საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის განცხადება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ლობისტად რეგისტრაციის შესახებ

ლობისტად რეგისტრაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.11.2023
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილი
ნომერი
#1-15203/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-29
ბიუროს ნომერი 311

📜 ტექსტი

წერილი
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412315360833 29.11.2023 საქართველოს პარლამენტი სათაური: ლობისტად რეგისტრაცია შინაარსი: საქართველოს პარლამენტის ბიუროს განმცხადებელი/ლობისტი: ზაალ სარაჯიშვილი პირადი ნომერი: 1 მისამართი: ა სამუშაო ადგილი: საქართველოს სისხლი სამართლის ადვოკატთა ლიგა თანამდებობა: ადვოკატი მობილური: + ელ.ფოსტა: გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ლობისტად რეგისტრაციის შესახებ „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გთხოვთ გამატაროთ რეგისტრაციაში ლობისტად, რადგან ვარ დაინტერესებული საკანონმდებლო აქტის მოქმედი რედაქციის შეცვლით. აქტის ან პროექტის დასახელება: - საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტი არის უფლებამოსილი ორგანო განიხილოს და მიიღოს საკანონდებლო აქტები, ლობისტურ საქმიანობას წარვმართავ საქართველოს პარლამენტში, მის კომისიებსა და ფრაქციებში. საქართველოს პარლამენტში ადმინისტრაციულ შენობაში შესვლისა და გადაადგილების უფლების უზრუნველსაყოფად გთხოვთ კანონით განსაზღვრულ ვადაში გადმომცეთ შესაბამისი მოწმობა. პატივისცემით, ლობისტი ზაალ სარაჯიშვილი დოკუმენტები: 1 ) პირადობის მოწმობა.jpeg; 2 ) ხელშეკრულება.pdf; 3 ) ნასამართლეობის ცნობა.pdf; 4 ) ამონაწერი.pdf; 5 ) წესდება.pdf; 6 ) კანონპროექტი.pdf; 7 ) განმარტებითი ბარათი.pdf; 8 ) იმ მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონოთ შედის ცვლილება.pdf; პატივისცემით, ზაალ სარაჯიშვილი პ. #: მობილური: ელფოსტა:
დანართი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი იმ მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონოთ შედის ცვლილება მუხლი 9. სამსახურებრივ-საშტატო იარაღი 1. სამსახურებრივ-საშტატოა იარაღი, რომლის ტარების უფლება აქვთ ამ მუხლით განსაზღვრულ პირებს მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად. 2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს; ბ 1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის უფლებამოსილ პირებს; ბ 2) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილ პირებს; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ მოხელეებს; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ პირებს; დ1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს; ე) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს; ვ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს; ზ) პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრულ საქართველოს პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეს; თ) მოსამართლეებს; ი) სასამართლოს მანდატურებს; კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს; კ1) (ამოღებულია); კ2) (ამოღებულია); ლ) საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო დაწესებულებების ინკასატორებსა და მოლარეებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას; ლ1) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ფოსტის“ უფლებამოსილ პირებს − სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, განსაკუთრებული მნიშვნელობის, ფულადი ან/და სხვა ფასეული საფოსტო გზავნილების გადატანის/გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას; მ) სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას; ნ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრებს; ო) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს მთავრობის სხვა წევრს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებს; პ) (ამოღებულია); პ 1) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფლებამოსილ მოსამსახურეს; ჟ) მთავარი საჯარო თანამდებობის პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები; რ) (ამოღებულია). 3. სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემის თანამშრომლებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან სხვა სახელმწიფოს სამსახურში, ახორციელებენ კერძო დაცვით საქმიანობას (მხოლოდ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პერიოდში) ან/და დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გამო. 4. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება არ აქვს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს. 5. იმ თანამდებობის პირთა (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა) ნუსხას, რომლებსაც სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი წარდგინებით. ამ ნუსხაში შესატან ცვლილებებსა და დამატებებს საქართველოს მთავრობას წარუდგენს დაინტერესებული უწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1745 - სსმ I, №36 11.07.2005 წ., მუხ.231 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1769 - სსმ I, №36 11.07.2005 წ., მუხ.238 საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1848 - სსმ I, №41 19.07.2005 წ., მუხ.290 საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2132 - სსმ I, №53 19.12.2005 წ., მუხ.353 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3166 - სსმ I, №19 01.06.2006 წ., მუხ.155 საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3454 - სსმ I, №29 26.07.2006 წ., მუხ.231 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №227 - სსმ I, №17 28.07.2008 წ., მუხ.142 საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №539 - სსმ I, №34 04.12.2008 წ., მუხ.218 საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1184 - სსმ I, №12 29.06.2009 წ., მუხ.55 საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2112 - სსმ I, №40 07.12.2009 წ., მუხ.295 საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2869 - სსმ I, №14 30.03.2010 წ., მუხ.92 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2988 - სსმ I, №24 10.05.2010 წ., მუხ.154 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3055 - სსმ I, №26 20.05.2010 წ., მუხ.175 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4401 -ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 87 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1360 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1782 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2356 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3931 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4357 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №135 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1703 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2625 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3117 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3285 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3591 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3798 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4076 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4077 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4244 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4243 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4405 – ვებგვერდი, 08.04.2019წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4894 – ვებგვერდი, 28.06.2019წ.
დანართი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: წარმოდგენილი კანონის პროექტის მიზეზი არის სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება. თუმცა ამავე უფლებით არ სარგებლობენ ის თანამშრომლები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ საშუალო სპეციალური წოდებები, მაგრამ სამსახურის გავლისას ახორცილებდნენ ოპერატიულ-სამძებრო ან სადაზვერვო ან კონტრსადაზვერვო საქმიანობას ან მსახურობდნენ საგმოძიებო ან სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფში. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებების მქონე თანშორმლებისთვის თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების შენარჩუნება უმთავრესად შემდეგი იყო: ა) წარსულში თანამშრომლის მიერ გაწეული სპეციფიკური საქმიანობა (საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო, სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო), რომელიც შესაძლოა გახდეს მათ მიმართ შურისძიების მიზეზი და შესაბამისად დამატებითი ეძლევა უფლება ფლობდეს და განკარგავდეს ცეცხლსასროლ იარაღს, რაც ქმნის დამატებით გარანტიებს; ბ) პირი რომელიც ფლობს ოფიცრის წოდებას გავლილი აქვს შესაბამისი შემოწმება და როგორც წესი გამოირჩევა მაღალი ნდობის კოეფიციენტით; გ) პირი რომელიც ფლობს სამართალდამცველი, სპეციალური და სამხედრო სამსახურის ოფიცრის წოდებას გამოირჩევა ცეცხსასროლი იარაღის ფლობის უნარჩვევებით. საყურადღებოა, რომ საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო, სადაზვერვო, თუ კონტრსადაზვერვო საქმიანობას ახორცილებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემის თანამშრომლები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ საშუალო სპეციალური წოდებები (უმცროსი ლეიტენატი, უფროსი ლეიტენანტი და კაპიტანი) და ისინიც ანალოგიურ სარისკო და სპეციფიკურ სამსახურეობრივ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებენ, მეტიც უშუალოდ მონაწილეობას ღებულობენ საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო, სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო თუ სპეციალური დანიშნიშნულების ღონისძიებებში. ამასთან ერთად, სამსახურის გავლისას, საშუალო სპეციალური წოდებების მქონე თანამშრომლები ისევე გადის შემოწმებას, როგორც უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებების მქონე თანშორმლები. ამას გარდა, სამსახურის გავლისას, საშუალო სპეციალური წოდებების მქონე თანამშრომლები, ისევე როგორც უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებების მქონე თანშორმლები, გადის შესაბამის მომზადებს და იძენს ცეცხსასროლი იარაღის ფლობის უნარ-ჩვევებს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანია სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება შეუნარჩუნდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემის იმ თანამშრომლებსაც, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ საშუალო სპეციალური წოდებები, სამსახურის გავლისას ახორცილებდნენ ოპერატიულ-სამძებრო ან სადაზვერვო ან კონტრსადაზვერვო საქმიანობას ან მსახურობდნენ საგმოძიებო ან სპეცდანიშნულების ქვედანაყოფში და ჰქონდათ სამსახურებრივსაშტატო იარაღის ტარების უფლება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის ცვლილება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემის თანამშრომლების ჩამონათვალს ემატება ის თანამშრომლებიც, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ საშუალო სპეციალური წოდებები, სამსახურის გავლისას ახორცილებდნენ ოპერატიულ-სამძებრო ან სადაზვერვო ან კონტრსადაზვერვო საქმიანობას ან მსახურობდნენ საგმოძიებო ან სპეცდანიშნულების ქვედანაყოფში და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით დაფინანსების წყარო. აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს რაიმე სახის ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მისი განსაზღვრის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროეტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრვ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ვეტერანთა კავშირის წევრები (სდსს ყოფილი ოფიცრები), რომელბსაც სხვადასხვა პერიოდში სამსახური გავლილი აქვთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო, სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და საგამოძიებო ქვედანაყოფებში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროეტის მიმართ: კანონპროექტი ზეპირი შეფასებით მოწონებული იქნა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ვეტერანთა კავშირის წევრების (სდსს ყოფილი ოფიცრები) მიერ, რომელთაც აქვთ ოპერატიულ-სამძებრო, სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და საგამოძიებო საქმიანობის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება. დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ვეტერანთა კავშირი. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი. კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი ______________.
დანართი
31/10/2023 N ცნობა ნასამართლობის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილი, დაბადებული წელს, პ/ნ ქალაქი არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება. საინფორმაციო ცენტრის მცხოვრები საქართველო, დოკუმენტი არის ელექტრონული და ხელმისაწვდომია ვებგვერდზე https://www.sa.gov.ge/notices მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია დოკუმენტის გაცემის თარიღითა და ნომრით. ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი წარმოადგენს მის ასლს.
დანართი
პროექტი საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემის თანამშრომლებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება ან რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ საშუალო სპეციალური წოდებები, სამსახურის გავლისას ახორცილებდნენ ოპერატიულ-სამძებრო ან სადაზვერვო ან კონტრსადაზვერვო საქმიანობას ან მსახურობდნენ საგმოძიებო ან სპეცდანიშნულების ქვედანაყოფში და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან სხვა სახელმწიფოს სამსახურში, ახორციელებენ კერძო დაცვით საქმიანობას (მხოლოდ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პერიოდში) ან/და დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გამო“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
დანართი
*B21027070 * საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან განაცხადის რეგისტრაციის ნომერი მომზადების თარიღი: სუბიექტი საფირმო სახელწოდება: თანამემამულეები ძლიერი საქართველოსთვის სამართლებრივი ფორმა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საიდენტიფიკაციო ნომერი: რეგისტრაციის ნომერი თარიღი: 24/03/2021 მარეგისტრირებელი ორგანო: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველო, იურიდიული მისამართი: დამატებითი ინფორმაცია: ელ. ფოსტა: დამატებითი ინფორმაციის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მომწოდებელი პირი. ინფორმაცია ლიკვიდაციის/ რეორგანიზაციის/ გადახდისუუნარობის პროცესის მიმდინარეობის შესახებ რეგისტრირებული არ არის მმართველობის ორგანო წევრთა საერთო კრება ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა თავმჯდომარე - გოჩა ვეტრიაკოვი ყადაღა/აკრძალვა რეგისტრირებული არ არის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება რეგისტრირებული არ არის http://public.reestri.gov.ge 1(2) მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლება რეგისტრირებული არ არის მოვალეთა რეესტრი რეგისტრირებული არ არის დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე www. napr.gov.ge; ამონაწერის მიღება შესაძლებელია ვებ–გვერდზე www. napr.gov.ge ნებისმიერ ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში, იუსტიციის სახლებსა და სააგენტოს ავტორიზებულ პირებთან; ამონაწერში ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 405405 ან პირადად შეავსეთ განაცხადი ვებ–გვერდზე; კონსულტაციის მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე 2 405405; საჯარო რეესტრის თანამშრომელთა მხრიდან უკანონო ქმედების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 08 009 009 09 თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მოგვწერეთ ელ-ფოსტით: info@napr.gov.ge http://public.reestri.gov.ge 2(2)