარი) საბაკალავრო STEM
პროგრამების ABET აკრედიტაციის პროცესი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის საერთაშორისო დონეზე
სანდოობასა და მიმზიდველობას.
• აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში მიმდინარე წლის ოქტომბერში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო ინგლისურენოვან
საგანმანათლებლო პროგრამას „ბიოსამედიცინო ინჟინერია“ და ილიას
10
სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას –
„კომპიუტერული ინჟინერია“ ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების
სააკრედიტაციო საბჭოს ABET აკრედიტაცია მიენიჭა.
დისტანციური სწავლება
• მზადდება საკანონმდებლო
ცვლილებები,
რომლებიც
დაარეგულირებს
დისტანციური განათლებისა და ელექტრონული სწავლების განხორციელების
საკითხებს. დაშვებული იქნება, როგორც ნაწილობრივ, ასევე სრულად ონლაინ
სწავლება, თუმცა სრულად ონლაინ სწავლების შემთხვევაში პროგრამა
ხელახლა
გაივლის
აკრედიტაციას,
რისთვისაც
შესამუშავებელი
იქნება
აკრედიტაციის დამატებითი კრიტერიუმები. ამასთან, განისაზღვრება სწავლის
სფეროების
ჩამონათვალი,
სადაც
შესაძლებელი
იქნება
ელექტრონული
სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება.
•
პირველად იქნება დაშვებული უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული
განათლების
აღიარება.
სწავლის
სფეროების
ჩამონათვალი.
უცხოეთში
დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარების დამატებითი
პირობები განსაზღვრული იქნება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
აქტით.
•
,,უმაღლესი
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
მზადდება
საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც შესაძლებელს გახდის ხარისხის
უზრუნველყოფის სტანდარტების შემუშავების შემდგომ მთლიანად ონლაინ
უნივერსიტეტის დაარსებას.
სადოქტორო პროგრამები
• საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების
ფარგლებში, განათლების მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების
შესრულების მიზნით განხორციელდა სადოქტორო საგანმანათლებლო
პროგრამებისა
და
სამეცნიერო-კვლევითი
კომპონენტის
ხარისხის
უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა და განვითარება. შემუშავდა
სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების ხარისხის
უზრუნველყოფის ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც სადოქტორო პროგრამების
აკრედიტაციის
პროცესში
აკრედიტაციის
სტანდარტებთან
ერთად
გამოყენებული იქნება, როგორც შეფასების დამატებითი ინსტრუმენტი.
11
კონკურენტული ინოვაციების ფონდი (CIF)
• სამინისტროს მიერ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
კონკურენტუნარიანი ინიციატივების საგრანტო დაფინანსების მიზნით,
საგრანტო პროგრამის სახით შეიქმნა კონკურენტული ინოვაციების ფონდი
(CIF), რომელიც ხელს შეუწყობს აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამებისა
და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას. ფონდის საერთო ბიუჯეტი 4,2 მლნ აშშ
დოლარია. უკვე გამოცხადდა 2 საგრანტო კონკურსი. პირველი საგრანტო
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 13 პროექტი. მეორე კონკურსი
გამოცხადდა
2023
წლის
სექტემბერში
და
მას
განსხვავებული,
ინტერნაციონალიზაციაზე ფოკუსირებული პრიორიტეტები აქვს. კერძოდ, ის
მოიცავს ერთობლივი პროგრამების შექმნისა და საერთაშორისო აკრედიტაციის
მოპოვების მხარდაჭერას.
• პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს ერთობლივი სადოქტორო პროგრამის
შემუშავებას განათლებისა და მეცნიერების მენეჯმენტის მიმართულებით. ამ
მიზნით, შეირჩა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამ ეტაპზე
მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. უნივერსიტეტებთან აქტიური
კომუნიკაციით და მათი ჩართულობით მიმდინარეობს სტუდენტების
სამეწარმეო უნარების განვითარებისა და დარგობრივი ინგლისური ენის
მოდულების
შემუშავება.
ასევე
დოქტორანტებისა
და
დამწყები
მკვლევრებისთვის შემუშავდება სამი სეზონური სკოლის დიზაინი. სკოლების
გამართვა დაგეგმილია 2024-2025 წლებში.
დაფინანსების მოდელი
• სამინისტრო
აქტიურად
თანამშრომლობს
პროგრამასთან
„ინოვაცია,
ინკლუზიურობა, ხარისხი“– საქართველო I2Q (IBRD). პროექტს, მსოფლიო
ბანკის მხარდაჭერით, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი. პროექტის
უმაღლესი განათლების კომპონენტი მოიცავს უმაღლესი განათლების სფეროში
დაფინანსების
შესაძლებლობების
გაუმჯობესებასა
და
ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას.
• კომპონენტის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები უმაღლესი განათლების
დაფინანსების ახალი მოდელის, მათ შორის, შესრულებაზე დაფუძნებული
დაფინანსების მოდელის დანერგვის მიზნით. უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების
დაფინანსების
ახალი
მოდელის
ეფექტური
ადმინისტრირების მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის დამუშავებისა და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
ინსტიტუციური
ეფექტიანობის შესაფასებლად, შეიქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო
12
დაწესებულებების ინფორმაციის მონაცემთა ბაზის მართვის სისტემა.
მიმდინარე ეტაპზე ჯგუფი მუშაობს, ერთი მხრივ, მონაცემთა სისტემის
შემუშავებაზე, ხოლო მეორე მხრივ, დაფინანსების ინდიკატორებისა და
კონკრეტული ფორმულის ჩამოყალიბებაზე. ამასთან, შემუშავებულ იქნება
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო დაფინანსების
მოდელი.
განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები
• 2014 წელს დავაფუძნეთ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელსაც
უკვე 1200-მდე სტიპენდიატი ჰყავს.
• დაარსებიდან დღემდე ცენტრის სტიპენდიატები სწავლობდნენ ან სწავლობენ
30-ზე მეტი ქვეყნის ათეულობით წამყვან უმაღლეს სასწავლებელში.
• ყოველ წელს იზრდება სასტიპენდიო პროგრამების რიცხვი. ამჟამად ცენტრი,
სახელმწიფო დაფინანსებითა და უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით,
ახორციელებს 14 სასტიპენდიო/საგანმანათლებლო პროგრამას.
• ყოველწლიურად მზარდია
ცენტრის ბიუჯეტი.
2014-2023
წლების
განმავლობაში სტუდენტებისათვის გამოყოფილმა დაფინანსებამ ჯამში 42
მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
• 2023 წელს განხორციელებული პროგრამების ფარგლებში დღეისათვის
გაცემულია 179 სტიპენდია. აღნიშნული რაოდენობა წელს კიდევ უფრო
გაიზრდება, რადგან ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონკურსი სახელმწიფო
ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის
ფარგლებში.
სახელმწიფო ენის სწავლება და ინტეგრაცია
• ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების, მათ შორის ახალგაზრდების,
მხარდაჭერა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ზურაბ
ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აგრძელებს
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის განხორციელებას.
• 2023 წელს სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამით
ისარგებლა ეროვნული უმცირესობის 4900-მა წარმომადგენელმა (მათ შორის,
არაქართულენოვანი
საჯარო
სკოლების
სხვადასხვა
საგნის
1415
მასწავლებელი).
• განსაკუთრებით აღსანიშნავია საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამა,
რომელიც აქტიურ რეჟიმში გრძელდება და ის განკუთვნილია საჯარო
სექტორში დასაქმებული ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის.
პროგრამის ფარგლებში ინტენსიურად მიმდინარეობს ეთნიკური უმცირესობის
წარმომადგენელი საჯარო მოხელეების გადამზადება.
13
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
• ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გრძელდება საუნივერსიტეტო
კამპუსის განვითარება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ახალი
აკადემიური კორპუსების მშენებლობა.
• მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ადრონული
თერაპიის ცენტრის მშენებლობა. ცენტრის ფუნქციონირება, თავის მხრივ,
უდიდეს როლს შეიტანს ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ზრდის
საქმეში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული
ცენტრის გახსნისთანავე სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჩაერთვებიან
მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ცნობილი მეცნიერები.
•
•
•
•
მეცნიერების განვითარების მხარდაჭერა – გაზრდილი ბიუჯეტი
გრძელდება მეცნიერების დაფინანსების უპრეცედენტო ზრდა – 2012 წელთან
შედარებით ბიუჯეტი გაზრდილია 373%-ით. 2023 წელს მეცნიერების ბიუჯეტმა
შეადგინა – 72.9 მილიონი ლარი, როცა 2012 წელს ბიუჯეტი 15 მილიონ 424
ათასი ლარი იყო.
2024 წლის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლით მეცნიერების ბიუჯეტის
დაგეგმილი ზრდა შეადგენს 5.3 მილიონ ლარს.
გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება: სამეცნიერო გრანტების
გაცემის,
სამეცნიერო
კვლევების
ხელშეწყობისა
და
სამეცნიერო
დაწესებულებების პროგრამები. ასევე, საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიის ხელშეწყობის, სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერისა
და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებები.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ
ფინანსდება 12 საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 234 სამეცნიერო პროექტი
და გაცემულია 8 პრემია მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული
წვლილისთვის.
Horizon Europe
• საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო
ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო
პროგრამის, Horizon Europe-ის წევრია, რომლის წლიური ბიუჯეტი 95.5
მილიარდი ევროა.
• Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები
სარგებლობენ იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის
ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები.
14
•
•
•
•
•
Horizon Europe-ის საქართველოს ეროვნული ოფისის მისიაა ევროკავშირის
კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში Horizon Europe საქართველოს
ჩართულობის გაძლიერება და ევროპულ კონსორციუმებში ქართველ
აპლიკანტთა მონაწილეობის გაზრდა.
პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მნიშვნელოვანი
ინოვაციური მიდგომებისა და ჯანმრთელობის სფეროში არსებულ გამოწვევებს;
უსაფრთხოების საკითხებს (კიბერუსაფრთხოება, ინდუსტრიული და
ციფრული ტექნოლოგიები, კლიმატი, ენერგია და ტრანსპორტი; საკვები და
სხვა).
საგულისხმოა, რომ საქართველოდან წარდგენილი გამარჯვებული პროექტების
რაოდენობრივი ზრდა ბოლო 2 წლის განმავლობაში „ჰორიზონტი 2020“-ის
პროგრამასთან შედარებით 82%-ია. Horizon Europe-ის პროგრამაში
საქართველოს მონაწილეობის სტატისტიკა, მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის
მონაცემებით ასე გამოიყურება:
საქართველოდან წარდგენილი განაცხადების წარმატების ინდექსი –
18,91%
შეფასების ეტაპზე გადასული განაცხადების რაოდენობა – 166 (ზრდა
„ჰორიზონტი 2020“-თან შედარებით, 40%)
გამარჯვებული პროექტების რაოდენობა (2 წლის განმავლობაში) – 31
(ზრდა „ჰორიზონტი 2020“-თან შედარებით, 82%)
ევროკავშირის კონტრიბუცია – €3,63 მილიონი (ზრდა „ჰორიზონტი
2020“-თან შედარებით, 45%)
ჩართული ორგანიზაციების რაოდენობა – 28 (ზრდა „ჰორიზონტი 2020“თან შედარებით, 47%)
წარმოდგენილი მონაცემები არ მოიცავს 2023 წლის მეორე ნახევარში
წარდგენილი იმ განაცხადების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ამჟამადაც
პასუხის მოლოდინშია (პროცედურის ვადა არის საშუალოდ 6 თვე). 2024 წლის
გაზაფხულის პერიოდში ველოდებით წარმატების მაჩვენებლის მნიშვნელოვან
ზრდას დაფინანსებული პროექტების ყველა მიმართულებით.
მიმდინარე წლის ნოემბერში ევროკომისიის მიერ საქართველოს „ჰორიზონტი
ევროპის“ ოფისის მუშაობა, რაც სტატისტიკური მაჩვენებლებით არის
გამყარებული, შეფასდა როგორც „უაღრესად წარმატებული“ პროექტი და
როგორც სამაგალითო უკრაინისა და მოლდოვისთვის.
15