საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“ (№1-11111/23; 10.08.2023) წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-27
ბიუროს ნომერი 309
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-19256/23
27-11-2023
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს
სახალხო
დამცველის
წარმოდგენილ
საკანონმდებლო
„საქართველოს
სისხლის
მიერ
წინადადებაზე
სამართლის
საპროცესო
კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტთან
დაკავშირებით (№1-11111/23; 10.08.2023).
საქართველოს
პარლამენტის
ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს
სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.
საკანონმდებლო წინადადების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის
აპარატმა პატიმრობაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართვის საფუძველზე
შეისწავლა ადვოკატის ხელმისაწვდომობის საკითხი ისეთ შემთხვევებში, როდესაც პირს
გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით შეზღუდული აქვს სატელეფონო
საუბრის/მიმოწერის/ხანმოკლე პაემნის უფლება. საკანონმდებლო წინადადების ავტორის
განცხადებით,
პატიმრობაში
ყოფნის
პერიოდში
გამომძიებლის/პროკურორის
დადგენილებით
სატელეფონო
საუბრის/მიმოწერის/ხანმოკლე
პაემნის
უფლების
შეზღუდვის გამო, ბრალდებულებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ
სასურველ ადვოკატებს ან/და ახლობელ პირებს, რომ მათ მიერ მოხდეს ადვოკატის
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
შერჩევა. საკანონმდებლო წინადადებაში ასევე მითითებულია, რომ 2020-2021 წლების
მანძილზე სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა გამომძიებლის/პროკურორის
დადგენილებით გამოყენებული იყო 908 ბრალდებულის მიმართ (არ არის შესწავლილი,
თუ რამდენ ასეთ შემთხვევაში არსებობდა ადვოკატთან ურთიერთობის სირთულე).
საკანონმდებლო
დახმარების
წინადადებაში
მარეგულირებელი
სტანდარტები,
ასევე
დაფუძნებული
სისხლის
ვრცლად
ეროვნული
ყურადღებაა
არის
კანონმდებლობა
გამახვილებული
სამართლის
მიმოხილული
პროცესის
და
იურიდიული
საერთაშორისო
შეჯიბრებითობის
პირობებში
პრინციპზე
მტკიცებულებების
მოპოვებისა და დაცვის პოზიციის სათანადოდ მომზადებისთვის ადვოკატის ყოლის
მნიშვნელობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საკანონმდებლო წინადადების ავტორს
მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
46-ე მუხლს, რომელიც არეგულირებს სავალდებულო დაცვის შემთხვევებს, დაემატოს
ახალი
საფუძველი
შემდეგი
გამომძიებლის/პროკურორის
ფორმულირებით:
დადგენილებით
„თუ
ბრალდებულის
გამოყენებულია
მიმართ
სატელეფონო
საუბრის/მიმოწერის/ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა და სისხლის სამართლის
საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით)
ან ბრალდებული არ აცხადებს უარს ადვოკატზე“.
კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადების განხილვისას აღნიშნა, რომ დაცვის
უფლების შეუფერხებლად განხორციელება ბრალდებულის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
კონსტიტუციურ
უფლებას
წარმოადგენს
და
ამ
ნაწილში
კომიტეტი
იზიარებს
საკანონმდებლო წინადადების ავტორის სულისკვეთებას ამ უფლების შეუფერხებლად
განხორციელების თაობაზე. კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა მის მიერ ინიციირებულ
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე (07-3/199; 21.04.2022), რომლის მიზანსაც
წარმოადგენს იმ ბრალდებულის ადვოკატთან კომუნიკაციის პროცესის ხელშეწყობა,
რომელსაც
გამომძიებლის
ან
პროკურორის
მოტივირებული
გადაწყვეტილებით
შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, ანდა რომელსაც სრულად აქვს
გამოყენებული პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის
ლიმიტები. კომიტეტმა აღნიშნა, რომ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის მიერ
ადვოკატის აყვანა, ასევე უკვე აყვანილ ადვოკატთან კომუნიკაცია ისეთ პირობებში,
როდესაც
სახეზეა
გამომძიებლის
ან
პროკურორის
დადგენილება
სატელეფონო
საუბრის/მიმოწერის/ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვის თაობაზე, საჭიროებს
უფრო კომპლექსურ შესწავლას, რის შედეგადაც უფრო ნათლად გამოიკვეთება
საკანონმდებლო ინტერვენციის საჭიროება, მისი ფარგლები და შინაარსი. ამასთან,
აუცილებელია იმ საკითხების შეფასება და ჩამოყალიბება, თუ რამდენად აუცილებელია
საკანონმდებლო ჩარევა პრობლემის გადასაჭრელად, ასევე თუ რომელი და რა სახის, ასევე
რა შინაარსის ცვლილებები იქნებოდა რელევანტური ამავე პრობლემის გადასაჭრელად.
კომიტეტმა გამოთქვა ამ მიმართულებით შემდგომი მუშაობისა და რელევანტურ
უწყებებთან
კონსულტაციების
გამართვის
მზადყოფნა.
აღინიშნა
აგრეთვე,
რომ
კომიტეტი ყველა შემთხვევაში გააგრძელებს სახალხო დამცველის ჩართულობით ამ
საკითხებზე მუშაობას.
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
კომიტეტმა
უარყოფილად
ცნო
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე