საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ“ (№1-12745/23; 29.09.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.11.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-19270/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-27
ბიუროს ნომერი 309

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-19270/23 27-11-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-12745/23; 29.09.2023) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ავტორები სთავაზობენ კომიტეტს, საქართველოს კანონის "საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ" მიღებას. მათი მოსაზრებით, საქართველოში არსებული დასახლებების მოსახლეობის რაოდენობა და ამავე დასახლებებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რიცხვი არ არის იდენტური. კომიტეტმა იმსჯელა ზემოაღნიშნულ საკითხზე და აღინიშნა, რომ 2023 წლის 5 მაისს „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის VIII თავით განისაზღვრა მოსახლეობის აღწერის ძირითადი პრინციპები, აღწერის პროგრამა, აღწერის ჩატარების თარიღი და ჩატარების პასუხისმგებელი ორგანო. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არ საჭიროებს ახალი კანონისა და რეგულაციების შემოტანას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტმა კანონპროექტი მიზანშეუწონლად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge