სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საქმიანობის ანგარიშის და სამომავლო გეგმების მოსმენა

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.11.2023
ავტორი
სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
ნომერი
#[4d55]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-11-27
კომიტეტის სხდომის ნომერი 86
შენიშვნა სხდომა ჩატარდა 2023 წლის 27 ნოემბერი, 11:00 საათით თბილისი, გმირი კურსანტების ქ. N4 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2558?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გასვლითი სხდომა თარიღი 27 ნოემბერი 2023 11:00 2023 წლის 27 ნოემბერი, 11:00 საათით თბილისი, გმირი კურსანტების ქ. N4 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/330; 18.10.2023) განხილვა მეორე მოსმენით; მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/331; 01.11.2023) განხილვა მეორე მოსმენით; მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; 3. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობის დაზუსტება; მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე; 4. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ წარმოდგენილი 11/27/2023, 10:14 AM საქართველოს პარლამენტი 2 of 2 https://parliament.ge/print/announcement/2558?local=true საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (1-11690/23; 31.08.2023); მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე; 5. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საქმიანობის ანგარიშის და სამომავლო გეგმების მოსმენა; მომხსენებელი: სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი ზურაბ ზუბადალაშვილი; პრორექტორი ვახტანგ გაბრიჭიძე. 11/27/2023, 10:14 AM
ოქმი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გასვლითი სხდომის ოქმი ოქმი N86 2023 წლის 27 ნოემბერი, 11 : 00 სთ თბილისი, გმირი კურსანტების ქ. N4 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, ბაია კვიციანი, რამინა ბერაძე, ვლადიმერ კახაძე, მარიამ ლაშხი, გენრიეტა წიწავა, გიორგი სოსიაშვილი, დავით ზილფიმიანი, თამარ ჩარკვიანი, როსტომ ჩხეიძე. სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: ნოდარ პაპუკაშვილი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; დავით ლომინაშვილი - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი ზურაბ ზუბადალაშვილი და პრორექტორი ვახტანგ გაბრიჭიძე. სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი. სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს სხდომის დღის წესრიგი გააცნო და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ დღის წესრიგს. დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/330; 18.10.2023) განხილვა მეორე მოსმენით; მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/331; 01.11.2023) განხილვა მეორე მოსმენით; მომხსენებელი: ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; 3. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობის დაზუსტება; მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე; 4. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (№1-11690/23; 31.08.2023); მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე; 5. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საქმიანობის ანგარიშის და სამომავლო გეგმების მოსმენა; მომხსენებელი: სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი ზურაბ ზუბადალაშვილი; პრორექტორი ვახტანგ გაბრიჭიძე. კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/330; 18.10.2023) მეორე მოსმენით; მომხსენებლის განცხადებით, პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტებში ცვლილება არ განხორციელებულა. კომიტეტმა გადაწყვიტა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ, საქართველოს კანონების პროექტებს: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/330; 18.10.2023). კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის თერთმეტმა წევრმა კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 9 წინააღმდეგი: 0 კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა, მეორე მოსმენით, კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/331; 01.11.2023). მომხსენებლის განცხადებით, პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტებში ცვლილება არ განხორციელებულა. კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები: მოსაზრებები გამოთქვეს შემდეგმა კომიტეტის წევრებმა: ვლადიმერ კახაძემ, თამარ ჩარკვიანმა, გივი მიქანაძემ, დავით ზილფიმიანმა, რამინა ბერიძემ და გიორგი სოსიაშვილმა. დეპუტატებმა ცვლილება დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ინიციატივა ბევრ სტატუს შეჩერებულ სტუდენტს სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს. მომხსენებელმა დასმულ შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტმა გადაწყვიტა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ, საკანონმდებლო ინიციატივის წესით, წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/331; 01.11.2023). კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის თერთმეტმა წევრმა კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 9 წინააღმდეგი: 0 კომიტეტმა მოისმინა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობის დაზუსტების საკითხი. მომხსენებლის განცხადებით, სკოლამდელი განათლების საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში შედის ცვლილება და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე, ანაცვლებს ყოფილ ხელმძღვანელს გოგი ჩიქოვანს და ასევე, საბჭოს ემატება UNICEF-ის განათლების ოფიცერი ანა ჯანელიძე. კომიტეტმა გადაწყვიტა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობის დაზუსტების საკითხს. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის თერთმეტმა წევრმა კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 9 წინააღმდეგი: 0 კომიტეტმა მოისმინა: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (№111690/23; 31.08.2023). მომხსენებლის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა წარმოდგენილი ცვლილებათა პროექტი შეისწავლა, განხორციელდა კომუნიკაცია მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობასთან. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი დეტალურად განსაზღვრავს საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს, ხოლო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არის აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ის არ არის უფლებამოსილი საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საკანონმდებლო წინადადება. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, შესაბამისად ვერ მოხდება საკითხის მხარდაჭერა. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (№1-11690/23; 31.08.2023). კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის თერთმეტმა წევრმა კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 0 წინააღმდეგი: 9 კომიტეტმა მოისმინა: სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორმა ვახტანგ გაბრიჭიძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია. მომხსენებლის განცხადებით, აკადემია საჯარო სამართლის იურიდიული პირია და წარმოადგენს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის მთავარი მისიაა პროფესიონალი კადრებისა და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სასწავლო პროგრამების მეშვეობით, საზოგადოებაზე ორიენტირებული მაღალკვალიფიციური საპოლიციო კადრების მომზადება. ის ერთადერთი საგანმანათლებლო უწყებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც პასუხისმგებელია პოლიციელთა პროფესიულ მომზადებაზე. მომხსენებელმა სტრუქტურაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აკადემიას ხელმძღვანელობს რექტორი, რომელსაც ჰყავს სამი პრორექტორი, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებებს კურირებენ. მისი განცხადებით, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სასწავლოა, სადაც გაერთიანებულია პროფესიული მომზადების სამმართველო და ფსიქოლოგთა განყოფილება, რომელიც უშუალოდ ჩართულია სწავლის პროცესში, ხოლო სხვა დანაყოფები დამხმარე ფუნქციას ასრულებენ. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, აკადემიის ბიუჯეტი 7,8 მლნ ლარს შეადგენს და აკადემიაში 150ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ვახტანგ გაბრიჭიძის განცხადებით, აკადემიაში სწავლობენ პატრულ - ინსპექტორები, უბნის ინსპექტორები, მართლწესრიგის ოფიცრები, გამომძიებლები, მესაზღვრე კონტროლიორები, მესაზღვრეები, პოლიციის მენეჯერები და სხვა სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომელები, როგორიცაა სკოლებში მანდატურის თანამშრომლები, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეინჯერები. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა აკადემიაში სწავლის პროცესსა და მეთოდებზე. ვახტანგ გაბრიჭიძის განცხადებით, აკადემიაში სწავლის მეთოდები მოიცავს: სალექციო, ინტერაქციულ, წვრთნას და ელექტრონულ მეთოდებს. მისივე განცხადებით, ელექტრონული სწავლება განსაკუთრებით პანდემიის დროს გაძლიერდა და შეიქმნა დისტანციური სწავლების განყოფილება. აკადემიის პრორექტორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ფსიქოლოგთა განყოფილებაზე, სწავლების კომპონენტში ფსიქოლოგთა მონაწილეობა მოიცავს ფსიქოლოგიური ასპექტების სწავლებას და გადამზადებას, მათ შორის საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის და მართლწესრიგის ოფიცერთა პროფესიულ პროგრამებზე. ვახტანგ გაბრიჭიძემ საერთაშორისო თანამშრომლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აკადემია აქტიურად თანამშრომლობს დიპლომატიურ კორპუსთან, საქართველოში აკრედიტებული მისიების ფარგლებში, ასევე სხვდასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პოლიციურ ასოციაციებთან და 21 საპოლიციო სასწავლო დაწესებულებებთან, რომელთანაც ურთიერთგაგების მემორანდუმია გაფორმებული. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პრორექტორმა აღნიშნა, რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საპოლიციო განათლების განვითარებაზე, მათ შორის ერთ-ერთი მიმართულებაა პოლიციელებისთვის სისტემური გადამზადება, რომელიც უზრუნველყოფს პოლიციელთა კვალიფიკაციის მუდმივ განახლებას და მათთვის შესაბამისი კურსების შეთავაზებას, რომელიც მათი კარიერული განვითარების ნაწილია. კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები: მოსაზრებები გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა: გივი მიქანაძემ, დავით ზილფიმიანმა, გენრიეტა წიწავამ, რამინა ბერიძემ, ბაია კვიციანმა, ვლადიმერ კახაძემ, მარიამ ლაშხმა. კითხვები შეეხებოდა შსს აკადემიის სამომავლო გეგმებს, დაგეგმილ პროექტებს, უმაღლესის სტატუსის აღდგენის საკითხს, გენდერული ბალანსის სტატისტიკას, სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის ცნობიერების ამაღლების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და მსმენელთათვის უცხო ენების შესწავლის შესაძლებლობას. ზურაბ ზუბადალაშვილმა და ვახტანგ გაბრიჭიძემ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ცნობად მიიღო- სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საქმიანობის ანგარიშის და სამომავლო გეგმების მოსმენის საკითხი. სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე სხდომის მდივანი: თეონა აბულაძე