საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2023 წლის 19-22 ნოემბერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ედინბურგში, უმაღლესი განათლების კონფერენციაზე (სახელწოდებით „Going Global 2023“) ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.11.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე
ნომერი
#2-19242/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-27
ბიუროს ნომერი 309

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-19242/23 24-11-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 19-22 ნოემბერს, როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, ვიზიტით ვიმყოფებოდი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, კერძოდ, ქალაქ ედინბურგში, უმაღლესი განათლების კონფერენციაში სახელწოდებით „Going Global 2023“ მონაწილეობის მისაღებად. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. დანართი: ანგარიში 1 ფ. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მივლინების ანგარიში გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 19-22 ნოემბერს, როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, ვიზიტით ვიმყოფებოდი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, კერძოდ, ქალაქ ედინბურგში, უმაღლესი განათლების კონფერენციაში სახელწოდებით „Going Global 2023“ მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა. კონფერენციის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრებმა და ლიდერებმა უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ეგვიპტის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მინისტრთან აიმან აშურთან, რომლის დროსაც ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები იქნა განხილული. ფორუმის მსვლელობისას, მე და მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები და მოლაპარაკებები გავმართეთ შოტლანდიის განათლების მინისტრ გრემ დეისთან, უმაღლესი განათლების საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველ სერ სტივ სმიტთან, შოტლანდიის უნივერსიტეტების გაერთიანების ხელმძღვანელ ანდრეა ნოლანთან, გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტების ასოციაციის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელ ჯეიმი აროუსმიტთან, დანდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან - ჯეისონ ნორისთან და იაინ ჯილესპისა და სეინთ ენდრიუს უნივერსიტეტის პრორექტორ ბრედ მაკკეისთან. შეხვედრებზე ძირითადად განხილულ იქნა საქართველოში უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმა და ბრიტანული უნივერსიტეტების ქართულ ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობები. შეხვედრების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება საქართველოში გაცნობითი ხასიათის ვიზიტების განხორციელებისა და ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის დაწყების მიზნით ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებით. პატივისცემით, გივი მიქანაძე საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე 24.11.2023