„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-27
ბიუროს ნომერი 309
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული
ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს
დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე
წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ
შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება
გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას,
რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან
მის მიერ უფლებამოსილ პირთან.“;
2. 71-ე მუხლის 51 ნაწილი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდეს:
„51. ხანდაზმულობა არ გამოიყენება ამ კოდექსის 1441−1443 მუხლებით
გათვალისწინებული დანაშაულებისა და არასრულწლოვანის მიმართ ამავე
კოდექსის
137-ე−141-ე
და
253-ე−2552 მუხლებით
გათვალისწინებული
დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში. ხანდაზმულობა ასევე არ გამოიყენება ამავე
კოდექსით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში,
რომლისთვისაც
სასჯელის
სახით
უვადო
თავისუფლების
აღკვეთაა
გათვალისწინებული და რომლის ჩადენის შედეგადაც ადამიანის სიცოცხლე იქნა
მოსპობილი.“;
3. 73-ე მუხლის:
ა) მე-10 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ)
განზრახი
დანაშაული
ჩაიდინა,
სასამართლო
აუქმებს
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას და უნიშნავს მსჯავრდებულს სასჯელს
ამ კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით. იმავე წესით დაენიშნება მას
სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო
გააუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას. გამონაკლის შემთხვევაში
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ
1
მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI
თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული
უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მიერ უფლებამოსილ
პირთან.“;
ბ) მე-12 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო აუქმებს შინაპატიმრობას და
უნიშნავს მსჯავრდებულს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით.
იმავე წესით დაენიშნება მას სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის
ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს შინაპატიმრობას. გამონაკლის
შემთხვევაში შინაპატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა
შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის
შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა
იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მიერ უფლებამოსილ
პირთან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად,
საპროცესო
შეთანხმების
დადების
ცალკეული
შემთხვევები
საქართველოს
გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან უნდა იქნეს შეთანხმებული.
უფრო მოქნილი მექანიზმის შექმნის მიზნით, მიზანშეწონილია, საპროცესო
შეთანხმების დადების აღნიშნული შემთხვევები საქართველოს გენერალურ
პროკურორთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან შეთანხმდეს.
აღსანიშნავია,
რომ
ცალკეული
საკითხების
საქართველოს
გენერალური
პროკურორის ან უფლებამოსილი პირის მიერ გადაწყვეტის შემთხვევებს ამჟამად
მოქმედი
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კანონმდებლობა
ისედაც
ითვალისწინებს. მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს
გენერალურ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს,
საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან
ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად
სხვა საგამოძიებო ორგანოს გადასცეს;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 108-ე მუხლის პირველი
ნაწილის თანახმად,
თუ
ზემდგომმა
პროკურორმა
გააუქმა
დადგენილება
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ ან სასამართლომ გააუქმა
დადგენილება/განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და
არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა,
სისხლისსამართლებრივი დევნის განახლებისა და საპროკურორო საქმიანობის
განხორციელების ვალდებულებას სხვა პროკურორს საქართველოს გენერალური
პროკურორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი აკისრებს; საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ
ზემდგომმა პროკურორმა ან სასამართლომ გააუქმა სისხლისსამართლებრივი
დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის დადგენილება და არ
გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა,
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და საპროკურორო საქმიანობის
განხორციელების ვალდებულებას სხვა პროკურორს საქართველოს გენერალური
პროკურორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი აკისრებს.
გარდა
ზემოაღნიშნულისა,
ხანდაზმულობის
ვადის
სისტემატიზაციის
გასვლის
გამო
მიზნით
პირის
კანონპროექტი
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საკითხსაც აწესრიგებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის მე-5 და 51 ნაწილების
თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან
გათავისუფლება
არ
გამოიყენება
საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ასევე არ
გამოიყენება
სისხლის
სამართლის
1441−1443
კოდექსის
მუხლებით
გათვალისწინებული ქმედებების მიმართ, აგრეთვე არასრულწლოვანის მიმართ
137-ე−141-ე და 253-ე−2552 მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის
შემთხვევაში.
დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, ხანდაზმულობის
ვადის გასვლის გამო პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან არც
მაშინ გათავისუფლდეს, თუ მან ისეთი დანაშაული ჩაიდინა, რომელიც სასჯელის
სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ამ დანაშაულის
ჩადენის შედეგად ადამიანის სიცოცხლე იქნა მოსპობილი.
ამ მხრივ აღსანიშნავია ევროპული ქვეყნების პრაქტიკა და გამოცდილება.
მაგალითად, გერმანიის სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად,
ხანდაზმულობის
ვადის
გასვლის
გამო
პირის
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების წესი არ ვრცელდება დამამძიმებელ
გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაზე1; ავსტრიის კანონმდებლობის თანახმად ისეთ დანაშაულებზე, რომლებიც ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების
აღკვეთით ისჯება2; საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად - ადამიანის
წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე3.
ხანდაზმულობის ვადის საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება.4 ამ
გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ვადის გაზრდა
და, შესაბამისი წინაპირობის გათვალისწინებით, გაზრდილი ხანდაზმულობის
1
იხ. §78 Abs. 2 StGB https://www.gesetze-im-internet.de/stgb/__78.html
იხ. § 57 Abs. 1 StGB
https://www.ris.bka.gv.at/GeltendeFassung.wxe?Abfrage=bundesnormen&Gesetzesnummer=10002296
3 იხ. Art. 213-5 Code pénal https://www.legifrance.gouv.fr/codes/texte_lc/LEGITEXT000006070719/
4 იხ. https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=326
2
ვადის
რეტროაქტიულად
გამოყენება
სრულად
შეესაბამება
საქართველოს
კონსტიტუციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ:
„24. [...] ზოგი ქვეყანა მას [ხანდაზმულობის ინსტიტუტი] მიიჩნევს მატერიალურსამართლებრივ
ინსტიტუტად
და
ყველა
შემთხვევაში
გამორიცხავს
რეტროაქტიულად გამოყენებას. ზოგი კი მას თვლის პროცესუალურ
სამართლებრივ ინსტიტუტად, რომლის რექტროაქტიულობა ეჭვს არ იწვევს.
„შერეული“ სისტემის თანახმად ხანდაზმულობის გაგრძელება შეიძლება მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ ის ჯერ არ ამოწურულა. ქართულ სამართალში შერეული
სისტემის ნიშნები დასტურდება. ხანდაზმულობის ვადებში ხორციელდება პირის
სისხლის სამართლებრივი დევნა. ახალი კანონის რეტროაქტიულობა იკრძალება,
მაშინ როცა ამოწურულია ძველი კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები.“.
„25. როცა კანონმდებელი ისე ზრდის ხანდაზმულობის ვადებს, როდესაც ჯერ არ
ამოწურულა ძველი კანონით დადგენილი ხანდაზმულობა, ეს შემთხვევა არ
შეიძლება მივიჩნიოთ კონსტიტუციის დარღვევად. იგი არ მოდის
წინააღმდეგობაში კანონის უკუძალის აკრძალვის კონსტიტუციურ პრინციპთან და
შესაბამისად, არც სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვის ფარგლებში არ
მოიაზრება. მართალია, ამ შემთხვევაშიც პირის უფლებრივი სფერო განიცდის
გარკვეულ უარყოფით ზემოქმედებას იმით, რომ მის მიმართ ხანგრძლივდება
სისხლისსამართლებრივი დევნა, მაგრამ ეს ნორმატიული სინამდვილე
მართლდება სამართლებრივი უსაფრთხოების ინტერესებით. კანონმდებელი ამით
ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პირის სისხლისსამართლებრივი დევნისათვის არ
არის საკმარისი ძველი კანონით დადგენილი ვადები. ვინაიდან სამართლიანი
მართლმსაჯულება მოითხოვს ხანდაზმულობის განსაზღვრულ ვადებს,
შეუძლებელია პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება მარტოოდენ იმ
საფუძვლით, რომ ძველი კანონით სხვა ვადა იყო დადგენილი. [...]“.
ხანდაზმულობის ვადის საკითხთან დაკავშირებით ასევე აღსანიშნავია ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.5 მისი განმარტებით
ხანდაზმულობის
ვადის
ხანდაზმულობის
ვადა
გაზრდა
არ
მაშინ
ამოწურულა,
როდესაც
სრულად
ადრე
დადგენილი
შეესაბამება
ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
5
იხ. Coëme and Others v. Belgium, nos. 32492/96 and 4 others, §146; Previti v. Italy (dec.), no. 1845/08, §80;
Biagioli v. San Marino ((dec.), no. 8162/13, §90; Borcea v. Romania ((dec.), no. 55959/14, §64; Antia and
Khupenia v. Georgia, no. 7523/10, §§38-43.
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“
ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით
განისაზღვრება,
რომ
საპროცესო
შეთანხმების
დადების
ცალკეული შემთხვევები საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მიერ
უფლებამოსილ პირთან უნდა შეთანხმდეს.
კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 71-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობა არ გამოიყენება
იმავე კოდექსით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში,
რომელიც სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და
მის ჩადენას ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა შედეგად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი
ითვალისწინებს
კანონის
გამოქვეყნებისთანავე
ამოქმედებას,
რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია
მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტიდან გამომდინარე ხარჯები დაიფარება საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტით შესაბამისი უწყებისთვის განსაზღვრული არსებული ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი
შენატანის) არ წესდება.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2 ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების დროს კონსულტაციები გაიმართა საქართველოს
გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
გერმანიის სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, ხანდაზმულობის
ვადის გასვლის გამო პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან
გათავისუფლების წესი არ ვრცელდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ
მკვლელობაზე; ავსტრიის კანონმდებლობის თანახმად - ისეთ დანაშაულებზე,
რომლებიც ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება;
საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად - ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ
დანაშაულებზე.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ალუდა
ღუდუშაური, მიხეილ სარჯველაძე, თენგიზ შარმანაშვილი.