საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ეკა სეფაშვილის, მაია ბითაძის, ბეჟან წაქაძის და დავით სონღულაშვილის მომართვა მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/380; 08.11.2023) საქართველოს კანონის პროექტის დაჩქარებული წესით, 12-15 დეკემბრის პლენარული სხდომების კვირაში განხილვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.11.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ეკა სეფაშვილი, მაია ბითაძე, ბეჟან წაქაძე, დავით სონღულაშვილი
ნომერი
#2-19540/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-29
ბიუროს ნომერი 311

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-19540/23 29-11-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 8 ნოემბერს ჩვენს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი იქნა საქართველოს კანონის პროექტი „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/380; 08.11.2023). კანონპროექტი მიზნად ისახავს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მოპოვების პროცესის დახვეწას/გამარტივებას და ითვალისწინებს ცვლილებას „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლში, რომლითაც განისაზღვრება, რომ ლიცენზიის მაძიებელმა საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის ჯგუფის სტრუქტურის/მფლობელობის სტრუქტურის შესახებ, ასევე, მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერების, ასევე შუალედური მფლობელებისა და ბენეფიციარი მესაკუთრის თაობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში − საიდენტიფიკაციო ინფორმაცია 20 უმსხვილესი აქციონერის შესახებ და ინფორმაცია მათ მფლობელობაში არსებული წილის/აქციების ოდენობისა და ტიპის შესახებ. ამრიგად, ლიცენზიის მაძიებელს აღარ მოუწევს საქართველოს ეროვნულ ბანკში წილის ოდენობის მიუხედავად, ყველა აქციონერის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა, რაც რიგ შემთხვევაში, პრაქტიკაში განუხორციელებელ მოთხოვნას წარმოადგენს. ამასთან, მიზანშეწონილია, წარმოდგენილი კანონის პროექტი მომდევნო კალენდარული წლის დაწყებამდე იქნეს მიღებული, იმისთვის, რათა ლიცენზიის მაძიებლებს არ შეექმნათ გაუმართლებელი ბარიერი ლიცენზიის მიღების პროცესში. თუმცა, რადგან საქართველოს პარლამენტის მიმდინარე საშემოდგომო სესია 2023 თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge წლის 15 დეკემბერს სრულდება, განხილვის სტანდარტული პროცედურების შესაბამისად წარმართვის შემთხვევაში, ცვლილების მიღება ვერ მოესწრება მიმდინარე წლის დასრულებამდე, რამაც შესაძლოა საკმაოდ დიდი სირთულეები შეუქმნას ლიცენზიის მაძიებლებს. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება დასახელებული კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მიღების შესახებ 2023 წლის 11-15 დეკემბრის სასესიო კვირაში. პატივისცემით, პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი პარლამენტის წევრი მაია ბითაძე პარლამენტის წევრი ბეჟან წაქაძე პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი