„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ალუდა ღუდუშაური, მიხეილ სარჯველაძე, თენგიზ შარმანაშვილი
ნომერი
#07-3/394/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-27
ბიუროს ნომერი 309

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.04.001.016256) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პროკურატურის სტაჟიორი – საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, თბილისის, საოლქო, რაიონულ და სპეციალიზებულ პროკურატურებში სტაჟიორის თანამდებობაზე ან სტრუქტურული დანაყოფის პროკურორის, გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე გენერალური პროკურორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სტაჟიორად დანიშნული უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი. 5. პროკურატურის პრაქტიკანტი − გენერალურ პროკურატურაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, თბილისის, საოლქო, რაიონულ და სპეციალიზებულ პროკურატურებში გენერალური პროკურორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად პრაქტიკანტად მიღებული უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი განათლების მიმღები სტუდენტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.“; ბ) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი: „15. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - გენერალური პროკურორის შესაბამისი ბრძანებით დანიშნული ან განსაზღვრული პირი, რომლის ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით;“; 2. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი: „ო1) ნიშნავს ან განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს;“; ბ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი: 1 „ტ1) რანგს ანიჭებს, რანგში აწინაურებს, რანგში აქვეითებს ან რანგში უცვლელად ტოვებს პროკურორს და პროკურატურის გამომძიებელს;“; 3. მე-20 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. კონფერენციის დაწყებამდე არაუგვიანეს 72 საათისა, თავმჯდომარესთან რეგისტრირდებიან არანაკლებ 30 წევრისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფები. საინიციატივო ჯგუფების თითო წარმომადგენელი კონფერენციის თავმჯდომარესთან ერთად ქმნის ადმინისტრაციულ კომიტეტს, რომელიც სხვა საორგანიზაციო ფუნქციებთან ერთად ასრულებს საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებას. პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს უფლება აქვს, იყოს მხოლოდ ერთი საინიციატივო ჯგუფის წევრი. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს საბჭოს წევრობის არაუმეტეს 2 კანდიდატი. რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში ასევე აღინიშნება საპროკურორო საბჭოსა და ადმინისტრაციული კომიტეტის წევრობის კანდიდატის თანხმობა.“; 4. 21-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროკურატურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით იქმნება გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოები − კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭო, სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭო და რანგირების საბჭო, რომელთაც ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი.“; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი: „დ) პროკურატურის სტაჟიორთა მიღება, სტაჟირების პროცესის საერთო ზედამხედველობა და შეფასება.“; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. რანგირების საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისათვის პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესით განსაზღვრული რანგში დაწინაურების საკითხის განხილვა.“; 5. 34-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის წერილობითი ეტაპი უნდა მოიცავდეს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის იდენტურ საგამოცდო დისციპლინებს.“; ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: 2 „გ) პროკურატურის სტაჟიორად ან სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად დასანიშნი პირი.“; გ) მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აქვს გამომძიებლად, მოსამართლედ, სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;“; 6. ორგანულ კანონს დაემატოს 361 მუხლი: „მუხლი 361. რანგირება 1. პროკურატურაში წესდება პირველი რანგი, მეორე რანგი და მესამე რანგი. 2. რანგირების სისტემა ერთიანია გენერალური პროკურატურის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურატურებისა და სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის. 3. რანგირებას ექვემდებარება პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი. 4. პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის რანგირების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის საქმიანობის შეფასების შედეგები. 5. რანგის მინიჭება და შეცვლა წარმოებს თანმიმდევრობით, რიგითობის დაცვით, რანგის გამოტოვების გარეშე. 6. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევაში, გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, მოტივირებული გადაწყვეტილებით, პროკურორს ანდა პროკურატურის გამომძიებელს რანგი მიანიჭოს ან შეუცვალოს შესაბამისი საფეხურის გამოტოვებით. 7. პირველი და მეორე რანგის პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი იღებს შესაბამისი რანგის დანამატს. 8. რანგირებას არ ექვემდებარებიან პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების უფროსები და მათი მოადგილეები, მეკავშირე პროკურორი და დამხმარე, პროკურატურის სტაჟიორი, პროკურატურის პრაქტიკანტი, პროფესიული საჯარო მოხელე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.“; 7. 37-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადების გამო ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების გამო;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3 „დ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“; გ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ ქვეპუნქტი: „ფ1) გარდაცვალების გამო;“; 8. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროკურატურის თანამშრომელს უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო, წოდებისათვის დადგენილი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი. პროკურორს და პროკურატურის გამომძიებელს ასევე უნარჩუნდება რანგის დანამატი.“; 9. 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროკურატურის თანამშრომლის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა სახელმწიფო დაწესებულების ან მუნიციპალიტეტის ორგანოს ნებისმიერ თანამდებობასთან, ასევე სამეწარმეო ან სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნა პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნა შრომითი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.“; 10. 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მსურველ კონკურსის კანდიდატთათვის, რომელსაც არ აქვს ჩაბარებული ადვოკატთა ან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა;“; 11. 64-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. პროკურატურის პრაქტიკანტად შეიძლება მიღებულ იქნეს ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სამართალწარმოების ენას და აქვს უმაღლესი განათლება ან უმაღლესი განათლების მიმღები სტუდენტია.“; 12. ორგანულ კანონს დაემატოს 671 მუხლი: „671. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი არის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გენერალური პროკურორის მიერ დანიშნული ან განსაზღვრული პროკურატურის თანამშრომელი. 4 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გენერალური პროკურორი.“; 13. მე-80 მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პროკურატურის თანამშრომელს უფლება აქვს, პროკურატურის სისტემის გარეთ არსებულ პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობისათვის 5 წელიწადში ერთხელ ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით არაუმეტეს 3 თვისა.“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. პროკურატურის თანამშრომელს უფლება აქვს, პროკურატურის სისტემის გარეთ არსებულ პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობისათვის 5 წელიწადში ერთხელ ისარგებლოს შვებულებით ანაზღაურების გარეშე არაუმეტეს 1 წლისა.“; 14. 81-ე მუხლის პირველი-მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. პროკურატურის თანამშრომლის (გარდა პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისა) შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საკლასო დანამატს და ფულად ჯილდოს. პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურება აგრეთვე შეიძლება მოიცავდეს წოდებისათვის დადგენილ სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. 2. პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატს, ფულად ჯილდოს და შეიძლება მოიცავდეს რანგის დანამატს, წოდებისათვის დადგენილ სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომელთა ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილია პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების წესები დაამტკიცოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გენერალურ პროკურორს აღნიშნული უფლებამოსილება გააჩნია, ორგანულ კანონში არ არის მოცემული ის ძირითადი პრინციპები, რომელსაც ხსენებული რანგირების წესები უნდა დაეფუძნოს. განსახილველად წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით სწორედ აღნიშნული ძირითადი პრინციპები განისაზღვრება. გარდა ამისა, მიზანშეწონილია პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, რაც პროკურატურის საქმიანობის უფრო მეტ ეფექტიანობას უზრუნველყოფს. განსახილველად წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი აღნიშნული ხარვეზების გამოსწორებას ისახავს მიზნად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, პროკურატურაში წესდება პირველი, მეორე და მესამე რანგი. რანგირების სისტემა ერთიანია გენერალური პროკურატურის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურატურებისა და სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის. რანგირებას მხოლოდ პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი ექვემდებარებიან. პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის რანგირების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის საქმიანობის შეფასების შედეგები. რანგის მინიჭება და შეცვლა წარმოებს თანმიმდევრობით, რიგითობის დაცვით, რანგის გამოტოვების გარეშე. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევაში, გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, მოტივირებული გადაწყვეტილებით, პროკურორს ანდა პროკურატურის გამომძიებელს რანგი მიანიჭოს ან შეუცვალოს შესაბამისი საფეხურის გამოტოვებით. პირველი და მეორე რანგის პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი იღებს შესაბამისი რანგის დანამატს. რანგირებას არ ექვემდებარებიან პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების უფროსები და მათი მოადგილეები, მეკავშირე პროკურორი და დამხმარე, პროკურატურის სტაჟიორი, პროკურატურის პრაქტიკანტი, პროფესიული საჯარო მოხელე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. პროკურატურის პრაქტიკანტთა რაოდენობის გაზრდით მიზნით, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ პროკურატურის პრაქტიკანტებს უმაღლესი იურიდიული განათლების ქონა არ მოეთხოვებათ. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს წოდებისათვის დადგენილ სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი; პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება კი შეიძლება მოიცავდეს რანგის დანამატს. გარდა ამისა, კანონპროექტის უფლებამოსილების წოდებისათვის შეჩერების დადგენილი თანახმად, პროკურატურის პერიოდში უნარჩუნდება, სარგო და წელთა თანამშრომელს მათ ნამსახურობის შორის, დანამატი. პროკურორს და პროკურატურის გამომძიებელს კი, მათ შორის, ასევე უნარჩუნდება რანგის დანამატი. კანონპროექტით ასევე იხვეწება პირის პროკურატურის სტაჟიორად დანიშვნის წესი. კერძოდ, პირის პროკურატურის სტაჟიორად დასანიშნად საკმარისი იქნება, რომ ამ პირმა გაიაროს საქართველოს გენერალური პროკურორის N040 ბრძანებით განსაზღვრული კონკურსი, ტრენინგი და წარმატებით ჩააბაროს ამავე ბრძანებით განსაზღვრული საბოლოო გამოცდა. პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსში მონაწილე პირი ასევე ვალდებული იქნება ჩააბაროს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის სირთულის ტოლფასი წერილობითი გამოცდა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტიდან გამომდინარე ხარჯები დაიფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის განსაზღვრული არსებული ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: პროკურორები (438 პროკურატურის შემთხვევაში პროკურორი), გამომძიებლები (80 გამომძიებელი) და სხვა თანამშრომლები გადაიხდიან მეტ შრომითი საშემოსავლო ანაზღაურების გადასახადს. გაზრდის შესაბამისად, კანონპროექტი გავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის მიმართულებით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. საჭიროების შემთხვევაში მიმდინარე ხარჯები დაიფარება საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. პროკურორების, პროკურატურის გამომძიებლების და პროკურატურის თანამშრომლების შრომითი ანაზღაურების გაზრდის შემთხვევაში საბიუჯეტო ხარჯების რაოდენობა დამოკიდებული იქნება: ა) პროკურორების/პროკურატურის გამომძიებლების რაოდენობასა და მათთვის განსაზღვრული რანგის დანამატის ოდენობაზე. 2023 წლის მდგომარეობით საქართველოს პროკურატურის სისტემაში დასაქმებულია 438 პროკურორი და 80 გამომძიებელი; ბ) პროკურატურის სხვა თანამშრომლების რაოდენობაზე და მათთვის განსაზღვრული წოდებისათვის დადგენილი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობაზე; გ) უფლებამოსილებაშეჩერებული პროკურორების, პროკურატურის გამომძიებლების და პროკურატურის თანამშრომლების რაოდენობაზე, ასევე მათი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში წოდებისათვის დადგენილი სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობაზე; დ) პერსონალური მონაცემის დაცვის ოფიცრისთვის (დანიშვნის შემთხვევაში) განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობაზე. პროკურორების, პროკურატურის თანამშრომლების შრომითი გამომძიებლებისა ანაზღაურების და გაზრდის პროკურატურის შემთხვევაში, იმ თანამშრომლების რაოდენობის გათვალისწინებით, რომელთაც შესაძლოა ხელფასი გაეზარდოთ, ასევე გაზრდილი შრომის ანაზღაურების ოდენობის გათვალისწინებით, საპენსიო ფონდში უფრო მეტი თანხა გადაირიცხება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: შრომითი ანაზღაურების გათვალისწინებული გაზრდის საკანონმდებლო შემთხვევაში ცვლილებები კანონპროექტით გავლენას მოახდენს პროკურორებსა (438 პროკურორი) და პროკურატურის გამომძიებლებზე (80 გამომძიებელი). კერძოდ, მათ ხელფასს შესაძლოა დაემატოს შესაბამისი რანგის დანამატი, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. შრომითი ანაზღაურების გაზრდის შემთხვევაში კანონპროექტით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები ასევე გავლენას მოახდენს პროკურატურის სხვა თანამშრომლებზეც. მაგალითად, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურება, მათ შორის, შეიძლება მოიცავდეს წოდებისათვის დადგენილ სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები დადებით გავლენას მოახდენს პროკურორებზე, პროკურატურის გამომძიებლებზე და პროკურატურის თანამშრომლებზე იმ თვალსაზრისით, რომ უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში პროკურატურის თანამშრომლებს, თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, წოდებისათვის დადგენილი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატიც შეუნარჩუნდებათ; პროკურორებს კი ასევე შეუნარჩუნდებათ რანგის დანამატი. კანონპროექტი ასევე დადებით გავლენას მოახდენს იმ პირზე, რომელიც პერსონალური მონაცემის დაცვის ოფიცრად დაინიშნება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანის) არ დგინდება. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2 ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება და საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან, და მრავალმხრივ აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების დროს კონსულტაციები გაიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ალუდა ღუდუშაური, მიხეილ სარჯველაძე, თენგიზ შარმანაშვილი.