საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, დავით სონღულაშვილის და ალუდა ღუდუშაურის მომართვა მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/387; 15.11.2023) საქართველოს კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-27
ბიუროს ნომერი 309
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-19271/23
27-11-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
2023 წლის 15 ნოემბერს ჩვენს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენილი
იქნა საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე (N07-3/387; 15.11.2023).
აღნიშნული
საკანონმდებლო
ინციატივა
ითვალისწინებს
ცვლილების
განხორციელებას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 254-ე მუხლში, რომლის
მოქმედი რედაქციის მიხედვით, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული საწარმო
ვალდებულია 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს სარეგისტრაციო მონაცემების
კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. საწარმოს მიერ მითითებული ვალდებულების
შეუსრულებლობის შემთხვევაში, მარეგისტრირებელ ორგანოს იმავე თარიღიდან
წარმოეშვება შესაბამისი რეაგირების ვალდებულებები.
ვინაიდან კანონით დადგენილი ზემოაღნიშნული ვადა იწურება, შესწავლილ იქნა
საწამოების მიერ ვალდებულების შესრულების მდგომარეობა და გამოირკვა, რომ
საწარმოთა მნიშვნელოვან ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს უზრუნველყოფილი თავისი
სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა და ნათელია, რომ
საწარმოების
მიერ
ზემოაღნიშნული
ვალდებულების
შესრულების
ტემპისა
და
დარჩენილი საწარმოების რაოდენობის გათვალისწინებით, 2024 წლის 1 იანვრამდე
ყველა
მსურველი
საწარმო
რეგისტრაციის
მონაცემებში
შესაბამისი
ცვლილების
განხორციელებას ვერ მოასწრებს, რამაც შეიძლება მრავალი კომპანიისთვის გამოიწვიოს
არახელსაყრელი შედეგები.
სწორედ
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
წარმოდგენილი
კანონპროექტი
ითვალისწინებს დასახელებული ვადის გახანგრძლივებას, რის შედეგადაც 2022 წლის 1
იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს 2025 წლის 1 იანვრამდე შეუნარჩუნდება
შესაძლებლობა უზრუნველყოს სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“
კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სხვა
თანმდევი საკითხების მოწესრიგებას, რაც აუცილებელია პროცესის ეფექტიანად და
შედეგიანად წარმართვისათვის.
კანონპროექტზე მუშაობაც შედარებით გვიან დაიწყო, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ
სარეგისტრაციო მონაცემების თავსებადობის უზრუნველსაყოფად მიმართვიანობის
ტემპი არ იყო დამაკმაყოფილებელი. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა, რომ ვადის
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ამოწურვის
მოახლოებასთან
ერთად
კომპანიათა
დიდი
ნაწილი
კვლავ
არ
გააქტიურებულა.
ვინაიდან,
გარდამავალი
კანონპროექტის
დებულებით
ძირითადი
დადგენილი
მიზანია
ვადა,
გახანგრძლივდეს
ამდენად,
კანონის
კანონპროექტით
გათვალისწინებული ცვლილება ძალაში უნდა შევიდეს ამ ვადის ამოწურვისთანავე 2024 წლის 1 იანვრიდან.
გასათვალისწინებელია, რომ დარჩენილი დროის სიმცირის გამო, განხილვის
პროცედურების დაჩქარების გარეშე შეუძლებელი იქნება შემოთავაზებული ცვლილების
2024 წლის 1 იანვრამდე განხილვა და მიღება. განხილვის სტანდარტული პროცედურების
შესაბამისად წარმართვის შემთხვევაში, ცვლილების მიღება ვერ მოესწრება მიმდინარე
წლის დასრულებამდე, რამაც შესაძლოა საკმაოდ დიდი სირთულეები შეუქმნას
კომპანიებს, რაც არ იქნებოდა მიზანშეწონილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე
მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება დასახელებული
კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მიღების შესახებ.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
მიხეილ სარჯველაძე
პარლამენტის წევრი
დავით სონღულაშვილი
პარლამენტის წევრი
ალუდა ღუდუშაური