საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ისკო დასენის, ბეჟან წაქაძის, ვასილ ჩიგოგიძის, გელა სამხარაულის და ირაკლი კირცხალიას მომართვა მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/385; 15.11.2023) საქართველოს ორგანული კანონის პროექტის დაჩქარებული წესით, კომიტეტებში განხილვის ახალი ვადების განსაზღვრისა და 12-15 დეკემბრის პლენარული სხდომების კვირაში პლენარულ სხდომებზე განხილვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.11.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, ვასილ ჩიგოგიძე, გელა სამხარაული, ირაკლი კირცხალია
ნომერი
#2-19541/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-29
ბიუროს ნომერი 311

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-19541/23 29-11-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2023 წლის 15 ნოემბერს ჩვენს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი იქნა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/385; 15.11.2023). კანონპროექტის დაჩქარებული წესით, განხილვის ვადად განისაზღვრა 20 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. თუმცა, აღნიშნული კანონპროექტის მიღება მიზანშეწონილია „ტურიზმის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტებთან ერთად. შესაბამისად, გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მიღების შესახებ 2023 წლის 11-15 დეკემბრის სასესიო კვირაში. პატივისცემით, პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი პარლამენტის წევრი ისკო დასენი პარლამენტის წევრი ბეჟან წაქაძე პარლამენტის წევრი ვასილ ჩიგოგიძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge პარლამენტის წევრი გელა სამხარაული პარლამენტის წევრი ირაკლი კირცხალია