საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის (ქეთევან ყაჭეიშვილი) მიერ წარმოდგენილ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-11220/23; 15.08.2023) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-11-27
კომიტეტის სხდომის ნომერი 94
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2570?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 3
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
27 ნოემბერი 2023 15:30
2023 წლის 27 ნოემბერი, 15:30 საათი
საქართველოს პარლამენტი, რუსთაველის N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N638
(C კორპუსი, VI სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტების: „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/305; 28.06.2023) III
მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ
გაბუნია;
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ქეთევან მჭედლიშვილი;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს
კანონის
პროექტს
„ნარკოტიკული
საშუალებების,
ფსიქოტროპული
ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/326; 18.10.2023) II მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია;
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
კომიტეტის
აპარატიდან
პასუხისმგებელი
პირები:
მანანა
კრავეიშვილი,
ქეთევან
11/28/2023, 3:29 PM
https://parliament.ge/print/announcement/2570?local=true
საქართველოს პარლამენტი
2 of 3
მჭედლიშვილი;
წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონების
პროექტი:
„ჯანმრთელობის
დაცვის
შესახებ“
და
მისგან
გამომდინარე კანონპროექტები (07-2/327; 18.10.2023) I მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ
გაბუნია;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: მაია ესებუა;
წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;
4. სსიპ საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სსიპ საპენსიო სააგენტოს 2023 წლის 6
თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა (1-12788/23; 29.09.2023);
მომხსენებელი: სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მ/შ გიორგი ჭიჭინაძე;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე;
წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;
5. საზოგადოებრივი მოძრაობის „ფუხარას ხმა“ მიერ წარმოდგენილი საქართველოს 368
მოქალაქის ხელმოწერილი „უსახლკაროთა პეტიცია“ („სოციალური დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“) (1-12113/23; 13.09.2023);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცისა და სოციალურ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ირაკლი ციმინტია;
წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;
6. უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის (ქეთევან ყაჭეიშვილი) მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონის
პროექტთან
დაკავშირებით
(1-11220/23; 15.08.2023);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცისა და სოციალურ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე;
წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;
7. ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო
პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
11/28/2023, 3:29 PM
საქართველოს პარლამენტი
3 of 3
https://parliament.ge/print/announcement/2570?local=true
კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-11318/23; 18.08.2023);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცისა და სოციალურ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე;
წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.
11/28/2023, 3:29 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
სხდომა
სხდომა - N94
თარიღი - 2023 წლის 27 ნოემბერი
ადგილი/დარბაზი - ქ. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N638, (C კორპუსი, -VI სართული)
სხდომის თავმჯდომარე: ზაზა ლომინაძე
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ზაალ მიქელაძე, ვლადიმერ კახაძე, ირმა
ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, სალომე ჯინჯოლავა, რესან კონცელიძე (ანტონ ობოლაშვილის
უფლებამონაცვლე), დიმიტრი ხუნდაძე, ანა წითლიძე, შალვა შავგულიძე.
სხდომას არ ესწრებოდა: გიორგი გოდაბრელიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, ანტონ ობოლაშვილი.
კომიტეტის სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა კომიტეტის 10 წევრის დასწრებით.
სხდომის მდივანი: ლელა ასათიანი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და
კომიტეტის სხდომის
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონების პროექტების: „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/305; 28.06.2023) III მოსმენით განხილვა.
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს კანონის პროექტს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული
ნივთიერებების,
პრეკურსორებისა
და
ნარკოლოგიური
დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/326; 18.10.2023). II
მოსმენით განხილვა.
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონების პროექტი: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები
(07-2/327; 18.10.2023); I მოსმენით განხილვა
4. სსიპ საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სსიპ საპენსიო სააგენტოს 2023 წლის 6 თვის
განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა (№1-12788/23; 29.09.2023).
5. საზოგადოებრივი მოძრაობის „ფუხარას ხმა“ მიერ წარმოდგენილი საქართველოს 368 მოქალაქის
ხელმოწერილი „უსახლკაროთა პეტიცია“ („სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ“) (N1-12113/23; 13.09.2023)
1
6. უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის (ქეთევან ყაჭეიშვილი) მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-11220/23; 15.08.2023).
7. ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო პენსიის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (№1-11318/23; 18.08.2023).
სხდომის თავმჯდომარემ დაადასტურა ქვორუმის არსებობა და სხდომა გახსნილად გამოაცხადა.
შემდეგ,
კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული
პირველი საკითხის - საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტების: „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/305; 28.06.2023) III
მოსმენით განხილვა სთხოვა მომხსენებელს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ
გაბუნიას.
ცვლილების მიზანია ინოვაციურ (ახალ ორიგინალურ) ფარმაცევტულ პროდუქტზე
ხელმისაწვდომობის გაზრდა, მისი სპეციალური პირობებით შესყიდვის გზით.
გადაწყვეტილება:
კომიტეტმა მომზადებულად მიიჩნია წარმოდგენილი კანონპროექტები მესამე მოსმენით
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის.
შემდეგ,
დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი: საქართველოს
საკანონმდებლო
ინიციატივის
მთავრობის
მიერ
წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „ნარკოტიკული
საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების,
პრეკურსორებისა
და ნარკოლოგიური
დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/326; 18.10.2023) მეორე მოსმენით
განხილვისათვის სხდომის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ სიტყვა გადასცა მომხენებელს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა
მოადგილემ თამარ გაბუნიას.
2
მომხსენებელმა აღნიშნა რომ აღნიშნული კანონპროექტები საქართველოს მთავრობის ინიციატივით
მომზადდა გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის 1961 წლის „ნარკოტიკული
საშუალებების
შესახებ“
ერთიანი
და
გაეროს
1971
წლის
„ფსიქოტროპული
ნივთიერებების
შესახებ“ კონვენციების თანდართულ სიებში 2022 წლის ბოლოს შეტანილი ცვლილებების საფუძველზე.
კერძოდ, გაეროს 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ ერთიანი კონვენციის I სიას
დაემატა 2 ნივთიერება: ბრორფინი და მეტონიტაზენი; გაეროს 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების
შესახებ“ კონვენციის II სიას დაემატა 1 ნივთიერება: ეუტილონი; გაეროს 1988 წლის „ნარკოტიკული
საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ“
კონვენციის
სიის
I
ცხრილს
დაემატა
3
ნივთიერება:
ნორფენტანილი,
ტერტ-ბუტილ
4(ფენილამინო)პიპერიდინ1-კარბოქსილატი (1-ბოკ-4-აპ), N-ფენილ-4პიპერიდინამინი (4-აპ).
კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი მუხლობრივად იქნა განხილული. კანონპროექტის
განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტით, უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების ასახვა საქართველოს კანონმდებლობაში.
გადაწყვეტილება:
კომიტეტის
წევრებმა
მომზადებულად მიიჩნიეს
ერთხმად
მხარი
დაუჭირეს
წარმოდგენილ
კანონპროექტებს
და
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით
განხილვისათვის.
შემდეგ,
სხდომის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო რომ დღის წესრგით გათვალისწინებული მესამე
საკითხს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონების
პროექტი:
„ჯანმრთელობის
დაცვის
შესახებ“
და
მისგან
გამომდინარე
კანონპროექტები (07-2/327; 18.10.2023) I მოსმენით განსახილველად წარმოადგენდა ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი
მოადგილე თამარ გაბუნია.
მომხესნებელმა საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტის წევრებს ზოგადი პრინციპების დონეზე გააცნო და
აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია ექთნების და მეანი-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და
პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებისათვის სამართლებრივი გარემოს შექმნა.
ამგვარად, კანონით ექთანი და მეანი-ექთანი პროფესიული სპეციალიზებული დასახელებები გახდება და,
3
შესაბამისად, კანონით განისაზღვრება აღნიშნული საქმიანობების განხორციელების პირობები. კანონით
დამკვიდრდება ახალი, გენდერულად ნეიტრალური ტერმინი - დამოუკიდებელი „მეანი-ექთანი“,
რომლითაც ხდება „ბებიაქალის“ წოდების ჩანაცვლება. ზოგადად, საკანონმდებლო პაკეტი ექთნებისა და
მეანი-ექთნების საქმიანობის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას
ითვალისწინებს.
მომხსენებლის
ინფორმაციით,
ექთნებისა
და
მეანი-ექთნებისთვის
გათვალისწინებულია
დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და უწყვეტი
პროფესიული განათლების სისტემების ამოქმედება, კანონმდებლობით განისაზღვრება ექთნის და მეანიექთნის საბაზისო განათლების პროგრამები, ექთნებისა და მეანი-ექთნების მიღებული განათლების
შესაბამისად, ინერგება წოდებრივი რანჟირების სისტემა, შეიქმნება ექთნებისა და მეანი-ექთნების
ავტორიზაციის ელექტრონული რეესტრი, რომლის საშუალებით განხორციელდება ექთნებისა და მეანი
ექთნების რეგისტრაცია და სერტიფიცირება. სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნებისთვის
სერტიფიცირება 2025 წლის 1 სექტემბრამდე განხორციელდება უგამოცდოდ.
კანონპროექტის
შესაბამისად,
ინერგება
ექთნის
და
მეანი-ექთნის
საქმიანობაზე
სახელმწიფო
ზედამხედველობის მექანიზმი, რომლის განმახორციელებელია სამინისტრო და შესაბამისი საბჭო.
გადაწყვეტილება:
სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა კანონპროექტების პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი ერთხმად დაუჭირა.
შემდეგ,
ზაზა ლომინაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული მეოთხე საკითხი:
სსიპ საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სსიპ საპენსიო სააგენტოს 2023 წლის 6 თვის განმავლობაში
განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა (№1-12788/23; 29.09.2023) და სიტყვა გადასცა სააგენტოს
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი ჭიჭინაძეს.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ინფორმაცია მოიცავს საანგარიშო პერიოდში საპენსიო სააგენტოს მიერ
გაწეული საქმიანობის და განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშს. ასევე მოიცავს დაგროვებითი
საპენსიო სქემისათვის მნიშვნელოვან ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს.
4
მისი თქმით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საინვესტიციო საბჭომ და საინვესტიციო სამსახურმა
მოახდინა აქტივების განთავსების სტრატეგიის გეგმური გადახედვა, რომელიც პერიოდულად, სულ მცირე
წელიწადში ერთხელ ხორციელდება საუკეთესო პრაქტიკის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
„კანონის თანახმად, საპენსიო აქტივების ინვესტირება კანონის ამოქმედებიდან ხუთი წლის განმავლობაში
დასაშვებია მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში, შესაბამისად, საანგარიშო პერიოდის
განმავლობაში ინვესტირება ხორციელდებოდა ნაკლებ რისკიან პორტფელში კანონით განსაზღვრული
შეზღუდვებისა და პოლიტიკის დოკუმენტის მოთხოვნების გათვალისწინებით. 2023 წლის პირველ
ნახევარში, საინვესტიციო სამსახური განაგრძობდა აქტიურ ინვესტირებას, როგორც საერთაშორისო, ისე
ადგილობრივ კაპიტალის ბაზრებზე. 2023 წლის მარტიდან საინვესტიციო სამსახურმა დაიწყო უცხოური
აქციების პორტფელის დამატებით დივერსიფიკაცია და 3 განვითარებული ქვეყნის აქციების ინდექსებთან
ერთად მსხვილი განვითარებადი ეკონომიკების აქციების ინდექსების ფონდებიც შეიძინა“, - განაცხადა
გიორგი
ჭიჭინაძემ.
მისი თქმით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჯამურმა ინვესტიციამ 11.0 მილიონი ლარი შეადგინა.
წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საინვესტიციო აქტივების
წმინდა ღირებულება 3 მლრდ 631 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც საინვესტიციო საქმიანობის შედეგად
მიღებული
წმინდა
ამონაგები
628
მლნ
ლარია.
საანგარიშო პერიოდის ბოლოს, საინვესტიციო პორტფელის 80.7% განთავსებული იყო ლარში, ხოლო 19.3%
უცხოურ
ვალუტაში
დენომინირებულ
აქტივებში.
რაც შეეხება პორტფელის განაწილებას ინსტრუმენტების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს 46.4%
განთავსებული იყო 7 ქართულ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში,
რომელთაც ერიცხებათ ფიქსირებული სარგებელი, ხოლო 16.2% ნომინალური მფლობელობის სარგებლიან
მიმდინარე ანგარიშებზე, რომლებსაც ერიცხება ცვლადი სარგებელი. უცხოურ აქციებში ინვესტირებული
იყო პორტფელის 17.4%, აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებში - 1.2%, ხოლო საქართველოს სახაზინო ფასიანი
ქაღალდების წილი პორტფელის 17.6%-ს შეადგენდა. საპენსიო აქტივების 0.6% ევროობლიგაციებში იყო
განთავსებული, 0.4% კი ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციაში. 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით,
საპენსიო აქტივების 90.3% განთავსებული იყო მინიმუმ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე 1 საფეხურით
ნაკლები რეიტინგის მქონე კომერციულ ბანკებში და ფასიან ქაღალდებში.
„2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 6,556
დამსაქმებელი და თვითდასაქმებული და გაწევრიანებულ იქნა 57,286 დასაქმებული. შედეგად, საპენსიო
სქემაში გაწევრიანებულ დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში შეადგინა 1,416,321. ამავე საანგარიშო
პერიოდში სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლების რაოდენობა ჯამში 100-ზე მეტი
კომპანიაა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 1,148 პირზე გაცემულმა პენსიამ შეადგინა 3,790,449.65
ლარი“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს საპენსიო სააგენტომ წარმატებით განახორციელა ინფორმაციული
უსაფრთხოების მართვის სისტემის ISO 27001-თან შესაბამისობის შეფასებისათვის მასერტიფიცირებელი
აუდიტი და მიიღო ISO 27001 სერტიფიკატი, რაც დაგროვებითი საპენსიო სქემაში მონაწილეთა
5
ინტერესების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. ამგვარად, საპენსიო სააგენტო არის ეროვნული ბანკის
შემდეგ პირველი საჯარო ორგანიზაცია, რომელმაც აღნიშნული სერტიფიკატი მიიღო.
გადაწყვეტილება:
კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასეს და ცნობად მიიღეს.
შემდეგ,
კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ წევრებს და დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინა დღის
წესრიგით გათვალისწინებული მეხუთე საკითხი: საზოგადოებრივი მოძრაობის „ფუხარას ხმა“ მიერ
წარმოდგენილი საქართველოს 368 მოქალაქის ხელმოწერილი „უსახლკაროთა პეტიცია“ („სოციალური
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“) (N1-12113/23; 13.09.2023).
მან, როგორც მომხსენებელმა სხდომის წევრებს განუმარტა პეტიციის ავტორების მოთხოვნა, რომელიც
შეეხება „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას და საკანონმდებლო დონეზე
უსახლკარო პირთა რეგისტრაციის ერთიანი წესის განსაზღვრას, ხოლო დროებითი საცხოვრისით
უზრუნველყოფის წესის განსაზღვრა მოხდეს მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ.
კომიტეტმა მსჯელობის შემდეგ მიიღო შემდეგი
გადაწყვეტილება:
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა
მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი პეტიცის განსახილველად გადაეგზავნოს საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს;
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-10
პუნქტის შესაბამისად 1 თვის ვადაში პეტიციის თაობაზე პასუხი აცნობოს პეტიციის ავტორსა და
კომიტეტს.
6
აღნიშნულ გადაწყვეტილებას კომიტეტის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
შედეგ,
სხომაზე თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ დამსწრე კომიტეტის წევრებს გააცნო დღის წესრიგით
გათვალისწინებული მეექვსე საკითხი: უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის (ქეთევან ყაჭეიშვილი)
მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-11220/23; 15.08.2023).
წინადადების ავტორი ითხოვს, რომ საპენსიო სქემის მონაწილეებს თავისუფლად მიეცეთ დაგროვებითი
საპენსიო სისტემიდან ნებისმიერ დროს (ან თუნდაც წლის ბოლოს) გასვლის, ასევე სისტემიდან გასვლის
შემთხვევაში დაგროვებული პენსიის/საპენსიო აქტივების სრულად მიღების შესაძლებლობა.
გადაწყვეტილება:
კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ იქნა შემდეგი
მიზეზების გამო: საქართველოში მიმდინარეობს მოსახლეობის დაბერების პროცესი, რაც მსოფლიოს
უდიდესი ნაწილისთვის არის დამახასიათებელი. მომავალში, საქართველოში მკვეთრად გაიზრდება
ხანდაზმულების რაოდენობა და ხვედრითი წილი მოსახლეობაში (გაეროს პროგნოზი), რაც უარყოფითად
იმოქმედებს სახელმწიფო გადანაწილებითი საპენსიო სისტემის მდგრადობაზე. ამ ტიპის საპენსიო
სისტემის
ეფექტიანობა
დიდწილად
დამოკიდებულია
შრომისუნარიანი
ასაკის
მოსახლეობის
თანაფარდობაზე ხანდაზმულებთან, რადგან დღევანდელი გადასახადების გადამხდელების მეშვეობით
ხორციელდება
დღევანდელ
პენსიონერთა
სოციალური
უზრუნველყოფა.
აქედან
გამომდინარე,
აქტუალობას იძენს საპენსიო უზრუნველყოფის დამატებითი წყაროს განვითარება დაგროვებითი საპენსიო
სისტემის სახით. დაგროვებითი საპენსიო სისტემა იძლევა საშუალებას შემცირდეს მოსახლეობის
დაბერების პროცესით გამოწვეული წნეხი გადასახადის გადამხდელებზე და სახელმწიფო ბიუჯეტზე;
ადამიანი თავადაც ხდება პასუხისმგებელი საკუთარი სიბერის უზრუნველყოფაზე. პენსიის მიღების
წყაროს დივერსიფიკაციით იზრდება იმის ალბათობა, რომ ადამიანი სიბერეს არ გაატარებს სიღარიბეში და
მეტწილად შეინარჩუნებს ცხოვრების იმ დონეს, რაც ჰქონდა მუშაობის დროს, პენსიაზე გასვლამდე.
საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა სავალდებულოა 40 წლამდე დასაქმებულებისთვის.
სისტემის სავალდებულოობა და ვადაზე ადრე გამოტანის შეზღუდვა უზრუნველყოფს მის
ამოქმედებისთანავე დასაქმებულთა დიდი ნაწილის ჩართვას ამ სისტემაში, რა დროსაც მონაწილეები
ხანგრძლივი ვადით აგროვებენ თანხებს საკუთარ საპენსიო ანგარიშზე, ეს კი საგრძნობლად ზრდის
სიბერისთვის სათანადო ოდენობის დანაზოგის დაგროვების ალბათობას. იმ შემთხვევაში თუ, საპენსიო
სქემის ყველა მონაწილეს მიეცემა დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან ნებისმიერ დროს (ან თუნდაც წლის
ბოლოს) გასვლის უფლება, იზრდება რისკი რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი პენსიაზე გასვლამდე
7
ისარგებლებს დანაზოგით და მათთვის სახელმწიფო პენსია კვლავ დარჩება სიბერის უზრუნველყოფის
ერთადერთ საშუალებად. ეს გაზრდის რისკს იმისა, რომ პენსიონერის ცხოვრების დონე მკვეთრად
გაუარესდეს, იმასთან შედარებით, რაც ჰქონდა მუშაობის დროს, პენსიაზე გასვლამდე.
შემდეგ:
დღის წერიგით გათვალისწინებული რიგით მეშვიდე საკითხი: ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-11318/23; 18.08.2023) განსახილველად
სხდომის თავმჯდომარემ წარმოადგინა.
მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოთხოვნა,
კერძოდ ავტორი ითხოვს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონი გავრცელდეს საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, რომლებსაც გააჩნიათ პირადობის
ნეიტრალური მოწმობა.
გადაწყვეტილება:
სხდომის წევრებს შორის მსჯელობის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო
წინადადება უარყოფილ იქნა შემდეგი მიზეზის გამო:
წინადადებით არაა წარმოდგენილი სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა გავლენა ექნება
კანონპროექტის მიღებას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ამასთან, საქართველოს
კონსტიტუციის 66-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: „კანონი, რომელიც იწვევს მიმდინარე საბიუჯეტო
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თანხმობის
შემდეგ, ხოლო
მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული კანონი – მთავრობის თანხმობით ან მთავრობის მიერ
პარლამენტისთვის წარდგენილი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის
ფარგლებში“. მთავრობის თანხმობის მისაღებად, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ფინანსური
გაანგარიშების არსებობა.
ზაზა ლომინაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
ლელა ასათიანი
სხდომის მდივანი
8