საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, მიხეილ სარჯველაძის და თენგიზ შარმანაშვილის მომართვა მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების (№07-3/394; 22.11.2023) დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-27
ბიუროს ნომერი 309
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-19302/23
27-11-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის,
გურამ მაჭარაშვილის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, ალუდა ღუდუშაურის,
მიხეილ სარჯველაძის და თენგიზ შარმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონების
პროექტები: „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/394; 22.11.2023).
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ემსახურება საქართველოს პროკურატურის
საქმიანობის ცალკეული ორგანიზაციულ საკითხების მომწესრიგებელი საკანონმდებლო
ნორმების გაუმჯობესებას, ამ მხრივ პრაქტიკაში გამოვლენილი სხვადასხვა ხარვეზის
აღმოფხვრასა და საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას.
მიზანშეწონილია, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მომდევნო
კალენდარული წლის დაწყებამდე იქნეს მიღებული, რაც დადებითად აისახება საქართველოს
პროკურატურის საქმიანობაზე. თუმცა ვინაიდან საქართველოს პარლამენტის მიმდინარე
საშემოდგომო სესია 2023 წლის 15 დეკემბერს დასრულდება და, ამდენად, აღნიშნული
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიმდინარე წელს მიღება დაჩქარებული წესით
მიღების გარეშე შეუძლებელია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის
შესაბამისად მოგმართავთ, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება აღნიშნული საკანონმდებლო
ცვლილებების პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მიღების თაობაზე.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
ანრი ოხანაშვილი
პარლამენტის წევრი
დავითი მათიკაშვილი
პარლამენტის წევრი
გურამ მაჭარაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
პარლამენტის წევრი
რატი იონათამიშვილი
პარლამენტის წევრი
ირაკლი შატაკიშვილი
პარლამენტის წევრი
ალუდა ღუდუშაური
პარლამენტის წევრი
მიხეილ სარჯველაძე
პარლამენტის წევრი
თენგიზ შარმანაშვილი