სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.11.2023
ავტორი
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#[4d6a]/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-11-29
კომიტეტის სხდომის ნომერი 20

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/2559?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 29 ნოემბერი 2023 10:30 2023 წლის 29 ნოემბერი, 10:30 საათი მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/333; 08.11.2023) (კომიტეტი წამყვანია) (საკითხი განიხილება გამარტივებული წესით); მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; 2. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში; მომხსენებელი: ლევან უჯმაჯურიძე - სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი. პრესრელიზი 11/29/2023, 9:59 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი oqmi N20 2023 წლის 29 ნოემბერი, 10:30 საათი მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი #410 სხდომას თავმჯდომარეობდა: ნინო წილოსანი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ნინო წილოსანი - კომიტეტის თავმჯდომარე, გელა სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამველ მანუკიანი, ზაალ დუგლაძე, შალვა კერესელიძე, სუმბატ კიურეღიანი, გიორგი სოსიაშვილი, სოზარ სუბარი, გოდერძი ჩანქსელიანი, ქეთევან ჩარკვიანი, გიორგი ცაგარეიშვილი. აპარატის თანამშრომლები: ივერი ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, სიმონ უროტაძე, ირმა ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: ლევან უჯმაჯურიძე - სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ნოდარ ხატიაშვილი - სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1 დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/333; 08.11.2023) (კომიტეტი წამყვანია), (საკითხი განიხილება გამარტივებული წესით). (მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე). 2. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. (მომხსენებელი: ლევან უჯმაჯურიძე - სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი). სოფლის მეურნეობის კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით. I. მოისმინეს: ნინო თანდილაშვილის ინფორმაცია - საქართველოს კანონის პროექტების: „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. მომხსენებელმა საკითხი გამარტივებული წესით განსახილველად წარმოადგინა. კანონპროექტის მიზანია საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ქვეყნის ისტორიულად, კულტურულად და ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგის განვითარების ხელშეწყობა, ყურძნისეული წარმოშობის 2 ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანი საქმიანობის შეუფერხებლად ბაზრის ხელშეწყობა განვითარება, არსებული წარმოება ქართული და საწარმოების ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, 2024 წლის 2 იანვრიდან ეტიკეტზე, ბრენდის შემთხვევაში, მიეთითება „აღნიშვნა ქართული ბრენდი“, თუ ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85%-ს საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული სპირტი შეადგენს. ამ ნორმის ამოქმედებამდე, ნებადართულია, ეტიკეტზე მიეთითოს „ქართული ბრენდი“, თუ ყურძნისგან ბრენდის არანაკლებ დამზადებული ღვინის წარმოებული. ყურძნისეული ადგილობრივ ბაზარზე 50% საქართველოში დისტილატის წარმოშობის მოყვანილი გამოყენებითაა სპირტიანი რეალიზაციასთან ერთად, სასმელის მნიშვნელოვანია ექსპორტისათვის ხელსაყრელი პირობების არსებობა, ქართული ბრენდის ცნობადობისა და მისი ექსპორტის მაჩვენებელის ზრდა. კერძო სექტორმა, კოლექტიური განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გამოიჩინა ინიციატივა ზემოაღნიშნული მუხლის ამოქმედების გადავადებასთან დაკავშირებით. ასევე, მათ ინიციატივას წარმოადგენს წინამდებარე ცვლილების ამოქმედებამდე, „ქართული ბრენდის“ საწარმოებლად გამოსაყენებელი საქართველოში მოყვანილი ყურძნისაგან დამზადებული სპირტის პროცენტული მაჩვენებლის ყოველწლიურად 5% ით ზრდა, რაც საშუალებას მისცემს კერძო სექტორს დაბალანსებულად, ეტაპობრივად განახორციელონ რეფორმა, რომლის რეგულირება განხორციელდება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. აღნიშნული ცვლილება მისცემს შესაძლებლობას ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების მწარმოებელ კომპანიებს, გონივრულ ვადაში შეცვალონ საწარმოო პოლიტიკა და გაატარონ საჭირო ღონისძიებები, რათა კანონით გათვალისწინებული ვალდებულება არამართლზომიერ ტვირთად არ დააწვეთ კომპანიებს, რამაც დარგის განვითარების ხელშეწყობის ნაცვლად, შესაძლოა საერთაშორისო ბაზრების დაკარგვა და პროდუქციის წარმოების შემცირება გამოიწვიოს. კანონპროექტის მიხედვით, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 26-ე მუხლის ამოქმედება დარჩება უცვლელი და ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან. ხოლო, ამავე კანონის პირველი მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოქმედდება 2028 წლის 3 იანვრიდან. 3 აზრი გამოთქვეს: 1. ნინო წილოსანი: რომელმაც განაცხადა, რომ სექტორთან შეთანხმებულია პოზიცია და მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ ისინი. საინტერესოა, რას უკავშირდება ამ ვალდებულების გადავადება, იმას, რომ ქვეყანაში წარმოებული ბრენდის დიდი ნაწილი არ შედის ევროკავშირის ქვეყნებში, და ამ ვალდებულების შესრულების გარეშე, წარმოუდგენელი იქნებოდა იქ შესვლა, თუ ასე არ არის? ასევე, ხომ არ აქვთ მონაცემები ქვეყანაში წარმოებული ბრენდის ექსპორტის მაჩვენებლებზე, რომელ ბაზრებზე შედიან და რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეგულაციის შესრულება და მესამე - ახლა ქვეყანა ევროინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს ეტაპზეა და ხომ არ წარმოიქმნება გართულებები მოლაპარაკების პროცესში, ხომ არ იქნება რაიმე შეფერხება ამ კუთხით ასოცირების პროცესისთვის. ნინო თანდილაშვილი: რომელმაც განმარტა, რომ ქართული წარმოების სპირტის გამოყენების ზღვარია სავალდებულოდ დასაცავი. იყო ნახტომისებური ზრდა, 50%-იდან 85%-მდე ადიოდა სავალდებულოდ ქართული ყურძნისგან წარმოებული სპირტის გამოყენება. დღეისათვის (მათ შორის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე), ამ რაოდენობის სპირტის წარმოება შეიძლება ადგილობრივმა ბაზარმა ვერ დააკმაყოფილოს. უმეტეს შემთხვევაში სპირტის იმპორტი ხდება ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა საფრანგეთი, ბულგარეთი, უკრაინა, რომელიც შემდეგ ბრენდის დასამზადებლად გამოიყენება. იყო სექტორის თხოვნა, რომ ნახტომისებური ზრდა არ ყოფილიყო და იყოს 5%-იანი ყოველწლიურად სავალდებულოდ გამოყენებული ქართული სპირტი ბრენდის საწარმოებლად. 50%-იანი ზღვარი განისაზღვრა პირდაპირ კანონით. ამ სტანდარტს დღეს სექტორი აკმაყოფილებს. ამასთან დაკავშირებით მათთან იყო განხილვები და ისინი ამბობენ, რომ გაუჭირდებათ პირდაპირ 35%-იან ზღვარს მოერგონ და სრულად 85%-იანი ქართული სპირტი გამოიყენონ ბრენდის საწარმოებლად, მაგრამ მზად არიან ფასთაშორისი სხვაობის გათვალიწინებით, 5%-იანი ზრდის პირობებში, მომდევნო წლების განმავლობაში, ეს მოთხოვნები დააკმაყოფილონ, რომელიც ეტაპობრივად გადაწყობის საშუალებას მისცემს. რაც შეეხება ბრენდის მთლიან წარმოებას, დაახლოებით 11 მლნ. 800 000 ლიტრია, რომელიც ჯამურად არის ნაწარმოები. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მოცემული კანონპროექტები არ უკავშირდება საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებისა და DCFTA-ს ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს და არ ექნება ნეგატიური გავლენა ექსპორტზე 4 (ქართული ბრენდი ახლაც წარმატებით გადის ექსპორტზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში - პოლონეთი, ლიტვა, ესტონეთი). ასევე, აზრი გამოთქვეს: სოზარ სუბარმა, რომელიც დაინტერესდა, სახელმწიფო ქარხნების მიერ არაკონდიცირებული ყურძნის ჩაბარების თემით, რომელსაც ყოველწლიურად დიდი რაოდენობით იბარებდნენ, თითქოს გასაღება ჭირდა და რატომ გაჩნდა ნაკლებობა. გარდა ამისა, პროექტში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელი შედეგია საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ქვეყნის ისტორიულად, კულტურულად და ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგის განვითარების ხელშეწყობა. თუ უკრაინული სპირტი შემოდის და ის ერევა პროდუქტს, ამით, საეჭვოა ხელი შეეწყოს დარგის განვითარებას. ზაალ დუგლაძემ, რომელმაც ისაუბრა პროცენტის ნახტომისებურ ზრდაზე, მოსალოდნელ შედეგზე, ბრენდის საწარმოებლად გამოყენებულ სპირტებზე, ხოლო მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს და გააკეთა განმარტებები. კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 11 წევრი: გადაწყვიტეს: (მომხრე- 10) კომიტეტმა, გამოთქმული მოსაზრების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებს: „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მათი გატანა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამარტივებული წესით განსახილველად. (ამასთან, კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დასახელებული კანონპროექტებით გათვალისწინებული გადავადება ნეგატიურად არ აისახოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე და ამასთან, ქართველ მწარმოებლებს მიეცეთ საშუალება, გონივრულ ვადებში დააკმაყოფილონ საკანონმდებლო მოთხოვნები. II. მოისმინეს: 5 ლევან უჯმაჯურიძის ინფორმაცია - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამეცნიეროკვლევითი ცენტრი საქმიანობას აგრარული მეცნიერების, სოფლის მეურნეობისა და სურსათის წარმოების განვითარების, ასევე, მცენარეთა და ცხოველთა აგრო ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერებისა და სანაშენე საქმიანობის ხელშეწყობის, მცენარეთა ჯიშების გამოცდისა და სასელექციო სადგურების აღდგენის, თესლისა და სარგავი მასალის სტანდარტებისა და სერტიფიცირების სისტემის შემუშავების, ახალი ტექნოლოგიების გავრცელების, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რისკის შეფასების უზრუნველყოფის, ბიომეთოდების შემუშავების, ბიომეურნეობების განვითარების ხელშეწყობის და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირთა ექსტენციის მიმართულებებით ახორციელებს. ცენტრის მიზნებია: სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სურსათის წარმოების ხელშეწყობა, ახალი ტექნოლოგიების კვლევა-დანერგვა, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირთა ცნობადობის ამაღლება; სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რისკის შეფასების უზრუნველყოფა; ბიოწარმოების განვითარების ხელშეწყობა; მცენარეთა და ცხოველთა აგრობიომრავალფეროვნების მიმართ არსებული საფრთხეების შეფასება და მათი გადაჭრის გზების კვლევა; თესლისა და სარგავი მასალების კონტროლის საერთაშორისო სისტემების კვლევა, სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობა, ხარისხობრივი მახასიათებლების კვლევა და სერტიფიცირება. უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ცენტრის საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული ინფრასტრუქტურაზე: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს სახელმწიფო საკუთრებაში და მმართველობის უფლებით გააჩნია სასოფლოსამეურნეო ბაზები, ლაბორატორიები და საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები: მრავალწლოვანი (ვაზი, ხეხილი, აგრო-სატყეო) კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა (სოფ. ჯიღაურა, მცხეთის მუნიციპალიტეტი); მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის 2 ლაბორატორია (სოფ. ჯიღაურა, მცხეთის მუნიციპალიტეტი და სოფ. ანასეული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი); მცენარეთა ვირუსული კვლევის ELIZA და RT PCR ლაბორატორია (სოფ. ჯიღაურა, მცხეთის მუნიციპალიტეტი); ერთწლოვანი (მარცვლოვანი, პარკოსანი, ბოსტნეული, ბაღჩეული, ტექნიკური) კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა (სოფ. წილკანი, მცხეთის მუნიციპალიტეტი); თესლის ხარისხის ლაბორატორია (სოფ. წილკანი, მცხეთის მუნციპალიტეტი); პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის 6 ნიადაგის კვლევის ლაბორატორია (სოფ. წილკანი, მცხეთის მუნიციპალიტეტი); მცენარეთა მიკროკლონური (in vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის ლაბორატორია (სოფ. წილკანი, მცხეთის მუნიციპალიტეტი); მეცხოველეობის სანაშენე, სასელექციო- კვლევითი სადგური (სოფ. განთიადი, დმანისი მუნიციპალიტეტი); შინაური ცხოველებისა და ფრინველების საცდელ-სადემონსტრაციო საკვლევი ფერმა (კრწანისი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი); მეფუტკრეობის სანაშენე სადგური (სოფ. მუხური, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი); სასათბურე კომპლექსი, 6 დიდი და 27 პატარა მზის სისტემის სათბური (სოფ. შულავერი, მარნეულის მუნიციპალიტეტი); სასელექციო, ჯიშთა გამოცდის სადემონსტრაციო ნაკვეთები საქართველოს 24 მუნიციპალიტეტში და სხვა. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, საქმიანობა ხორციელდებოდა შემდეგი მიმართულებებით: აგრო-ბიომრავალფეროვნებისა და ენდემების შენარჩუნებისათვის გენეტიკური ბანკის შექმნა, კონსერვაცია და მართვა; მარცვლეული კულტურების კვლევა; ბოსტნეული, ბაღჩეული და ტექნიკური კულტურების კვლევა; ორგანული წარმოების განვითარება; მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემების კვლევა და შედეგების დანერგვის ხელშეწყობა; მცენარეთა მიკროკლონური გამრავლების (in-vitro) ლაბორატორია და უვირუსო სარგავი მასალის კვლევა; თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესი; სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების თანამედროვე სამანქანო ტექნოლოგიების კვლევა; მოსავლის აღების შემდგომი პირველადი დამუშავების ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; საქართველოში ფრინველების, თევზების გავრცელებული და შინაური ცხოველების, სამეურნეო-სასარგებლო მწერების ადგილობრივი ჯიშების და პოპულაციების აღდგენა-გაუმჯობესება და გენეტიკური ბანკის შექმნა; საქართველოს მიწის ფონდის შესწავლა და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესება; სურსათის უვნებლობის, ფიტოსანიტარიის და ვეტერინარიის სფეროებში რისკების შეფასება. აზრი გამოთქვეს: შალვა კერესელიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის და დაინტერესდა უძველესი ქართული ჯიშის ხორბლის თემით, როგორია მასზე მოთხოვნა ფერმერების მხრიდან და რამდენია საჰექტარო მოსავლიანობა. ქართული ჯიშის მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის, ფრინველის ფერმერებზე გადაცემის შემთხვევაში, როგორ ხდება ფერმერებთან ურთიერთობა. ფაროსანასთან დაკავშირებით, ბიოლოგიური მტერის გამოყვანაზე, რა შედეგებია, 2024 7 წლის ბიუჯეტში მოთხოვნილ დაფინანსებაზე, ყველასთან ექნება თხოვნა, დაეხმარონ ცენტრისთვის საჭირო თანხების გაზრდაში. სოზარ სუბარმა, რომელმაც ისაუბრა გენეტიკურ ბანკებზე, ღორის ჯიშების აღდგენაზე რაჭაში, როგორ მიდის პროცესი. გელა სამხარაულმა, რომელმაც ასევე მადლობა გადაუხადა მომხსენებელს გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის და დაინტერესდა, როგორ შეიძლება ხილის გადამუშავების, შენახვის მიმართულებები, ეკოლოგიურად სუფთა, დანამატების გარეშე პროდუქტის მიღების კარგი მიგნებების ცოდნა, გავრცელდეს და როგორ გადასცემენ მცირე, თუ საშუალო ბიზნესს პრაქტიკაში დასანერგად. ასევე, სასოფლოსამეურნეო ტექნიკა, რომელზეც დიდია მოთხოვნა და ძირითადად იმპორტირებულია, მათი წარმოების დანერგვის რა მცდელობებია, რა ეტაპზე არიან, რომ ადგილობრივმა წარმოებამ დაიწყოს პროცესი, როგორ მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს და გააკეთა განმარტებები. მან ხორბალთან, ზოგადად ერთწლიან და მრავალწლიან კულტურებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ხდება ცენტრის მიერ ჯერ მოძიება, იდენტიფიცირება, გენბანკი და შემდეგ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე დათესვა და დამაგრება ქვეყნის ბევრ რეგიონში. ხდება ფერმერების ცნობადობის ამაღლება. ადგილობრივ ხორბალზე დიდი მოთხოვნაა. ცენტრი აკეთებს პირველად მეთესლეობას, მიყავს ელიტურ სათესლე მასალამდე, რომელიც გადაეცემა თესლის მწარმოებელ კომპანიებს. ფერმერების დაინტერესება დიდია, თუმცა ცენტრი პირდაპირი წესით ვერ გადასცემს მათ, გადაეცემა მომსახურების სააგენტოს და აუქციონის გზით ხდება შემდეგ შეძენა ფერმერების მიერ. საჰექტარო მოსავლიანობაზე, თუ არის მიკვლევადი, ხარისხიანი, სერტიფიცირებული თესლი, შეიძლება 4 ტონამდე მოსავალიც მოვიდეს. ფაროსანას თემაზე - კვლევითმა ცენტრმა ანასეულში შექმნა ლაბორატორია ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდების გამოყენებაზე და გამოავლინა ქართული პოპულაცია (ანასტასუსი), რომელიც ებრძვის მწერს. აგრძელებენ მუშაობას აღნიშნულ პრობლემაზე უფრო ეფექტური ბრძოლის გზების გამოსავლენად. თანხებთან დაკავშირებით, უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აშენებულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შენახვა-გადამუშავების შენობა, რომლის ლაბორატორიების, სადემონსტრაციო სივრცის კეთილმოწყობას ჭირდება თანხა (2 მლნ. ლარამდე). ასევე განაცხადა, რომ ცენტრის სადემონსტრაციო ნაკვეთები ღიაა ყველა ფერმერისთვის, სისტემატიურად ეწყობა სადემონსტრაციო დღეები, სადაც ტარდება შეხვედრები და ხდება რეკომენდაციების მიწოდება თითქმის ყველა მიმართულებით. სასოფლოსამეურნეო ტექნიკასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ ცენტრში ხდება დაინტერესებულ მხარეზე 8 მათი გადაცემა. შექმნილ კომბინირებულ აგრეგატზე დაინტერესება დიდია, აქვთ კავშირები სხვა ქვეყნებთანაც. ნინო წილოსანი: რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს საინტერესო ინფორმაციისთვის და განაცხადა, რომ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის დროს, კომიტეტის დასკვნაში რეკომენდაციის სახით ასახეს, რომ, უნდა გაძლიერდეს მუშაობა გენეტიკური ბანკის ერთიანი სივრცის შექმნისათვის, რომლის დაახლოებითი ბიუჯეტი შეადგენს 3,5 მლნ ლარს, თუმცა ამ ეტაპზე, ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში არ არის ეს წარმოდგენილი. ბოლომდე იბრძოლებენ ამისთვის. ხორბლის თემასთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხორბლის პოპულარიზაციას კომიტეტის ჩართულობაც მიემატება. დაწყებულია დიდი პროცესი, უნდათ იუნესკოზე მოხდეს ხორბლის და პურის ცხობის ტრადიციების და რიტუალების აღიარება და ამასთან დაკავშირებით დიდი საერთაშორისო კონფერენცია იგეგმება, არის სამინისტროს თანხმობა და ელოდებიან გარკვეული დეტალების დაზუსტებას მის ჩასატარებლად. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. სხდომის თავმჯდომარე: ნინო წილოსანი სხდომის მდივანი: ირმა ქიტიაშვილი 9
პრესრელიზი
პრესრელიზი განსახილველი საკითხები: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/333; 08.11.2023). კანონპროექტის მეღვინეობის, მოსალოდნელი როგორც ეკონომიკურად შედეგია ქვეყნის საქართველოში ისტორიულად, პრიორიტეტული დარგის მევენახეობა- კულტურულად განვითარების და ხელშეწყობა, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების შეუფერხებლად წარმოება და კონკურენტუნარიანი საწარმოების საქმიანობის გარემოებების გათვალისწინებით. შესაძლებლობას ყურძნისეული ბაზრის ხელშეწყობა განვითარება, არსებული აღნიშნული წარმოშობის ქართული ფაქტობრივი ცვლილება სპირტიანი მისცემს სასმელების მწარმოებელ კომპანიებს, გონივრულ ვადაში შეცვალონ საწარმოო პოლიტიკა და გაატარონ საჭირო ღონისძიებები, რათა კანონით გათვალისწინებული ვალდებულება არამართლზომიერ ტვირთად არ დააწვეთ კომპანიებს, რამაც დარგის განვითარების ხელშეწყობის ნაცვლად, შესაძლოა საერთაშორისო ბაზრების დაკარგვა და პროდუქციის წარმოების შემცირება გამოიწვიოს. კანონპროექტის მიხედვით, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 26-ე მუხლის ამოქმედება დარჩება უცვლელი და ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან, ხოლო, ამავე კანონის პირველი მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოქმედდება 2028 წლის 3 იანვრიდან. 2. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის #162 დადგენილების საფუძველზე, აგრარულ სექტორში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის აღდგენის მიზნით, შეიქმნა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიეროკვლევითი ცენტრი, რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა სახელმწიფოსათვის გადაცემული ა(ა)იპ „აგრო“-სა და შპს „აგრო ქართუ“-ს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა. აქტივობებს ბაზები, აღნიშნული ახორციელებს ლაბორატორიები უწყება როგორც და სხვა საცდელ-სადემონსტრაციო დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში. უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი უჯმაჯურიძე წარმოადგენს. ცენტრის დირექტორი - ლევან