საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაციის „დევნილები დევნილებისთვის“ (ირაკლი ტორუა) მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.11.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-19397/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-11-27
კომიტეტის სხდომის ნომერი 131

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2563?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა თარიღი 27 ნოემბერი 2023 17:00 2023 წლის 27 ნოემბერი, 17.00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) იძულებით (ირაკლი გადაადგილებულ ტორუა) მიერ პირთა ასოციაციის წარმოდგენილ „დევნილები პეტიციაზე დევნილებისათვის“ მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი შატაკიშვილი. 11/27/2023, 10:23 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2023 წლის 27 ნოემბერი 17.00 სთ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N131 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი შატაკიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, პაატა მანჯგალაძე, გიორგი კახიანი, თამარ კორძაია, გენრიეტა წიწავა, სალომე ჯინჯოლავა, გურამ მაჭარაშვილის უფლებამონაცვლე ეკა სეფაშვილი და ლევან ბეჟაშვილის უფლებამონაცვლე თინა ბოკუჩავა. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაციის „დევნილები დევნილებისათვის“ (ირაკლი ტორუა) მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაციის „დევნილები დევნილებისათვის“ (ირაკლი ტორუა) მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი შატაკიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილების შედეგად ცვლილება განიცადა პეტიაცასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა, კერძოდ, პარლამენტის ბიურო პეტიციას გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პეტიციის მისთვის გადაცემიდან 1 კვირის ვადაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ამჯერად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საკითხს იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაციის „დევნილები დევნილებისთვის“ (ირაკლი ტორუა) მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგბის შესახებ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პეტიციის განაცხადი პარლამენტის თავმჯდომარეს წარედგინება წერილობით ან/და ელექტრონულად. ამავე მუხლის 41 პუნქტის თანახმად, წერილობით წარდგენილ პეტიციის განაცხადზე/პეტიციაზე პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, 1 ხელმოწერით, მისი სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებით. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ ხელმოწერების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სულ წარმოდგენილი 9 950 პეტიციის მხარდამჭერიდან (303 ფურცელი) არც ერთი მათგანის მონაცემები არ შეიცავს პირად ნომერს და ტელეფონის ნომერს. აგრეთვე, არც ერთი მხარდამჭერის შემთხვევაში არ არის განხორციელებული ხელმოწერა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის 51 პუნქტის შესაბამისად, ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც 203-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით არის შესრულებული. ამგვარად ყველა მხარდამჭერის შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მოთხოვნები, რის საფუძველზეც ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა არ აღემატება 300 პირის ხელმოწერას და აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, პეტიციის ავტორს უარი უნდა ეთქვას პეტიციის განხილვაზე. აზრი გამოთქვეს ირაკლი ქადაგიშვილმა პეტიციის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ დააზუსტა მომხსენებელთან და განმარტა, რომ პეტიციის წარმომდგენებმა უნდა უზრუნველყონ წერილობით წარდგენილი პეტიციის არანაკლებ 300 მხარდამჭერი პირის ხელმოწერა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების (წერილობით წარდგენილ პეტიციის განაცხადზე/პეტიციაზე პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, ხელმოწერით, მისი სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებით) დაცვით. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაციას „დევნილები დევნილებისათვის“ (ირაკლი ტორუა) უარი ეთქვას მათ მიერ წარმოდგენილი პეტიციის განხილვაზე? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი მომხრე - 6 წევრი წინააღმდეგი - 0 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): - იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაციას „დევნილები დევნილებისათვის“ (ირაკლი ტორუა) უარი ეთქვას მათ მიერ წარმოდგენილი პეტიციის განხილვაზე; - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაციის „დევნილები დევნილებისთვის“ (ირაკლი ტორუა) მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ წარედგინოს პარლამენტის ბიუროს. ირაკლი შატაკიშვილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 2