„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.11.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე
ნომერი
#07-3/396/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-12-04
ბიუროს ნომერი 314

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის: ა) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა;“; ბ) ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,პ) სპორტის;“; მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი: ამჟამად საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით განხილულია და სასესიო კვირის ბოლომდე სამი მოსმენით მიღებული იქნება საკანონმდებლო ცვლილებები („საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და გამომდინარე პროექტები), რომლებიც ითვალისწინებს ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადაცემას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის. აღნიშნული ცვლილება განპირობებული იყო იმით, რომ მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ორგანოს, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებასა და მათი პოტენციალის რეალიზებას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ფარგლებში. ახალგაზრდობის კომპონენტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გაერთიანება, უფრო მეტ შესაძლებლობებს გაუჩენს ახალგაზრდულ მიმართულებას და მოახდენს მის ინტეგრაციას განათლების სფეროსთან. განათლება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ახალგაზრდობის განვითარების და ცხოვრების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ახალგაზრდობის ინტეგრაცია განათლებასთან გააჩენს თანასწორ შესაძლებლობებს ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს განვითარების მიმართულებით. ვინაიდან, ახალგაზრდობა წარმოუდგენელია განათლების კომპონენტის გარეშე და პირიქით. აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში განსახორციელებელმა ცვლილებებმა ლოგიკურად დღის წესრიგში დააყენა საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადახედვა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი რედაქციით, ახალგაზრდობის მიმართულებით საკომიტეტო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი. ერთი სამინისტროს მმართველობის ფარგლებში ახალგაზრდობის განათლების სფეროსთან ინტეგრაციით, წარმოჩინდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტიდან ახალგაზრდობის კომპონენტის საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან დაკავშირების საჭიროება. ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულების განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან გაერთიანებით შესაძლებელი გახდება ერთი საპარლამენტო კომიტეტის ფარგლებში როგორც საკანონმდებლო, ისე საზედამხედველო ფუნქციათა ეფექტური განხორციელება, რაც დადებითად აისახება მითითებული სფეროს განვითარებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადაცემა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისათვის. ა.ა.ბ) არსებული პრობლების გადასაჭრელად პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების აუცილებლობა: რეგლამენტის პროექტის მიღება ერთის მხრივ გამოწვეულია იმ სტრუქტურული რეფორმის გატარებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი ახალგაზრდობის სფეროში გადაეცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხოლო მეორეს მხრივ ცვლილებები მიზნად ისახავს პარლამენტის, როგორც პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების და მთავრობის საქმიანობის მაკონტროლებელი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ა.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ფუნქციები ახალგაზრდული მიმართულებით გადაეცემა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს განვითარებას და შესაძლებელი იქნება ერთ საპარლამენტო კომიტეტში როგორც საკანონმდებლო ისე საზედამხედველო ფუნქციათა ეფექტური განხორციელება. ა.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: რეგლამენტის პროექტის მიხედვით, იცვლება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ და ,,პ“ ქვეპუნქტები. შესაბამისად პარლამენტის კომიტეტები იქნება: ბ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა; პ) სპორტის. ა.დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): განმარტებითი ბარათის ეს პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტზე. ა.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: რეგლამენტის პროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებული არ არის რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მიზანშეწონილია, რომ რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული ცვლილება რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ფუნქციებისა და უფლებამოსილებათა გადაცემას განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისათვის განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით, საშემოდგომო სესიის დასრულებამდე, რადგან საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/336; 15.11.2023) კანონპროექტით, სხვა თანდართულ კანონპროექტებთან ერთად, კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 1 იანვარი. ამასთანავე, რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ შესაბამისმა კომიტეტბმა 2024 წლის დადგომისთანვე ახალი ფუნქციებით დაიწყონ მუშაობა და ეფექტურად დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა. ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს ხარჯებს. ბ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: რეგლამენტის პროექტი არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: რეგლამენტის პროექტის მიღებით მოსალოდნელი არ არის ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეგლამენტის პროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი და არ იცვლება არსებული გადასახადები, მოსაკრებლები და სხვა სახის გადასახდელები. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება: რეგლამენტის პროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: ინიციატორის მოსაზრებით, რეგლამენტის პროექტს არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) პარლამენტის სტანდარტებთან: რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართლს. გ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: რეგლამენტის პროექტი არ გამომდინარეობს ევროკავშირის სამართლებრივი აქტიდან. დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: მონაწილე პარლამენტის ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე. ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე.